სპორტი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნადიას გადაწყვეტილება მისაღები არ იყო, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ქართველის ხიბლი ჩემს ყველა სიტყვას გადაწონიდა" - რას ამბობს მიხალკოვი ქალიშვილისა და რეზო გიგინეიშვილის დანგრეულ ოჯახზე
"ნადიას გადაწყვეტილება მისაღები არ იყო, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ქართველის ხიბლი ჩემს ყველა სიტყვას გადაწონიდა" - რას ამბობს მიხალკოვი ქალიშვილისა და რეზო გიგინეიშვილის დანგრეულ ოჯახზე

ცნო­ბი­ლი რუსი რე­ჟი­სო­რი, კრემ­ლის მხარ­დამ­ჭე­რი ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვი გა­და­ცე­მა Nadezhda Strelets-ის ახა­ლი ეპი­ზო­დის სტუ­მა­რი იყო. ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა პო­ლი­ტი­კურ პო­ზი­ცი­ა­ზე, კო­ლე­გებ­თან კონ­ფლიქ­ტებ­სა და ქა­ლიშ­ვი­ლის, ნა­დეჟ­დას ქარ­თველ რე­ჟი­სორ რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­თან კრა­ხით დას­რუ­ლე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ზე.

ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვი:

"მე არ დავ­თან­ხმდი ბავ­შვე­ბის არ­ჩე­ვანს, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ თუ ჩა­ვე­რე­ო­დი, უფრო გა­უ­ა­რეს­დე­ბო­და სი­ტუ­ა­ცია. შე­დე­გად, ამ არ­ჩე­ვან­მა ისი­ნი სას­ტი­კად და­სა­ჯა. ნა­დი­ა­ზე ვსა­უბ­რობ. მე არ მით­ქვამს მის­თვის, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი არ იყო. მას თა­ვი­დან ეს არ ეს­მო­და, რად­გან მივ­ხვდი, რომ ქარ­თვე­ლის ხიბ­ლი ჩემს ყვე­ლა სი­ტყვას ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში გა­და­წო­ნი­და.

მაგ­რამ რო­დე­საც და­შო­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს, ნა­დი­ას ვუ­თხა­რი: "გა­უძ­ლებ, ეს უნდა მი­იყ­ვა­ნო ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე. შენ უნდა გა­ი­ა­რო ეს ყვე­ლა­ფე­რი, ეს შენი გზაა. ამ პრო­ცე­სი­დან სხვა ადა­მი­ა­ნი გა­მოხ­ვალ".

რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა ნა­დეჟ­და­ზე, პირ­ველ ცოლ­თან სკან­და­ლუ­რად და­შო­რე­ბის შემ­დეგ იქორ­წი­ნა. რე­ჟი­სო­რის პირ­ვე­ლი ცოლი შოუ "ვარ­სკვლა­ვე­ბის ფაბ­რი­კის" მო­ნა­წი­ლე ანას­ტა­სია კო­ჩეტ­კო­ვა გახ­და. მათ ერ­თმა­ნე­თი ჯერ კი­დევ მა­შინ გა­იც­ნეს, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლი 17 წლის იყო. ანას­ტა­სი­ას მშობ­ლე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ ამ ქორ­წი­ნე­ბას, რად­გან გო­გო­ნას ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდად მი­იჩ­ნევ­დნენ. წყვი­ლი არა­ერ­თხელ და­შორ­და ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა ისევ რიგ­დე­ბოდ­ნენ. სა­ბო­ლო­ოდ, ქორ­წი­ნე­ბა მა­ინც დას­რულ­და. რე­ზოს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი გო­გო­ნა ჰყავს.

მალე გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ქალი გა­მოჩ­ნდა. ნა­დეჟ­და მი­ხალ­კო­ვა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­იც­ნო. 4 წლის შემ­დეგ სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ქორ­წი­ნე­ბით გაგ­რძელ­და. წყვილ­მა კა­ხეთ­ში, ბოდ­ბის უძ­ვე­ლეს მო­ნას­ტერ­ში და­ი­წე­რა ჯვა­რი. ქორ­წი­ლი კი წი­ნან­დალ­ში გა­და­ი­ხა­დეს.

იმ­ჟა­მად ამ ქორ­წი­ნე­ბა­ზე რო­გორც რუ­სუ­ლი, ასე­ვე ქარ­თუ­ლი მე­დია ბევ­რს წერ­და, რად­გან ქორ­წილს ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ქორ­წილს და­ეს­წრო იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც.

წყვილს ორი შვი­ლი, ქალ-ვაჟი - ნინა და ივა­ნე შე­ე­ძი­ნათ. და-ძმა ერ­თსა და იმა­ვე დღეს, 21 მა­ისს და­ი­ბა­და, 2011 და 2013 წლებ­ში.

2016 წელს რუ­სულ მე­დი­ა­ში წერ­დნენ, რომ წყვი­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბის ზღვარ­ზე იყო. მა­შინ რე­ჟი­სორ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში ჭო­რე­ბი უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ და­შო­რე­ბა­ზე არც კი ფიქ­რობ­დნენ. თუმ­ცა, 2017 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ნა­დეჟ­დამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ი­ტა­ნა გან­ცხა­დე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფროსია
4

მიხალკოვს ,მამამისივით იმდენად სძულს ქართველები ,რომ მაინც ბოლომდე არ შერჩებოდა სხვა ქართველიც ,რომ ყოფილიყო მისი სიძე.

??
20

რა უგავს ახლა ამ ,,გიგიენიშვილს" ქართველს, რუსებზე ცოტა გრძელი ცხვირი აქვს, დანარჩენ ასპექტში ნაღდი რუსია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ნადიას გადაწყვეტილება მისაღები არ იყო, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ქართველის ხიბლი ჩემს ყველა სიტყვას გადაწონიდა" - რას ამბობს მიხალკოვი ქალიშვილისა და რეზო გიგინეიშვილის დანგრეულ ოჯახზე

"ნადიას გადაწყვეტილება მისაღები არ იყო, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ქართველის ხიბლი ჩემს ყველა სიტყვას გადაწონიდა" - რას ამბობს მიხალკოვი ქალიშვილისა და რეზო გიგინეიშვილის დანგრეულ ოჯახზე

ცნობილი რუსი რეჟისორი, კრემლის მხარდამჭერი ნიკიტა მიხალკოვი გადაცემა Nadezhda Strelets-ის ახალი ეპიზოდის სტუმარი იყო. ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა პოლიტიკურ პოზიციაზე, კოლეგებთან კონფლიქტებსა და ქალიშვილის, ნადეჟდას ქართველ რეჟისორ რეზო გიგინეიშვილთან კრახით დასრულებულ ქორწინებაზე.

ნიკიტა მიხალკოვი:

"მე არ დავთანხმდი ბავშვების არჩევანს, მაგრამ მივხვდი, რომ თუ ჩავერეოდი, უფრო გაუარესდებოდა სიტუაცია. შედეგად, ამ არჩევანმა ისინი სასტიკად დასაჯა. ნადიაზე ვსაუბრობ. მე არ მითქვამს მისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღები არ იყო. მას თავიდან ეს არ ესმოდა, რადგან მივხვდი, რომ ქართველის ხიბლი ჩემს ყველა სიტყვას ნებისმიერ შემთხვევაში გადაწონიდა.

მაგრამ როდესაც დაშორება გადაწყვიტეს, ნადიას ვუთხარი: "გაუძლებ, ეს უნდა მიიყვანო ლოგიკურ დასასრულამდე. შენ უნდა გაიარო ეს ყველაფერი, ეს შენი გზაა. ამ პროცესიდან სხვა ადამიანი გამოხვალ".

რეზო გიგინეიშვილმა ნადეჟდაზე, პირველ ცოლთან სკანდალურად დაშორების შემდეგ იქორწინა. რეჟისორის პირველი ცოლი შოუ "ვარსკვლავების ფაბრიკის" მონაწილე ანასტასია კოჩეტკოვა გახდა. მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ახალგაზრდა მომღერალი 17 წლის იყო. ანასტასიას მშობლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ ქორწინებას, რადგან გოგონას ოჯახური ცხოვრებისთვის ძალიან ახალგაზრდად მიიჩნევდნენ. წყვილი არაერთხელ დაშორდა ერთმანეთს, თუმცა ისევ რიგდებოდნენ. საბოლოოდ, ქორწინება მაინც დასრულდა. რეზოს პირველი ქორწინებიდან ერთი გოგონა ჰყავს.

მალე გიგინეიშვილის ცხოვრებაში ახალი ქალი გამოჩნდა. ნადეჟდა მიხალკოვა გადასაღებ მოედანზე გაიცნო. 4 წლის შემდეგ სიყვარულის ისტორია ქორწინებით გაგრძელდა. წყვილმა კახეთში, ბოდბის უძველეს მონასტერში დაიწერა ჯვარი. ქორწილი კი წინანდალში გადაიხადეს.

იმჟამად ამ ქორწინებაზე როგორც რუსული, ასევე ქართული მედია ბევრს წერდა, რადგან ქორწილს ქართული შოუბიზნესის ცნობილი სახეები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. ქორწილს დაესწრო იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

წყვილს ორი შვილი, ქალ-ვაჟი - ნინა და ივანე შეეძინათ. და-ძმა ერთსა და იმავე დღეს, 21 მაისს დაიბადა, 2011 და 2013 წლებში.

2016 წელს რუსულ მედიაში წერდნენ, რომ წყვილი განქორწინების ზღვარზე იყო. მაშინ რეჟისორმა ინტერვიუში ჭორები უარყო და განაცხადა, რომ დაშორებაზე არც კი ფიქრობდნენ. თუმცა, 2017 წლის სექტემბერში ნადეჟდამ ოფიციალურად შეიტანა განცხადება განქორწინებაზე.

წაიკითხეთ ასევე: