საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ" - პესკოვი
"უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ" - პესკოვი

ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მკაცრს კრი­ტე­რი­უ­მებს ვერც უკ­რა­ი­ნა და ვერც მოლ­დო­ვა ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა, დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა წლე­ბის ან ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს.

"ევ­რო­კავ­შირს ყო­ველ­თვის ჰქონ­და გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მკაც­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და ამ დრო­ის­თვის აშ­კა­რაა, რომ ვერც უკ­რა­ი­ნა და ვერც მოლ­დო­ვა ამ კრი­ტე­რი­უ­მებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

მისი თქმით, ევ­რო­კავ­ში­რი ახლა „თა­ვის ის­ტო­რი­ა­ში არ­ცთუ სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი უდ­გას“, რო­გორც ბლო­კის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის, ასე­ვე ეკო­ნო­მი­კის თვალ­საზ­რი­სით და ცხა­დი ხდე­ბა, რომ კი­ევ­თან და კი­ში­ნი­ოვ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია.

„ევ­რო­კავ­ში­რის სურ­ვი­ლია ამ გზით გა­მო­ხა­ტოს მხარ­და­ჭე­რა ამ ქვეყ­ნე­ბის მი­მართ მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ასეთ ახალ წევ­რებს რე­ა­ლუ­რად ევ­რო­კავ­ში­რის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია შე­უძ­ლი­ათ“, - აღ­ნიშ­ნა პეს­კოვ­მა.

კრემ­ლის პრესს­პი­კე­რის თქმით, რუ­სე­თი ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს იმას, რაც ხდე­ბა, რად­გან ის იმა­ვე კონ­ტი­ნენტზეა, რო­მელ­ზე­დაც ევ­რო­კავ­ში­რი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
6

როგორც სსრკ-მ გამოაცხადა თვითდაშლა, ისე ქენით თვენც და მოსკოვიას და პიტერს კიევის რუსიანად მიგიღებენ იქა !

ზაზა
33

არც არავინ აპირენს უზარმაზარი აგრორესურსების და სხვა წარმოებების მქონე უკრაინის გაწევრიანებას. მერე სად წაიღონ თავისი პროდუქტი და თავის უკრაინასთან კონკურენციაში დამარცხებულ ფერმერებს რა უყონ. 

ავტორი:

"უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ" - პესკოვი

"უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ" - პესკოვი

ევროკავშირში გაწევრიანების მკაცრს კრიტერიუმებს ვერც უკრაინა და ვერც მოლდოვა ვერ აკმაყოფილებენ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეიძლება წლების ან ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს.

"ევროკავშირს ყოველთვის ჰქონდა გაწევრიანების მკაცრი კრიტერიუმები და ამ დროისთვის აშკარაა, რომ ვერც უკრაინა და ვერც მოლდოვა ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ახლა „თავის ისტორიაში არცთუ საუკეთესო პერიოდი უდგას“, როგორც ბლოკის ფუნქციონირების, ასევე ეკონომიკის თვალსაზრისით და ცხადი ხდება, რომ კიევთან და კიშინიოვთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება აბსოლუტურად პოლიტიზებულია.

„ევროკავშირის სურვილია ამ გზით გამოხატოს მხარდაჭერა ამ ქვეყნების მიმართ მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთ ახალ წევრებს რეალურად ევროკავშირის დესტაბილიზაცია შეუძლიათ“, - აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, რაც ხდება, რადგან ის იმავე კონტინენტზეა, რომელზედაც ევროკავშირი.