პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა მივულოცო ეს დღე ბატონ ბიძინა ივანიშვილს..." - ირაკლი ღარიბაშვილი
"მინდა მივულოცო ეს დღე ბატონ ბიძინა ივანიშვილს..." - ირაკლი ღარიბაშვილი

მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მი­ვუ­ლო­ცო დღე­ვან­დე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა ჩვე­ნი გუნ­დის თი­თო­ე­ულ წევ­რს, მთავ­რო­ბის თი­თო­ე­ულ წევ­რს, ათა­სო­ბით სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს, ჩვენს პარ­ლა­მენტს, ჩვენს პარ­ტი­ას, მმარ­თველ გუნდს, თი­თო­ე­ულ წევ­რს, ვინც თა­ვი­სი ღირ­სე­უ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ამ დიდი ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის მიღ­წე­ვა­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, 14 დე­კემ­ბე­რი ჩა­ი­წე­რე­ბა რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი თა­რი­ღი.

„მინ­და მი­ვუ­ლო­ცო ყვე­ლას. მინ­და მი­ვუ­ლო­ცო ეს დღე ჩვე­ნი პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელს, ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რომ­ლის მმარ­თვე­ლო­ბა­მაც მო­ი­ტა­ნა სწო­რედ დღე­ვან­დე­ლი დღე და ეს გა­მარ­ჯვე­ბა და ეს წარ­მა­ტე­ბა. ჩვენ 2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჩვენ­მა გუნ­დმა, ჩვენ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა გუნ­დმა მი­აღ­წია მაქ­სი­მუმს და დღე­ვან­დე­ლი დღე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას არის ერ­თგვა­რი დაგ­ვირ­გვი­ნე­ბა ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბი­სა.

მე მხვდა წი­ლად პა­ტი­ვი, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით და ჩვე­ნი გუნ­დის სა­ხე­ლით ხელი მო­მე­წე­რა ჯერ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა­ზე, შემ­დეგ ჩემი მმარ­თვე­ლო­ბის პირ­ვე­ლი პრე­მი­ე­რო­ბის დროს ჩვენ წარ­მა­ტე­ბით და­ვას­რუ­ლეთ უვი­ზო რე­ჟიმ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, შარ­შან უკვე მე მქონ­და პა­ტი­ვი, რომ უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით შე­მე­ტა­ნა გა­ნა­ცხა­დი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე. შარ­შან მი­ვი­ღეთ ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა, რი­თაც დამ­ტკიც­და, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გახ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი და დღეს უკვე 14 დე­კემ­ბე­რი ჩა­ი­წე­რე­ბა რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი თა­რი­ღი. სა­ქარ­თვე­ლო დღე­ი­დან არის ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა. სა­ქარ­თვე­ლო არის ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვე­ყა­ნა. ასე რომ, ეს გა­მარ­ჯვე­ბა გე­კუთ­ვნით თქვენ, ძვირ­ფა­სო მო­ქა­ლა­ქე­ნო, ეს არის ჩვე­ნი შრო­მის, ჩვე­ნი ბრძო­ლის შე­დე­გი და კი­დევ ერთხელ მე მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ამ ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის საქ­მე­ში თი­თო­ე­უ­ლი აგუ­რი დადო და ეს გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა ჩვენს ხალ­ხს.

მე ასე­ვე მინ­და ყვე­ლა მო­გიწ­ვი­ოთ ხვალ, 15 დე­კემ­ბერს, 17:00 სა­ათ­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, რათა ერ­თად აღ­ვნიშ­ნოთ ეს ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ჩვე­ნი ხალ­ხის. ხვა­ლინ­დე­ლი დღე უნდა იყოს სა­ერ­თო, ეროვ­ნუ­ლი ზე­ი­მის და სა­ერ­თო გა­მარ­ჯვე­ბის დღე. დიდი მად­ლო­ბა. ღმერ­თი იყოს ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კომბლეს
1

გაგახარებს ღმერთი გული მომფხანე ამ მათხოვარ პენსიონერს. მე კი არა მიშავს რა შვილი მეხმარება , მაგრამ ხომ ვიცი რომ ძალიან ცუდად ვიქნებოდი ოჯახი რომ არ მყავდეს შეძლებული. მიხედეთ ხალხს.უმეტესობას უჭირს.

იულონს
1

იულონი შენ გენაცვალე მეცოცხეები რომ გაგახსენდა რა მაგარი ხარ ბიჭო 11 წელია ეს ჩარტერები და კორუმპირებულები იმ ცოცხებს გაცილებით ოსტატურად იყენებენ არჩევნებზე განსკუთრებით და ეგაც გაიხსენე ბარემ!!! გამოგადგება თუმცა ეტყობა შეგაწუხა ცოცხმა!!! მიაკითხე ქოცებს, იციან მისი გამოყენება მერე დოკვაძესაც მოსკოვში მაგ ცოცხების ფულებით რომ გრიალებს! თუ ეგ აღარ გაინტერესებს შე მართლაც მეცოცხევ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მინდა მივულოცო ეს დღე ბატონ ბიძინა ივანიშვილს..." - ირაკლი ღარიბაშვილი

"მინდა მივულოცო ეს დღე ბატონ ბიძინა ივანიშვილს..." - ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი ისტორიული გამარჯვება ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, მთავრობის თითოეულ წევრს, ათასობით საჯარო მოხელეს, ჩვენს პარლამენტს, ჩვენს პარტიას, მმართველ გუნდს, თითოეულ წევრს, ვინც თავისი ღირსეული წვლილი შეიტანა ამ დიდი ისტორიული გამარჯვების მიღწევაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 14 დეკემბერი ჩაიწერება როგორც ისტორიული თარიღი.

„მინდა მივულოცო ყველას. მინდა მივულოცო ეს დღე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამაც მოიტანა სწორედ დღევანდელი დღე და ეს გამარჯვება და ეს წარმატება. ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიაღწია მაქსიმუმს და დღევანდელი დღე შეიძლება ითქვას არის ერთგვარი დაგვირგვინება ჩვენი წარმატებული მმართველობისა.

მე მხვდა წილად პატივი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით და ჩვენი გუნდის სახელით ხელი მომეწერა ჯერ ასოცირების შეთანხმებაზე, შემდეგ ჩემი მმართველობის პირველი პრემიერობის დროს ჩვენ წარმატებით დავასრულეთ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, შარშან უკვე მე მქონდა პატივი, რომ უკვე ოფიციალურად ჩვენი ქვეყნის სახელით შემეტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რითაც დამტკიცდა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და დღეს უკვე 14 დეკემბერი ჩაიწერება როგორც ისტორიული თარიღი. საქართველო დღეიდან არის ევროპული სახელმწიფო, ევროპული ქვეყანა. საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ასე რომ, ეს გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ძვირფასო მოქალაქენო, ეს არის ჩვენი შრომის, ჩვენი ბრძოლის შედეგი და კიდევ ერთხელ მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ისტორიული გამარჯვების საქმეში თითოეული აგური დადო და ეს გამარჯვება მოუტანა ჩვენს ხალხს.

მე ასევე მინდა ყველა მოგიწვიოთ ხვალ, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. ხვალინდელი დღე უნდა იყოს საერთო, ეროვნული ზეიმის და საერთო გამარჯვების დღე. დიდი მადლობა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.