მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიღაბი ჩამოხსნილია... გრცხვენოდეთ" - ისრაელის საელჩო ერეკლე დეისაძეს ანტისემიტიზმში ადანაშაულებს
"ნიღაბი ჩამოხსნილია... გრცხვენოდეთ" - ისრაელის საელჩო ერეკლე დეისაძეს ანტისემიტიზმში ადანაშაულებს

ის­რა­ე­ლის სა­ლე­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­სი­კოს ერეკ­ლე დე­ი­სა­ძის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და მას ან­ტი­სე­მი­ტურს უწდებს.

  • ცნო­ბის­თვის, დე­ი­სა­ძემ ის­რა­ელს ოკუ­პან­ტი სა­ხელ­მწი­ფო უწო­და და გა­ნა­ცხა­და, რომ "ყვე­ლა სი­ო­ნის­ტი უნდა გა­ნად­გურ­დეს“.

"ნი­ღა­ბი ჩა­მოხ­სნი­ლია. კი­დევ ერთი "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი“ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ან­ტი­სე­მი­ტი აღ­მოჩ­ნდა...გრცხვე­ნო­დეთ, ერეკ­ლე დე­ი­სა­ძევ, თქვე­ნი ან­ტი­სე­მი­ტუ­რი, უმ­სგავ­სო სი­ტყვე­ბის­თვის, რო­დე­საც ყვე­ლა "სი­ო­ნის­ტის“ გა­ნად­გუ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებთ, რაც ძი­რი­თა­დად ის­რა­ე­ლის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე და მსოფ­ლი­ო­ში მცხოვ­რებ ებ­რა­ელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბაა. 7 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, რო­დე­საც 1400 ის­რა­ე­ლე­ლი ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი ფორ­მით მოკ­ლეს და 240 ადა­მი­ან­ზე მეტი გა­ი­ტა­ცეს სის­ხლის­მსმელ­მა ტე­რო­რის­ტებ­მა, ის­რა­ე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო ემოქ­მე­და ისე, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ერი მო­იქ­ცე­ო­და მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში - სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სა­ცა­ვად შე­ებ­რძო­ლე­ბო­და ვე­ლურ ტე­რო­რის­ტებს, ვინც ამა­ყობს ბავ­შვე­ბის მოკ­ვლით და გო­გო­ნე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით.

ბოლო სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ სწრა­ფად გა­ვი­აზ­რეთ, რომ ზო­გი­ერ­თის რწმე­ნით, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ის­რა­ე­ლე­ლებ­ზე თავ­დას­ხმას, მათ წა­მე­ბას, და­სა­ხიჩ­რე­ბას, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას, თავ­დაც­ვის უფ­ლე­ბა ჩვენ­თვის არ არ­სე­ბობს. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ თუ ხარ ის­რა­ე­ლე­ლი ან ებ­რა­ე­ლი შენ ამას იმ­სა­ხუ­რებ მხო­ლოდ იმის გამო, ვინც ხარ. რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ტი­კა ცალ­მხრი­ვია და შთა­გო­ნე­ბუ­ლია "ჰა­მა­სის“ სა­სა­უბ­რო თე­ზი­სე­ბით, ხში­რად ბევ­რი დრო არ სჭირ­დე­ბა რე­ა­ლუ­რი ზრახ­ვე­ბის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბას და ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბის მიერ ებ­რა­ე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის ღია მო­წო­დე­ბე­ბის ამო­ტივ­ტი­ვე­ბას სა­ჯა­რო სივ­რცე­ში. ეს ერეკ­ლე დე­ი­სა­ძეა. ამა­ყი ან­ტი­სე­მი­ტი.

არ აგე­რი­ოთ: თუ მისი სურ­ვი­ლი ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტი­ნას შო­რის მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბა იქ­ნე­ბო­და, მა­შინ ის დაგ­მობ­და "ჰა­მასს“, რო­მე­ლიც ღიად ქა­და­გებს ის­რა­ე­ლე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბას და ამავდრო­უ­ლად ჩაგ­რავს და შე­უ­რა­ცხყოფს პა­ლეს­ტი­ნე­ლებს. მაგ­რამ რო­დე­საც თქვე­ნი რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი "ყვე­ლა სი­ო­ნის­ტის გა­ნად­გუ­რე­ბაა“, ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს ლიკ­ვი­და­ცია და ებ­რა­ე­ლე­ბის სიკ­ვდი­ლი, ასე­თი ფაქ­ტე­ბი თქვენ­თვის არაა რე­ლე­ვან­ტუ­რი. ეს სა­მარ­ცხვი­ნო პი­როვ­ნე­ბა და მისი სი­ტყვე­ბი უნდა იყოს დაგ­მო­ბი­ლი." - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
v
2

რა თქვა არასწორი, ყრუებო და ბრმებო?!

ნოდარი
4

დეისაძე არის ანტიეროვნული, ანტიადამინური პიროვნება.

ავტორი:

"ნიღაბი ჩამოხსნილია... გრცხვენოდეთ" - ისრაელის საელჩო ერეკლე დეისაძეს ანტისემიტიზმში ადანაშაულებს

"ნიღაბი ჩამოხსნილია... გრცხვენოდეთ" - ისრაელის საელჩო ერეკლე დეისაძეს ანტისემიტიზმში ადანაშაულებს

ისრაელის სალეჩო საქართველოში მუსიკოს ერეკლე დეისაძის განცხადებას ეხმაურება და მას ანტისემიტურს უწდებს.

  • ცნობისთვის, დეისაძემ ისრაელს ოკუპანტი სახელმწიფო უწოდა და განაცხადა, რომ "ყველა სიონისტი უნდა განადგურდეს“.

"ნიღაბი ჩამოხსნილია. კიდევ ერთი "ადამიანის უფლებების დამცველი“ ჩვეულებრივი ანტისემიტი აღმოჩნდა...გრცხვენოდეთ, ერეკლე დეისაძევ, თქვენი ანტისემიტური, უმსგავსო სიტყვებისთვის, როდესაც ყველა "სიონისტის“ განადგურებისკენ მოუწოდებთ, რაც ძირითადად ისრაელის ყველა მოქალაქე და მსოფლიოში მცხოვრებ ებრაელთა უმრავლესობაა. 7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც 1400 ისრაელელი ყველაზე სასტიკი ფორმით მოკლეს და 240 ადამიანზე მეტი გაიტაცეს სისხლისმსმელმა ტერორისტებმა, ისრაელი იძულებული იყო ემოქმედა ისე, როგორც ნებისმიერი ერი მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში - საკუთარი მოქალაქეების დასაცავად შეებრძოლებოდა ველურ ტერორისტებს, ვინც ამაყობს ბავშვების მოკვლით და გოგონების გაუპატიურებით.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩვენ სწრაფად გავიაზრეთ, რომ ზოგიერთის რწმენით, როდესაც საქმე ეხება ისრაელელებზე თავდასხმას, მათ წამებას, დასახიჩრებას, გაუპატიურებას, თავდაცვის უფლება ჩვენთვის არ არსებობს. ისინი ამბობენ, რომ თუ ხარ ისრაელელი ან ებრაელი შენ ამას იმსახურებ მხოლოდ იმის გამო, ვინც ხარ. როდესაც პოლიტიკური კრიტიკა ცალმხრივია და შთაგონებულია "ჰამასის“ სასაუბრო თეზისებით, ხშირად ბევრი დრო არ სჭირდება რეალური ზრახვების გამოაშკარავებას და ეგრეთ წოდებული აქტივისტების მიერ ებრაელების მკვლელობის ღია მოწოდებების ამოტივტივებას საჯარო სივრცეში. ეს ერეკლე დეისაძეა. ამაყი ანტისემიტი.

არ აგერიოთ: თუ მისი სურვილი ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარება იქნებოდა, მაშინ ის დაგმობდა "ჰამასს“, რომელიც ღიად ქადაგებს ისრაელელების მკვლელობას და ამავდროულად ჩაგრავს და შეურაცხყოფს პალესტინელებს. მაგრამ როდესაც თქვენი რეალური სურვილი "ყველა სიონისტის განადგურებაა“, ისრაელის სახელმწიფოს ლიკვიდაცია და ებრაელების სიკვდილი, ასეთი ფაქტები თქვენთვის არაა რელევანტური. ეს სამარცხვინო პიროვნება და მისი სიტყვები უნდა იყოს დაგმობილი." - ნათქვამია განცხადებაში.