მადლობელი ვარ გიორგი კეკელიძის ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან თავის კოლექტივთან ერთად გააკეთა - ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის. დამატებით კომენტარს და განმარტებას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, ვინაიდან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"მქონდა მე გუშინ შეხვედრა გიორგი კეკელიძესთან. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა არის უფრო დიდი, უფრო მეტი, ვიდრე ვართ თითოეული ჩვენგანი, თითქმის ორასწლოვანი ისტორიით. ამიტომ ის საქმე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში წლების განმავლობაში კეთდებოდა, არის მნიშვნელოვანი საქმე. ამის უკან დგას ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი კოლექტივი, რომელმაც სწორედ იმ სახით მოგვიტანა ეროვნული ბიბლიოთეკა, როგორიც ის არის და ასევე, იმ მომავლის ხედვით, რომელიც მას აქვს. რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ გიორგი კეკელიძის ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან თავის კოლექტივთან ერთად გააკეთა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის. დამატებით კომენტარს და განმარტებას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, ვინაიდან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებია.
კონსტანტინე გამსახურდია იქნება ახალი ხელმძღვანელი. მე მინდა ვუსურვო მას წარმატება, უახლოეს დღეებში მოხდება მისი ოფიციალური დამტკიცება. ვფიქრობ, რომ კონსტანტინე გამსახურდია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომ განვითარებაში, ყველა ორგანიზაციას სჭირდება ახალი ენერგია და სწორედ ამ ახალი ენერგიით გააგრძელებს ეროვნული ბიბლიოთეკა მუშაობს. მე მგონია, არ სჭირდება ახსნა კონსტანტინე გამსახურდია რამდენად შეეფერება იმ თანამდებობას, რომელიც არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობა, ვფიქრობ, საზოგადოებაში ამ მხრივ კითხვები არ არსებობს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე მოხდა თუ არა გიორგი კეკელიძის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან და არც უნდა ჰქონდეს.
"რა თქმა უნდა, ეროვნული ბიბლიოთეკა არაფერ შუაშია საერთოდ პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს რაიმე შუაში პოლიტიკასთან, ამიტომ ეს მცდელობები, რაღაცნაირად დააკავშირონ ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან, თავისთავად აჩვენებს იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას, ვინც ასეთ დაკავშირებას ცდილობენ. ეროვნული ბიბლიოთეკა არის ჩვენი საერთო, ქართველი ხალხის მემკვიდრეობა და მომავალი ერთ ორგანიზაციაში და ერთ შენობაში“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
წაიკითხეთ ასევე:
თუ ადამიანი არის პროფესიონალი,შესანიშნავად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას,არ არის კორუფციაში ბრალდებული,რატომ უნდა შეცვალო?!ეს არის სწორედაც კაპიტალისტურ-კომუნისტური მიდგომა!
ბოლოს1958წელსვიყავი ეროვნულ ბიბლიოთეკაში,მაშინ 11კლაში ვიყავი,სხვას გავყევი,არ იცოდა სად იყო და 4 საათი ვიდექით რიგში,ვეხვეწე მე დაგიწერ მაგ თემას ოღონდ ამ რიგში ნუ დამაყენებ_მეტქი,არ დაიშალა დაველოდე,რატომ ვწერ,ისეთმა კულტურულმა ქალმა,ისეთმა ღირსეულმა პიროვნებამ გამოგვისტუმრა ცხოვრებაში არ დამვიწყდება,რატომ ვწერ ამას,ისე ლამაზად ეცვა ამ ქალსბატონს, ისეთი ლამაზი ვარცხნილობა ქონდა . ისეთი სიტყვა-პასუხი, გავოცდი.ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი თავით ფეხებამდე წოგნი უნდა იყოს,არ ვიცი და არ მახსოვს რამდენჯერ წავყევი ჩემს მეგობარს იქ მის სანახავად, სადაც არ უნდა მუშაობდე იმ საქმეს და იმ გარემოს უნდა ამშვენებდე, შეიძლება ძალიან კარგი ადამიანი იყო,მაგრამ დილით სამსახურში პირდაუბანელი არ უნდა დადიოდე.ახლა თქვენ მომოსმინეთ ქალებო,თქვენ მოგწონთ სადმე რომ შედიხართ და ხელმძღვანელი თავზე ქუდჩამოფხატული რომ გხვდებათ,შეიძლება ძალიან კაგი პიროვნება ხართ,მაგრამ მე არმიყვარს,არც ის არ მიყვარს მოუბარს ხელმძღვანელ პიროვნებას მაისური რომ აცვია და უამრავი ასეთი რამ.....მეტი სჯობია არ დავწერო....