სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაო, რატომ ითხოვთ შენდობას, რა ხდება მართლა?!. ისევ გამოცოცხლდნენ ეკლესიის მტრები" - ინაშვილი მატრონა მოსკოველის ხატის გამო არქიმანდრიტის განცხადებას პასუხობს
"მამაო, რატომ ითხოვთ შენდობას, რა ხდება მართლა?!. ისევ გამოცოცხლდნენ ეკლესიის მტრები" - ინაშვილი მატრონა მოსკოველის ხატის გამო არქიმანდრიტის განცხადებას პასუხობს

მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლის ხატ­მა, რომ­ლე­ზეც სტა­ლი­ნი იყო გა­მო­სა­ხუ­ლი და მას­ზე სა­პატ­რი­არ­ქოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, ხატი გა­და­წე­რონ, ახლა უკვე პრო­რუ­სულ, "კონ­სერ­ვა­ტი­ულ ფლანგსა“ და რე­ლი­გი­ურ წრე­ებს შო­რის შე­ი­ტა­ნა გან­ხეთ­ქი­ლე­ბა. ჯერ იყო და "ალტ-ინ­ფოს“ წევ­რმა ვი­დე­ობ­ლო­გერ­მა სა­პატ­რი­არ­ქოს პრეს­ცენ­ტრის უფ­რო­სი "ეკ­ლე­სი­ის მტრე­ბის გა­ხა­რე­ბა­სა“ და "ლი­ბე­რა­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­ში“ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და მისი გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვა, ახლა კი­დევ "პატ­რი­ო­ტუ­ლი ალი­ან­სის" ერთ-ერთ ლი­დერს, ირმა ინაშ­ვილს არ მო­ე­წო­ნა არ­ქი­მან­დრიტ იო­ვა­ნე მჭედ­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, რომ - ხა­ტის ტა­ძარ­ში დაბ­რძა­ნე­ბა უნდა მეც­ნო­ბე­ბი­ნა სა­პატ­რი­არ­ქოს­თვი­სო, რის­თვი­საც შენ­დო­ბა ითხო­ვა.

"მე, რო­გორც სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის კე­თილ­მო­წე­სე, ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, შენ­დო­ბას ვი­თხოვ დედა ეკ­ლე­სი­ი­სა და მორ­წმუ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე.

ხა­ტის ტა­ძარ­ში დაბ­რძა­ნე­ბა უნდა მეც­ნო­ბე­ბი­ნა სა­პატ­რი­არ­ქოს­თან," - წერს "ფე­ის­ბუქ­ში" არ­ქი­მან­დრი­ტი, რა­საც ინაშ­ვი­ლი ასე ეხ­მა­უ­რე­ბა:

"მა­მაო, რა­ტომ ითხოვთ შენ­დო­ბას, რა ხდე­ბა მარ­თლა?! თქვენ და არც არა­ვის არა­ფე­რი დაგ­ვი­შა­ვე­ბია, ეს რა კა­ტას­ტრო­ფამ­დე ვართ მი­სუ­ლი, ისევ გა­მო­ცო­ცხლდნენ ეკ­ლე­სი­ის მტრე­ბი, სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო დაბ­რუნ­და?! თა­ვის გა­მო­ყო­ფას ვერ ბე­დავ­დნენ ფან­ჯრი­დან. ასე­თი მარ­თლა რა მოხ­და, რომ სა­ჯა­როდ შენ­დო­ბას ითხოვთ?!

ამა­თი ში­შით აღარ ვი­სუნ­თქოთ?! ესე­ნი ნე­ო­ბოლ­შე­ვი­კე­ბი არი­ან, ამათ ზე­იმს რო­გორ უნდა შე­ვუ­წყოთ ხელი?! მორ­წმუ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბა ღე­ლავს არა იმი­ტომ, რომ ტა­ძარ­ში ხატი შებ­რძან­და, არა­მედ იმი­ტომ, რომ აშ­კა­რად ხე­დავს უსა­მარ­თლო დათ­მო­ბებს. გა­ვი­გეთ, რომ სა­პატ­რი­არ­ქოს უნდა მშვი­დო­ბა. თუმ­ცა, მშვი­დო­ბა უკვე იყო და ეს, რა­ტომ­ღაც, ვერ გა­აც­ნო­ბი­ე­რეს სა­პატ­რი­არ­ქო­ში და როცა მტე­რი და­მარ­ცხდა, მა­შინ გა­მო­ვი­და, რომ მტერს კოჭი გა­უ­გო­რეს და გა­ა­ცო­ცხლეს ის. ჩვენ გვეს­მის მო­ტი­ვა­ცია. სა­პატ­რი­არ­ქოს უნდა მშვი­დო­ბა. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ მშვი­დო­ბა სუ­ლაც არ მო­ი­ტა­ნა, მრევ­ლი პი­რი­ქით გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, მაგ­რამ მა­ზი­ა­რებ­ლე­ბი ვართ და და­ვე­მორ­ჩი­ლეთ. ახლა არც თქვენ არა­ფე­რი და­გი­შა­ვე­ბი­ათ და არც არა­ვის და შენ­დო­ბას რა­ღა­ზე ითხოვთ, გა­მა­გე­ბი­ნეთ?! და­მი­ჯე­რეთ, ამ­დე­ნი უკან­და­ხე­ვა ვე­რა­ვის ვერ გა­ა­ხა­რებს".

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
1

ასე თავის ჭკუაზე რასაც უნდა ხატად გადასაღება სათაური მართლმადიბლობაა? ან სტალინის კონონიზაცია როდის დაამტკიცა სინოდმა მოკლედ რუის-ურბნისის არ აგცდებათ გაივსო ტახტი ფეხებით...

შორენა
1

ყველა კეთილი ადამიანი ძლიერია, რადგან სიკეთეს შესწევს ძალა, ბოროტება დააჩოქოს, დაჩრდილოს და სრულიად გაანადგუროს. როგორი გასაოცარია, როდესაც ეხმარები ადამიანს და მის თვალებში მადლიერებას, ბედნიერებას და სიყვარულს ხედავ ეს მამა იოანე არის,მამა იოანე სიკეთის განსახიერებაა,საოცრად თბილი, ტკბილი ღირსეული ადამიანი,თვითეული ადამიანის გულშემატკივარი და მცველი. ღმერთი ყოფილიყოს მისი მფარველი და მცველი 

ავტორი:

"მამაო, რატომ ითხოვთ შენდობას, რა ხდება მართლა?!. ისევ გამოცოცხლდნენ ეკლესიის მტრები" - ინაშვილი მატრონა მოსკოველის ხატის გამო არქიმანდრიტის განცხადებას პასუხობს

"მამაო, რატომ ითხოვთ შენდობას, რა ხდება მართლა?!. ისევ გამოცოცხლდნენ ეკლესიის მტრები" - ინაშვილი მატრონა მოსკოველის ხატის გამო არქიმანდრიტის განცხადებას პასუხობს

მატრონა მოსკოველის ხატმა, რომლეზეც სტალინი იყო გამოსახული და მასზე საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ, ხატი გადაწერონ, ახლა უკვე პრორუსულ, "კონსერვატიულ ფლანგსა“ და რელიგიურ წრეებს შორის შეიტანა განხეთქილება. ჯერ იყო და "ალტ-ინფოს“ წევრმა ვიდეობლოგერმა საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსი "ეკლესიის მტრების გახარებასა“ და "ლიბერალების წახალისებაში“ დაადანაშაულა და მისი გადადგომა მოითხოვა, ახლა კიდევ "პატრიოტული ალიანსის" ერთ-ერთ ლიდერს, ირმა ინაშვილს არ მოეწონა არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილის განცხადება, რომ - ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვისო, რისთვისაც შენდობა ითხოვა.

"მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე.

ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთან," - წერს "ფეისბუქში" არქიმანდრიტი, რასაც ინაშვილი ასე ეხმაურება:

"მამაო, რატომ ითხოვთ შენდობას, რა ხდება მართლა?! თქვენ და არც არავის არაფერი დაგვიშავებია, ეს რა კატასტროფამდე ვართ მისული, ისევ გამოცოცხლდნენ ეკლესიის მტრები, სააკაშვილის დრო დაბრუნდა?! თავის გამოყოფას ვერ ბედავდნენ ფანჯრიდან. ასეთი მართლა რა მოხდა, რომ საჯაროდ შენდობას ითხოვთ?!

ამათი შიშით აღარ ვისუნთქოთ?! ესენი ნეობოლშევიკები არიან, ამათ ზეიმს როგორ უნდა შევუწყოთ ხელი?! მორწმუნე საზოგადოება ღელავს არა იმიტომ, რომ ტაძარში ხატი შებრძანდა, არამედ იმიტომ, რომ აშკარად ხედავს უსამართლო დათმობებს. გავიგეთ, რომ საპატრიარქოს უნდა მშვიდობა. თუმცა, მშვიდობა უკვე იყო და ეს, რატომღაც, ვერ გააცნობიერეს საპატრიარქოში და როცა მტერი დამარცხდა, მაშინ გამოვიდა, რომ მტერს კოჭი გაუგორეს და გააცოცხლეს ის. ჩვენ გვესმის მოტივაცია. საპატრიარქოს უნდა მშვიდობა. ამ გადაწყვეტილებამ მშვიდობა სულაც არ მოიტანა, მრევლი პირიქით გააღიზიანა, მაგრამ მაზიარებლები ვართ და დავემორჩილეთ. ახლა არც თქვენ არაფერი დაგიშავებიათ და არც არავის და შენდობას რაღაზე ითხოვთ, გამაგებინეთ?! დამიჯერეთ, ამდენი უკანდახევა ვერავის ვერ გაახარებს".