სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ რომ არა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი..." - მოგონებები პატრიარქზე: ბესიკ ხარანაულის, ელდარ შენგელაიას, ზურა ყიფშიძის, ტარიელ ხარხელაურისა და სხვათა მილოცვა უწმინდესს
"თქვენ რომ არა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი..." - მოგონებები პატრიარქზე: ბესიკ ხარანაულის, ელდარ შენგელაიას, ზურა ყიფშიძის, ტარიელ ხარხელაურისა და სხვათა მილოცვა უწმინდესს

ცხრა ათე­უ­ლი წელი ის­ტო­რი­ი­სათ­ვის ერთი ამო­სუნ­თქვაა, პი­როვ­ნე­ბი­სათ­ვის კი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დროა, ცხოვ­რე­ბის დიდი ეტა­პია. მით უმე­ტეს, როცა ლა­პა­რა­კია სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბულ, უფ­ლის­გან ერის სუ­ლი­ერ მა­მად გა­მორ­ჩე­ულ ადა­მი­ან­ზე. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი, ილია მე­ო­რე 91 წლის შეს­რულ­და. 46 წელ­ზე მე­ტია, იგი სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქია. ამ 46 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მან ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში, მათ­ზე ზრუნ­ვა­ში, მა­მულ­ზე ფიქ­რში გა­ა­ტა­რა. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არ აში­ნებს ტვირ­თის სიმ­ძი­მე. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იმე­დად მო­ევ­ლი­ნა ერს, ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რებს ხალ­ხის სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის, სი­კე­თეს და სით­ბოს ას­ხი­ვებს და ათ­ბობს ადა­მი­ან­თა გუ­ლებს. ambebi.ge ულო­ცავს მის უწ­მინ­დე­სო­ბას და­ბა­დე­ბის დღეს და შევ­თხოვთ უფალს, რომ დღეგ­რძე­ლო­ბა და მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი სი­ცო­ცხლე მოჰ­მად­ლოს ჩვენს დიდ პატ­რი­არ­ქს.

ბე­სიკ ხა­რა­ნა­უ­ლი, პო­ე­ტი:

- დი­დე­ბა და მად­ლო­ბა ღმერ­თსა, და დი­დე­ბა დღეს დღე­ვან­დელ­სა! დი­დე­ბა ჩვენს პატ­რი­არ­ქს, ილია მე­ო­რეს, რო­მელ­მაც ცა­რი­ე­ლი მიწა გა­ავ­სო ეკ­ლე­სია- მო­ნას­ტრე­ბით და ცა­რი­ელ სუ­ლებ­ში სან­თე­ლი და­ან­თო. მე არ წა­მო­მიდ­გე­ნია ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი, მუ­სი­კო­სი იქ­ნე­ბა ის, თუ პო­ე­ტი, თუ მწე­რა­ლი, თუ მხატ­ვა­რი, რომ მის­გან მად­ლი არ მი­ე­ღოს. მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ეს დი­დე­ბუ­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სახე მღდელმთა­ვა­რი­სა არ იყოს ასა­ხუ­ლი. შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე­თი დიდი მა­გა­ლი­თი ადა­მი­ა­ნებ­ში არ შე­იჭ­რას და იქ არ იმ­ყო­ფე­ბო­დეს. დიდი ხა­ნია ასე­თი ღვაწ­ლი ჩვენ არ გვი­ნა­ხავს, მან მო­აქ­ცია თა­ვი­დან ქარ­თვე­ლო­ბა რჯულ­ზე და მე თაყ­ვანს ვცემ მის და­რა­ჯო­ბას. ის სას­ტი­კი მო­და­რა­ჯეა სამ­შობ­ლო­სი და ამა­ვე დროს სა­ოც­რად ლმო­ბი­ე­რი და ჩვი­ლი გუ­ლის პატ­რო­ნია. ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლია, რომ­ლის სი­ცო­ცხლე ჩვენ­თვის წა­მა­ლია. ღმერ­თო, ამი­ტომ სა­სო­წარ­კვე­თის ზღვარ­ზე, ვუ­სუ­რებ მას დიდ­ხანს სი­ცო­ცხლეს და ღვთის ძა­ლას. ჩვენს ის ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა.

ეთერ თა­თა­რა­ი­ძე, პო­ე­ტი, ფოლკ­ლო­რის­ტი:

- ეს არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი. მე არ ვარ ეგე­თი ჰა­ერ­ში მოფ­რი­ნა­ლი სი­ტყვის მთქმე­ლი, რომ თავს ზედ­მე­ტის უფ­ლე­ბა მივ­ცე, მაგ­რამ ის არის ღვთის რჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გა­მო­უგ­ზავ­ნა ღმერ­თმა, რათა დიდი მი­სია შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. ჰოდა, ღვთის რჩე­ულს პირ­ვე­ლი ვინც ებ­რძვის, ეს არის არაღვთი­უ­რი ძალა, რომ ის და­ა­მარ­ცხოს, მას მო­უ­გო­ნოს, მი­აწ­მინ­დოს, ატ­კი­ნოს, აწყი­ნოს, და­ა­ჩო­ქოს, ვერც ერთხელ ვე­რა­ფე­რი ვერ უქ­ნეს. რამ­დე­ნი და­უ­პი­რისპრდა, ყვე­ლამ ცხვი­რი მო­ი­ტე­ხა. თავი და კი­სე­რი წა­ი­ლე­წა, მაგ­რამ რამ­დე­ნიც ატ­კი­ნეს, ას­ჯერ უფრო ღო­ნივ­რად წა­მოდ­გა. ეგ მთის ხა­სი­ა­თიც არის, დიდ­წი­ლად, ალ­ბათ. კავ­კა­სი­უ­რი, მთის ხა­სი­ა­თი, რომ გატ­კე­ნენ, უნდა ადგე და არ შე­იმ­ჩნიო და ღვთი­უ­რო­ბი­საც. მისი უთ­ბი­ლე­სი სი­ცი­ლი, მზე­სა­ვით რომ ამოხ­დე­ბა ხოლ­მე... შენ რომ ძა­ლი­ან დამ­ძი­მე­ბუ­ლი მი­დი­ხარ მას­თან და გინ­და, რომ თუნ­დაც წა­მით თვა­ლი მოკ­რა და ამ დროს რომ გა­გი­ღი­მებს, მზედ რომ ამო­ვა, გათ­ბობს, გა­ა­ცის­კროვ­ნებს და უკან იმე­დით სავ­სეს გა­მო­გის­ტუმ­რებს, მა­გას დიდი ძალა სჭირ­დე­ბა. ეგ ჰა­ე­რი­დან კი არ მო­დის... ზე­ცი­დან მო­დის.

იცით, რომ პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქი თუ­შეთ­სა და ხევ­სუ­რეთ­ში ჩა­ვი­და.

შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეს, რომ უნდა გავ­ყო­ლო­დით იმ ვერ­ტმტფენს, რო­მელ­შიც იქ­ნე­ბო­და უწ­მინ­დე­სი და უნდა იქა­უ­რო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რა, რო­გორც მე - თუშ­სა და ჩემს ხევ­სურ მე­უღ­ლეს. ეგ დღე­ე­ბი და ღა­მე­ე­ბი ჩვენ­თვის არის და­უ­ვი­წყა­რი. ყვე­ლა­ზე დიდი სა­ჩუ­ქა­რი, რაც მიგ­ვი­ღია ცხოვ­რე­ბა­ში. მერე ჩვენ წიგ­ნიც გა­მო­ვე­ცით, რამ­დე­ნად შე­ძე­ლით იმ ემო­ცი­ით გად­მოგ­ვე­ცა და სა­ხე­ლად ასე და­ვარ­ქვით - “ავა­გე ეკ­ლე­სი­ე­ბი“. რამ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო მახ­სოვს მის­გან, რო­გორ უნდა დავ­თვა­ლო.

მახ­სოვს, რომ ბავ­შვე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ ომა­ლო­ში და მე მთხო­ვა: "აბა, თუ­შუ­რად უამ­ბე ზღა­პა­რი ბავ­შვებ­სო..." რო­გორ ის­მენ­და, იცი­ნო­და, ის სახე არა­სო­დეს ამო­ვა ჩემი გო­ნე­ბი­დან. ამ ბავ­შვებ­მა, და მთლი­ა­ნად თუშ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ, ყვა­ვი­ლე­ბი მო­უ­ფი­ნეს უწ­მინ­დესს, ეკ­ლე­სი­ის გზა­ზე და ისე მი­ა­ცი­ლეს ტაძ­რამ­დე.

ელ­დარ შენ­გე­ლა­ია, რე­ჟი­სო­რი:

- მინ­და გა­ვიხ­სე­ნო პატ­რი­არ­ქის აღ­საყ­დრე­ბის დღე. ბევ­რჯერ ვყო­ფი­ლარ სვე­ტი­ცხო­ველ­ში, მაგ­რამ ამ­დე­ნი ხალ­ხი, რაც იმ დღეს იყო, არ მი­ნა­ხავს. ძლივს შე­ვე­დი. იქ იყო ყვე­ლა მარ­თმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვა­რი, რომ­ლე­ბიც გა­მო­დი­დო­და და ამ­ბობ­დნენ, რომ იწყე­ბა ახა­ლი ერა სა­ქარ­თვე­ლოს ცხოვ­რე­ბა­ში. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ღმერ­თმა გა­მო­აგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­სარ­ჩე­ნად. ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნი­შე­ნე­ლო­ბა აქვს იმას, რომ მისი უწ­მინ­დე­სო­ბა არის ხე­ლო­ვა­ნი. ის არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კო­სი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მხატ­ვა­რი და მო­ქან­და­კე. მისი უწ­მინ­დე­სო­ბა მთე­ლი ქარ­თვე­ლი ერის სუ­ლი­ე­რი მა­მაა, ამას ხმა­მაღ­ლა ვამ­ბობ. აი, მამა რო­გო­რიც უნდა იყოს თა­ვის შვი­ლი­სათ­ვის, ზუს­ტად ისე­თი­ვე მზურნ­ვე­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლეა ის ჩვე­ნი ხალ­ხი­სათ­ვის. მე მინ­და მას უფალ­მა მის­ცეს ჯან­მრთე­ლო­ბა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს გვყავ­დეს.

ქეთი დო­ლი­ძე, რე­ჟი­სო­რი:

- იმ წუ­თი­დან, რა წუ­თი­და­ნაც მოხ­და უწ­მინ­დე­სის აღ­საყ­დრე­ბა, ჩემ­მა მკვიდრმა ნა­თე­სავ­მა, რეზო თა­ბუ­კაშ­ვილ­მა წა­მიყ­ვა­ნა უწ­მინ­დეს­თან. სულ ახალ­გაზ­რდა იყო უწ­მინ­დე­სი და იმ წუ­თი­დან, რა წუ­თი­და­ნაც გა­მაც­ნეს, მე მას არ მოვ­ცი­ლე­ბი­ვარ, მა­ში­ნაც კი, როცა ეს გა­და­რე­უ­ლი ზვი­ა­დის­ტი ქა­ლე­ბი ქვებს ეს­როდ­ნენ ძველ სა­პატ­რი­არ­ქო­ში, სი­ო­ნის ეზო­ში. იქ ვი­ჯე­ქი მეც მას­თან. და მახ­სოვს რომ ერთი წა­მი­თაც არ შემ­დრკა­ლა. ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის მოწ­მე გავ­ხდი. უამ­რა­ვი რამ მაქვს გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი. მინ­და მი­ვუ­ლო­ცო და­ბა­დე­ბის დღე. დიდ­ხანს უნდა იყოს! მე უბ­რა­ლოდ ვიცი, რომ მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბედი. და თა­ვის­თა­ვად უწ­მინ­დე­სის არ­სე­ბო­ბა, არის ძა­ლი­ან დიდი და­ლოც­ვა ჩვე­ნი ერი­სათ­ვის და ამი­ტომ ყავს ამ­დე­ნი მტე­რი - "ცუ­დას რად უნდა მტე­რო­ბა, კარ­გია მუ­დამ მტრი­ა­ნი...“ უწ­მინ­დე­სის ფასს აუ­ცი­ლებ­ლად თა­ო­ბე­ბი და­ა­ფა­სე­ბენ და მიხ­ვდე­ბი­ან, რომ ჩვენ ცო­ცხა­ლი წმინ­და­ნი გვყავს დღეს.

გოგი ჩლა­ი­ძე, კომ­პო­ზი­ტო­რი:

- პირ­ვე­ლად უწ­მინ­დეს­თან, ბა­ტონ­მა ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ­მა წა­მიყ­ვა­ნა. მა­შინ დავ­წე­რე ჰიმ­ნი ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­დი­დე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მო­ვას­მე­ნი­ნეთ მის უწ­მინ­დე­სო­ბას. ეს იყო და­უ­ვი­წყა­რი დღე. ამას სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოვ­ცემ და ალ­ბათ, არ­ცაა სა­ჭი­რო, ეს იმ­დე­ნად პი­რა­დუ­ლია. ახ­ლა­ხან კი, ირმა გუ­რი­ე­ლის ლექსზე და­ი­წე­რა დიდი ნა­წარ­მო­ე­ბი, მისი უწ­მინ­დე­სო­ბის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღებ­თან და­კა­ში­რე­ბით და ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი იქ­ნე­ბა მო­ვას­მე­ნი­ნოთ ჩვენს მფარ­ველს ეს ნა­წარ­მო­ე­ბი. დიდ­ხანს გვყავ­დეს ეს სა­ო­ცა­რი კაცი, ეს სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბა. რომ შე­ხე­დავ, მის­გან სით­ბო და სი­კე­თე მო­დის. მისი ხე­ლის და­დე­ბა თავ­ზე, უკვე საკ­მა­რი­სია იმი­სათ­ვის, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­ლოც­ვილ­მა იარო ამ ცოდ­ვი­ლი­ან დე­და­მი­წა­ზე.

მაკა მა­ხა­რა­ძე, ქო­რე­ოგ­რა­ფი:

- დე­და­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ მიგ­ვი­ღო, ეს იყო სა­ო­ცა­რი ნუ­გე­ში პი­რა­დად ჩემ­თვის. ძა­ლი­ან თბი­ლად მი­მი­ღო, მეტი რომ არ შე­იძ­ლე­ბა, ისე. სულ მე­ფე­რე­ბო­და, რა თქმა უნდა, მე­დი­კოს გამო. არ მგო­ნია, რომ სხვას ნაკ­ლე­ბად მო­ე­ფე­როს. თა­ვის­თა­ვად მო­ი­კი­თხა ჩემი სტუ­დი­ის ამ­ბა­ვი და მეც მო­ვუ­ყე­ვი რას ვა­კე­თებთ. და მა­შინ მო­უ­ლოდ­ნე­ლად მკი­თხა: თუ ას­წავ­ლით სი­ლა­მა­ზის შეგ­რძნე­ბა­სო? აი, ხომ ელო­დე­ბი მას­თან რომ შე­დი­ხარ, რე­ლი­გი­ურ თე­მა­ზე რა­ღაც შე­იძ­ლე­ბა გკი­თხოს და ამ დროს ისე­თი შე­კი­თხვა და­მის­ვა, რა­ღაც­ნა­ი­რი, სა­ო­ცა­რი. თან და­ა­ყო­ლა, - ეს ძა­ლი­ან მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის სუ­ლის­თვი­სო... მერე კარ­გა ხანს ვი­სა­უბ­რეთ, დრო რო­გორ გა­ვი­და, არ მახ­სოვს. დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას მი­თხრა, - ახლა მე უნდა გა­ჩუ­ქოთ ჩემი დის­კიო. და იცით, სა­ბო­ლო­ოდ ორი დიდი პარ­კით წა­მო­ვე­დი იქი­დან. მარ­თლა დიდი ფუ­ფუ­ნე­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა გვყავს ერს ასე­თი ადა­მი­ა­ნი, ასე­თი სუ­ლი­ე­რი წი­ნამ­ძღო­ლი. კი ვა­ფა­სებთ, მაგ­რამ ამა­ზე გა­ცი­ლე­ბით უფრო მე­ტად უნდა ვა­ფა­სებ­დეთ მას. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვუ­სუ­რებ მას და ყვე­ლას, რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს გვყავ­დეს.

ზურა ყიფ­ში­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- გა­ვა­კე­თეთ პრო­ექ­ტი, პატ­რი­არ­ქის ლოც­ვე­ბი სი­ნას მთა­ზე, რო­მე­ლიც მუ­სი­კის ფონ­ზე უნდა ჩა­მე­წე­რა. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვე დავ­დი­ო­დი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში და გავ­დი­ო­დი რე­პე­ტი­ცი­ებს ცო­ცხალ ორ­კესტრთან ერ­თად. ეს იყო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო ჩემ­თვის, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი­სათ­ვის. და რო­დე­საც თა­ვად უწ­მინ­დე­სი და­ეს­წრო ამ კონ­ცერტს, იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა, რომ მისი უწ­მინ­დე­სო­ბის სურ­ვი­ლით სა­პატ­რი­არ­ქო­ში დამ­პა­ტი­ჟა, ეს იყო სას­წა­უ­ლი დღე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ამ­დე­ნი, მგო­ნი, არ­სად და არა­ვის­თან მი­სა­უბ­რია. სით­ბო­ში მი­ვე­დი და სით­ბო­დან გა­მო­ვე­დი. ისე ვი­ყა­ვი შე­სუ­ლი ამ ადა­მი­ან­თან კონ­ტაქ­ტში, ვერ გად­მოგ­ცემთ. მას­თან როცა ხარ, თა­ვი­სუფ­ლდე­ბი, ის ხარ, რაც ხარ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ყვე­ლა­ნა­ი­რი ნიღ­ბის გა­რე­შე. გა­სა­ო­ცა­რი კი ის იყო, იმ ხნის გან­მა­ლო­ბა­ში, სულ ზო­გადსა­კა­ცობ­რიო სა­კი­თხებ­ზე ვსა­უბ­რობ­დით. ასე­ვე მე­კი­თხე­ბო­და, - რა ხდე­ბა თე­ატ­რში, რას თა­მა­შო­ბო. და ვუყ­ვე­ბო­დი და ვუყ­ვე­ბო­დი, ენა არ გა­მი­ჩე­რე­ბია.. ვი­სურ­ვებ­დი, არა­სო­დეს დაგვტო­ვოს, მინ­და, რომ სულ იყოს და იყოს. ეგ რომ არ იყოს, არ ვიცი რა იქ­ნე­ბა. ამა­ზე ბევ­რად უა­რე­სი რომ იქ­ნე­ბა, ზუს­ტად ვიცი. თუ ვინ­მე რა­ი­მეს აჩე­რებს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ უწ­მინ­დე­სი. უხ­მოდ, ჩუ­მად...არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კა­ცია. თვა­ლებ­ში, რომ ჩა­ხე­დო, მორ­ჩა, მა­შინ­ვე მიხ­ვდე­ბი, სადა ხარ და ვის­თან ერ­თად. არ არ­სე­ბობს, რომ ეგ ვერ იგ­რძნო, სას­წა­უ­ლია.

ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი, პო­ე­ტი:

"თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, ტკი­ვი­ლე­ბის შენ­დო­ბას ამ ტკი­ვილ­თა გა­რე­შე რო­გორ გა­გი­ბე­დავ­დი,

ჩემი ჩა­მო­ნის­ლუ­ლი პო­ე­ზი­ის ერ­დო­დან შენს ლოც­ვებ­ში, და შენ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ვხე­დავ­დი.

თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, ახლა ღო­ნე­მიხ­დი­ლი და­სე­რი­ლი ფიქ­რე­ბით მინ­დორს ვგა­ვარ ნა­ურ­მალს,

მე­ში­ნია სი­ცო­ცხლის, არც შვე­ბაა სიკ­ვდი­ლი - ვიდ­რე ჩემი მა­მუ­ლი ასე ძლი­ერ მა­ურ­ვებს.

თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, თუ ფარ-ხმა­ლი დავ­ყა­რე, შიში ისე ხარ­ბად ღრღნის ჩემს სხე­ულს და საფშვინ­ველს,

ახ­ლაც შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვაკ­ვირ­დე­ბი ვარ­სკვლა­ვებს, მსოფ­ლიო მძვინ­ვა­რე­ბა რო­გორ ძლი­ერ მა­ში­ნებს“.

ეს სტრი­ქო­ნე­ბი 80 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დავ­წე­რე. ჩემ­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი ხართ. თუკი დე­და­მი­წა­ზე ვინ­მე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­არ­ჩიო, ეს თქვენ ხართ. თქვენ და­მა­ყე­ნეთ ეკ­ლე­სი­ის გზა­ზე, რწმე­ნის გზა­ზე და დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით ამი­სათ­ვის. თქვენ რომ არა, ახლა ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი...

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

ნა­ხეთ: ილია მე­ო­რის სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ 2022 წელს მომ­ზა­დე­ბუ­ლი ფილ­მი

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სენაკელი
1

დიდხანს სიცოცხლე ჩვენს მამა მთავარს,მართლაც ურთულეს დროში უწევს მოღვაწეობა-სრულიად სუდარა გადაფარებული ქრისტიანობა ჩაიბარა,სწორედ მისი ღვაწლია ამდენი ეკლესია-მონასტების მშენებლობა..

.......
5

ღმერთმა დიდხანს, ჯანმრთელი გვიმყოფოს პატრიარქი, ჩვენ კი გაგვემართლებინოს მისი იმედები.

ავტორი:

"თქვენ რომ არა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი..." - მოგონებები პატრიარქზე: ბესიკ ხარანაულის, ელდარ შენგელაიას, ზურა ყიფშიძის, ტარიელ ხარხელაურისა და სხვათა მილოცვა უწმინდესს

"თქვენ რომ არა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი..." - მოგონებები პატრიარქზე: ბესიკ ხარანაულის, ელდარ შენგელაიას, ზურა ყიფშიძის, ტარიელ ხარხელაურისა და სხვათა მილოცვა უწმინდესს

ცხრა ათეული წელი ისტორიისათვის ერთი ამოსუნთქვაა, პიროვნებისათვის კი, მნიშვნელოვანი დროა, ცხოვრების დიდი ეტაპია. მით უმეტეს, როცა ლაპარაკია საყოველთაოდ აღიარებულ, უფლისგან ერის სულიერ მამად გამორჩეულ ადამიანზე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე 91 წლის შესრულდა. 46 წელზე მეტია, იგი საქართველოს პატრიარქია. ამ 46 წლის განმავლობაში, მან ხალხის სამსახურში, მათზე ზრუნვაში, მამულზე ფიქრში გაატარა. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აშინებს ტვირთის სიმძიმე. ადამიანი, რომელიც იმედად მოევლინა ერს, ძალისხმევას არ იშურებს ხალხის სამსახურისათვის, სიკეთეს და სითბოს ასხივებს და ათბობს ადამიანთა გულებს. ambebi.ge ულოცავს მის უწმინდესობას დაბადების დღეს და შევთხოვთ უფალს, რომ დღეგრძელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე მოჰმადლოს ჩვენს დიდ პატრიარქს.

ბესიკ ხარანაული, პოეტი:

- დიდება და მადლობა ღმერთსა, და დიდება დღეს დღევანდელსა! დიდება ჩვენს პატრიარქს, ილია მეორეს, რომელმაც ცარიელი მიწა გაავსო ეკლესია- მონასტრებით და ცარიელ სულებში სანთელი დაანთო. მე არ წამომიდგენია ქართველი ხელოვანი, მუსიკოსი იქნება ის, თუ პოეტი, თუ მწერალი, თუ მხატვარი, რომ მისგან მადლი არ მიეღოს. მის შემოქმედებაში ეს დიდებული და განუმეორებელი სახე მღდელმთავარისა არ იყოს ასახული. შეუძლებელია ასეთი დიდი მაგალითი ადამიანებში არ შეიჭრას და იქ არ იმყოფებოდეს. დიდი ხანია ასეთი ღვაწლი ჩვენ არ გვინახავს, მან მოაქცია თავიდან ქართველობა რჯულზე და მე თაყვანს ვცემ მის დარაჯობას. ის სასტიკი მოდარაჯეა სამშობლოსი და ამავე დროს საოცრად ლმობიერი და ჩვილი გულის პატრონია. ერთადერთი ქართველია, რომლის სიცოცხლე ჩვენთვის წამალია. ღმერთო, ამიტომ სასოწარკვეთის ზღვარზე, ვუსურებ მას დიდხანს სიცოცხლეს და ღვთის ძალას. ჩვენს ის ძალიან გვჭირდება.

ეთერ თათარაიძე, პოეტი, ფოლკლორისტი:

- ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. მე არ ვარ ეგეთი ჰაერში მოფრინალი სიტყვის მთქმელი, რომ თავს ზედმეტის უფლება მივცე, მაგრამ ის არის ღვთის რჩეული ადამიანი, რომელიც საქართველოს გამოუგზავნა ღმერთმა, რათა დიდი მისია შეესრულებინა. ჰოდა, ღვთის რჩეულს პირველი ვინც ებრძვის, ეს არის არაღვთიური ძალა, რომ ის დაამარცხოს, მას მოუგონოს, მიაწმინდოს, ატკინოს, აწყინოს, დააჩოქოს, ვერც ერთხელ ვერაფერი ვერ უქნეს. რამდენი დაუპირისპრდა, ყველამ ცხვირი მოიტეხა. თავი და კისერი წაილეწა, მაგრამ რამდენიც ატკინეს, ასჯერ უფრო ღონივრად წამოდგა. ეგ მთის ხასიათიც არის, დიდწილად, ალბათ. კავკასიური, მთის ხასიათი, რომ გატკენენ, უნდა ადგე და არ შეიმჩნიო და ღვთიურობისაც. მისი უთბილესი სიცილი, მზესავით რომ ამოხდება ხოლმე... შენ რომ ძალიან დამძიმებული მიდიხარ მასთან და გინდა, რომ თუნდაც წამით თვალი მოკრა და ამ დროს რომ გაგიღიმებს, მზედ რომ ამოვა, გათბობს, გააცისკროვნებს და უკან იმედით სავსეს გამოგისტუმრებს, მაგას დიდი ძალა სჭირდება. ეგ ჰაერიდან კი არ მოდის... ზეციდან მოდის.

იცით, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში საქართველოს პატრიარქი თუშეთსა და ხევსურეთში ჩავიდა.

შეგვატყობინეს, რომ უნდა გავყოლოდით იმ ვერტმტფენს, რომელშიც იქნებოდა უწმინდესი და უნდა იქაურობაზე გვესაუბრა, როგორც მე - თუშსა და ჩემს ხევსურ მეუღლეს. ეგ დღეები და ღამეები ჩვენთვის არის დაუვიწყარი. ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც მიგვიღია ცხოვრებაში. მერე ჩვენ წიგნიც გამოვეცით, რამდენად შეძელით იმ ემოციით გადმოგვეცა და სახელად ასე დავარქვით - “ავაგე ეკლესიები“. რამდენი სიყვარული და სითბო მახსოვს მისგან, როგორ უნდა დავთვალო.

მახსოვს, რომ ბავშვები შემოვიდნენ ომალოში და მე მთხოვა: "აბა, თუშურად უამბე ზღაპარი ბავშვებსო..." როგორ ისმენდა, იცინოდა, ის სახე არასოდეს ამოვა ჩემი გონებიდან. ამ ბავშვებმა, და მთლიანად თუშმა მოსახლეობამ, ყვავილები მოუფინეს უწმინდესს, ეკლესიის გზაზე და ისე მიაცილეს ტაძრამდე.

ელდარ შენგელაია, რეჟისორი:

- მინდა გავიხსენო პატრიარქის აღსაყდრების დღე. ბევრჯერ ვყოფილარ სვეტიცხოველში, მაგრამ ამდენი ხალხი, რაც იმ დღეს იყო, არ მინახავს. ძლივს შევედი. იქ იყო ყველა მართმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, რომლებიც გამოდიდოდა და ამბობდნენ, რომ იწყება ახალი ერა საქართველოს ცხოვრებაში. ეს არის ადამიანი, რომელიც ღმერთმა გამოაგზავნა საქართველოს გადასარჩენად. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშენელობა აქვს იმას, რომ მისი უწმინდესობა არის ხელოვანი. ის არის შესანიშნავი მუსიკოსი, შესანიშნავი მხატვარი და მოქანდაკე. მისი უწმინდესობა მთელი ქართველი ერის სულიერი მამაა, ამას ხმამაღლა ვამბობ. აი, მამა როგორიც უნდა იყოს თავის შვილისათვის, ზუსტად ისეთივე მზურნველი და მოსიყვარულეა ის ჩვენი ხალხისათვის. მე მინდა მას უფალმა მისცეს ჯანმრთელობა, რომ რაც შეიძლება დიდხანს გვყავდეს.

ქეთი დოლიძე, რეჟისორი:

- იმ წუთიდან, რა წუთიდანაც მოხდა უწმინდესის აღსაყდრება, ჩემმა მკვიდრმა ნათესავმა, რეზო თაბუკაშვილმა წამიყვანა უწმინდესთან. სულ ახალგაზრდა იყო უწმინდესი და იმ წუთიდან, რა წუთიდანაც გამაცნეს, მე მას არ მოვცილებივარ, მაშინაც კი, როცა ეს გადარეული ზვიადისტი ქალები ქვებს ესროდნენ ძველ საპატრიარქოში, სიონის ეზოში. იქ ვიჯექი მეც მასთან. და მახსოვს რომ ერთი წამითაც არ შემდრკალა. ძალიან ბევრი რამის მოწმე გავხდი. უამრავი რამ მაქვს გასახსენებელი. მინდა მივულოცო დაბადების დღე. დიდხანს უნდა იყოს! მე უბრალოდ ვიცი, რომ მასზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ბედი. და თავისთავად უწმინდესის არსებობა, არის ძალიან დიდი დალოცვა ჩვენი ერისათვის და ამიტომ ყავს ამდენი მტერი - "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი...“ უწმინდესის ფასს აუცილებლად თაობები დააფასებენ და მიხვდებიან, რომ ჩვენ ცოცხალი წმინდანი გვყავს დღეს.

გოგი ჩლაიძე, კომპოზიტორი:

- პირველად უწმინდესთან, ბატონმა ნუგზარ ბაგრატიონმა წამიყვანა. მაშინ დავწერე ჰიმნი ბაგრატიონთა სადიდებელი, რომელიც მოვასმენინეთ მის უწმინდესობას. ეს იყო დაუვიწყარი დღე. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ და ალბათ, არცაა საჭირო, ეს იმდენად პირადულია. ახლახან კი, ირმა გურიელის ლექსზე დაიწერა დიდი ნაწარმოები, მისი უწმინდესობის საიუბილეო თარიღებთან დაკაშირებით და ძალიან დიდი პატივი იქნება მოვასმენინოთ ჩვენს მფარველს ეს ნაწარმოები. დიდხანს გვყავდეს ეს საოცარი კაცი, ეს საოცარი პიროვნება. რომ შეხედავ, მისგან სითბო და სიკეთე მოდის. მისი ხელის დადება თავზე, უკვე საკმარისია იმისათვის, რომ მთელი ცხოვრება დალოცვილმა იარო ამ ცოდვილიან დედამიწაზე.

მაკა მახარაძე, ქორეოგრაფი:

- დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მისმა უწმინდესობამ მიგვიღო, ეს იყო საოცარი ნუგეში პირადად ჩემთვის. ძალიან თბილად მიმიღო, მეტი რომ არ შეიძლება, ისე. სულ მეფერებოდა, რა თქმა უნდა, მედიკოს გამო. არ მგონია, რომ სხვას ნაკლებად მოეფეროს. თავისთავად მოიკითხა ჩემი სტუდიის ამბავი და მეც მოვუყევი რას ვაკეთებთ. და მაშინ მოულოდნელად მკითხა: თუ ასწავლით სილამაზის შეგრძნებასო? აი, ხომ ელოდები მასთან რომ შედიხარ, რელიგიურ თემაზე რაღაც შეიძლება გკითხოს და ამ დროს ისეთი შეკითხვა დამისვა, რაღაცნაირი, საოცარი. თან დააყოლა, - ეს ძალიან მნიშნელოვანია ადამიანის სულისთვისო... მერე კარგა ხანს ვისაუბრეთ, დრო როგორ გავიდა, არ მახსოვს. დამშვიდობებისას მითხრა, - ახლა მე უნდა გაჩუქოთ ჩემი დისკიო. და იცით, საბოლოოდ ორი დიდი პარკით წამოვედი იქიდან. მართლა დიდი ფუფუნება და ბედნიერებაა, როცა გვყავს ერს ასეთი ადამიანი, ასეთი სულიერი წინამძღოლი. კი ვაფასებთ, მაგრამ ამაზე გაცილებით უფრო მეტად უნდა ვაფასებდეთ მას. ერთადერთი, რასაც ვუსურებ მას და ყველას, რაც შეიძლება დიდხანს გვყავდეს.

ზურა ყიფშიძე, მსახიობი:

- გავაკეთეთ პროექტი, პატრიარქის ლოცვები სინას მთაზე, რომელიც მუსიკის ფონზე უნდა ჩამეწერა. დაახლოებით ერთი თვე დავდიოდი კონსერვატორიაში და გავდიოდი რეპეტიციებს ცოცხალ ორკესტრთან ერთად. ეს იყო ძალიან საინტერესო სამუშაო ჩემთვის, როგორც მსახიობისათვის. და როდესაც თავად უწმინდესი დაესწრო ამ კონცერტს, იმდენად მოეწონა, რომ მისი უწმინდესობის სურვილით საპატრიარქოში დამპატიჟა, ეს იყო სასწაული დღე ჩემს ცხოვრებაში. ამდენი, მგონი, არსად და არავისთან მისაუბრია. სითბოში მივედი და სითბოდან გამოვედი. ისე ვიყავი შესული ამ ადამიანთან კონტაქტში, ვერ გადმოგცემთ. მასთან როცა ხარ, თავისუფლდები, ის ხარ, რაც ხარ სინამდვილეში, ყველანაირი ნიღბის გარეშე. გასაოცარი კი ის იყო, იმ ხნის განმალობაში, სულ ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე ვსაუბრობდით. ასევე მეკითხებოდა, - რა ხდება თეატრში, რას თამაშობო. და ვუყვებოდი და ვუყვებოდი, ენა არ გამიჩერებია.. ვისურვებდი, არასოდეს დაგვტოვოს, მინდა, რომ სულ იყოს და იყოს. ეგ რომ არ იყოს, არ ვიცი რა იქნება. ამაზე ბევრად უარესი რომ იქნება, ზუსტად ვიცი. თუ ვინმე რაიმეს აჩერებს, მხოლოდ და მხოლოდ უწმინდესი. უხმოდ, ჩუმად...არაჩვეულებრივი კაცია. თვალებში, რომ ჩახედო, მორჩა, მაშინვე მიხვდები, სადა ხარ და ვისთან ერთად. არ არსებობს, რომ ეგ ვერ იგრძნო, სასწაულია.

ტარიელ ხარხელაური, პოეტი:

"თქვენო უწმინდესობავ, ტკივილების შენდობას ამ ტკივილთა გარეშე როგორ გაგიბედავდი,

ჩემი ჩამონისლული პოეზიის ერდოდან შენს ლოცვებში, და შენში, საქართველოს ვხედავდი.

თქვენო უწმინდესობავ, ახლა ღონემიხდილი დასერილი ფიქრებით მინდორს ვგავარ ნაურმალს,

მეშინია სიცოცხლის, არც შვებაა სიკვდილი - ვიდრე ჩემი მამული ასე ძლიერ მაურვებს.

თქვენო უწმინდესობავ, თუ ფარ-ხმალი დავყარე, შიში ისე ხარბად ღრღნის ჩემს სხეულს და საფშვინველს,

ახლაც შეშფოთებული ვაკვირდები ვარსკვლავებს, მსოფლიო მძვინვარება როგორ ძლიერ მაშინებს“.

ეს სტრიქონები 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დავწერე. ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი ხართ. თუკი დედამიწაზე ვინმე შეიძლება გამოარჩიო, ეს თქვენ ხართ. თქვენ დამაყენეთ ეკლესიის გზაზე, რწმენის გზაზე და დიდ მადლობას გიხდით ამისათვის. თქვენ რომ არა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი...

იხილეთ ასევე:

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი

ნახეთ: ილია მეორის საიუბილეოდ 2022 წელს მომზადებული ფილმი