საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამიწერეს, რომ ვარ მახინჯი... ცოტა ხნის წინ მუცელი მომეშალა, ამ კომენტარებმა თუ ბედნიერება მოგანიჭათ, მიხარია" - ნუკი კოშკელიშვილის პასუხი ბულინგზე და მიმართვა გამომწერებს (ვიდეო)
"დამიწერეს, რომ ვარ მახინჯი... ცოტა ხნის წინ მუცელი მომეშალა, ამ კომენტარებმა თუ ბედნიერება მოგანიჭათ, მიხარია" - ნუკი კოშკელიშვილის პასუხი ბულინგზე და მიმართვა გამომწერებს (ვიდეო)

ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი მი­მარ­თავს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის იმ მომ­ხმა­რებ­ლებს, რომ­ლე­ბიც მის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან და ნე­გა­ტი­უ­რი ში­ნა­არ­სის კო­მენ­ტა­რებს უწე­რენ.

"არ მჩვე­ვია პოს­ტე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, მაგ­რამ მო­მინ­და. წინა პოსტზე ვი­ღა­ცებ­მა და­მი­წე­რეს, რომ ვარ მა­ხინ­ჯი. როცა ადა­მი­ა­ნი მა­ხინ­ჯია, ასე თქმა არ შე­იძ­ლე­ბა, უზ­რდე­ლო­ბაა. ვარ მა­ხინ­ჯი, მეტ­საც გე­ტყვით დიდი ცხვი­რი მაქვს, დაღ­რე­ცი­ლი ტუჩი, და­ბა­დე­ბი­დან მაქვს კუნ­თის დის­ტრო­ფია, მაქვს თხე­ლი თმა, ვცხოვ­რობ ჩვე­უ­ლებ­რივ, ან­გრე­ულ ბი­ნა­ში, ახლა, სულ ცოტა ხნის წინ მუ­ცე­ლიც მო­მე­შა­ლა, ჩემ­მა შვილ­მა ლა­პა­რა­კი და­ი­წყო 4 წლის ასაკ­ში, ალ­ბათ, დე­და­დაც არ ვარ­გი­ვარ, რაც შე­ე­ხე­ბა ამ კო­მენ­ტა­რებს, თუ ამან თქვენ ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­გა­ნი­ჭათ, მი­ხა­რია. წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ, მე შევ­ხე­დე ყვე­ლას პრო­ფილს და ძა­ლი­ან ლა­მა­ზე­ბი იყა­ვით ყვე­ლა­ნი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ჩემს თვალ­ში.

კი­დევ იყო რამ­დე­ნი­მე, რო­მელ­მაც და­წე­რა, რომ ამ­დე­ნი ხა­ნია ამე­რი­კა­ში ხარ და ვე­რა­ფერს მი­აღ­წი­ეო. აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თა­ლი ხართ: ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წიე. ა, კი­დევ და­მა­ვი­წყდა: უკა­ნა­ლი მაქვს ძა­ლი­ან დიდი და ფე­ხე­ბი მსუ­ქა­ნი, არ ვიცი რა ვქნა, რო­მელ წყალ­ში გა­დავ­ვარ­დე, ყო­ველ­გვა­რი სარ­კაზ­მის გა­რე­შე. გი­ლო­ცავთ დამ­დეგ შობა-ახალ წელს" - ამ­ბობს ნუკი.

კოშ­კე­ლიშ­ვილ­მა ცოტა ხნის წინ აც­ნო­ბა გა­მომ­წე­რებს, რომ მე­ო­რე შვი­ლის მო­ლო­დინ­ში იყო. ნუკი თა­ვი­დან­ვე წერ­და, ამ ორ­სუ­ლო­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბით აწუ­ხებ­და ტოქ­სი­კო­ზი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში აღ­ნიშ­ნავ­და, რომ სის­ხლდე­ნა და მუც­ლის მოშ­ლის სა­შიშ­რო­ე­ბა ჰქონ­და.

ნუკი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ორ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს - სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კა­ში. რამ­დე­ნი­მე თვე ამე­რი­კა­შია, შემ­დეგ ასე­ვე რამ­დე­ნი­მე თვეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ატა­რებს შვილ­თან ერ­თად და ხან­და­ხან ამე­რი­კე­ლი ქმა­რი, ბე­ნიც ჩა­მო­დის ხოლ­მე ცო­ლის სამ­შობ­ლო­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეალისტი
2

ნუკი არის ლამაზი გარეგნობითაც და შინაგანადაც. უბრალო, თავმდაბალი, ხალისიანი, საყვარელი გოგო❤️❤️❤️.

ყველას გელას ბელას
1

რა გინდათ ამ გოგოსგან ვერ ვხვდები ზოგადად ეს სხვისი ცხოვრებით ცხოვრება და ყვეაფრის ნეგატიურად წარმოჩენა უბრალო გოგოა და ჩვენც უბრალოები ვართ როგორც სხვას შეიძლება დამერათოს ისე დაემრთა ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ ისიც შრომობს ოსოც ზრუნავს როგორც თქვენ თქვენ შვილებზე ისიც განიცდის და ღმერთმა ყველა დაიფაროს ეგეთი განსაცდელიდან გამოდის და ხმამაღლა ამბობს არ მალავს როგორც სხვა გოიმები კიდევ ბევრს გაააჩენს და კიდევ ბევრმა უმდა გავაჩინოთ რომ ერი გამრავლდეს თორე ნახევარი საქართველო წასულია კიდევ რამდენი ნარკომანია მაგას დაუმატე სიბერე პენსიონერები და ალხაგაზრდობა კიდევ ვინც არი ნახევარი რეებს ყლაპავს გადავშენდებით. ნუკი შენ ყოჩაღ!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"დამიწერეს, რომ ვარ მახინჯი... ცოტა ხნის წინ მუცელი მომეშალა, ამ კომენტარებმა თუ ბედნიერება მოგანიჭათ, მიხარია" - ნუკი კოშკელიშვილის პასუხი ბულინგზე და მიმართვა გამომწერებს (ვიდეო)

"დამიწერეს, რომ ვარ მახინჯი... ცოტა ხნის წინ მუცელი მომეშალა, ამ კომენტარებმა თუ ბედნიერება მოგანიჭათ, მიხარია" - ნუკი კოშკელიშვილის პასუხი ბულინგზე და მიმართვა გამომწერებს (ვიდეო)

ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი მიმართავს სოციალური ქსელის იმ მომხმარებლებს, რომლებიც მის მიმართ აგრესიულობით გამოირჩევიან და ნეგატიური შინაარსის კომენტარებს უწერენ.

"არ მჩვევია პოსტების გამოხმაურება, მაგრამ მომინდა. წინა პოსტზე ვიღაცებმა დამიწერეს, რომ ვარ მახინჯი. როცა ადამიანი მახინჯია, ასე თქმა არ შეიძლება, უზრდელობაა. ვარ მახინჯი, მეტსაც გეტყვით დიდი ცხვირი მაქვს, დაღრეცილი ტუჩი, დაბადებიდან მაქვს კუნთის დისტროფია, მაქვს თხელი თმა, ვცხოვრობ ჩვეულებრივ, ანგრეულ ბინაში, ახლა, სულ ცოტა ხნის წინ მუცელიც მომეშალა, ჩემმა შვილმა ლაპარაკი დაიწყო 4 წლის ასაკში, ალბათ, დედადაც არ ვარგივარ, რაც შეეხება ამ კომენტარებს, თუ ამან თქვენ ბედნიერება მოგანიჭათ, მიხარია. წარმატებებს გისურვებთ, მე შევხედე ყველას პროფილს და ძალიან ლამაზები იყავით ყველანი, ყოველ შემთხვევაში ჩემს თვალში.

კიდევ იყო რამდენიმე, რომელმაც დაწერა, რომ ამდენი ხანია ამერიკაში ხარ და ვერაფერს მიაღწიეო. აბსოლუტურად მართალი ხართ: ვერაფერს მივაღწიე. ა, კიდევ დამავიწყდა: უკანალი მაქვს ძალიან დიდი და ფეხები მსუქანი, არ ვიცი რა ვქნა, რომელ წყალში გადავვარდე, ყოველგვარი სარკაზმის გარეშე. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს" - ამბობს ნუკი.

კოშკელიშვილმა ცოტა ხნის წინ აცნობა გამომწერებს, რომ მეორე შვილის მოლოდინში იყო. ნუკი თავიდანვე წერდა, ამ ორსულობისას განსაკუთრებით აწუხებდა ტოქსიკოზი. რამდენიმე დღის წინ კი ერთ-ერთ ვიდეოში აღნიშნავდა, რომ სისხლდენა და მუცლის მოშლის საშიშროება ჰქონდა.

ნუკი, ფაქტობრივად, ორ ქვეყანაში ცხოვრობს - საქართველოსა და ამერიკაში. რამდენიმე თვე ამერიკაშია, შემდეგ ასევე რამდენიმე თვეს საქართველოში ატარებს შვილთან ერთად და ხანდახან ამერიკელი ქმარი, ბენიც ჩამოდის ხოლმე ცოლის სამშობლოში.