საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა
გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა

გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლურ­მა საბ­ჭომ სა­ქარ­თვე­ლო და მოლ­დო­ვა უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბად აღი­ა­რა.

გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი საბ­ჭოს (ბუნ­დეს­რა­ტის) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო და მოლ­დო­ვა თავ­შე­საფ­რის შე­სა­ხებ კა­ნო­ნე­ბის მხრივ წარ­მო­მავ­ლო­ბის უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბად ჩა­ით­ვლე­ბი­ან.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნიშ­ნავს, რომ თავ­შე­საფ­რის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი უფრო სწრა­ფად გა­ნი­ხი­ლე­ბა და, ძი­რი­თად შემ­თხვე­ვებ­ში, შე­საძ­ლოა იქ­ნას უარ­ყო­ფი­ლი.

გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის ცნო­ბე­ბით, 2023 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან და მოლ­დო­ვი­დან თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბის დონე და­ახ­ლო­ე­ბით 0.1%-ს შე­ად­გენ­და. ამ­ჟა­მად კი, გერ­მა­ნი­ა­ში თავ­შე­საფ­რის შე­სა­ხებ უარ­ყო­ფი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის 15% სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე მო­დის.

ფე­დე­რა­ლუ­რი საბ­ჭოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ფუძ­ველს ქმნის იმის­თვის, “რომ ახლა მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნოთ ორი­ვე ქვე­ყა­ნას­თან ისე­დაც კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ახალ დო­ნემ­დე გა­საზ­რდე­ლად და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­სამ­ცი­რებ­ლად.”

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
2

კი ასე იზამენ, რომ არავინ შევიდეს სამუშაოდ და თავშესაფრისათვის გერმანიაში... მიჩვეული ვართ ქვეტექსტებს და გვესმის, სამწუხაროდ!

ავტორი:

გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა

გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა

გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა.

გერმანიის ფედერალური საბჭოს (ბუნდესრატის) გადაწყვეტილებით, საქართველო და მოლდოვა თავშესაფრის შესახებ კანონების მხრივ წარმომავლობის უსაფრთხო ქვეყნებად ჩაითვლებიან.

გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ თავშესაფრის შესახებ საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების განცხადებები უფრო სწრაფად განიხილება და, ძირითად შემთხვევებში, შესაძლოა იქნას უარყოფილი.

გერმანიის მთავრობის ცნობებით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან და მოლდოვიდან თავშესაფრის მაძიებელთა აღიარების დონე დაახლოებით 0.1%-ს შეადგენდა. ამჟამად კი, გერმანიაში თავშესაფრის შესახებ უარყოფილი განცხადებების 15% საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებზე მოდის.

ფედერალური საბჭოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საფუძველს ქმნის იმისთვის, “რომ ახლა მიგრაციის შესახებ შეთანხმებები გამოვიყენოთ ორივე ქვეყანასთან ისედაც კარგი თანამშრომლობის ახალ დონემდე გასაზრდელად და უკანონო მიგრაციის მნიშვნელოვნად შესამცირებლად.”