სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბარბარობა საქართველოში წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს....ამ დღეს ლობიანების ცხობას არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან" - რას წერს თეოლოგი
"ბარბარობა საქართველოში წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს....ამ დღეს ლობიანების ცხობას არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან" - რას წერს თეოლოგი

თე­ო­ლო­გი გი­ორ­გი ტი­გი­ნაშ­ვი­ლი ბარ­ბა­რო­ბის დღე­სას­წა­ულ­სა და ლო­ბი­ა­ნე­ბის გა­მო­ცხო­ბის ტრა­დი­ცი­ის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბის თა­ო­ბა­ზე პოსტს ავ­რცე­ლებს. რო­გორც იგი წერს, აღ­ნიშ­ნულ ტრა­დი­ცი­ას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ქრის­ტი­ა­ნო­ბას­თან.

"ბარ­ბა­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­ნაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი ხა­ნის წარ­მოდ­გე­ნებ­საც შე­ი­ცავს. ქარ­თვე­ლე­ბი ბარ­ბოლს, ბარბლა­შის (სვა­ნე­თი) და ბარ­ბა­ლეს სა­ხით თაყ­ვანს სცემ­დნენ ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მზის ად­გი­ლობ­რივ, წარ­მარ­თულ ღვთა­ე­ბას. ქარ­თულ წარ­მარ­თულ პან­თე­ონ­ში აქ­ტი­უ­რი ად­გი­ლი ეკა­ვა მზის ღვთა­ე­ბას და მის დე­დას აისს-ბარ­ბა­ლეს. მათ­და­მი პა­ტივ­სა­ცე­მად დღე­სას­წა­ულ­ზე აცხობ­დნენ მზის დის­კოს ფორ­მის ღვე­ზე­ლებს, ყვე­ლი­ან და კვერ­ცხი­ან კვე­რებს (და­ახ­ლო­ე­ბით ხა­ჭა­პუ­რის მსგავსს). ამ კვე­რებს მზის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ მრგვა­ლი ფორ­მა და ყვი­თე­ლი გული ქონ­და.სა­ვა­რა­უ­დოდ, ლო­ბი­ოს შე­მოს­ვლამ­დე მისი გულ­სარ­თი ოს­პით, ცუ­ლის­პი­რა­თი ან მუ­ხუ­დო­თი მზად­დე­ბო­და.რო­დე­საც გაქ­რის­ტი­ან­და ქვე­ყა­ნა, არ­სე­ბუ­ლი წარ­მარ­თუ­ლი წმინ­და­ნი­სა და ახა­ლი ბარ­ბა­რეს სა­ხე­ლე­ბის ფო­ნე­ტი­კუ­რი დამ­თხვე­ვის გამო მოხ­და მათი შერ­წყმა. შე­დე­გად აღი­ნიშ­ნე­ბო­და ბარ­ბა­რო­ბა ბარ­ბა­ლო­ბის წე­სე­ბის რამ­დე­ნად­მე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით. თუმ­ცა ბარ­ბა­რო­ბა მარ­ხვას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, ყვე­ლი და კვერ­ცხი კი აღარ გა­მოდ­გე­ბო­და. შე­დე­გად ფარ­შის სა­ხით მზის ფორ­მის კვე­რებ­ში გაჩ­ნდა ყვე­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი სა­მარ­ხო პრო­დუქ­ტი - ლო­ბიო.მოკ­ლედ, ამ დღეს ლო­ბი­ა­ნე­ბის ცხო­ბას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს ქრის­ტი­ა­ნო­ბას­თან... " - წერს გი­ორ­გი ტი­გი­ნაშ­ვი­ლი..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ბარბარობა საქართველოში წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს....ამ დღეს ლობიანების ცხობას არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან" - რას წერს თეოლოგი

"ბარბარობა საქართველოში წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს....ამ დღეს ლობიანების ცხობას არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან" - რას წერს თეოლოგი

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ბარბარობის დღესასწაულსა და ლობიანების გამოცხობის ტრადიციის ურთიერთმიმართების თაობაზე პოსტს ავრცელებს. როგორც იგი წერს, აღნიშნულ ტრადიციას არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან.

"ბარბარობა საქართველოში წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების მზის ადგილობრივ, წარმართულ ღვთაებას. ქართულ წარმართულ პანთეონში აქტიური ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს-ბარბალეს. მათდამი პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს, ყველიან და კვერცხიან კვერებს (დაახლოებით ხაჭაპურის მსგავსს). ამ კვერებს მზის საპატივცემულოდ მრგვალი ფორმა და ყვითელი გული ქონდა.სავარაუდოდ, ლობიოს შემოსვლამდე მისი გულსართი ოსპით, ცულისპირათი ან მუხუდოთი მზადდებოდა.როდესაც გაქრისტიანდა ქვეყანა, არსებული წარმართული წმინდანისა და ახალი ბარბარეს სახელების ფონეტიკური დამთხვევის გამო მოხდა მათი შერწყმა. შედეგად აღინიშნებოდა ბარბარობა ბარბალობის წესების რამდენადმე შენარჩუნებით. თუმცა ბარბარობა მარხვას ითვალისწინებდა, ყველი და კვერცხი კი აღარ გამოდგებოდა. შედეგად ფარშის სახით მზის ფორმის კვერებში გაჩნდა ყველაზე ხელმისაწვდომი სამარხო პროდუქტი - ლობიო.მოკლედ, ამ დღეს ლობიანების ცხობას არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან... " - წერს გიორგი ტიგინაშვილი..