საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედა ქალიშვილის ავადმყოფობას იგონებდა და უმძიმეს პირობებში ამყოფებდა, რის შემდეგაც გოგონამ მშობელი შეყვარებულთან ერთად მოკლა - ამბავმა წლების წინ ამერიკა შეძრა: ჯიპსი როუზმა საპატიმრო ახლახან დატოვა
დედა ქალიშვილის ავადმყოფობას იგონებდა და უმძიმეს პირობებში ამყოფებდა, რის შემდეგაც გოგონამ მშობელი შეყვარებულთან ერთად მოკლა - ამბავმა წლების წინ ამერიკა შეძრა: ჯიპსი როუზმა საპატიმრო ახლახან დატოვა

ჯიპ­სი როუზ ბლან­შარ­დმა ციხე და­ტო­ვა. გო­გო­ნას პირ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოჩ­ნდა. ჯიპ­სიმ დე­დის მკვლე­ლო­ბის­თვის 7 წელი მო­ი­ხა­და.

ბლან­შარ­დის დედა კლო­დინ დი დი მი­უ­ნ­ჰა­უ­ზე­ნის სინ­დრო­მით იტან­ჯე­ბო­და. მისი აზ­რით, შვი­ლი მძი­მე ავად­მყო­ფი იყო. ამის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად კი ჯიპ­სის თავი გა­და­პარ­სა, შშმ პი­რის ეტ­ლში ჩას­ვა და სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით კვე­ბავ­და.

მე­დი­ა­ში გა­მოჩ­ნდა 32 წლის როუზ ბლან­შარ­დის პირ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი. კად­რებ­ში ჩანს, რომ გო­გო­ნა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ტო­ვებს სას­ტუმ­რო ჩი­ლი­კოტს, რო­მე­ლიც მი­სუ­რის შტატ­ში მდე­ბა­რე­ობს. შემ­დეგ წყვი­ლი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მი­დის ფეხ­საც­მლის სა­ყიდ­ლად. სუ­რა­თე­ბი ექ­სკლუ­ზი­უ­რად გა­მო­აქ­ვეყ­ნა ტაბ­ლო­იდ­მა Daily Mail-მა.

ჯიპ­სი რო­უ­ზის ის­ტო­რი­ამ წლე­ბის წინ მე­დია შოკ­ში ჩა­აგ­დო. 2015 წელს, ჯიპ­სიმ და მის­მა მა­შინ­დელ­მა ბო­იფ­რენდმა ნი­კო­ლას გო­დე­ჯონ­მა შე­ად­გი­ნეს გო­გო­ნას დე­დის მკვლე­ლო­ბის გეგ­მა. ქალი ამ­ბობ­და, რომ გო­გო­ნას ლე­ი­კე­მია, კუნ­თო­ვა­ნი დის­ტრო­ფია, სმე­ნი­სა და მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, ას­თმა და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჰქონ­და.

კლო­დინ­მა სას­წა­უ­ლებ­რი­ვად მო­ა­ხერ­ხა ექი­მე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად ავად იყო. გო­გო­ნას რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი იყო სა­ნერ­წყვე ჯირ­ყვლე­ბის ამო­ღე­ბა.

2013 წელს, გაც­ნო­ბის სა­იტ­ზე, ჯიპ­სი ნი­კო­ლას გო­დე­ჯონს შეხ­ვდა, რო­მელ­საც აუ­ტიზ­მის სინ­დრო­მი ჰქონ­და და ადრე ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო, სა­ჯა­რო ად­გილ­ზე პორ­ნოს ყუ­რე­ბის­თვის. ნი­კო­ლა­სი გახ­და პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც გო­გო­ნამ ოჯახ­ში ბუ­ლინ­გის შე­სა­ხებ უამ­ბო. წყვილ­მა რო­მა­ნი 2015 წელს და­ი­წყო და ჯიპ­სიმ და ნი­კო­ლოზ­მა პირ­ვე­ლად ნა­ხეს ერ­თმა­ნე­თი პი­რა­დად. თი­ნე­ი­ჯე­რებ­მა შეთ­ქმუ­ლე­ბა მო­ა­წყვეს დი დის მოკ­ვლა გა­და­წყვი­ტეს, რათა ის დე­დის ძა­ლა­უფ­ლე­ბის­გან გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ.

დი დი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს სა­კუ­თარ სახ­ლში სპრინ­გფილდში, მი­სუ­რის შტატ­ში. სა­სა­მარ­თლომ გო­გო­ნას ათი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, ნი­კო­ლას გო­დე­ჯონს, რო­მელ­მაც დი დი და­ნით მოკ­ლა, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა.

ჯიპ­სი რო­უ­ზის ის­ტო­რია, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო შეძ­რა

ჯიპ­სი როუზ ბლან­შარ­დი და­ი­ბა­და 1991 წლის 27 ივ­ლისს, გოლ­დენ მე­დო­უ­ში, ლუ­ი­ზი­ა­ნას შტატ­ში. მის და­ბა­დე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე დე­და­მი­სი დი დი ბლან­შარ­დი და როდ ბლან­შარ­დი და­შორ­დნენ. ქა­ლის თქმით, მისი ქმა­რი ნარ­კო­მა­ნი იყო, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით კაც­მა აღი­ა­რა, რომ ის მხო­ლოდ 17 წლის იყო, რო­დე­საც 24 წლის დი დი მის­გან და­ორ­სულ­და. და­შო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, როდი შვილს ბო­ლომ­დე პატ­რო­ნობ­და და რე­გუ­ლა­რუ­ლად უგ­ზავ­ნი­და ფულს.

დი დი სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავს აჩ­ვე­ნებ­და, რო­გორც მარ­ტო­ხე­ლა დე­დად, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს შვი­ლის­თვის. ის ასე­ვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მის ქა­ლიშ­ვილს რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა სჭირ­და.

როცა ჯიპ­სი რო­უ­ზი ჩვი­ლი იყო, დი დიმ ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მას ძი­ლის აპ­ნოე ჰქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნე­ბი არ არ­სე­ბობ­და, დი დი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო. სა­ბო­ლო­ოდ და­ად­გი­ნა, რომ გო­გო­ნას და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ქრო­მო­სო­მუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა ჰქონ­და. მას შემ­დეგ ში­შით უყუ­რებ­და თა­ვის ქა­ლიშ­ვილს, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს მოკ­ვდე­ბო­და.

გო­გო­ნა და­ახ­ლო­ე­ბით რვა წლის ასაკ­ში იყო, რო­დე­საც ბა­ბუ­ის მო­ტო­ციკ­ლი­დან გად­მო­ვარ­და. დი დიმ ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც მუხ­ლის ტრამ­ვას მკურ­ნა­ლობ­დნენ. მაგ­რამ დედა არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ნი­კურ­ნა. მას სჯე­რო­და, რომ გო­გო­ნას რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია დას­ჭირ­დე­ბო­და, იქამ­დე კი ის უნდა მჯდა­რი­ყო ეტ­ლში, რათა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არ დამ­ძი­მე­ბუ­ლი­ყო.

რო­დე­საც ახ­ლობ­ლებ­მა ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნეს ჯიპ­სი რო­უ­ზის მდგო­მა­რე­ო­ბა, ქალი სხვა ქა­ლაქ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც იპო­ვა დან­გრე­უ­ლი ბინა და ცხოვ­რობ­და "ინ­ვა­ლი­დო­ბის შემ­წე­ო­ბით", რომ­ლებ­საც გო­გო­ნას სა­ვა­რა­უ­დო და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამო იღებ­და.

ჯიპ­სი რო­უ­ზის ნიუ ორ­ლე­ა­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ, დი დიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ქრო­მო­სო­მუ­ლი აშ­ლი­ლო­ბი­სა და კუნ­თო­ვა­ნი დის­ტრო­ფი­ის გარ­და, მის ქა­ლიშ­ვილს ახლა მხედ­ვე­ლო­ბას­თან და სმე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. გარ­და ამი­სა, იგი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ბავ­შვს კრუნ­ჩხვე­ბი და­ე­წყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო ტეს­ტებ­მა არ აჩ­ვე­ნა რა­ი­მე ამ და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნე­ბი, ექი­მებ­მა მა­ინც და­ნიშ­ნეს კრუნ­ჩხვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ზო­გა­დი ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი წა­მა­ლი გო­გო­ნას­თვის.

2005 წელს ქა­რიშ­ხალ­მა კატ­რი­ნამ აი­ძუ­ლა დი დი შვილ­თან ერ­თად მი­სუ­რის შტატ­ში გა­და­სუ­ლი­ყო, სა­დაც ის ცნო­ბილ სა­ხედ იქცა, რო­გორც შშმ პირ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

ქალ­მა „ავამდყო­ფი“ შვი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ექი­მე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ და სა­კუ­თარ კლი­ნი­კებ­ში უფა­სოდ მკურ­ნა­ლო­ბას სთა­ვა­ზობ­დნენ. ერთ დღე­საც, ერთ-ერ­თმა ცნო­ბილ­მა ექიმ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ გო­გო­ნას არც კუნ­თო­ვა­ნი დის­ტრო­ფია ჰქონ­და და არც სხვა რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბა.

ქალი ამ­ტკი­ცებ­და, რომ გო­გო­ნას და­ა­ვა­დე­ბის ის­ტო­რია ქა­რიშ­ხლის დროს გა­ნად­გურ­და, თუმ­ცა მალე გო­გო­ნა­საც გა­უჩ­ნდა ეჭვი, რომ დედა მას ატყუ­ებ­და.

2010 წელს დი დი ყვე­ლას ეუბ­ნე­ბო­და, რომ ჯიპ­სი რო­უ­ზი 14 წლის იყო, მაგ­რამ ის სი­ნამ­დვი­ლე­ში 19 წლის იყო. იმ დრო­ის­თვის მან უკვე იცო­და, რომ არ იყო ავად, რად­გან სი­ა­რუ­ლი შე­ეძ­ლო. და მი­უ­ხე­და­ვად მისი მი­ნი­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა (ის სა­ერ­თოდ არ და­დი­ო­და სკო­ლა­ში მე­ო­რე კლას­ში), მან თა­ვად ის­წავ­ლა კი­თხვა ჰარი პო­ტე­რის წიგ­ნე­ბის წყა­ლო­ბით.

გო­გო­ნა ცდი­ლობ­და დე­დის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას. ერთ ღა­მეს ის მე­ზობ­ლის კარ­თა­ნაც კი გა­მოჩ­ნდა, ფეხ­ზე იდგა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წაყ­ვა­ნას ევედ­რე­ბო­და. მაგ­რამ დი დი სწრა­ფად ჩა­ე­რია და სახ­ლში და­აბ­რუ­ნა.

რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ჯიპ­სი რო­უზ­მა და მის­მა ბო­იფ­რენდმა ქა­ლის მკვლე­ლო­ბა

მე­ზო­ბელ­თან მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, რო­უზ­მა ინ­ტერ­ნე­ტით სარ­გებ­ლო­ბა და­ი­წყო, რო­დე­საც დი დი იძი­ნებ­და. სა­ბო­ლო­ოდ, 2012 წელს, რო­დე­საც ის და­ახ­ლო­ე­ბით 21 წლის იყო, ნი­კო­ლას გო­დე­ჯო­ნი გა­იც­ნო, 23 წლის კაცი ვის­კონ­სი­ნი­დან.

ფე­ის­ბუ­ქის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ორი­ვემ და­გეგ­მა დი დის მკვლე­ლო­ბა. გო­დე­ჯო­ნი და­ე­ლო­დე­ბო­და, სა­ნამ დი დი და­ი­ძი­ნებ­და, შემ­დეგ კი ჯიპ­სი რო­უ­ზი შე­უშ­ვებ­და მას სახ­ლში.

2015 წლის ივ­ნი­სის ერთ ღა­მეს, ნი­კო­ლას გო­დე­ჯონ­მა 17-ჯერ და­არ­ტყა დანა ქალს ზურ­გში, ხოლო ჯიპ­სი რო­უ­ზი გვერ­დით ოთახ­ში ელო­და. მკვლე­ლო­ბის ღა­მეს წყვი­ლი გა­იქ­ცა გო­დე­ჯო­ნის სახ­ლში ვის­კონ­სინ­ში, სა­დაც ისი­ნი რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს.

ფსი­ქი­ატ­რე­ბის დას­კვნით, ჯიპ­სი რო­უ­ზი, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო. 2016 წელს გო­გო­ნა მე­ო­რე ხა­რის­ხის მკვლე­ლო­ბა­ში ცნეს დამ­ნა­შა­ვედ და ათი წელი მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა 2023 წელს პი­რო­ბით, ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

„ახლა უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ, ვიდ­რე დე­და­ჩემ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბი­სას“,- თქვა ცი­ხე­ში 2018 წელს, - „იმი­ტომ, რომ ახლა მე უფ­ლე­ბა მაქვს, უბ­რა­ლოდ... ვი­ცხოვ­რო ნორ­მა­ლუ­რი ქა­ლი­ვით.”

ავტორი:

დედა ქალიშვილის ავადმყოფობას იგონებდა და უმძიმეს პირობებში ამყოფებდა, რის შემდეგაც გოგონამ მშობელი შეყვარებულთან ერთად მოკლა - ამბავმა წლების წინ ამერიკა შეძრა: ჯიპსი როუზმა საპატიმრო ახლახან დატოვა

დედა ქალიშვილის ავადმყოფობას იგონებდა და უმძიმეს პირობებში ამყოფებდა, რის შემდეგაც გოგონამ მშობელი შეყვარებულთან ერთად მოკლა - ამბავმა წლების წინ ამერიკა შეძრა: ჯიპსი როუზმა საპატიმრო ახლახან დატოვა

ჯიპსი როუზ ბლანშარდმა ციხე დატოვა. გოგონას პირველი ფოტოები ინტერნეტში გამოჩნდა. ჯიპსიმ დედის მკვლელობისთვის 7 წელი მოიხადა.

ბლანშარდის დედა კლოდინ დი დი მიუნჰაუზენის სინდრომით იტანჯებოდა. მისი აზრით, შვილი მძიმე ავადმყოფი იყო. ამის დასადასტურებლად კი ჯიპსის თავი გადაპარსა, შშმ პირის ეტლში ჩასვა და სპეციალური მილის საშუალებით კვებავდა.

მედიაში გამოჩნდა 32 წლის როუზ ბლანშარდის პირველი ფოტოები. კადრებში ჩანს, რომ გოგონა მეუღლესთან ერთად ტოვებს სასტუმრო ჩილიკოტს, რომელიც მისურის შტატში მდებარეობს. შემდეგ წყვილი სავაჭრო ცენტრში მიდის ფეხსაცმლის საყიდლად. სურათები ექსკლუზიურად გამოაქვეყნა ტაბლოიდმა Daily Mail-მა.

ჯიპსი როუზის ისტორიამ წლების წინ მედია შოკში ჩააგდო. 2015 წელს, ჯიპსიმ და მისმა მაშინდელმა ბოიფრენდმა ნიკოლას გოდეჯონმა შეადგინეს გოგონას დედის მკვლელობის გეგმა. ქალი ამბობდა, რომ გოგონას ლეიკემია, კუნთოვანი დისტროფია, სმენისა და მხედველობის პრობლემები, ასთმა და სხვა დაავადებები ჰქონდა.

კლოდინმა სასწაულებრივად მოახერხა ექიმების დარწმუნება, რომ მისი ქალიშვილი ნამდვილად ავად იყო. გოგონას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო სანერწყვე ჯირყვლების ამოღება.

2013 წელს, გაცნობის საიტზე, ჯიპსი ნიკოლას გოდეჯონს შეხვდა, რომელსაც აუტიზმის სინდრომი ჰქონდა და ადრე ნასამართლევი იყო, საჯარო ადგილზე პორნოს ყურებისთვის. ნიკოლასი გახდა პირველი ადამიანი, რომელსაც გოგონამ ოჯახში ბულინგის შესახებ უამბო. წყვილმა რომანი 2015 წელს დაიწყო და ჯიპსიმ და ნიკოლოზმა პირველად ნახეს ერთმანეთი პირადად. თინეიჯერებმა შეთქმულება მოაწყვეს დი დის მოკვლა გადაწყვიტეს, რათა ის დედის ძალაუფლებისგან გაეთავისუფლებინათ.

დი დი გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში სპრინგფილდში, მისურის შტატში. სასამართლომ გოგონას ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნიკოლას გოდეჯონს, რომელმაც დი დი დანით მოკლა, სამუდამო პატიმრობა.

ჯიპსი როუზის ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეძრა

ჯიპსი როუზ ბლანშარდი დაიბადა 1991 წლის 27 ივლისს, გოლდენ მედოუში, ლუიზიანას შტატში. მის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე დედამისი დი დი ბლანშარდი და როდ ბლანშარდი დაშორდნენ. ქალის თქმით, მისი ქმარი ნარკომანი იყო, თუმცა მოგვიანებით კაცმა აღიარა, რომ ის მხოლოდ 17 წლის იყო, როდესაც 24 წლის დი დი მისგან დაორსულდა. დაშორების მიუხედავად, როდი შვილს ბოლომდე პატრონობდა და რეგულარულად უგზავნიდა ფულს.

დი დი საზოგადოებას თავს აჩვენებდა, როგორც მარტოხელა დედად, რომელიც ყველაფერს გააკეთებს შვილისთვის. ის ასევე დარწმუნებული იყო, რომ მის ქალიშვილს რაღაც საშინელება სჭირდა.

როცა ჯიპსი როუზი ჩვილი იყო, დი დიმ ის საავადმყოფოში მიიყვანა, დარწმუნებული იყო, რომ მას ძილის აპნოე ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების ნიშნები არ არსებობდა, დი დი დარწმუნებული იყო. საბოლოოდ დაადგინა, რომ გოგონას დაუზუსტებელი ქრომოსომული აშლილობა ჰქონდა. მას შემდეგ შიშით უყურებდა თავის ქალიშვილს, რომ ნებისმიერ დროს მოკვდებოდა.

გოგონა დაახლოებით რვა წლის ასაკში იყო, როდესაც ბაბუის მოტოციკლიდან გადმოვარდა. დი დიმ ის საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც მუხლის ტრამვას მკურნალობდნენ. მაგრამ დედა არ იყო დარწმუნებული, რომ მისი ქალიშვილი განიკურნა. მას სჯეროდა, რომ გოგონას რამდენიმე ოპერაცია დასჭირდებოდა, იქამდე კი ის უნდა მჯდარიყო ეტლში, რათა მისი მდგომარეობა არ დამძიმებულიყო.

როდესაც ახლობლებმა ეჭვქვეშ დააყენეს ჯიპსი როუზის მდგომარეობა, ქალი სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც იპოვა დანგრეული ბინა და ცხოვრობდა "ინვალიდობის შემწეობით", რომლებსაც გოგონას სავარაუდო დაავადებების გამო იღებდა.

ჯიპსი როუზის ნიუ ორლეანის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, დი დიმ განაცხადა, რომ ქრომოსომული აშლილობისა და კუნთოვანი დისტროფიის გარდა, მის ქალიშვილს ახლა მხედველობასთან და სმენასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. გარდა ამისა, იგი ამტკიცებდა, რომ ბავშვს კრუნჩხვები დაეწყო. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ტესტებმა არ აჩვენა რაიმე ამ დაავადების ნიშნები, ექიმებმა მაინც დანიშნეს კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ზოგადი ტკივილგამაყუჩებელი წამალი გოგონასთვის.

2005 წელს ქარიშხალმა კატრინამ აიძულა დი დი შვილთან ერთად მისურის შტატში გადასულიყო, სადაც ის ცნობილ სახედ იქცა, როგორც შშმ პირთა უფლებადამცველი.

ქალმა „ავამდყოფი“ შვილის საშუალებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ექიმების ყურადღება მიიპყრო. სპეციალისტები უკავშირდებოდნენ და საკუთარ კლინიკებში უფასოდ მკურნალობას სთავაზობდნენ. ერთ დღესაც, ერთ-ერთმა ცნობილმა ექიმმა აღმოაჩინა, რომ გოგონას არც კუნთოვანი დისტროფია ჰქონდა და არც სხვა რაიმე დაავადება.

ქალი ამტკიცებდა, რომ გოგონას დაავადების ისტორია ქარიშხლის დროს განადგურდა, თუმცა მალე გოგონასაც გაუჩნდა ეჭვი, რომ დედა მას ატყუებდა.

2010 წელს დი დი ყველას ეუბნებოდა, რომ ჯიპსი როუზი 14 წლის იყო, მაგრამ ის სინამდვილეში 19 წლის იყო. იმ დროისთვის მან უკვე იცოდა, რომ არ იყო ავად, რადგან სიარული შეეძლო. და მიუხედავად მისი მინიმალური განათლებისა (ის საერთოდ არ დადიოდა სკოლაში მეორე კლასში), მან თავად ისწავლა კითხვა ჰარი პოტერის წიგნების წყალობით.

გოგონა ცდილობდა დედისგან თავის დაღწევას. ერთ ღამეს ის მეზობლის კართანაც კი გამოჩნდა, ფეხზე იდგა და საავადმყოფოში წაყვანას ევედრებოდა. მაგრამ დი დი სწრაფად ჩაერია და სახლში დააბრუნა.

როგორ განახორციელეს ჯიპსი როუზმა და მისმა ბოიფრენდმა ქალის მკვლელობა

მეზობელთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როუზმა ინტერნეტით სარგებლობა დაიწყო, როდესაც დი დი იძინებდა. საბოლოოდ, 2012 წელს, როდესაც ის დაახლოებით 21 წლის იყო, ნიკოლას გოდეჯონი გაიცნო, 23 წლის კაცი ვისკონსინიდან.

ფეისბუქის შეტყობინებების საშუალებით, ორივემ დაგეგმა დი დის მკვლელობა. გოდეჯონი დაელოდებოდა, სანამ დი დი დაიძინებდა, შემდეგ კი ჯიპსი როუზი შეუშვებდა მას სახლში.

2015 წლის ივნისის ერთ ღამეს, ნიკოლას გოდეჯონმა 17-ჯერ დაარტყა დანა ქალს ზურგში, ხოლო ჯიპსი როუზი გვერდით ოთახში ელოდა. მკვლელობის ღამეს წყვილი გაიქცა გოდეჯონის სახლში ვისკონსინში, სადაც ისინი რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს.

ფსიქიატრების დასკვნით, ჯიპსი როუზი, ძალადობის მსხვერპლი იყო. 2016 წელს გოგონა მეორე ხარისხის მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ და ათი წელი მიუსაჯეს, თუმცა 2023 წელს პირობით, ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

„ახლა უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე დედაჩემთან ერთად ცხოვრებისას“,- თქვა ციხეში 2018 წელს, - „იმიტომ, რომ ახლა მე უფლება მაქვს, უბრალოდ... ვიცხოვრო ნორმალური ქალივით.”