ოკუპირებულ აფხაზეთის ვეტერანების ორგანიზაცია "არუააში“ აცხადებენ, რომ ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელი და "ვიცე-პრემიერი" კრისტინა ოზგანი ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"ეს ჩვენ "შემოგდებული“ ინფორმაცია გვეგონა და არ ვიჯერებდით, დღეს კი სანდო წყარომ დაგვიდასტურა. "ენგურის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ჯერჯერობით ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები ისევ მსახურობენ“, - განაცხადეს "არუააში“.
აფხაზურ "ოპოზიციაში“ ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, "აფხაზეთის რესპუბლიკის არცერთი მაღალჩინოსანი არ გადასულა საქართველოში“, ხოლო ენერგეტიკულ თემებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და რეაგირება ხდებოდა გალის რაიონში.
ცოტა ხნის წინ რეზონანსული იყო აფხაზეთის რესპუბლიკაში ქართველი დეპუტატების ჩამოსვლა და სიწმინდეების მონახულება. მაგრამ ჩვენი მთავრობა ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და არაფერი აკავებს. როგორ გაბედეთ, მოქმედო პოლიციელებო, მტრული ქვეყნის მონახულება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება მოსახლეობის სახელით?!“ - ნთქვამია "არუაას" განცხადებაში.
აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ აფხაზეთის "პრეზიდენტის", ასლან ბჟანიას ნებართვის გარეშე "ასეთი ვიზიტი შეუძლებელი იქნებოდა“.
"არუაა“ ითხოვს, რომ პარლამენტმა ეკონომიკის სამინისტროს პასუხი მოსთხოვოს.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი ნაბიჯის შემდეგ, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა საჯაროდ უნდა მოუხადოს აფხაზ ხალხს ბოდიში და დაუყოვნებლივ გადადგეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოგვიანებით თავად ოზგანმა დაადასტურა, რომ ქართულ მხარესთან ნამდვილად აწარმოა მოლაპარაკებები და ეს ენგურჰესის ენერგეტიკულ საკითხებს შეეხებოდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ხელისუფლებაში ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არავის გაუკეთებია.
ოზგანი თურქული გვარია?
მოუნდათ ენგურის დამატებითი ელ ენერგია. რატომ არ მოილაპარაკებენ. იმედია ჩვენი გენიოსები ჩვენი ჯიბიდან არ მისცემენ დამატებით ელ ენერგიას "ჩვენ ძმებს აფქუსებს"