საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ საუბრობენ რაღაც ვაქჰანალიაზე?" - როგორ ეხმაურება პუტინი რუსეთში აბორტის აკრძალვაზე გავრცელებულ ინფორმაციას?
"რატომ საუბრობენ რაღაც ვაქჰანალიაზე?" - როგორ ეხმაურება პუტინი რუსეთში აბორტის აკრძალვაზე გავრცელებულ ინფორმაციას?

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ქვე­ყა­ნა­ში აბორ­ტის აკ­რძალ­ვის თა­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბოლო დროს მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა ეს თემა. რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბი და მრა­ვა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი აბორ­ტის წი­ნა­აღ­მდე­გია და ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ეს ხელს შე­უ­წყობს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. მიმ­დი­ნა­რე დე­ბა­ტე­ბის ფონ­ზე, ბევ­რმა კერ­ძო კლი­ნი­კამ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რე­გი­ო­ნებ­ში, გა­და­წყვი­ტა უარი ეთ­ქვა აბორტზე. თუმ­ცა, აკ­რძალ­ვის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა. პრე­ზი­დენ­ტის პირ­და­პი­რი ჩარ­თვი­სას ქა­ლებ­მა სთხო­ვეს პუ­ტინს კო­მენ­ტა­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებ­ზე და მო­უ­წო­დეს, შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა დე­ბა­ტე­ბი აკ­რძალ­ვის თა­ო­ბა­ზე.

  • პუ­ტინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სეთ­ში აბორ­ტი არ არის აკ­რძა­ლუ­ლი. "რა­ტომ სა­უბ­რო­ბენ რა­ღაც ვაქ­ჰა­ნა­ლი­ა­ზე და აკ­რძალ­ვებ­ზე, ასე­თი რამ არ არ­სე­ბობს". მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ხელ­მწი­ფომ ფრთხი­ლად უნდა იმოქ­მე­დოს, როცა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია შო­ბა­დო­ბის გაზ­რდით.

"რაც შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა ამ აკ­რძალ­ვას, ახლა გა­მახ­სენ­და ან­ტი­ალ­კოჰო­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის აკ­რძალ­ვე­ბი - ამან გა­მო­იწ­ვია ალ­კოჰო­ლუ­რი მო­წამ­ვლა. ჩვენ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა ვი­მოქ­მე­დოთ ამ სფე­რო­ში, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს ეკ­ლე­სი­ის პო­ზი­ცია და ეს გა­სა­გე­ბია. სა­ხელ­მწი­ფოს აინ­ტე­რე­სებს, რომ დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მა გა­და­იჭ­რას.“ - გა­ნა­ცხა­და მან. პუ­ტი­ნის თქმით, აქვე მათი უფ­ლე­ბე­ბი არ უნდა და­ირ­ღვეს და პა­ტი­ვი უნდა სცენ ქალ­თა უფ­ლე­ბებ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბებს.

პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს პრობ­ლე­მა უნდა გა­და­იჭ­რას ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბით, იმით, რომ ბავ­შვი „ღვთის სა­ჩუ­ქა­რია“.

"ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ კლი­ნი­კებს. იქ ყვე­ლა­ფე­რი უნდა მო­ვა­წეს­რი­გოთ, არის რა­ღაც სა­მუ­შაო. უნდა ვი­ფიქ­როთ, რო­გორ და რა ტემ­პით მო­ვა­წეს­რი­გოთ რე­გი­ო­ნუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის და კლი­ნი­კე­ბის სამ­შო­ბი­ა­რო გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი. ჩვენ უნდა ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, თუ რო­გორ გა­ვაგ­რძე­ლოთ მუ­შა­ო­ბა ბავ­შვე­ბი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად: ეს მო­ი­ცავს იპო­თე­კებს, სუბ­სი­დი­ებს და ყვე­ლა იმ ინ­სტრუ­მენ­ტის შემ­დგომ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფომ ბოლო წლებ­ში შე­ი­მუ­შა­ვა ბავ­შვე­ბი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის მხარ­და­ჭე­რის თვალ­საზ­რი­სით“.

უკვე დიდი ხა­ნია შო­ბა­დო­ბის გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სეთ­ში დის­კუ­სია გრძელ­დე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ ანა კუზ­ნე­ცო­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ ქალ­მა პირ­ვე­ლი შვი­ლი 20 წლის ასაკ­ში უნდა გა­ა­ჩი­ნოს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მას შე­ეძ­ლე­ბა გა­ა­ჩი­ნოს სამი ან ოთხი შვი­ლი.

ჩე­ლი­ა­ბინ­სკის ოლ­ქის საბ­ჭოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მარ­გა­რი­ტა პავ­ლო­ვამ გო­გო­ნებს მო­უ­წო­და, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის ნაც­ვლად შვი­ლე­ბი გა­ა­ჩი­ნონ, ხოლო ბაშ­კი­რე­თის ოჯა­ხის, შრო­მი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნელ­მა ლე­ნა­რა ივა­ნო­ვამ თქვა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მშო­ბი­ა­რო­ბის ასაკ­მა დაბ­ლა და­ი­წყოს, რად­გან 30 წლის ასა­კი­დან გა­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბი უფრო ხში­რად არი­ან „დე­ფექ­ტი­ა­ნე­ბი “.

Fish
3

დამწკრივდებიან უპატრონო ბავშვთა სახლებისაკენ. შემდეგ არმიას გადაავსებენ. ასე რომ ბევრი არაფერი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"რატომ საუბრობენ რაღაც ვაქჰანალიაზე?" - როგორ ეხმაურება პუტინი რუსეთში აბორტის აკრძალვაზე გავრცელებულ ინფორმაციას?

"რატომ საუბრობენ რაღაც ვაქჰანალიაზე?" - როგორ ეხმაურება პუტინი რუსეთში აბორტის აკრძალვაზე გავრცელებულ ინფორმაციას?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში აბორტის აკრძალვის თაობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მედიაში აქტიურად განიხილება ეს თემა. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წევრები და მრავალი ოფიციალური პირი აბორტის წინააღმდეგია და ამტკიცებენ, რომ ეს ხელს შეუწყობს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას. მიმდინარე დებატების ფონზე, ბევრმა კერძო კლინიკამ, განსაკუთრებულად რეგიონებში, გადაწყვიტა უარი ეთქვა აბორტზე. თუმცა, აკრძალვის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ქალთა უფლებები ირღვევა. პრეზიდენტის პირდაპირი ჩართვისას ქალებმა სთხოვეს პუტინს კომენტარი გაეკეთებინა მიმდინარე ამბებზე და მოუწოდეს, შეეჩერებინა დებატები აკრძალვის თაობაზე.

  • პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთში აბორტი არ არის აკრძალული. "რატომ საუბრობენ რაღაც ვაქჰანალიაზე და აკრძალვებზე, ასეთი რამ არ არსებობს". მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ფრთხილად უნდა იმოქმედოს, როცა დაინტერესებულია შობადობის გაზრდით.

"რაც შეეხება ყველა ამ აკრძალვას, ახლა გამახსენდა ანტიალკოჰოლური კამპანიის აკრძალვები - ამან გამოიწვია ალკოჰოლური მოწამვლა. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ ამ სფეროში, რა თქმა უნდა, არსებობს ეკლესიის პოზიცია და ეს გასაგებია. სახელმწიფოს აინტერესებს, რომ დემოგრაფიული პრობლემა გადაიჭრას.“ - განაცხადა მან. პუტინის თქმით, აქვე მათი უფლებები არ უნდა დაირღვეს და პატივი უნდა სცენ ქალთა უფლებებსა და თავისუფლებებს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას ტრადიციული ღირებულებების სწავლებით, იმით, რომ ბავშვი „ღვთის საჩუქარია“.

"ყურადღება უნდა მივაქციოთ კლინიკებს. იქ ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ, არის რაღაც სამუშაო. უნდა ვიფიქროთ, როგორ და რა ტემპით მოვაწესრიგოთ რეგიონული საავადმყოფოების და კლინიკების სამშობიარო განყოფილებები. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავაგრძელოთ მუშაობა ბავშვებიანი ოჯახების მხარდასაჭერად: ეს მოიცავს იპოთეკებს, სუბსიდიებს და ყველა იმ ინსტრუმენტის შემდგომ გაუმჯობესებას, რომელიც სახელმწიფომ ბოლო წლებში შეიმუშავა ბავშვებიანი ოჯახების მხარდაჭერის თვალსაზრისით“.

უკვე დიდი ხანია შობადობის გაზრდასთან დაკავშირებით რუსეთში დისკუსია გრძელდება. სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ ანა კუზნეცოვამ განაცხადა, რომ ქალმა პირველი შვილი 20 წლის ასაკში უნდა გააჩინოს, ამ შემთხვევაში, მას შეეძლება გააჩინოს სამი ან ოთხი შვილი.

ჩელიაბინსკის ოლქის საბჭოს წარმომადგენელმა მარგარიტა პავლოვამ გოგონებს მოუწოდა, უნივერსიტეტში სწავლის ნაცვლად შვილები გააჩინონ, ხოლო ბაშკირეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ლენარა ივანოვამ თქვა, რომ აუცილებელია მშობიარობის ასაკმა დაბლა დაიწყოს, რადგან 30 წლის ასაკიდან გაჩენილი ბავშვები უფრო ხშირად არიან „დეფექტიანები “.