„ფავორიტი სტილის“ კიდევ ერთი წარმატება - სტამბის მიერ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე აშშ-ში გავიდა

„ფავორიტი სტილის“ კიდევ ერთი წარმატება -  სტამბის მიერ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე აშშ-ში გავიდა

სტამბა „ფავორიტი სტილი“ 2023 წელს წარმატებით აჯამებს და 2024 წელს ახალი შესაძლებლობებით იწყებს - სტამბის მიერ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე აშშ-ში გავიდა.

როგორც სტამბის კომერციული დირექტორი ნათია გულორდავა განმარტავს, ეს იქნება პირველი შეკვეთა, რომელიც საქართველოში წარმოებიდან ამერიკაში მიწოდებამდე ყველა ეტაპს „ფავორიტის“ მეშვეობით გაივლის. რაც შეეხება პროდუქტს, ეს არის ბრენდირებული ყუთები, რომელიც უმაღლესი ხარისხის მასალებითა და თანამედროვე დანადგარებით არის წარმოებული.

უფრო დეტალურად, რას ნიშნავს კომპანიისთვის ეს წარმატება, როგორ ინარჩუნებს ის უმაღლეს ხარისხს და რა შეთავაზებები აქვს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ბიზნესისთვის, ამის შესახებ „ფავორიტი სტილის“ კომერციული დირექტორი - ნათია გულორდავა საუბრობს:

  • „ფავორიტის“ მიერ შექმნილი შეფუთვები ექსპორტზე გავიდა აშშ-ში, სადაც კონკურენცია საკმაოდ მაღალია. რას ნიშნავს ეს წარმატება კომპანიისთვის?

ჩვენი მასშტაბები და შესაძლებლობები გვიჩენს ჯანსაღ ამბიციას, „ფავორიტის“ სახელი გავიტანოთ და მყარად დავამკვიდროთ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. ეს არის სტამბა, რომელსაც ენდობიან როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე.

ჩვენი შეფუთვები (ყუთები) გადის ევროპაში, აზიასა და ჩინეთში, რომლის ექსპორტსაც თავად დამკვეთი ახორციელებს. თუმცა უდიდესი წარმატება, რომლითაც 2023 წლის ბოლოს და ახალი წლის დასაწყისში საკუთარ თავს ერთგვარად საჩუქარი გავუკეთეთ, არის აშშ-ის ბაზარზე გასვლა. კერძოდ, ჩვენ მიერ დამზადებული ყუთები ექსპორტზე გავიდა აშშ-ში და ეს არის პირველი შეკვეთა, რომელიც ყველა ეტაპს ამერიკამდე „ფავორიტის“ მეშვეობით გაივლის. ჩვენ უზრუნველვყოფთ მის გაგზავნას და ამერიკაში შესაბამის კომპანიაში ადგილზე მიტანასაც.

  • გარდა ევროპის, აზიის, ჩინეთის და ახლა უკვე ამერიკისა, წლების განმავლობაში რა გამოცდილება ჰქონდა „ფავორიტი სტილს“ ექსპორტის მიმართულებით?

COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გავა. კოვიდის დროს აქტიურად ვთანამშრომლობდით აშშ-სთან და რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან, მათ შორის უკრაინასთანაც. აღნიშნულ ქვეყნებში შედიოდა ისეთი პროდუქცია, რომელსაც კოვიდრეგულაციების დროს მოიხმარდნენ.

  • საინტერესოა, ასეთი მნიშვნელოვანი მიღწევის შემდეგ, როგორ ემზადებით საახალწლოდ თქვენს პარტნიორებთან ერთად?

ნოემბერი-დეკემბერი ჩვენთვის განსაკუთრებით დატვირთული პერიოდია. ჩვენი დამკვეთები ამ პერიოდში განსაკუთრებით ზრუნავენ, თავიანთი მომხმარებლებისა თუ თანამშრომლებისთვის სადღესასწაულო სასაჩუქრე პროდუქტი შექმნან. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, იყვნენ გამორჩეულები. გარდა ადგილზე წარმოებული პროდუქციისა, დამკვეთს ვთავაზობთ იმპორტირებულ პროდუქციას ბრენდირებული აქსესუარების მიმართულებით.

  • რა შეთავაზებები აქვს „ფავორიტს“ მიმდინარე თუ პოტენციური პარტნიორებისთვის?

„ფავორიტი“ არის კომპანია, რომელიც მუდმივად მომხმარებლის მოთხოვნებზეა ორიენტირებული. ჩვენ ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ მათ სურვილებს და მუდმივად შევთავაზოთ ინოვაციური, განსაკუთრებული პროდუქტები. სულ ცოტახნის წინ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, წარმოებაში დავამატეთ ორი თანამედროვე სტანდარტების, მსოფლიოში უკვე კარგად ცნობილი დანადგარი. მათ შორის არის ქაღალდის ჩანთებზე მომუშავე დანადგარი, რომელიც მაქსიმალურად ზოგავს ადამიანური რესურსს და მთლიანად ავტომატიზებულია. აღნიშნული მახასიათებლები საბოლოოდ დანადგარის მაღალ წარმადობაზე აისახება. დანადგარს საათში ათასობით ჩანთის დამზადება შეუძლია. ასევე, სიახლე გვაქვს ციფრული ბეჭდვის მიმართულებითაც. „კონიკა მინოლტა“ - ეს არის დანადგარი რომელიც ბეჭდვის სრულიად ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიას გვთავაზობს. „კონიკა მინოლტას“ დახმარებით და მისი ტექნიკური მონაცემების გამოყენებით შეგიძლიათ, ჩვეულებრივი ფლაერი და სავიზიტო ბარათი გამორჩეული გახდეს.

  • საინტერესოა, როგორ უწყობს ხელს „ფავორიტი“ სტილი ქართულ წარმოებას?

3 ათეული წელია, რაც ბაზარზე ვართ და ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივ წარმოებას განვითარებაში მნიშვნელოვნად ვუწყობთ ხელს. ყოველთვის ვუდგავართ გვერდით მცირე ბიზნესს. ვფიქრობ, საწყის ეტაპზე განსაკუთრებული მხარდაჭერა სწორედ სტარტაპერებს სჭირდებათ რათა საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ და იმ სირთულეებმა რომელიც ახალი ბრენდის გამოჩენას თან სდევს არ შეაფერხოს მათი საქმიანობა. ფავორიტის გუნდი ყოველთვის განსაკუთრებულ ფასსა და ლოიალურ პირობებს სთავაზობს მათ. ახლო მომავალში იგეგმება მასშტაბური პროექტიც რომელიც სწორედ სტარტაპერებისკენ იქნება მიმართული და სრულად დააკმაყოფილებს მათ საჭიროებებს.

  • როგორ აისახება საახალწლო შეფუთვები გაყიდვებზე და რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მას ბიზნესი?

შეფუთვა უნდა გადმოსცემდეს ბრენდის იდენტობასა და სადღესასწაულო განწყობას, სწორედ ამიტომ კომპანიების სურვილებიც ამ პერიოდში სცდება სტანდარტულ მოთხოვნებს და „ფავორიტიც“ ყოველთვის მზად არის, შეასრულოს ნებისმიერი სირთულის კრეატიული შეკვეთა მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად.

  • რა სიახლეებს ნერგავს „ფავორიტი“ როგორც კომპანიაში, ისე ქართულ პოლიგრაფიულ ბაზარზე და რა წვლილი შეიტანეთ აღნიშნული სფეროს განვითარებაში?

ფავორიტი არის 20 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული პოლიგრაფიული საწარმო, რომელიც დამკვეთს ერთი ფანჯრის პრინციპით ემსახურება. იქნება ეს ოფსეტის, გოფრირებული და მყარი ყუთების, პრემიუმ ხარისხის ყუთების, ტექსტილის, ქაღალდის ჩანთებისა თუ გარე რეკლამის მიმართულება. გამოცდილი კადრების და თანამედროვე დანადგარების დახმარებით ჩვენ გამოვირჩევით ოპერატიულობით, ხარისხითა და კონკურენტუნარიანი ფასებით.

„ფავორიტი“ არის ინოვატორი კომპანია, რომელიც მუდმივად ნერგავს ახალ სტანდარტებს, რომელსაც შემდგომ სხვა კომპანიებიც ითვალისწინებენ. ეს, რა თქმა უნდა, გვახარებს რადგან კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა ჩვენი სფეროს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

  • რა არის „ფავორიტის“ სამომავლო გეგმები?

ჩვენ არ ვჩერდებით, ფავორიტი არის სტამბა, რომელსაც ენდობიან და ჩვენც მუდმივად ვვითარდებით ამ ნდობის გასამართლებლად. ვცდილობთ ,წარმოება გავხადოთ უფრო მეტად ავტომატიზებული, რაც დაგვეხმარება ვიყოთ მეტად ოპერატიულები. „ფავორიტი“ უკვე ადგილს იმკვიდრებს მსოფლიო ბაზარზეც და ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამ მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს.

R