უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან არგენტინაში ხანმოკლე დიალოგი გამართა, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
მათი ინფორმაციით, ვიდეოტრანსლაციის დროს კადრებში ჩანდა, რომ ზელენსკი და ორბანი აქტიურად განიხილავდნენ რაღაცას, მაგრამ მათი საუბრის ხმა არ ისმოდა და შესაბამისად, შინაარსიც უცნობია.
ორი ლიდერის შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არც უნგრულ და არც უკრაინულ მხარეს არ გაუკეთებია. უკრაინული მედია წერს, რომ საუბარი, სავარაუდოდ, წინასწარ არ იყო დაგეგმილი. შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვიქტორ ორბანი არგენტინაში პრეზიდენტ ხავიერ მილეის ინაუგურაციას დაესწრნენ.
იხილეთ ასევე:
ეჰ.. წაგებული გაქვს ზელე-ბიჭო, რაც არ უნდა იხვანცალო აწი... რა გინდოდა ამ კლოუნა-მსახიობს ისეთი ზვიგენების ბასეინში, როგორიცაა აშშ-ბრიტანეთი-რუსეთის დაპირისპირება.. საწყალი უკრაინა ამისთანა პრეზიდენტის ხელში..
არგენტინას აკლდა კრამიტდაცურებული პრეზიდენტი და აჰა, ჰყავთ კიდეცა! მაგას ვინც ულოცავს და ინაუგურაციაზე სტუმრობს, მისივე დონის იქნება..:(