სამართალი
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"NDI-ს ერთი კვლევაც არ მახსოვს, რომელიც ციფრებში ემთხვევა შედეგებს" - გია ვოლსკი
"NDI-ს ერთი კვლევაც არ მახსოვს, რომელიც ციფრებში ემთხვევა შედეგებს" - გია ვოლსკი

NDI-ს ერთი კვლე­ვაც არ მახ­სოვს, რო­მე­ლიც ციფ­რებ­ში ემ­თხვე­ვა შე­დე­გებს - ყო­ველ­თვის წარ­მოდ­გე­ნი­ლია გა­და­უ­წყვე­ტელ­თა არ­მია, რო­მე­ლიც რე­ი­ტინ­გის არმ­ქო­ნე პარ­ტი­ებს პერ­სპექ­ტი­ვას უტო­ვებს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე- სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც NDI-ის კვლე­ვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე თქმით, კვლე­ვა­ში ჩანს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რე­ი­ტინ­გი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე ოპო­ზი­ცი­ის, თუმ­ცა რი­ცხვი 19 (რო­მე­ლიც კვლე­ვის თა­ნახ­მად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რე­ი­ტინგს ასა­ხავს), ვოლ­სკის შე­ფა­სე­ბით "სა­სა­ცი­ლოა რე­ა­ლურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით“.

"ვინც NDI-ს კვლე­ვებს, სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ებს ატა­რებს, ის ორ­გა­ნი­ზა­ცია, გარ­კვე­ულ­წი­ლად, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ადრე "ნაც­მოძ­რა­ო­ბას­თან“ , ახლა კო­ლექ­ტი­ურ "ნაც­მოძ­რა­ო­ბას­თან“. მე არ მახ­სოვს ერთი კვლე­ვა მა­ინც ისე­თი, რომ ციფ­რებ­ში ემ­თხვე­ო­დეს ერ­თმა­ნეთს შე­დე­გი და კვლე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თა­ვად მა­თაც არ აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ის ფაქ­ტი უარ­ყონ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ერ­თად აღე­ბუ­ლი ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის, ძი­რი­თა­დად კო­ლექ­ტი­უ­რი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ რე­ი­ტინგს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აჭარ­ბებს, თუმ­ცა, ციფ­რე­ბი შეც­ვლი­ლია და ისეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, თით­ქოს კი­დევ არ­სე­ბობს პერ­სპექ­ტი­ვა. გა­და­უ­წყვე­ტელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაა იმ­დე­ნი მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ არა­რე­ა­ლის­ტუ­რი ლა­პა­რა­კის სა­შუ­ა­ლე­ბას ქმნის. არის "გორ­ბის“ კვლე­ვე­ბი და იქაც ნაჩ­ვე­ნე­ბია, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ გა­ცი­ლე­ბით დიდი რე­ი­ტინ­გი აქვს. აქაც იგი­ვეა ნაჩ­ვე­ნე­ბი, თუმ­ცა, 19 პრო­ცენ­ტი სა­სა­ცი­ლოა იმას­თან შე­და­რე­ბით, რა­საც ჰქვია რე­ა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და გა­და­უ­წყვე­ტელ­თა არ­მია არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყო­ველ­თვის, რო­მე­ლიც პერ­სპექ­ტი­ვას უტო­ვებს რე­ი­ტინ­გის არმ­ქო­ნე პარ­ტი­ებს,“ - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ვოლ­სკი გა­მო­ეხ­მა­უ­რა კვლე­ვის იმ ნა­წილ­საც, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­შუ­ა­ლოდ ან კარ­გად აფა­სებს.

"NDI-ს კვლე­ვე­ბი ყო­ველ­თვის პო­ლი­ტი­კურ მი­ზან­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ახლა მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა მი­დის იქით, რომ ახალ მო­კავ­ში­რე­თა ჯგუ­ფი იქ­მნე­ბა, რო­მე­ლიც თვალ­სა­ჩი­ნოდ თუ ფარ­დის მიღ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კო­ა­ლი­ცი­ას. აქ შე­დის "ლე­ლოც“, გა­ხა­რი­აც, პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, შე­იძ­ლე­ბა ნინო ლომ­ჯა­რია და უნ­დათ ეს იდეა NDI-ს კვლე­ვე­ბი­თაც მოგ­ვყი­დონ სა­ზო­გა­დო­ე­ბას,“ - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

ტრისტან დ'აკუნია
4

ამათი პოზიცია ასეთია - ვინც ჩვენ არ გვიჭერდ მხარს, ყველა ნაცია!

გათვლა პრიმიტიულია - ყველა ნაცია, ყველა საშიშია, ყველა მეცოცხეა! ამას ცოტა თუ დაიჯერებს, რადგანაც მტკნარი სიცრუეა და ემსახურება გაყოფას "ჩვენ მშვიდობის მომხრეები, მათ ყველას ომი უნდათ!" "ან ჩევენ, ან ისინი" ესაა ლოზუნგი და არაა არანაირი არგუმენტი მაგალითად გახარიას, ელისას მიმართ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"NDI-ს ერთი კვლევაც არ მახსოვს, რომელიც ციფრებში ემთხვევა შედეგებს" - გია ვოლსკი

"NDI-ს ერთი კვლევაც არ მახსოვს, რომელიც ციფრებში ემთხვევა შედეგებს" - გია ვოლსკი

NDI-ს ერთი კვლევაც არ მახსოვს, რომელიც ციფრებში ემთხვევა შედეგებს - ყოველთვის წარმოდგენილია გადაუწყვეტელთა არმია, რომელიც რეიტინგის არმქონე პარტიებს პერსპექტივას უტოვებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც NDI-ის კვლევას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კვლევაში ჩანს, რომ "ქართული ოცნების“ რეიტინგი გაცილებით მეტია, ვიდრე ოპოზიციის, თუმცა რიცხვი 19 (რომელიც კვლევის თანახმად, "ქართული ოცნების“ რეიტინგს ასახავს), ვოლსკის შეფასებით "სასაცილოა რეალურ მაჩვენებელთან შედარებით“.

"ვინც NDI-ს კვლევებს, საველე სამუშაოებს ატარებს, ის ორგანიზაცია, გარკვეულწილად, დაკავშირებული იყო ადრე "ნაცმოძრაობასთან“ , ახლა კოლექტიურ "ნაცმოძრაობასთან“. მე არ მახსოვს ერთი კვლევა მაინც ისეთი, რომ ციფრებში ემთხვეოდეს ერთმანეთს შედეგი და კვლევა. მიუხედავად ამისა, თავად მათაც არ აქვთ შესაძლებლობა ის ფაქტი უარყონ, რომ "ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა ერთად აღებული ყველა ოპოზიციური პარტიის, ძირითადად კოლექტიური "ნაცმოძრაობის“ რეიტინგს მნიშვნელოვნად აჭარბებს, თუმცა, ციფრები შეცვლილია და ისეა წარმოდგენილი, თითქოს კიდევ არსებობს პერსპექტივა. გადაუწყვეტელთა რაოდენობაა იმდენი მითითებული, რომ არარეალისტური ლაპარაკის საშუალებას ქმნის. არის "გორბის“ კვლევები და იქაც ნაჩვენებია, რომ "ქართულ ოცნებას“ გაცილებით დიდი რეიტინგი აქვს. აქაც იგივეა ნაჩვენები, თუმცა, 19 პროცენტი სასაცილოა იმასთან შედარებით, რასაც ჰქვია რეალური მაჩვენებელი და გადაუწყვეტელთა არმია არის წარმოდგენილი ყოველთვის, რომელიც პერსპექტივას უტოვებს რეიტინგის არმქონე პარტიებს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი გამოეხმაურა კვლევის იმ ნაწილსაც, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას უმრავლესობა საშუალოდ ან კარგად აფასებს.

"NDI-ს კვლევები ყოველთვის პოლიტიკურ მიზანზე იყო ორიენტირებული. ახლა მთელი ძალისხმევა მიდის იქით, რომ ახალ მოკავშირეთა ჯგუფი იქმნება, რომელიც თვალსაჩინოდ თუ ფარდის მიღმა ჩამოაყალიბებს "ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კოალიციას. აქ შედის "ლელოც“, გახარიაც, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შეიძლება ნინო ლომჯარია და უნდათ ეს იდეა NDI-ს კვლევებითაც მოგვყიდონ საზოგადოებას,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ: