მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღირს კი გართობა სხვისი სიცოცხლის ფასად?!" - რატომ არ კრძალავს ხელისუფლება საფრთხის შემცველი პიროტექნიკის რეალიზაციასა და გამოყენებას
"ღირს კი გართობა სხვისი სიცოცხლის ფასად?!" - რატომ არ კრძალავს ხელისუფლება საფრთხის შემცველი პიროტექნიკის რეალიზაციასა და გამოყენებას

უკვე წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­რო­ტექ­ნი­კით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვამდყო­ფო­ში ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი ხვდე­ბა.

სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბის ამ სა­ხი­ფა­თო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით შექ­მნა, ადა­მი­ა­ნებს ხში­რად ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის, ზოგ­ჯერ კი სი­ცო­ცხლის ფა­სად უჯ­დე­ბათ.

გარ­და ამი­სა, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა აბინ­ძუ­რებს ჰა­ერს, გა­რე­მოს და საფრ­თხეს უქ­ნის ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს.

ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბით მი­ღე­ბულ და­ზი­ა­ნე­ბა­თა უმე­ტე­სი წილი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა­ზე მო­დის, თუმ­ცა ყო­ფი­ლა ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბის, მხედ­ვე­ლო­ბის და­კარ­გვი­სა და კი­დუ­რე­ბის ამ­პუ­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბიც.

მე­ტიც, ორი წლის წინ, ქუ­თა­ის­ში ამ ერთი შე­ხედ­ვით უწყი­ნარ გარ­თო­ბას ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ტრა­გე­დია ახა­ლი წლის ღა­მეს მოხ­და, ქალი თა­ვის არე­ში მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად კლი­ნი­კა­ში ერ­თკვი­რი­ა­ნი მკუ­რან­ლო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

  • სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 2023 წელს მხო­ლოდ იან­ვრის თვე­ში, პი­რო­ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად, 87 პირი და­შავ­და, მათ შო­რის 19 არას­რულ­წლო­ვა­ნი, ასე­ვე იყო კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტე­ბიც.
მუ­ხი­ან­ში პი­რო­ტექ­ნი­კის შე­დე­გად დამ­წვა­რი სახ­ლი
2022 წელს თბი­ლის­ში, მუ­ხი­ან­ში პი­რო­ტექ­ნი­კის შე­დე­გად დამ­წვა­რი სახ­ლი. ფოტო: "ჩემი ქა­ლა­ქი მკლავს"
  • რა საფრ­თხეს უქ­მნის პი­რო­ტექ­ნი­კა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას

დამ­წვრო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გუგა ქა­ში­ბა­ძე სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ იმ და­ზი­ა­ნე­ბა­თა სპექტრზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბის მოხ­ვედ­რამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

"აქ მხო­ლოდ დამ­წვრო­ბა­ზე არ არის ლა­პა­რა­კი. არის თვა­ლე­ბის და­შა­ვე­ბის, ნა­ხეთ­ქი ჭრი­ლო­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის, მუც­ლის ღრუს და­ზი­ა­ნე­ბის და ხე­ლის თი­თე­ბის ამ­პუ­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი. ძი­რი­თა­დად, 47%-ის შემ­თხვე­ვა­ში ზი­ან­დე­ბა მარ­ჯვე­ნა მტე­ვა­ნი, შემ­დეგ მო­დის სა­ხის არე, შემ­დეგ მარ­ცხე­ნა მტე­ვა­ნი და ბო­ლოს გულ-მკერ­დის არე.

ფო­ი­ერ­ვერ­კი, რო­მე­ლიც 200-300 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე ადის და ფეთ­ქდე­ბა, ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი არ არის, რას გი­ზამს, ახლო დის­ტან­ცი­ი­დან რომ მოგ­ხვდე­ბა. რაღა გა­ტე­ნი­ლი იარ­ღი უს­ვრია ვინ­მეს და რაღა ეს.“ - გვე­უბ­ნე­ბა გუგა ქა­ში­ბა­ძე.

დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი გუგა ქა­ში­ბა­ძე
დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი გუგა ქა­ში­ბა­ძე

მისი თქმით, დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში წელს მხო­ლოდ ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვა ჰქონ­დათ, თუმა მთა­ვა­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი ჯერ წინ არის.

"ორი დღის წინ ქო­ბუ­ლე­თი­დან სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ 10 წლის ბავ­ში შე­მო­იყ­ვა­ნა. მო­ზარ­დმა პი­რო­ტექ­ნი­კა საწ­ვა­ვით სავ­სე ავ­ზში ჩა­აგ­დო და აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო. ახლა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გვი­წევს. წელს, ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ ეს ერთი პა­ცი­ენ­ტი გვყავს, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, მთა­ვა­რი შემ­თხვე­ვე­ბი ჯერ კი­დევ წინ გვაქვს. ძი­რი­თა­დად, ახალ წელს, შო­ბას და ძვე­ლით ახალ წელს ვე­ლო­დე­ბით ასეთ შემ­თხვე­ვებს.“ - გვე­უბ­ნე­ბა გუგა ქა­ში­ბა­ძე.

  • პი­რო­ტექ­ნი­კა და ცხო­ვე­ლე­ბი

ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ი­ით, ყო­ველ­წლი­უ­რად ფო­ი­ერ­ვერ­კებს უამ­რა­ვი ცხო­ვე­ლი­სა და ფრინ­ვე­ლის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბა.

თე­ი­მუ­რაზ წი­ქო­რი­ძის თქმით, ცხო­ველ­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წილს ში­შის­გან გული უს­კდე­ბა და კვდე­ბა.

"ხში­რად ცხო­ვე­ლე­ბი უე­ცა­რი ში­შის­გან ად­გილს წყდე­ბი­ან, წყვე­ტენ ღვედს და ის­ტე­რი­კა­ში მყო­ფე­ბი უვარ­დე­ბი­ან მან­ქა­ნებს. ფრინ­ვე­ლე­ბი პა­ნი­კა­ში ცვივ­დე­ბი­ან და ღამე ფრინ­დე­ბი­ან თა­ვი­ან­თი ბუ­დე­ე­ბი­დან - ას­კდე­ბი­ან სახ­ლებს და ხე­ებს, რად­გან მათ­თვის იმ მო­მენ­ტში ძა­ლი­ან რთუ­ლია ორი­ენ­ტი­რე­ბა, ისი­ნი სა­ხიჩ­რდე­ბი­ან და იხო­ცე­ბი­ან.

გარ­და ფრინ­ვე­ლე­ბი­სა, ინ­ტენ­სი­უ­რი ხმა­უ­რი აფრ­თხობს და აფხიზ­ლებს გა­მო­სა­ზამ­თრებ­ლად და­ბუ­დე­ბულ ცხო­ვე­ლებს, მა­გა­ლი­თად ზღარ­ბებს და კუ­ებს. ისი­ნი თავ­შე­სა­ფარს ტო­ვე­ბენ და შე­იძ­ლე­ბა და­ი­ღუ­პონ კი­დეც. უამ­რა­ვი მი­კედ­ლე­ბუ­ლი მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლი თუ კატა, უგ­ზო­უკ­ლოდ იკარ­გე­ბა ხმა­ურ­ში და თა­ვი­ანთ ად­გი­ლებს ვე­ღარ აგ­ნე­ბენ.

იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ბავ­შვებ­მა ძაღ­ლებს და კა­ტებს პირ­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ჩა­უ­დეს და გა­იქ­ცნენ. ასე რომ, ღირს კი გარ­თო­ბა სხვი­სი სი­ცო­ცხლის ფა­სად?!" - აცახ­დებს AMBEBI.GE-სთან თე­ი­მუ­რაზ წი­ქო­რი­ძე.

  • რო­გორ რე­გუ­ლირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­რო­ტექ­ნი­კის შე­ძე­ნის, რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და მოხ­მა­რე­ბის სა­კი­თხე­ბი

სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში პი­რო­ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ბა­ზე გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია გა­წე­რი­ლი. მა­გა­ლი­თად, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, არას­რულ­წლო­ვანს პი­რო­ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა ეკ­რძა­ლე­ბა. ის ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვებს მაშ­ხა­ლებს მიჰ­ყი­დი­ან, უნდა და­ჯა­რიმ­დნენ. კა­ნონ­ში გა­წე­რი­ლია ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა და ამ რეგ­ლა­ცი­ის აღ­სრუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბიც.

კერ­ძოდ, კა­ნონ­დარ­ღვე­ვის გა­მოვ­ლე­ნა და სან­ქცი­ის და­კის­რე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებს ევა­ლე­ბათ.

თუმ­ცა, რო­გორც "ლე­ლოს“ წევ­რი ანა ნაც­ვლილ­შვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რე­გუ­ლა­ცია რე­ა­ლუ­რად არ მუ­შა­ობს.

"15 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თვით­მმარ­თვე­ლო­ბი­დან გა­მო­ვი­თხო­ვეთ ინ­ფორ­მა­ცია. ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ამ მუხ­ლის დარ­ღვე­ვის­თვის ვინ­მე და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი­ყოს. არა­და, თუ იმ ად­გი­ლებ­თან დავ­დგე­ბით, სა­დაც პი­რო­ტექ­ნი­კა იყი­დე­ბა (ჩა­ვა­ტა­რეთ ეს ექ­სპე­რი­მენ­ტიც), ხში­რად არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არი­ან ამ პრო­დუქ­ტის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. არა­ნა­ი­რი აკ­რძალ­ვა არ მუ­შა­ობს. უკონ­ტრო­ლოდ ყი­დუ­ლო­ბენ. გარ­და ამი­სა, მი­ყიდ­ვის აკ­რძალ­ვა სუ­ლაც არ არის იმის გა­რან­ტია, რომ არას­რულ­წლოვ­ნის ხელ­ში პი­რო­ტექ­ნი­კა არ მოხ­ვდე­ბა“ - გვე­უბ­ნე­ბა ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პი­რო­ტექ­ნი­კის აკ­რძალ­ვის თა­ო­ბა­ზე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კა­ნო­ნონპ­რო­ექ­ტის ერთ-ერთი ავ­ტო­რია.

ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი
ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი

  • რა­ტომ არ კრძა­ლავს სა­ხელ­მწი­ფო საფრ­თხის შემ­ცვე­ლი პი­რო­ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბას

კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვა, უკვე ცხრა თვეა ინი­ცი­რე­ბუ­ლია.

"სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც მო­ვიკ­ვლი­ეთ. სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბი­დან ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ვი­თხო­ვეთ. შემ­დეგ ამ ფარ­თო სუ­რათ­ზე დაყ­რდნო­ბით, გა­ვი­ა­რეთ ის სა­კი­თხიც, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რა მო­დე­ლი იქ­ნე­ბა ოპ­ტი­მა­ლუ­რი.

მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ პარ­ლა­მენ­ტის­თვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, სრუ­ლი აკ­რძალ­ვის მო­დე­ლი შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. ეს გუ­ლის­ხმობს პი­რო­ტექ­ნი­კის ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნის, შე­ნახ­ვის, რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის აკ­რძალ­ვას გარ­და F1 კა­ტე­გო­რი­ის პი­რო­ტექ­ნი­კი­სა. ამა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა უსაფრ­თხო პი­რო­ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც არც გა­რე­მოს აბინ­ძუ­რებს, აქვს ხან­მოკ­ლე ეფექ­ტი და მისი გაშ­ვე­ბა ოთახ­შიც შე­იძ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად. ტორტზე რომ ამაგ­რე­ბენ ის შუშ­ხუ­ნე­ბი და მსგავ­სი.

ჩვენ მო­ვიკ­ვლი­ეთ რო­გო­რია ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ამ კუ­თხით, გა­ვე­ცა­ნით ევ­რო­კავ­ში­რის დი­რექ­ტი­ვა­სა და ვნა­ხეთ, რომ ზოგ ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლად არის არ­ძა­ლუ­ლი პი­რო­ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა, ზო­გან კი მკაც­რად რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია. ზედ­მი­წევ­ნით კონ­ტროლ­დე­ბა სა­ი­დან და რა ხა­რის­ხის პი­რო­ტექ­ნი­კა შე­დის ქვე­ყა­ნა­ში, ასე­ვე, მკაც­რი კონ­ტრო­ლია მისი შე­ნახ­ვის პი­რო­ბებ­ზე.

ზო­გან კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და F1 კა­ტე­გო­რი­ის პი­რო­ტექ­ნი­კის გარ­და აკ­რძა­ლუ­ლია სხვა ყვე­ლა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი მაშ­ხა­ლე­ბი. ამას­თან, დაშ­ვე­ბუ­ლია გა­მო­ნაკ­ლი­სი, რო­მელ­საც კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს - ფო­ი­ერ­ვერ­კის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში, ერთჯე­რა­დად, კონ­კრე­ტულ დროს და ად­გი­ლას, მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით.

ვი­ნა­ი­დან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მე­ბი ზო­გა­დად სუს­ტია, ჩვენ­თვის იდე­ა­ლუ­რი მო­დე­ლი მისი აკ­რძალ­ვაა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი და­ვა­ი­ნი­ცი­რეთ მარ­ტში, თა­და­რი­გი და­ვი­ჭი­რეთ, რათა ყვე­ლას ჰქო­ნო­და გო­ნივ­რუ­ლი დრო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად, მსჯე­ლო­ბის­თვის. და ამ დრო­ში ორი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა მხო­ლოდ. ვი­თომ დაგ­ვე­თან­ხმნენ, ვი­თომ პრო­ცე­სი და­ი­წყეს და ბო­ლოს უარი თქვეს. დრო გა­ა­ჭი­ა­ნუ­რეს რე­ა­ლუ­რად. ეს არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სტი­ლი - სრუ­ლი მოჩ­ვე­ნე­ბი­თო­ბა და სი­ვე­რა­გე.

ვფიქ­რობ, ეს რამ­დე­ნი­მე­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ბრუნ­ვა ვი­ღა­ცის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან. ალ­ბათ მსხვილ დის­ტრი­ბუ­ტო­რებ­თან აქვთ კვე­თა. არ გა­მო­ვირ­ცხავ, ვინ­მე მათ­გან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შე­მომ­წირ­ვე­ლი იყოს.

  • რა მი­ზე­ზით თქვა უმ­რავ­ლე­სო­ბამ უარი "ლე­ლოს“ მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ე­ქის გან­ხილ­ვა­ზე?

ამ კი­თხვა­ზე პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ასე პა­სუ­ხობს:

"ვი­ზი­ა­რებ პო­ზი­ცი­ას, რომ პი­რო­ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა არის მკაც­რად შე­სა­ზღუ­დი, მხარს და­ვუ­ჭერ­დი ასეთ კა­ნო­ნის მი­ღე­ბას, მაგ­რამ "ლელო“ არის ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ძალა, “ლე­ლოს“ არც ერთ კა­ნონპ­რო­ექტს მხარს არ და­ვუ­ჭერთ. რაც შე­ე­ხე­ბა თე­მას, ამა­ზე მე მაქვს ჩემი პო­ზი­ცია, ვიცი, რომ ჩემს თა­ნა­გუნ­დე­ლებ­საც აქვთ მსგავ­სი პო­ზი­ცია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობთ, და­ვა­ი­ნი­ცი­რებთ კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მელ­საც მხარს და­ვუ­ჭერთ.“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე
ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე

ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის თქმით, პი­რო­ტექ­ნი­კის აკ­რალ­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დის. პო­ლი­ტი­კო­სი მი­იჩ­ნევს, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს ეს სა­კი­თხი დრო­ში გა­ა­ჭი­ა­ნუ­როს.

"ეყოს კო­ბა­ხი­ძეს მა­მა­ცო­ბა, ჩა­ხე­დოს თვა­ლებ­ში პი­რო­ტექ­ნი­კით და­შა­ვე­ბულ ბავ­შვებს და ეს "არ­გუ­მენ­ტი“ მათ უთხრას. ცხა­დია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა არაფ­რად ანაღ­ვლებს, მათი ერ­თა­დერ­თი საზ­რუ­ნა­ვი სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გია“ - ამ­ბობს ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი.

პი­რო­ტექ­ნი­კის აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნით პე­ტი­ცია შე­იქ­მნა. პე­ტი­ცი­ის ავ­ტო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია Animal Project-ია. დო­კუ­მენტს ხელს ამ დრო­ის­თვის 25 000 ადა­მი­ა­ნი აწერს.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
37

რა იყო,ფული არ შემოგდით მაქედან,ვერ აკონტროლებთ ?... ხო მიდით,ეგეც აუკრძალეთ ბავშვებს,ჩააჩუმეთ ბავშვობა,თქვენ ჩაგაჩუმათ მამაზეციერმა, ფუ თქვენი !...

tngh
1

ახალი წლის ღამეს დაახლოებით 2 მილიარდი ლარის საფასურის პიროტექნიკას გაისვრიან საქართველოში!!! მეორე დღეს ზოგიერთი პოლიტიკოსი გვეტყვის, რომ "ხალხი შიმშილით იხოცება"...

ავტორი:

"ღირს კი გართობა სხვისი სიცოცხლის ფასად?!" - რატომ არ კრძალავს ხელისუფლება საფრთხის შემცველი პიროტექნიკის რეალიზაციასა და გამოყენებას

"ღირს კი გართობა სხვისი სიცოცხლის ფასად?!" - რატომ არ კრძალავს ხელისუფლება საფრთხის შემცველი პიროტექნიკის რეალიზაციასა და გამოყენებას

უკვე წლებია საქართველოში პიროტექნიკით გამოწვეული დაზიანებებით საავამდყოფოში ათეულობით ადამიანი ხვდება.

საახალწლო განწყობის ამ სახიფათო საშუალებებით შექმნა, ადამიანებს ხშირად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების, ზოგჯერ კი სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

გარდა ამისა, მისი გამოყენება აბინძურებს ჰაერს, გარემოს და საფრთხეს უქნის შინაურ ცხოველებს.

ფოიერვერკებით მიღებულ დაზიანებათა უმეტესი წილი სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობაზე მოდის, თუმცა ყოფილა შინაგანი ორგანოების დაზიანებების, მხედველობის დაკარგვისა და კიდურების ამპუტაციის შემთხვევებიც.

მეტიც, ორი წლის წინ, ქუთაისში ამ ერთი შეხედვით უწყინარ გართობას ადამიანი ემსხვერპლა. ტრაგედია ახალი წლის ღამეს მოხდა, ქალი თავის არეში მიღებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში ერთკვირიანი მკურანლობის შემდეგ გარდაიცვალა.

  • სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს მხოლოდ იანვრის თვეში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, 87 პირი დაშავდა, მათ შორის 19 არასრულწლოვანი, ასევე იყო კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებიც.
მუხიანში პიროტექნიკის შედეგად დამწვარი სახლი
2022 წელს თბილისში, მუხიანში პიროტექნიკის შედეგად დამწვარი სახლი. ფოტო: "ჩემი ქალაქი მკლავს"
  • რა საფრთხეს უქმნის პიროტექნიკა ადამიანის ჯანმრთელობას

დამწვრობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე სიცოცხლისთვის საშიშ იმ დაზიანებათა სპექტრზე გვესაუბრება, რომლებიც ფოიერვერკების მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს.

"აქ მხოლოდ დამწვრობაზე არ არის ლაპარაკი. არის თვალების დაშავების, ნახეთქი ჭრილობებით გამოწვეული გართულებების, მუცლის ღრუს დაზიანების და ხელის თითების ამპუტაციის შემთხვევები. ძირითადად, 47%-ის შემთხვევაში ზიანდება მარჯვენა მტევანი, შემდეგ მოდის სახის არე, შემდეგ მარცხენა მტევანი და ბოლოს გულ-მკერდის არე.

ფოიერვერკი, რომელიც 200-300 მეტრის სიმაღლეზე ადის და ფეთქდება, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას გიზამს, ახლო დისტანციიდან რომ მოგხვდება. რაღა გატენილი იარღი უსვრია ვინმეს და რაღა ეს.“ - გვეუბნება გუგა ქაშიბაძე.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე

მისი თქმით, დამწვრობის ცენტრში წელს მხოლოდ ერთი სერიოზული შემთხვევა ჰქონდათ, თუმა მთავარი დღესასწაულები ჯერ წინ არის.

"ორი დღის წინ ქობულეთიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 10 წლის ბავში შემოიყვანა. მოზარდმა პიროტექნიკა საწვავით სავსე ავზში ჩააგდო და აფეთქების შედეგად დამწვრობა მიიღო. ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში გვიწევს. წელს, ჯერჯერობით, მხოლოდ ეს ერთი პაციენტი გვყავს, თუმცა, სამწუხაროდ, მთავარი შემთხვევები ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ძირითადად, ახალ წელს, შობას და ძველით ახალ წელს ველოდებით ასეთ შემთხვევებს.“ - გვეუბნება გუგა ქაშიბაძე.

  • პიროტექნიკა და ცხოველები

ცხოველთა უფლებადამცველების ინფორმაციიით, ყოველწლიურად ფოიერვერკებს უამრავი ცხოველისა და ფრინველის სიცოცხლე ეწირება.

თეიმურაზ წიქორიძის თქმით, ცხოველთა გარკვეული ნაწილს შიშისგან გული უსკდება და კვდება.

"ხშირად ცხოველები უეცარი შიშისგან ადგილს წყდებიან, წყვეტენ ღვედს და ისტერიკაში მყოფები უვარდებიან მანქანებს. ფრინველები პანიკაში ცვივდებიან და ღამე ფრინდებიან თავიანთი ბუდეებიდან - ასკდებიან სახლებს და ხეებს, რადგან მათთვის იმ მომენტში ძალიან რთულია ორიენტირება, ისინი სახიჩრდებიან და იხოცებიან.

გარდა ფრინველებისა, ინტენსიური ხმაური აფრთხობს და აფხიზლებს გამოსაზამთრებლად დაბუდებულ ცხოველებს, მაგალითად ზღარბებს და კუებს. ისინი თავშესაფარს ტოვებენ და შეიძლება დაიღუპონ კიდეც. უამრავი მიკედლებული მიუსაფარი ძაღლი თუ კატა, უგზოუკლოდ იკარგება ხმაურში და თავიანთ ადგილებს ვეღარ აგნებენ.

იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვებმა ძაღლებს და კატებს პირში ასაფეთქებელი ჩაუდეს და გაიქცნენ. ასე რომ, ღირს კი გართობა სხვისი სიცოცხლის ფასად?!" - აცახდებს AMBEBI.GE-სთან თეიმურაზ წიქორიძე.

  • როგორ რეგულირდება საქართველოში პიროტექნიკის შეძენის, რეალიზაციისა და მოხმარების საკითხები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პიროტექნიკის გამოყენების თაბაზე გარკვეული რეგულაციებია გაწერილი. მაგალითად, მოქმედი კანონმდებლობით, არასრულწლოვანს პიროტექნიკის შეძენა ეკრძალება. ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ბავშვებს მაშხალებს მიჰყიდიან, უნდა დაჯარიმდნენ. კანონში გაწერილია ჯარიმის ოდენობა და ამ რეგლაციის აღსრულების მექანიზმებიც.

კერძოდ, კანონდარღვევის გამოვლენა და სანქციის დაკისრება მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის ორგანოებს ევალებათ.

თუმცა, როგორც "ლელოს“ წევრი ანა ნაცვლილშვილი გვეუბნება, რეგულაცია რეალურად არ მუშაობს.

"15 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია. ფაქტობრივად, არ არსებობს შემთხვევა, როდესაც ამ მუხლის დარღვევისთვის ვინმე დაჯარიმებულიყოს. არადა, თუ იმ ადგილებთან დავდგებით, სადაც პიროტექნიკა იყიდება (ჩავატარეთ ეს ექსპერიმენტიც), ხშირად არასრულწლოვნები არიან ამ პროდუქტის მომხმარებლები. არანაირი აკრძალვა არ მუშაობს. უკონტროლოდ ყიდულობენ. გარდა ამისა, მიყიდვის აკრძალვა სულაც არ არის იმის გარანტია, რომ არასრულწლოვნის ხელში პიროტექნიკა არ მოხვდება“ - გვეუბნება ანა ნაცვლიშვილი, რომელიც პიროტექნიკის აკრძალვის თაობაზე შემუშავებული კანონონპროექტის ერთ-ერთი ავტორია.

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

  • რატომ არ კრძალავს სახელმწიფო საფრთხის შემცველი პიროტექნიკის გამოყენებას

კანონპროექტი, რომელიც ანა ნაცვლიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად შეიმუშავა, უკვე ცხრა თვეა ინიცირებულია.

"სხვა ქვეყნების გამოცდილებაც მოვიკვლიეთ. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან ინფორმაცია გამოვითხოვეთ. შემდეგ ამ ფართო სურათზე დაყრდნობით, გავიარეთ ის საკითხიც, საქართველოსთვის რა მოდელი იქნება ოპტიმალური.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტისთვის, ფაქტობრივად, სრული აკრძალვის მოდელი შეგვეთავაზებინა. ეს გულისხმობს პიროტექნიკის ქვეყანაში შემოტანის, შენახვის, რეალიზაციისა და გამოყენების აკრძალვას გარდა F1 კატეგორიის პიროტექნიკისა. ამაში იგულისხმება უსაფრთხო პიროტექნიკა, რომელიც არც გარემოს აბინძურებს, აქვს ხანმოკლე ეფექტი და მისი გაშვება ოთახშიც შეიძლება. მაგალითად. ტორტზე რომ ამაგრებენ ის შუშხუნები და მსგავსი.

ჩვენ მოვიკვლიეთ როგორია ევროპული გამოცდილება ამ კუთხით, გავეცანით ევროკავშირის დირექტივასა და ვნახეთ, რომ ზოგ ქვეყანაში სრულად არის არძალული პიროტექნიკის გამოყენება, ზოგან კი მკაცრად რეგულირებულია. ზედმიწევნით კონტროლდება საიდან და რა ხარისხის პიროტექნიკა შედის ქვეყანაში, ასევე, მკაცრი კონტროლია მისი შენახვის პირობებზე.

ზოგან კლასიფიცირებულია და F1 კატეგორიის პიროტექნიკის გარდა აკრძალულია სხვა ყველა საფრთხის შემცველი მაშხალები. ამასთან, დაშვებულია გამონაკლისი, რომელსაც კანონი ითვალისწინებს - ფოიერვერკის გამოყენება შესაძლებელია განსაკუთრებულ შემთხვევებში, ერთჯერადად, კონკრეტულ დროს და ადგილას, მთავრობის დადგენილებით.

ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში მონიტორინგის მექანიზმები ზოგადად სუსტია, ჩვენთვის იდეალური მოდელი მისი აკრძალვაა.

კანონპროექტი დავაინიცირეთ მარტში, თადარიგი დავიჭირეთ, რათა ყველას ჰქონოდა გონივრული დრო გადაწყვეტილებების მისაღებად, მსჯელობისთვის. და ამ დროში ორი სამუშაო შეხვედრა გაიმართა მხოლოდ. ვითომ დაგვეთანხმნენ, ვითომ პროცესი დაიწყეს და ბოლოს უარი თქვეს. დრო გააჭიანურეს რეალურად. ეს არის "ქართული ოცნების" სტილი - სრული მოჩვენებითობა და სივერაგე.

ვფიქრობ, ეს რამდენიმემილიონიანი ბრუნვა ვიღაცის ბიზნესინტერესებში შედის უმრავლესობიდან. ალბათ მსხვილ დისტრიბუტორებთან აქვთ კვეთა. არ გამოვირცხავ, ვინმე მათგან "ქართული ოცნების" შემომწირველი იყოს.

  • რა მიზეზით თქვა უმრავლესობამ უარი "ლელოს“ მიერ ინიცირებული კანონპროექის განხილვაზე?

ამ კითხვაზე პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ასე პასუხობს:

"ვიზიარებ პოზიციას, რომ პიროტექნიკის გამოყენება არის მკაცრად შესაზღუდი, მხარს დავუჭერდი ასეთ კანონის მიღებას, მაგრამ "ლელო“ არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, “ლელოს“ არც ერთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ. რაც შეეხება თემას, ამაზე მე მაქვს ჩემი პოზიცია, ვიცი, რომ ჩემს თანაგუნდელებსაც აქვთ მსგავსი პოზიცია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელსაც მხარს დავუჭერთ.“ - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

ანა ნაცვლიშვილის თქმით, პიროტექნიკის აკრალვა "ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი ყველანაირად ცდილობს ეს საკითხი დროში გააჭიანუროს.

"ეყოს კობახიძეს მამაცობა, ჩახედოს თვალებში პიროტექნიკით დაშავებულ ბავშვებს და ეს "არგუმენტი“ მათ უთხრას. ცხადია, რომ ხელისუფლებას ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არაფრად ანაღვლებს, მათი ერთადერთი საზრუნავი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგია“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

პიროტექნიკის აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ავტორი ორგანიზაცია Animal Project-ია. დოკუმენტს ხელს ამ დროისთვის 25 000 ადამიანი აწერს.