ჩვენ ყველამ ერთად უარი უნდა ვუთხრათ ბოროტებას, დაქსაქსვას, დაპირისპირებას და გავიმარჯვოთ! გილოცავთ აბსოლუტურად ყველას დიდი სიყვარულით, მთელი გულითა და კეთილი სურვილებით - ღმერთმა დალოცოს საქართველო! , - წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
“გამარჯვებით დავიწყეთ 2023 წელი, ქართველი ხალხისა და ახალგაზრდების თავგანწირულმა ბრძოლამ მარტში, შედეგი გამოიღო - კრემლმა უკან დაიხია! წლის ბოლოს, მარტში დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში, უკვე ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები დაგვეხმარნენ, ქართველი ხალხი 1-0 დაწინაურდა რუსულ პარტიასთან - ხელისუფლებასთან.“2023 წელს, კრემლის აგენტურა საქართველოში სრულად გაიშიფრა და ახლა უკვე, ამერიკელებმა დაასანქცირეს ჯერ, კლანის მოსამართლეები, შემდეგ კი “ეფესბეს” აგენტი და რუსეთის ჯაშუში - ფარცხალაძე. 2024 წელი, გარდაუვალად იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების წელი. მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, ქართველი ხალხის ჩართულობით, აქტიურობით და თანამონაწილეობით აუცილებლად გავიმარჯვებთ! ჩვენ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, უსაფრთხოება და ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება. 11 წელია რუსი ოლიგარქი საზოგადოებას ჰყოფს, ხლეჩს და აპირისპირებს. ცდილობს დაქსაქსოს და ერთმანეთს წაკიდოს ხალხი, თავად კი მილიარდები გამოიმუშაოს.
ჩვენ ყველამ ერთად უარი უნდა ვუთხრათ ბოროტებას, დაქსაქსვას, დაპირისპირებას და გავიმარჯვოთ! ერთმანეთის სიყვარულით, ერთმანეთის პატივისცემითა და მეტი პოზიტივით, ხელი გავუწოდოთ ყველას, ვისთვისაც საქართველოს, ჩვენი სამშობლოს მომავალი მნიშვნელოვანია. გილოცავთ აბსოლუტურად ყველას დიდი სიყვარულით, მთელი გულითა და კეთილი სურვილებით - ღმერთმა დალოცოს საქართველო!” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში
ნაცმო კრიმინალური წარსულის და აწმყოს მქონე ორგანიზებული კლანია, რომელიც დანაშაულს პოლიტიკურ ველზე " დემოკრატიის " შირმის უკან სჩადის და ის უნდა გაგვესამართლებინა და არა მარტო მიშა, თან სუშიზე და კოსტუმებზე , ამერიკამ ჩვენზე კარგად უწყის რა დანაშაულები აქვთ მათ ჩადენილი, მისხალ მისხალ აღრიცხული აქვთ, მაგრამ კოჰაბიტაცია გვაიძულეს, ცხადია მათი ინტერესი " ორპარტიული ფასადური დემოკრატიაა" და არა მართლა დემოკრატია , მათ უბრალოდ საქართველო სსრკ-ს იმ ნაწილად მიაჩნიათ , საიდანც კრემლის აფეთქება შეიძლება ! კავკასიის სტაბილურობა საქართველოს პოლიტიკური ამინდით განისაზღვრება, კავკასია კი სსრკ-ს რეალურად დაშლის გასაღებია, ბელოვეჟი სამი ლოთის ფარსი იყო-სამმა სსრკ მთავარი რესპუბლიკის კომუნისტმა ხელმძღვანელებმა გადაატრიალეს კომპარტიის გენერალური მდივანი, შეთავსებით სსრკ პრეზიდენტი, გორბაჩიოვი, ის ამ "დაშლის" შირმით ჩამოაშორა ხელისუფლებას, რაც ცოტა ხნის წინ ასევე კომპარტიულ ბოლშევიკურმა გკჩპ-მ ვერ მოახერხა, და ეს კარგად უწყიან ამერიკაში, ისიც ახსოვთ , რომ ამ საუკუნოვან იმპერიაში მეთვრამეტე საუკუნიდან დღემდე შვეციიან ფინეთიანად და გერმანიისაც კი რაღაც მცირე ნაწილი , რომ არაფერი თქვათ პოლონეთსა და ბალტიისპირეთზე , სხვა ყოფილ სევ-ს ქვეყნებზე, მანჯურიიანად უამრავი სუბიექტი შედიოდა , და ის მეფის გადადგომისასაც კი არ დაშლილა, უბრალოდ რუსეთს ბალშევიკებმა დაარქვეს სსრკ და " შედი გამოდი", ვითომ თავისუფალი იყო, ასე რომ ამერიკის და ბრიტანეთის ასევე საუკუნოვანი პოლიტიკური მიდგომით უკანასკნელი 30 წლის მოვლენები ეს სსრკ შიდა მოვლენებია , მისი მართლა დაშლა უფრო რთული საქმეა, ვიდრე თავიდან შეკოწიწება! განთავისუფლებულ 15-ე ქვეყანას, ყოფილი რესპუბლიკების კომპარტიების პირველი მდივნები და ან მათი შვილები აგერ ოცდამეერთე საუკუნის ოციან წლებამდე მარათავენ, დიახ, უკლებლივ ყველას, ვივესკები შეცვალეს და ძარცვა წართმევით გამდიდრების კანონით ნებადართული სისტემები შექმნეს! ამდენად ამერიკის იმედი, რომ აქ ჭეშმარიტ დემოკრატიას აგვაშენებინებენ არ უნდა გვქონდეს, რუსეთი მას ნედლეულისათვის ჭირდება და მიუხედავად იმისა , რომ აქ ომია უკრაინაში და შეიძლება მოსკოვსაც მიწვდეს , კავკასიასაც, დასავლეთი ამ ნედლეულს დღესაც ღებულობს, რუსეთი კი ფულს ამ ნედლეულის მისაწოდებლად , კრემლის ეს "აგონია" კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება, რადგან ის ძალიან უკანონო ბოლშევიკურ ფესვებზე დგას, ისინი არ გასამართლებულან, პირიქით ჩეკისტთა ამქარი სათავეშია ახლაც, და სანამ არ დაუბრუნდება რუსეთის პოლიტიკური მოწყობის მოდელი 1905 წლამდე არსებულ ვითარებას , მისი საშველი, არც ჩვენი არ იქნება ! იმპერიული ბოლშევიზმი არ აღმოფხვრილა, კრემლშია ახლაც, ნაცი მისი ავანგარდია ! ეს მძარცველი ავაზაკებია , პირსისხლიანი ყაჩაღები, ისევე როგორც ტყაპუჭიანი მამაძაღლები ლენინის ისეთივე კლანიდან, რატომ გაიზრდებოდა ჩეკისტის ოჯახში დემოკრატიის შუქურა, ამერიკა ზრდიდა, თუ გაზრდილი იშვილა , დეფექტიანი ?!
იცით რა მოკვირს ნაც მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის? დავიჯერო რომ ისე ხართ დაბრმავებუპები რომ თქვენი წინა მორბედების ვერაგობას და მოღალატეობრივ მიდგომას საქართველოსა და ქართველების მიმართ, ვერ ხედავთ? თუ ეს ესეა თქვენი იმედია არავის არ უნდა გქონდეთ, თუ იცით და მაინც აკეთებთ მაშინ მითუმეტეს... ხომ შეიძლება ახალგაზრდა თაობა ხართ პოლიტიკოსები და მართლა წართულად მართლა პატრიოტულად იფიქროთ... ხომ შეიძლება იბრძოლოდ სიმართპისთვის და არა ტყუპებით, ერთი ადგიპზე კოცნოთ არ მიჰყვეთ თქვენ ბოროტო წინა მორბედებს და გამოეყოთ მათ, როგორც კი ისინი ხელისუფპებაში მოვლენ, ისე მოგიშორებენ ვითომ ატაფერი და ისევ ის სურათი დადგება