პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"S.O.S. გვიშველეთ, აქ სამი მძევალი ვართ" - იქ, სადაც "ჰამასს" გაქცეული 3 მძევალი ისრაელელმა სამხედროებმა შემთხვევით მოკლეს, თეთრი ნაჭრები იპოვეს, დახმარების თხოვნის წარწერებით
"S.O.S. გვიშველეთ, აქ სამი მძევალი ვართ" - იქ, სადაც "ჰამასს" გაქცეული 3 მძევალი ისრაელელმა სამხედროებმა შემთხვევით მოკლეს, თეთრი ნაჭრები იპოვეს, დახმარების თხოვნის წარწერებით

ღა­ზას ერთ-ერთი შე­ნო­ბის კე­დელ­ზე, სა­დაც "ჰა­მასს" გაქ­ცე­უ­ლი სამი ებ­რა­ე­ლი მძე­ვა­ლი იმა­ლე­ბო­და, ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ებ­მა საკ­ვე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბი იპო­ვეს - "S.O.S. გვიშ­ვე­ლეთ, აქ სამი მძე­ვა­ლი ვართ". ტყვე­ე­ბი წინა კვი­რას ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა შემ­თხვე­ვით დახ­ვრი­ტეს. ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ე­ბი ტყვე­ე­ბის და­ღუპ­ვის გა­რე­მო­ე­ბებს იძი­ე­ბენ.

"ტრა­გი­კუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, რო­დე­საც ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა შემ­თხვე­ვით სამ ებ­რა­ელ მძე­ვალს ეს­რო­ლეს, მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე შე­ნო­ბა­ში ჩხრე­კა ჩა­ტარ­და. აქ თეთრ ნაჭ­რებ­ზე საკ­ვე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბი ვი­პო­ვეთ, რომ­ლებ­შიც ისი­ნი შვე­ლას ითხოვ­დნენ",- გა­ნა­ცხა­და IDF-ის სპი­კერ­მა, და­ნი­ელ ჰა­გა­რიმ X-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სამ­ხედ­რო­ებ­მა ქსო­ვი­ლე­ბი მძევ­ლე­ბის დახ­ვრე­ტის ად­გი­ლი­დან 200 მეტრში მდე­ბა­რე შე­ნო­ბის ფა­სად­ზე იპო­ვეს. ის­რა­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა იტყო­ბი­ნე­ბა, რომ მათ ებ­რა­ე­ლი ტყვე­ე­ბის ვი­ნა­ო­ბა უკვე ამო­იც­ნეს. ისი­ნი არი­ან: იო­ტამ ხა­ი­მი, ალონ შამ­რი­ზი და სა­მერ ალ-თა­ლალ­კა.

ალონ შამ­რი­ზის დაკ­რძალ­ვი­სას, მისი დედა, დიკ­ლა ტი­რი­ლით ამ­ბობ­და:

"შვი­ლო, შენ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყა­ვი, ნამ­დვი­ლი გმი­რი. 70 დღე უძ­ლებ­დი ჯო­ჯო­ხეთს. ვიცი, რომ ყო­ველ­თვის გრძნობ­დი ჩვენს თა­ნად­გო­მას. სულ ცო­ტაც და ჩემს მკლა­ვებ­ში იქ­ნე­ბო­დი..."

  • ის­რა­ე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ტყვე­ე­ბი დახ­ვრე­ტამ­დე თეთრ დრო­შებს იქ­ნევ­დნენ.

ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის უფ­როს­მა ღა­ზა­ში მყოფ ჯა­რებს უბ­რძა­ნა, რომ ასე­თი შეც­დო­მა აღარ გა­ი­მე­ო­რონ:

"რა ვქნათ, თუ 2 ღა­ზე­ლი თეთ­რი დრო­შით გა­მო­დის და გვბარ­დე­ბა? უნდა ვეს­რო­ლოთ მათ? - არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში. ისი­ნიც კი, ვინც გვებ­რძვი­ან, თუ ია­რაღს და­უშ­ვე­ბენ და ხე­ლებს ას­წე­ვენ, და­ვა­კა­ვებთ და არ ვეს­ვრით", - გა­ნა­ცხა­და გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­როს­მა, გე­ნე­რალ-მა­ი­ორ­მა ჰერ­ცი ჰა­ლე­ვიმ.

ღა­ზა­ში ამ დრომ­დე 100-ზე მეტი ებ­რა­ე­ლი მძე­ვა­ლი რჩე­ბა.

წყა­რო: reuters

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
0

ამდენი ხანია ომი მიდის და ახლა არკვევენ,რომ ხელებაწეულ,თეთრდროშიან ადამიანს არ უნდა ესროლო????

 

კუკა
2

მასე შეცდომით მოკლეს სუდანში ებრაელი ბიჭი ტერორისტებისგან განთავისუფლების დროს აეროპორტში

ავტორი:

"S.O.S. გვიშველეთ, აქ სამი მძევალი ვართ" - იქ, სადაც "ჰამასს" გაქცეული 3 მძევალი ისრაელელმა სამხედროებმა შემთხვევით მოკლეს, თეთრი ნაჭრები იპოვეს, დახმარების თხოვნის წარწერებით

"S.O.S. გვიშველეთ, აქ სამი მძევალი ვართ" - იქ, სადაც "ჰამასს" გაქცეული 3 მძევალი ისრაელელმა სამხედროებმა შემთხვევით მოკლეს, თეთრი ნაჭრები იპოვეს, დახმარების თხოვნის წარწერებით

ღაზას ერთ-ერთი შენობის კედელზე, სადაც "ჰამასს" გაქცეული სამი ებრაელი მძევალი იმალებოდა, ისრაელის სამხედროებმა საკვების ნარჩენებით გაკეთებული წარწერები იპოვეს - "S.O.S. გვიშველეთ, აქ სამი მძევალი ვართ". ტყვეები წინა კვირას ისრაელის თავდაცვის ძალებმა შემთხვევით დახვრიტეს. ისრაელის სამხედროები ტყვეების დაღუპვის გარემოებებს იძიებენ.

"ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა შემთხვევით სამ ებრაელ მძევალს ესროლეს, მახლობლად მდებარე შენობაში ჩხრეკა ჩატარდა. აქ თეთრ ნაჭრებზე საკვების ნარჩენებით გაკეთებული წარწერები ვიპოვეთ, რომლებშიც ისინი შველას ითხოვდნენ",- განაცხადა IDF-ის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="iw" dir="rtl">בהמשך לאירוע הטראגי בו נורו בשוגג שלושה חטופים ישראלים על ידי כוח צה&quot;ל, בוצעו סריקות במבנה הסמוך למקום האירוע, ובו שלטים עליהם נכתבו קריאות לעזרה, ככל הנראה באמצעות שאריות מזון. על בסיס תחקיר האירוע בשטח, נראה כי שלושת החטופים שהו במבנה בו אותרו השלטים, לפחות חלק מהזמן &gt;&gt; <a href="https://t.co/sL3jiTCnY9">pic.twitter.com/sL3jiTCnY9</a></p>&mdash; דובר צה״ל דניאל הגרי - Daniel Hagari (@IDFSpokesperson) <a href="https://twitter.com/IDFSpokesperson/status/1736454631461380604?ref_src=twsrc%5Etfw">December 17, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

სამხედროებმა ქსოვილები მძევლების დახვრეტის ადგილიდან 200 მეტრში მდებარე შენობის ფასადზე იპოვეს. ისრაელის ოფიციალური განცხადება იტყობინება, რომ მათ ებრაელი ტყვეების ვინაობა უკვე ამოიცნეს. ისინი არიან: იოტამ ხაიმი, ალონ შამრიზი და სამერ ალ-თალალკა.

ალონ შამრიზის დაკრძალვისას, მისი დედა, დიკლა ტირილით ამბობდა:

"შვილო, შენ ძალიან ძლიერი, მიზანდასახული და ჭკვიანი ადამიანი იყავი, ნამდვილი გმირი. 70 დღე უძლებდი ჯოჯოხეთს. ვიცი, რომ ყოველთვის გრძნობდი ჩვენს თანადგომას. სულ ცოტაც და ჩემს მკლავებში იქნებოდი..."

  • ისრაელის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტყვეები დახვრეტამდე თეთრ დროშებს იქნევდნენ.

ისრაელის სამხედრო ძალების უფროსმა ღაზაში მყოფ ჯარებს უბრძანა, რომ ასეთი შეცდომა აღარ გაიმეორონ:

"რა ვქნათ, თუ 2 ღაზელი თეთრი დროშით გამოდის და გვბარდება? უნდა ვესროლოთ მათ? - არავითარ შემთხვევაში. ისინიც კი, ვინც გვებრძვიან, თუ იარაღს დაუშვებენ და ხელებს ასწევენ, დავაკავებთ და არ ვესვრით", - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჰერცი ჰალევიმ.

ღაზაში ამ დრომდე 100-ზე მეტი ებრაელი მძევალი რჩება.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა