თუ საახალწლო საჩუქრების შეძენა ჯერ არ დაგიწყიათ, იცოდეთ, რომ 7-10 დეკემბერს დაგეგმილი "ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი" დღეიდან იხსნება და იქ განსაკუთრებული შეთავაზებებით გელოდებათ. ღონისძიებაზე დიდი ფასდაკლებები გელოდებათ.
ფესტივალი 11:00 საათზე იხსნება, თუმცა "ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონთან დილიდან რიგებია.
ფესტივალი საახალწლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვასა და გრანდიოზულ აქციებს აერთიანებს. ფესტივალში შემდეგი კომპანიები მონაწილეობენ: "ბიბლუსი“, "პეპელა“, “XS სათამაშოები“, "პალიტრა L”, “მინისო“, "კოსმო“, "ბადაგი“, "ჩიკორი“, "მულტი“, OLD SUPHRA, "ბაბალე“, "პრინტარეა“, "მანსარდი“, "ჩიკიტაი“ და "კესანე“. რაც შეეხება ფასდაკლებებს, "ბიბლუსი ჯგუფის“ კომპანიებში: "ბიბლუსის“, "პეპელას“, “XS სათამაშოების“ სრულ ასორტიმენტზე მომხმარებლები 40%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ.
დამატებით თიბისის Visa სადებეტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, ქეშბექის სახით მომენტალურად თანხის 30% უბრუნდებათ. "ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ 7-10 დეკემბერს "ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, 11:00 საათიდან 20:00 საათამდე იყო დაგეგმილი, თუმცა მომხმარებელთა თხოვნით, ღონისძიება 22:00 საათამდე გაგრძელდება.
შეთავაზებებს შორის კი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს "პალიტრა L-ის“ საოცარი ფასდაკლებები. სწორედ ამიტომ საჩუქრების შესაძენად საჭირო აღარ არის დეკემბრის მიწურულს დაელოდოთ.
წიგნი საუკეთესო საჩუქარია ყველასთვის, ოჯახის წევრისა თუ მეგობრისთვის, შვილისა და თანამშრომლისთვის. ფესტივალის ფარგლებში, "პალიტრა L“ ერთგულ მკითხველს დიდ ფასდაკლებას შესთავაზებს მრავალფეროვანი კატეგორიის წიგნებზე. მათ შორის იქნება მხატვრული ლიტერატურა და სხვადასხვა ასაკობრივი საბავშვო გამოცემები. ფასდაკლებებით ისარგებლებთ როგორც ახალგამოცემულ ლიტერატურაზე, ისე ბესტსელერ წიგნებზე.
ფასდაკლების გარდა ფესტივალზე მისულ სტუმრებს გამომცემლობისგან უამრავი საჩუქარი და სიურპრიზი ელოდება. საოცარი გარემო კი ნამდვილ საახალწლო განწყობას შეგიქმნით. ულამაზესი დეკორაციის ფონზე მშვენიერ საახალწლო ფოტოებს გადაიღებთ და ტკბილ მოგონებებს შეიქმნით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეიძენთ წიგნებს დიდი ფასდაკლებით და მთავარი საახალწლო საზრუნავი უკვე მოგვარებული გექნებათ.