საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს შობაა - რა უნდა იცოდეთ ამ დღის შესახებ?
დღეს შობაა - რა უნდა იცოდეთ ამ დღის შესახებ?

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სამ­ყა­რო დღეს მა­ცხოვ­რის შო­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე მორ­წმუ­ნე­თათ­ვის 40-დღი­ა­ნი მარ­ხვა დას­რულ­და. დღე­სას­წა­უ­ლის შემ­დეგ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, 18 იან­ვრამ­დე მსგეფ­სი იქ­ნე­ბა, რომ­ლის დრო­საც მრევლს ოთხშა­ბათ­სა და პა­რას­კევს არა­სა­მარ­ხვო საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლე­ბა. 18 იან­ვა­რი, ნათ­ლის­ღე­ბის წინა დღე კი მარ­ხვაა.

წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, თო­თხმე­ტი წლის ქალ­წულ მა­რი­ამს მღვდელმთა­ვარ­მა მე­ურ­ვედ და­უ­ნიშ­ნა ხურო იო­სე­ბი, 80 წლის მო­ხუ­ცე­ბუ­ლი. იუ­დე­ველ­თა ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, იმი­სათ­ვის, რომ ქალ­წულ მა­რი­ამს კა­ნო­ნი­ე­რი ად­გი­ლი და­ე­კა­ვე­ბი­ნა მე­ურ­ვის ოჯახ­ში, ის ფორ­მა­ლუ­რად და­წინ­დეს იო­სებ­ზე. შერ­თვამ­დე ქალ­წუ­ლი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად მი­უდ­გა სუ­ლიწ­მინ­დის­გან. იო­სე­ბი გა­ოც­და - ეგო­ნა, მა­რი­ამ­მა ქალ­წუ­ლო­ბის აღ­თქმა და­არ­ღვია. ამის გამ­ხე­ლა არ უნ­დო­და და გა­და­წყვი­ტა, ფა­რუ­ლად გას­ცლო­და მას. ქალ­წულ­მა მა­რი­ამ­მა ხა­რე­ბის დღი­დან­ვე იცო­და, მა­ცხოვ­რის მშო­ბე­ლი რომ უნდა გამ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ უდი­დე­სი სიმ­დაბ­ლის გამო ამის შე­სა­ხებ იო­სე­ბის­თვის არ უთ­ქვამს.

ძი­ლად მი­სულ ხუ­როს უფ­ლის ან­გე­ლო­ზი გა­მო­ე­ცხა­და და უთხრა: "იო­სებ, ძეო და­ვი­თი­სო, ნუ გე­ში­ნინ მი­ყუ­ა­ნე­ბად მა­რი­ა­მი­სა, ცო­ლი­სა შე­ნი­სა, რა­მე­თუ რო­მელ-იგი მის­გან იშ­ვეს, სუ­ლი­სა­გან წმი­დი­სა არს. შვეს ძე და უწო­დი­ან სა­ხე­ლი მისი იესო, რა­მე­თუ მან იხ­სნეს ერი თვი­სი ცოდ­ვა­თა მათ­თა­გან" (მთ. 1:20-21). ან­გე­ლო­ზის ბრძა­ნე­ბი­სა­მებრ, იო­სებ­მა წა­იყ­ვა­ნა მა­რი­ა­მი და "არა იცო­და იგი" (მთ. 1:25).

რო­მის იმ­პე­რა­ტორ­მა ავ­გუს­ტუს­მა სამ­ხედ­რო და სა­გა­და­სა­ხა­დო საქ­მე­ე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის მიზ­ნით იმ­პე­რი­ა­ში სა­ყო­ველ­თაო აღ­წე­რა გა­მო­ა­ცხა­და. იუ­დეა იმ­ხა­ნად რო­მის პრო­ვინ­ცია იყო. იუ­დე­ველ­თა წე­სი­სა­მებრ, ყვე­ლა უნდა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო იმ ქა­ლაქ­სა თუ სო­ფელ­ში, სა­ი­და­ნაც იყო წარ­მო­შო­ბით. რაკი იო­სე­ბი და ქალ­წუ­ლი მა­რი­ა­მი წმინ­და წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი მე­ფის და­ვი­თის შთა­მო­მავ­ლე­ბი იყ­ვნენ, დაბა ბეთ­ლემ­ში, და­ვი­თის სამ­შობ­ლო­ში ჩა­ვიდ­ნენ. აღ­წე­რის გამო ბეთ­ლე­მის სას­ტუმ­რო ხალ­ხით იყო სავ­სე და იო­სებ­მა ად­გი­ლი ვერ იშო­ვა, ამი­ტომ მა­რი­ამ­თან ერ­თად თავი შე­ა­ფა­რა ქა­ლა­ქის გა­ნა­პი­რას მდე­ბა­რე პა­ტა­რა გა­მოქ­ვა­ბულს, რო­მელ­შიც მწყემ­სე­ბი ავ­დარ­ში სა­ქო­ნელს შე­რე­კავ­დნენ ხოლ­მე. სწო­რედ ამ გა­მოქ­ვა­ბულ­ში იშვა შუ­ა­ღა­მი­სას მა­ცხო­ვა­რი. ბიბ­ლი­ის განმმარ­ტებ­ლე­ბი გვიხ­სნი­ან, რომ ღამე მო­ას­წა­ვებს სა­ი­დუმ­ლოს. ქრის­ტეს შობა ჩვე­ნი გო­ნე­ბის­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი სა­ი­დუმ­ლოა, სას­წა­უ­ლია, რომ­ლის მსგავ­სი არ იცო­და დე­და­მი­წამ. ქალ­წულ­მა მა­რი­ამ­მა სას­წა­უ­ლებ­რი­ვად, უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ, უხრწნე­ლად შვა ძე, თვი­თონ­ვე აიყ­ვა­ნა ხელ­ში, შე­ახ­ვია წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბულ სე­ლის ჩვრებ­ში და ჩა­აწ­ვი­ნა ბა­გა­ში, სა­ი­და­ნაც პი­რუ­ტყვი იკ­ვე­ბე­ბო­და. გა­მოქ­ვა­ბუ­ლი ნათ­ლით იყო გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი. მა­ცხო­ვარ­მა შო­ბის დღი­დან­ვე გვიჩ­ვე­ნა სიმ­დაბ­ლის მა­გა­ლი­თი: მთე­ლი სამ­ყა­როს შე­მოქ­მედ­მა და მე­უ­ფემ სა­ქონ­ლის ბა­გა­ში ჩა­წო­ლა ინე­ბა, მი­ი­ღო ნებ­სი­თი სი­ღა­რი­ბე, ხოლო სე­ლის ჩვრებ­ში რომ გა­ეხ­ვია, ამით თა­ვი­სი, რო­გორც ადა­მი­ა­ნის, ღვთის ნე­ბი­სად­მი მორ­ჩი­ლე­ბა გვიჩ­ვე­ნა.

  • მწყემ­სე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა

შო­ბის ღა­მეს მწყემ­სებს, რომ­ლე­ბიც ადე­რის კოშკში იყ­ვნენ და­ბა­ნა­კე­ბულ­ნი და თა­ვი­ანთ სამ­წყსოს და­რა­ჯობ­დნენ, ბრწყინ­ვა­ლე გაბ­რი­ე­ლი გა­მო­ე­ცხა­და. მთა­ვა­რან­გე­ლოზ­მა მათ მა­ცხოვ­რის შობა ამ­ცნო და მის­ცა ნი­შა­ნი - მას შეხ­ვე­ულს და ბა­გა­ში მწო­ლი­ა­რეს იპო­ვი­თო. იმა­ვე წამს მწყემ­სებ­მა იხი­ლეს ან­გე­ლოზ­თა სიმ­რავ­ლე და ეს­მათ მათი საკ­ვირ­ვე­ლი გა­ლო­ბა: "დი­დე­ბა მა­ღალ­თა შინა ღმერ­თსა, და ქუ­ე­ყა­ნა­სა ზედა მშვი­დო­ბა და კაც­თა შო­რის სათ­ნო­ე­ბა" (ლკ. 2:14). მწყემ­სებ­მა სას­წრა­ფოდ მი­ა­შუ­რეს ბეთ­ლე­მის გა­მოქ­ვა­ბულს და იხი­ლეს უდი­დე­ბუ­ლე­სი დი­დე­ბა, ყრმა მა­ცხო­ვა­რი ღმერ­თად ირ­წმუ­ნეს და თაყ­ვა­ნი სცეს. ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვრე­ბი გან­გვი­მარ­ტა­ვენ, რომ მწყემ­სე­ბად უნდა ვი­გუ­ლის­ხმოთ უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წმინ­და გუ­ლით ადი­დე­ბენ ღმერ­თს.

  • მოგ­ვთა თაყ­ვა­ნის­ცე­მა

ქრის­ტეს შო­ბის დროს, ჰე­რო­დეს მმარ­თვე­ლო­ბი­სას, იე­რუ­სა­ლიმ­ში ჩა­ვიდ­ნენ აღ­მო­სავ­ლე­ლი მოგ­ვე­ბი (აქ: სწავ­ლუ­ლე­ბი, მწიგ­ნობ­რე­ბი), რომ­ლებ­მაც ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად იცოდ­ნენ ას­ტრო­ნო­მია. მათ გა­ნა­ცხა­დეს: იუ­დე­ველ­თა მე­უ­ფის ხილ­ვა გვსურს - მისი ვარ­სკვლა­ვი ვი­ხი­ლეთ აღ­მო­სავ­ლეთ­ში და თაყ­ვა­ნის სა­ცე­მად ჩა­მო­ვე­დი­თო. ჰე­რო­დემ დიდი მე­ფის შო­ბის ამ­ბა­ვი რომ შე­ი­ტყო, შეძრწუნ­და. მას­თან ერ­თად შეძრწუნ­და მთე­ლი იე­რუ­სა­ლი­მი. ჰე­რო­დემ უკა­ნო­ნოდ, გა­იძ­ვე­რო­ბი­თა და ფლი­დო­ბით მო­ი­პო­ვა ტახ­ტი და მისი და­კარ­გვი­სა ეში­ნო­და. ამი­ტო­მაც შე­აძ­რწუ­ნა დიდი მე­უ­ფის შო­ბამ; იე­რუ­სა­ლი­მელ­თათ­ვის კი მე­ფის სა­ხე­ლი დას­ჯას, სი­სას­ტი­კეს, სის­ხლისღვრას უკავ­შირ­დე­ბო­და, ამი­ტომ ახა­ლი მე­ფის ხსე­ნე­ბაც არ უნ­დო­დათ. ყრმას რომ იპო­ვით, მეც შე­მა­ტყო­ბი­ნეთ მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, - სთხო­ვა ჰე­რო­დემ მოგ­ვებს, - რათა მეც ვე­ახ­ლო და თაყ­ვა­ნი ვცეო.

მოგ­ვე­ბი წა­ვიდ­ნენ. ვარ­სკვლა­ვი (იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის გან­მარ­ტე­ბით, ეს იყო ან­გე­ლო­ზებ­რი­ვი ძალა) მათ წინ გა­უ­ძღვათ და იმ სახ­ლის თავ­ზე გა­ჩერ­და, სა­დაც და­ბი­ნავ­დნენ წმინ­და იო­სე­ბი, ქალ­წუ­ლი მა­რი­ა­მი და ყრმა მა­ცხო­ვა­რი. მოგ­ვე­ბი შე­ვიდ­ნენ სახ­ლში, იხი­ლეს ყრმა იესო და ქალ­წუ­ლი მა­რი­ა­მი, და­ეც­ნენ მათ წი­ნა­შე, თაყ­ვა­ნი სცეს მა­ცხო­ვარს და შეს­წი­რეს ძღვე­ნი: ოქრო - ვი­თარ­ცა დიდ მე­უ­ფეს, გუნ­დრუ­კი - ვი­თარ­ცა ღმერ­თს და მური (სქე­ლი სურ­ნე­ლო­ვა­ნი ზეთი, სა­ცხე­ბე­ლი, რო­მელ­საც აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში მიც­ვა­ლე­ბულ­თა დაკ­რძალ­ვის დროს იყე­ნებ­დნენ) - ვი­თარ­ცა მოკ­ვდავს.

შემ­დგომ­ში მოგ­ვებ­მა თავ-თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლო­ში იქა­და­გეს ქრის­ტი­ა­ნო­ბა და მო­წა­მებ­რი­ვად აღეს­რულ­ნენ. ცნო­ბი­ლია მათი სა­ხე­ლე­ბიც: მელ­ქი­ო­რი (სპარ­სი), გას­პა­რი (არა­ბი) და ბალ­თა­სა­რი (ეთი­ო­პი­ე­ლი). ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვრე­ბი გან­გვი­მარ­ტა­ვენ, რომ მოგ­ვე­ბის სა­ხით მთე­ლი სამ­ყა­როს მორ­წმუ­ნე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბი ადი­დე­ბენ და თაყ­ვანს სცე­მენ ღმერ­თს.

შო­ბის ღა­მეს მორ­წმუ­ნე­ე­ბი ფან­ჯა­რას­თან სან­თელს ან­თე­ბენ, რი­თაც სიმ­ბო­ლუ­რად, ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშო­ბელ­სა და მარ­თალ იო­სებს თა­ვის­თან იწ­ვე­ვენ.

გიორგი
0

მადლობა სტატიისთვის, ყველას გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. გვფარავდეს მისი მადლი ჩვენ და სრულიად საქართველოს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

დღეს შობაა - რა უნდა იცოდეთ ამ დღის შესახებ?

დღეს შობაა - რა უნდა იცოდეთ ამ დღის შესახებ?

მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 18 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეეძლება. 18 იანვარი, ნათლისღების წინა დღე კი მარხვაა.

წმინდა სახარების მიხედვით, თოთხმეტი წლის ქალწულ მარიამს მღვდელმთავარმა მეურვედ დაუნიშნა ხურო იოსები, 80 წლის მოხუცებული. იუდეველთა ტრადიციისამებრ, იმისათვის, რომ ქალწულ მარიამს კანონიერი ადგილი დაეკავებინა მეურვის ოჯახში, ის ფორმალურად დაწინდეს იოსებზე. შერთვამდე ქალწული სასწაულებრივად მიუდგა სულიწმინდისგან. იოსები გაოცდა - ეგონა, მარიამმა ქალწულობის აღთქმა დაარღვია. ამის გამხელა არ უნდოდა და გადაწყვიტა, ფარულად გასცლოდა მას. ქალწულმა მარიამმა ხარების დღიდანვე იცოდა, მაცხოვრის მშობელი რომ უნდა გამხდარიყო, მაგრამ უდიდესი სიმდაბლის გამო ამის შესახებ იოსებისთვის არ უთქვამს.

ძილად მისულ ხუროს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: "იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყუანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელ-იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს. შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი იესო, რამეთუ მან იხსნეს ერი თვისი ცოდვათა მათთაგან" (მთ. 1:20-21). ანგელოზის ბრძანებისამებრ, იოსებმა წაიყვანა მარიამი და "არა იცოდა იგი" (მთ. 1:25).

რომის იმპერატორმა ავგუსტუსმა სამხედრო და საგადასახადო საქმეების მოწესრიგების მიზნით იმპერიაში საყოველთაო აღწერა გამოაცხადა. იუდეა იმხანად რომის პროვინცია იყო. იუდეველთა წესისამებრ, ყველა უნდა გამოცხადებულიყო იმ ქალაქსა თუ სოფელში, საიდანაც იყო წარმოშობით. რაკი იოსები და ქალწული მარიამი წმინდა წინასწარმეტყველი მეფის დავითის შთამომავლები იყვნენ, დაბა ბეთლემში, დავითის სამშობლოში ჩავიდნენ. აღწერის გამო ბეთლემის სასტუმრო ხალხით იყო სავსე და იოსებმა ადგილი ვერ იშოვა, ამიტომ მარიამთან ერთად თავი შეაფარა ქალაქის განაპირას მდებარე პატარა გამოქვაბულს, რომელშიც მწყემსები ავდარში საქონელს შერეკავდნენ ხოლმე. სწორედ ამ გამოქვაბულში იშვა შუაღამისას მაცხოვარი. ბიბლიის განმმარტებლები გვიხსნიან, რომ ღამე მოასწავებს საიდუმლოს. ქრისტეს შობა ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი საიდუმლოა, სასწაულია, რომლის მსგავსი არ იცოდა დედამიწამ. ქალწულმა მარიამმა სასწაულებრივად, უმტკივნეულოდ, უხრწნელად შვა ძე, თვითონვე აიყვანა ხელში, შეახვია წინასწარ მომზადებულ სელის ჩვრებში და ჩააწვინა ბაგაში, საიდანაც პირუტყვი იკვებებოდა. გამოქვაბული ნათლით იყო გაბრწყინებული. მაცხოვარმა შობის დღიდანვე გვიჩვენა სიმდაბლის მაგალითი: მთელი სამყაროს შემოქმედმა და მეუფემ საქონლის ბაგაში ჩაწოლა ინება, მიიღო ნებსითი სიღარიბე, ხოლო სელის ჩვრებში რომ გაეხვია, ამით თავისი, როგორც ადამიანის, ღვთის ნებისადმი მორჩილება გვიჩვენა.

  • მწყემსების გამოცხადება

შობის ღამეს მწყემსებს, რომლებიც ადერის კოშკში იყვნენ დაბანაკებულნი და თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ, ბრწყინვალე გაბრიელი გამოეცხადა. მთავარანგელოზმა მათ მაცხოვრის შობა ამცნო და მისცა ნიშანი - მას შეხვეულს და ბაგაში მწოლიარეს იპოვითო. იმავე წამს მწყემსებმა იხილეს ანგელოზთა სიმრავლე და ესმათ მათი საკვირველი გალობა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლკ. 2:14). მწყემსებმა სასწრაფოდ მიაშურეს ბეთლემის გამოქვაბულს და იხილეს უდიდებულესი დიდება, ყრმა მაცხოვარი ღმერთად ირწმუნეს და თაყვანი სცეს. ეკლესიის მოძღვრები განგვიმარტავენ, რომ მწყემსებად უნდა ვიგულისხმოთ უბრალო ადამიანები, რომლებიც წმინდა გულით ადიდებენ ღმერთს.

  • მოგვთა თაყვანისცემა

ქრისტეს შობის დროს, ჰეროდეს მმართველობისას, იერუსალიმში ჩავიდნენ აღმოსავლელი მოგვები (აქ: სწავლულები, მწიგნობრები), რომლებმაც ზედმიწევნით კარგად იცოდნენ ასტრონომია. მათ განაცხადეს: იუდეველთა მეუფის ხილვა გვსურს - მისი ვარსკვლავი ვიხილეთ აღმოსავლეთში და თაყვანის საცემად ჩამოვედითო. ჰეროდემ დიდი მეფის შობის ამბავი რომ შეიტყო, შეძრწუნდა. მასთან ერთად შეძრწუნდა მთელი იერუსალიმი. ჰეროდემ უკანონოდ, გაიძვერობითა და ფლიდობით მოიპოვა ტახტი და მისი დაკარგვისა ეშინოდა. ამიტომაც შეაძრწუნა დიდი მეუფის შობამ; იერუსალიმელთათვის კი მეფის სახელი დასჯას, სისასტიკეს, სისხლისღვრას უკავშირდებოდა, ამიტომ ახალი მეფის ხსენებაც არ უნდოდათ. ყრმას რომ იპოვით, მეც შემატყობინეთ მისი ადგილსამყოფელი, - სთხოვა ჰეროდემ მოგვებს, - რათა მეც ვეახლო და თაყვანი ვცეო.

მოგვები წავიდნენ. ვარსკვლავი (იოანე ოქროპირის განმარტებით, ეს იყო ანგელოზებრივი ძალა) მათ წინ გაუძღვათ და იმ სახლის თავზე გაჩერდა, სადაც დაბინავდნენ წმინდა იოსები, ქალწული მარიამი და ყრმა მაცხოვარი. მოგვები შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა იესო და ქალწული მარიამი, დაეცნენ მათ წინაშე, თაყვანი სცეს მაცხოვარს და შესწირეს ძღვენი: ოქრო - ვითარცა დიდ მეუფეს, გუნდრუკი - ვითარცა ღმერთს და მური (სქელი სურნელოვანი ზეთი, საცხებელი, რომელსაც აღმოსავლეთის ქვეყნებში მიცვალებულთა დაკრძალვის დროს იყენებდნენ) - ვითარცა მოკვდავს.

შემდგომში მოგვებმა თავ-თავიანთ სამშობლოში იქადაგეს ქრისტიანობა და მოწამებრივად აღესრულნენ. ცნობილია მათი სახელებიც: მელქიორი (სპარსი), გასპარი (არაბი) და ბალთასარი (ეთიოპიელი). ეკლესიის მოძღვრები განგვიმარტავენ, რომ მოგვების სახით მთელი სამყაროს მორწმუნე ინტელექტუალები ადიდებენ და თაყვანს სცემენ ღმერთს.

შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ.