სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ჯადოსნური ამბავი უნდა წაიკითხოთ: განგაშის ზარი რომ შემოჰკრა ბავშვის და ძაღლის ამბავზე, ამ პიროვნებაზე უნდა მოგიყვეთ... ჯაბა არის უკვე ნამდვილი გმირი " - ნინო ჯიბლაძე
"ეს ჯადოსნური ამბავი უნდა წაიკითხოთ: განგაშის ზარი რომ შემოჰკრა ბავშვის და ძაღლის ამბავზე, ამ პიროვნებაზე უნდა მოგიყვეთ... ჯაბა არის უკვე ნამდვილი გმირი " -  ნინო ჯიბლაძე

"გალ­ფის" მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ნინო ჯიბ­ლა­ძე ცო­ფი­ა­ნი ძაღ­ლის მიერ კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე, "გალ­ფის" ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­თან მო­ზარ­დის გა­კაწ­ვრის თა­ო­ბა­ზე მო­რიგ პოსტს ავ­რცე­ლებს.

"ეს ფან­ტას­ტი­უ­რი და ჯა­დოს­ნუ­რი ამ­ბა­ვი უნდა წა­ი­კი­თხოთ: გუ­შინ­წინ გან­გა­შის ზარი რომ შე­მოჰ­კრა, ბავ­შვის და ძაღ­ლის ამ­ბავ­ზე, ამ პი­როვ­ნე­ბა­ზე უნდა მო­გიყ­ვეთ ორი სი­ტყვა. ცნო­ბი­ლი ხილ-ბოსტნის მა­ღა­ზი­ის მმარ­თვე­ლი, ჯაბა - გახ­ლავთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შეძ­ლებს იყოს გმი­რი და არის კი­დე­ვაც, ამა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბა. ეს ამ­ბა­ვი კი, რო­მელ­მაც ყვე­ლა ასე დაგვზაფ­რა და გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა, ასე და­ი­წყო:

ჯა­ბას ხილ­ბოს­ტან­თან მცხოვ­რებ­მა და მის მიერ შე­ფა­რე­ბულ­მა ძაღ­ლმა გა­კაწ­რა ბავ­შვი. ბავ­შვის მამა მი­ვი­და ად­გილ­ზე და სთხო­ვა ჯა­ბას, თვალ­ყუ­რი ედევ­ნე­ბი­ნა ძაღ­ლის­თვის. შემ­თხვე­ვი­დან 10 დღე­ში მამა ისევ მი­სუ­ლა ხილ­ბოს­ტან­ში. ჯა­ბა­საც მი­უ­ხა­რე­ბია მა­მის­თვის, რომ ძაღ­ლი კარ­გად გრძნობ­და თავს. ზუს­ტად 20 დღე­ში კი ძაღ­ლი მკვდა­რი იპო­ვა და აქ იწყე­ბა რიგი რე­ა­გი­რე­ბი­სა, რო­მელ­საც თვალს ვა­დევ­ნებ­დი ამ დღე­ნა­ხე­ვარ­ში და არაფ­რით არ შე­მიძ­ლია თქვენც არ გა­გი­ზი­ა­როთ.

- ჯა­ბამ გა­და­იყ­ვა­ნა მკვდა­რი ძაღ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე. ცო­ფის დად­გე­ნის შემ­დეგ, სას­წრა­ფოდ გა­ავ­რცე­ლე­ბი­ნა გან­ცხა­დე­ბა სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხურს, რომ იძებ­ნე­ბო­და ბავ­შვი, რო­მე­ლიც მისი მა­ღა­ზი­ის მიმ­დე­ბა­რედ გა­კაწ­რა ძაღ­ლმა.

- ჯაბა წა­ვი­და პო­ლი­ცი­ა­ში, მის­ცა ჩვე­ნე­ბა და პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად და­ი­წყო ოჯა­ხის ძებ­ნა.

- ამა­სო­ბა­ში მის­მა დრო­ულ­მა და უზუს­ტეს­მა გან­ცხა­დე­ბამ, სოც­მე­დია სივ­რცე სრუ­ლად და­ფა­რა. ბავ­შვს და მის ოჯახს ეძებ­და ყვე­ლა.

- ჯა­ბამ ჩა­მო­რე­კა ყვე­ლა სა­ა­გენ­ტო­ში, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო მსგავ­სი ტი­პის აცრა. მის სა­ვა­რა­უ­დო მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით სა­ა­გენ­ტო­ებ­მა და­ი­წყეს შე­სა­ფე­რი­სი მო­ნა­ცე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შვის ძი­ე­ბა.

- გუ­შინ დი­ლას­ვე სკო­ლებ­ში, ოჯა­ხებ­ში და­იგ­ზავ­ნა სა­ინ­ფორ­მა­ციო სმს-ები, მათ­თან ვისი მო­ნა­ცე­მე­ბიც მეტ­ნაკ­ლე­ბად ემ­თხვე­ო­და ბავ­შვი­სას.

- ჯაბა დი­ლი­დან ხვდე­ბო­და მე­დი­ას, აძ­ლევ­და ძა­ლი­ან კონ­კრე­ტულ და ზუსტ ინ­ტერ­ვი­უ­ებს და ყვე­ლა პლატ­ფორ­მი­დან ცდი­ლობ­და ხმა მი­ეწვდი­ნა მა­მის­თვის. მე გა­მი­მარ­თლა და ვი­პოვ­ნე ჯაბა გუ­შინ დი­ლას ად­რი­ა­ნად. რომ ვე­სა­უბ­რე, მივ­ხვდი, ეს არ იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შემ­თხვე­ვა, ეს იყო ამ ადა­მი­ა­ნის მიერ უს­წო­რე­სად და­გეგ­მი­ლი და მარ­თუ­ლი კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია. ის ყვე­ლა არ­სე­ბულ და არარ­სე­ბულ რე­სურსს იყე­ნებ­და ბავ­შვის მა­მის მო­სა­ძებ­ნად. და აი, რა მი­თხრეს მე და რამ გა­მა­ოგ­ნა სა­ბო­ლო­ოდ: - მე ეხლა სა­რეკ­ლა­მო­ში მივ­დი­ვარ, ბა­ნე­რი უნდა დავ­ბეჭ­დო წარ­წე­რით “SOS აქ ცო­ფით მოკ­ვდა ძაღ­ლი” - წი­თე­ლი ასო­ე­ბით, თეთრ ფონ­ზე / იმი­ტომ რომ, ხომ შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვის მა­მას არ ჰქონ­დეს ფე­ის­ბუ­ქი, არ უყუ­რებ­დეს ტე­ლე­ვი­ზორს… ცხრა მეტ­რი სამ­ზე იქ­ნე­ბა ეს ბა­ნე­რი, მე ჩემი ფუ­ლით და­ვა­ბეჭ­დი­ნებ, მო­ვიყ­ვან მან­ქა­ნას და თო­კე­ბით გა­ვა­ბამ დიდ ტრა­სა­ზე, ეგებ თვი­სე­ბა­ში აქვს მა­მას აქ ჩავ­ლა და ჩა­ივ­ლის ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცევს და ვი­პოვ­ნით ბავ­შვს. ეჭვი არ შემ­პარ­ვია მის სი­მარ­თლე­ში. დავ­ბეჭ­დეთ ბა­ნე­რი, 9/3 მეტრზე. რო ვაკ­რავ­დით, მა­მაც გა­მოჩ­ნდა… სხვა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბო­და, რად­გან ზუს­ტად ჩვენ­ზე, მხო­ლოდ ჩვენ­ზე და ჩვენს რე­სურ­სზე, ვა­კე­თოთ სი­კე­თე, ვა­კე­თოთ საქ­მე, ვა­კე­თოთ გუ­ლით, ვა­კე­თოთ მაქ­სი­მუ­მი რაც შეგ­ვიძ­ლია / მხო­ლოდ ამა­ზეა ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ჯაბა, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით და თა­ვი­სი უნა­რე­ბით, თა­ვი­სი ადა­მი­ა­ნო­ბით და სულ­გრძე­ლო­ბით უკვე არის ნამ­დვი­ლი გმი­რი! და არა მხო­ლოდ გმი­რი / სა­უ­კე­თე­სო მე­ნე­ჯე­რი, მმარ­თვე­ლი და კრი­ზის მე­ნე­ჯე­რიც! ამი­ტო­მაა სა­ქარ­თვე­ლო რომ მო­ვი­და აქამ­დე, ამი­ტომ ზუს­ტად რომ არ­სე­ბო­ბენ ჯა­ბას­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი! ყვე­ლაფ­რის­თვის მად­ლო­ბა შენ, ჯაბა" - წერს ნინო ჯიბ­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დად­გე­ნი­ლია მო­ზარ­დის ვი­ნა­ო­ბა, რო­მე­ლიც კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე მი­უ­სა­ფარ­მა ძაღ­ლმა გა­კაწ­რა.

NCDC-ში აცხა­დე­ბენ, რომ ბავ­შვს ვაქ­ცი­ნა­ცია და­წყე­ბუ­ლი აქვს, რად­გან გა­კაწ­ვრის შემ­დეგ, მშობ­ლებ­მა შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი მი­ი­ღეს.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაი, ჩვენი ბრალიიი!
2

როგორ გვიკვირს ადამიანური საქციელი და ჯადოსნურად მივიჩნევთ!

სიმართლე
0

დიახ, გმირობა სწორედ ყოფით სიტუაციაში ვლინდება! გმადლობთ, ნინო, ამის წამოწევისთვის - გმირია, რადგან სანიმუშოა! ლიდერია? უდაოდ. მადლობა ჯაბას მშობლებს შვილის სწორად აღზრდისთვის!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ეს ჯადოსნური ამბავი უნდა წაიკითხოთ: განგაშის ზარი რომ შემოჰკრა ბავშვის და ძაღლის ამბავზე, ამ პიროვნებაზე უნდა მოგიყვეთ... ჯაბა არის უკვე ნამდვილი გმირი " - ნინო ჯიბლაძე

"ეს ჯადოსნური ამბავი უნდა წაიკითხოთ: განგაშის ზარი რომ შემოჰკრა ბავშვის და ძაღლის ამბავზე, ამ პიროვნებაზე უნდა მოგიყვეთ... ჯაბა არის უკვე ნამდვილი გმირი " -  ნინო ჯიბლაძე

"გალფის" მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ნინო ჯიბლაძე ცოფიანი ძაღლის მიერ კახეთის გზატკეცილზე, "გალფის" ბენზინგასამართ სადგურთან მოზარდის გაკაწვრის თაობაზე მორიგ პოსტს ავრცელებს.

"ეს ფანტასტიური და ჯადოსნური ამბავი უნდა წაიკითხოთ: გუშინწინ განგაშის ზარი რომ შემოჰკრა, ბავშვის და ძაღლის ამბავზე, ამ პიროვნებაზე უნდა მოგიყვეთ ორი სიტყვა. ცნობილი ხილ-ბოსტნის მაღაზიის მმართველი, ჯაბა - გახლავთ ადამიანი, რომელიც ყველა სიტუაციაში შეძლებს იყოს გმირი და არის კიდევაც, ამაში ეჭვი არ მეპარება. ეს ამბავი კი, რომელმაც ყველა ასე დაგვზაფრა და გაგვაერთიანა, ასე დაიწყო:

ჯაბას ხილბოსტანთან მცხოვრებმა და მის მიერ შეფარებულმა ძაღლმა გაკაწრა ბავშვი. ბავშვის მამა მივიდა ადგილზე და სთხოვა ჯაბას, თვალყური ედევნებინა ძაღლისთვის. შემთხვევიდან 10 დღეში მამა ისევ მისულა ხილბოსტანში. ჯაბასაც მიუხარებია მამისთვის, რომ ძაღლი კარგად გრძნობდა თავს. ზუსტად 20 დღეში კი ძაღლი მკვდარი იპოვა და აქ იწყება რიგი რეაგირებისა, რომელსაც თვალს ვადევნებდი ამ დღენახევარში და არაფრით არ შემიძლია თქვენც არ გაგიზიაროთ.

- ჯაბამ გადაიყვანა მკვდარი ძაღლი ექსპერტიზაზე. ცოფის დადგენის შემდეგ, სასწრაფოდ გაავრცელებინა განცხადება სურსათის უვნებლობის სამსახურს, რომ იძებნებოდა ბავშვი, რომელიც მისი მაღაზიის მიმდებარედ გაკაწრა ძაღლმა.

- ჯაბა წავიდა პოლიციაში, მისცა ჩვენება და პოლიციასთან ერთად დაიწყო ოჯახის ძებნა.

- ამასობაში მისმა დროულმა და უზუსტესმა განცხადებამ, სოცმედია სივრცე სრულად დაფარა. ბავშვს და მის ოჯახს ეძებდა ყველა.

- ჯაბამ ჩამორეკა ყველა სააგენტოში, სადაც შეიძლებოდა ჩატარებულიყო მსგავსი ტიპის აცრა. მის სავარაუდო მონაცემებზე დაყრდნობით სააგენტოებმა დაიწყეს შესაფერისი მონაცემების მქონე ბავშვის ძიება.

- გუშინ დილასვე სკოლებში, ოჯახებში დაიგზავნა საინფორმაციო სმს-ები, მათთან ვისი მონაცემებიც მეტნაკლებად ემთხვეოდა ბავშვისას.

- ჯაბა დილიდან ხვდებოდა მედიას, აძლევდა ძალიან კონკრეტულ და ზუსტ ინტერვიუებს და ყველა პლატფორმიდან ცდილობდა ხმა მიეწვდინა მამისთვის. მე გამიმართლა და ვიპოვნე ჯაბა გუშინ დილას ადრიანად. რომ ვესაუბრე, მივხვდი, ეს არ იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, ეს იყო ამ ადამიანის მიერ უსწორესად დაგეგმილი და მართული კრიზისული სიტუაცია. ის ყველა არსებულ და არარსებულ რესურსს იყენებდა ბავშვის მამის მოსაძებნად. და აი, რა მითხრეს მე და რამ გამაოგნა საბოლოოდ: - მე ეხლა სარეკლამოში მივდივარ, ბანერი უნდა დავბეჭდო წარწერით “SOS აქ ცოფით მოკვდა ძაღლი” - წითელი ასოებით, თეთრ ფონზე / იმიტომ რომ, ხომ შეიძლება ბავშვის მამას არ ჰქონდეს ფეისბუქი, არ უყურებდეს ტელევიზორს… ცხრა მეტრი სამზე იქნება ეს ბანერი, მე ჩემი ფულით დავაბეჭდინებ, მოვიყვან მანქანას და თოკებით გავაბამ დიდ ტრასაზე, ეგებ თვისებაში აქვს მამას აქ ჩავლა და ჩაივლის ყურადღებას მიაქცევს და ვიპოვნით ბავშვს. ეჭვი არ შემპარვია მის სიმართლეში. დავბეჭდეთ ბანერი, 9/3 მეტრზე. რო ვაკრავდით, მამაც გამოჩნდა… სხვანაირად ვერ იქნებოდა, რადგან ზუსტად ჩვენზე, მხოლოდ ჩვენზე და ჩვენს რესურსზე, ვაკეთოთ სიკეთე, ვაკეთოთ საქმე, ვაკეთოთ გულით, ვაკეთოთ მაქსიმუმი რაც შეგვიძლია / მხოლოდ ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული და ჯაბა, თავისი ცხოვრებით და თავისი უნარებით, თავისი ადამიანობით და სულგრძელობით უკვე არის ნამდვილი გმირი! და არა მხოლოდ გმირი / საუკეთესო მენეჯერი, მმართველი და კრიზის მენეჯერიც! ამიტომაა საქართველო რომ მოვიდა აქამდე, ამიტომ ზუსტად რომ არსებობენ ჯაბასნაირი ადამიანები! ყველაფრისთვის მადლობა შენ, ჯაბა" - წერს ნინო ჯიბლაძე.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დადგენილია მოზარდის ვინაობა, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მიუსაფარმა ძაღლმა გაკაწრა.

NCDC-ში აცხადებენ, რომ ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.