გიორგი მიქაუტაძის "აიაქსიდან" იჯარით კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით დაბრუნება "მეცმა" თავისი საიტით დაადასტურა.
ქართველმა თავდამსხმელმა პირველი კომენტარი გააკეთა: "აქ დაბრუნებით მართლაც ძალიან ბედნიერი ვარ. როდესაც "აიაქსში" წავედი, ბევრი შეტყობინება მივიღე და ბოლო დღეებში კიდევ უფრო მეტი შეტყობინება მომივიდა.
მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, რადგან მთელი ეს სიყვარული ძალიან მაღელვებს. ნამდვილად ბევდიერი ვარ იმით, რომ "მეცის" მაისურს მოვირგებ და მოუთმენლად ველი ამ მაისურით გულშემატკივრების წინაშე გასვლას".
მთავარია რომ ბედნიერი ხარ გიო ! წარმატებები! ვიცი რომ ყველაფერი გამოგივა!
შენ როგორც გინდა. გისურვებ სიკეთეს.
სპორტული თვალსაზრისით წარუმატებლობაა.