სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს უბრალო ექსპედიცია არაა" - ქართველი მეცნიერის ისტორიული მისია ანტარქტიდაზე - რას ჰყვება პირველი ქართველი მეცნიერი, რომელიც ანტარქტიდის კონტინენტზე მიემგზავრება?
"ეს უბრალო ექსპედიცია არაა" - ქართველი მეცნიერის ისტორიული მისია ანტარქტიდაზე - რას ჰყვება პირველი ქართველი მეცნიერი, რომელიც ანტარქტიდის კონტინენტზე მიემგზავრება?

თით­ქმის ხუ­თწ­ლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ, გლა­ცი­ო­ლო­გი (მყინ­ვა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი), ავ­სტრა­ლი­ის მო­ნა­შის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რი და ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ლე­ვან ტი­ე­ლი­ძე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს 2023-2024 წლე­ბის ავ­სტრა­ლი­ის ან­ტარ­ქტი­კულ პროგ­რა­მა­ში. ექ­სპე­დი­ცია, რომ­ლის მი­ზა­ნია აღ­მო­სავ­ლეთ ან­ტარ­ქტი­დის ერთ-ერთი უდი­დე­სი - დენ­მე­ნის მყინ­ვა­რის კომ­პლექ­სუ­რი შეს­წავ­ლა, და­ახ­ლო­ე­ბით ორ­თვე­ნა­ხე­ვა­რი გაგ­რძელ­დე­ბა.

"დენ­მე­ნის მყინ­ვა­რი ან­ტარ­ქტი­დის ერთ-ერთი უდი­დე­სი მყინ­ვა­რია და ვი­ნა­ი­დან კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მი­მართ ძა­ლი­ან მო­წყვლა­დია, გად­ნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ ამ მყინ­ვარს აქვს მსოფ­ლიო ოკე­ა­ნის დო­ნის 1,5 მეტ­რით აწე­ვის პო­ტენ­ცი­ა­ლი. კვლე­ვის პრო­ცეს­ში ასე­ვე შე­ის­წავ­ლე­ბა ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის რე­აქ­ცია კლი­მატ­სა და გა­რე­მოს ცვლი­ლე­ბებ­ზე. უფრო ფარ­თო მას­შტა­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ეს კვლე­ვე­ბი ხელს შე­უ­წყობს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი და მსოფ­ლიო კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას“, - გვე­უბ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე ცივ და ყი­ნუ­ლო­ვან კონ­ტი­ნენტზე გამ­გზავ­რე­ბამ­დე ავ­სტრა­ლი­ა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით.

ლე­ვან ტი­ე­ლი­ძე:

- ან­ტარ­ქტი­და დე­და­მი­წის ყვე­ლა­ზე სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე და ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად და­სახ­ლე­ბუ­ლი კონ­ტი­ნენ­ტია. ის სი­დი­დით ავ­სტრა­ლი­ას და ევ­რო­პა­საც კი აღე­მა­ტე­ბა. ან­ტარ­ქტი­და ასე­ვე არის ყვე­ლა­ზე ცივი, ყვე­ლა­ზე მშრა­ლი, ყვე­ლა­ზე თეთ­რი, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი (მყინ­ვა­რუ­ლი სა­ფა­რის ჩათ­ვლით) და ყვე­ლა­ზე ქა­რი­ა­ნი კონ­ტი­ნენ­ტი დე­და­მი­წა­ზე. ან­ტარ­ქტი­დის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ყი­ნუ­ლის სა­ფა­რი­თაა და­ფა­რუ­ლი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლო სის­ქე და­ახ­ლო­ე­ბით 2,2კმ-ს შე­ად­გენს, მაქ­სი­მა­ლუ­რი სის­ქე კი 4,5 კი­ლო­მეტ­რამ­დეა. შე­სა­ბა­მი­სად, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ყი­ნუ­ლის 90 პრო­ცენ­ტი და მტკნა­რი წყლის მა­რა­გის 70 პრო­ცენ­ტი სწო­რედ აქაა თავ­მოყ­რი­ლი.

- ან­ტარ­ქტი­დის ავ­სტრა­ლი­ურ კვლე­ვებ­ზე რას გვე­ტყვით?

- ავ­სტრა­ლი­ის ან­ტარ­ქტი­კუ­ლი პროგ­რა­მა არის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უდი­დე­სი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ფა­რავს არა მხო­ლოდ ან­ტარ­ქტი­დის კონ­ტი­ნენტს, არა­მედ სამ­ხრე­თის ოკე­ა­ნე­საც და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვს მსოფ­ლი­ოს თა­ნა­მედ­რო­ვე და წარ­სუ­ლი გა­რე­მოს, ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­დე­გე­ბის გა­გე­ბა­ში. ავ­სტრა­ლი­ელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა ან­ტარ­ქტი­დის კვლე­ვა 1940-იანი წლე­ბი­დან და­ი­წყეს, ხოლო უკვე 1954 წელს ავ­სტრა­ლი­ის ეროვ­ნულ­მა ან­ტარ­ქტი­დის კვლე­ვით­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ უშუ­ა­ლოდ ან­ტარ­ქტი­დის კონ­ტი­ნენტზე და­ა­არ­სა მო­უსო­ნის ბაზა. მას შემ­დეგ ავ­სტრა­ლია ინარ­ჩუ­ნებს უწყვეტ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებს ან­ტარ­ქტი­და­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ დღეს­დღე­ო­ბით ან­ტარ­ქტი­დის კონ­ტი­ნენ­ტის 42% ავ­სტრა­ლი­ის მფლო­ბე­ლო­ბა­შია.

- რო­დის და­ი­გეგ­მა თქვე­ნი ექ­სპე­დი­ცია და რა არის კვლე­ვის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი?

- ეს ექ­სპე­დი­ცია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იგეგ­მე­ბო­და, მაგ­რამ სრულ­ფა­სოვ­ნად მომ­ზა­დე­ბას დიდი დრო დას­ჭირ­და. უშუ­ა­ლოდ ან­ტარ­ქტი­დის კონ­ტი­ნენტზე ამ­ჟა­მად ავ­სტრა­ლი­ის მფლო­ბე­ლო­ბა­შია სამი მუდ­მივ­მოქ­მე­დი სად­გუ­რი - ქე­ი­სი, დე­ვი­სი და მო­უსო­ნი, ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე სე­ზო­ნუ­რი სად­გუ­რიც - მათ შო­რის ბან­გერ­ჰილ­სი. ეს სად­გუ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რად შარ­შან გა­იხ­სნა და წელს უკვე პირ­ველ ექ­სპე­დი­ცი­ას მი­ი­ღებს. ჩვე­ნი ჯგუ­ფი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ტას­მა­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ ჰო­ბარ­ტი­დან მი­ემ­გზავ­რე­ბა ქე­ი­სის სად­გურ­ში, სა­ი­და­ნაც რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­დავფრინ­დე­ბით ბან­გერ­ჰილ­სის სე­ზო­ნურ სად­გურ­ში.

კვლე­ვის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია ის, რომ შე­ვის­წავ­ლოთ დენ­მე­ნის მყინ­ვა­რის მა­სის და­კარ­გვის რის­კე­ბი მომ­დევ­ნო ათწლე­უ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში. ასე­ვე, მყინ­ვა­რის შემ­ცი­რე­ბის ის­ტო­რია გე­ო­ლო­გი­ურ წარ­სულ­ში. დენ­მე­ნის მყინ­ვა­რი ან­ტარ­ქტი­დის ერთ-ერთი უდი­დე­სი მყინ­ვა­რია და ვი­ნა­ი­დან კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მი­მართ ძა­ლი­ან მო­წყვლა­დია, გად­ნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ ამ მყინ­ვარს აქვს მსოფ­ლიო ოკე­ა­ნის დო­ნის 1,5 მეტ­რით აწე­ვის პო­ტენ­ცი­ა­ლი. კვლე­ვის პრო­ცეს­ში ასე­ვე შე­ის­წავ­ლე­ბა ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის რე­აქ­ცია კლი­მატ­სა და გა­რე­მოს ცვლი­ლე­ბებ­ზე. უფრო ფარ­თო მას­შტა­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ეს კვლე­ვე­ბი ხელს შე­უ­წყობს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი და მსოფ­ლიო კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას. ასე­ვე, გან­სა­ზღვრავს ავ­სტრა­ლი­ის ან­ტარ­ქტი­კუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მის სა­მო­მავ­ლო პრი­ო­რი­ტე­ტებს. ექ­სპე­დი­ცი­ა­ში სულ 42 ადა­მი­ა­ნი ვართ, აქე­დან 27 მეც­ნი­ე­რი და 15 ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი. მე­ცი­ე­რე­ბი კომ­პლექ­სუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­მუ­შა­ვებთ გლა­ცი­ო­ლო­გი­ის, გე­ო­ფი­ზი­კის, კლი­მა­ტის, ოკე­ა­ნის, დის­ტან­ცი­უ­რი ზონ­დი­რე­ბის და ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის კუ­თხით. ტექ­ნი­კურ პერ­სო­ნალ­ში მო­ი­აზ­რე­ბა სა­ვე­ლე გამ­ყო­ლე­ბი, ვეტმფრე­ნის და დრო­ნის პი­ლო­ტე­ბი, ასე­ვე ის, ვინც ბა­ნაკს მო­მა­რა­გე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს. ექ­სპე­დი­ცი­ის ძი­რი­თა­დი შე­მო­ად­გენ­ლო­ბა ავ­სტრა­ლი­ე­ლე­ბი­თაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი.

ავ­სტრა­ლი­ის ან­ტარ­ქტი­კუ­ლი ტე­რი­ტო­რია

- რამ­დენ ხანს გას­ტანს ექ­სპე­დი­ცია, სად და­ბა­ნაკ­დე­ბით, რო­მე­ლი სე­ზო­ნია ახლა ან­ტარ­ქტი­და­ზე და რა ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მო­გი­წევთ ორ­თვე­ნა­ხე­ვა­რი მუ­შა­ო­ბა?

- და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ვა­რა­უ­დე­ვია ორ­თვე­ნა­ხე­ვა­რი, რად­გან თე­ბერ­ვლის შუა რი­ცხვე­ბამ­დე მოგ­ვი­წევს ველ­ზე ყოფ­ნა. თუმ­ცა ამინ­დებ­ზე ბევ­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი და შე­იძ­ლე­ბა ეს თა­რი­ღე­ბი მეტ­ნაკ­ლე­ბად შე­იც­ვა­ლოს. ძი­რი­თა­დი ბა­ნა­კი გვექ­ნე­ბა ბან­გერ ჰილ­სის სე­ზო­ნურ სად­გურ­ში, სა­ი­და­ნაც ჩვე­ნი ჯგუ­ფი და­მა­ტე­ბით ექვს სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე იმუ­შა­ვებს. რად­გან ეს ად­გი­ლე­ბი ბან­გერ ჰილ­სი­დან საკ­მაო მან­ძი­ლი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ ფრე­ნე­ბი ორი სხვა­დას­ხვა ვეტმფრე­ნით გვექ­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ექ­სტრე­მა­ლუ­რი სტრატ­კო­ნას მთაა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დი ბა­ნა­კი­დან 150 კი­ლო­მეტ­რით კი­დევ უფრო შიდა კონ­ტი­ნენტზე მდე­ბა­რე­ობს.

ვი­ნა­ი­დან ამ­ჟა­მად სამ­ხრეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ში ზა­ფხუ­ლის პე­რი­ო­დია, დიდი ყინ­ვე­ბი არც ან­ტარ­ქტი­დის კონ­ტი­ნენტზეა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მა­გა­ლი­თად, ნო­ემ­ბრის თვის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი ქე­ი­სის სად­გურ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით მი­ნუს 10-15 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. თუმ­ცა სტრატ­კო­ნას მთა­ზე, სა­დაც ათ­დღი­ა­ნი გას­ვლა გვექ­ნე­ბა, მი­ნუს 40 გრა­დუ­სია ნა­ვა­რა­უ­დე­ვი და, რა თქმა უნდა, ჩვენც შე­სა­ბა­მი­სად მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით.

ლე­ვან ტი­ე­ლი­ძის მარ­შრუ­ტი

- მე­რამ­დე­ნე ქარ­თვე­ლი ხართ, ვინც ან­ტარ­ქტი­და­ზე გა­ემ­გზავ­რა?

- სულ რამ­დე­ნი ქარ­თვე­ლია ნამ­ყო­ფი, ზუს­ტად არ ვიცი, თუმ­ცა სა­მეც­ნი­ე­რო სივ­რცე­ში რაც მო­ვი­ძიე და დო­კუ­მენ­ტუ­რად რაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, მეც­ნი­ე­რე­ბი­დან სულ ხუთი ქარ­თვე­ლი მკვლე­ვა­რია ნამ­ყო­ფი. აქე­დან ორნი - გარ­სე­ვან კურ­დღე­ლა­ი­ძე და ლა­შარ ფუ­ლა­რი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ობ­დნენ და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ექ­სპე­დი­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. პავ­ლე მა­ი­სუ­რა­ძე და თე­მურ გრი­გო­რაშ­ვი­ლი რუ­სეთ­ში მუ­შა­ობ­დნენ და მა­თაც საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში იმოგ­ზა­უ­რეს. ვლა­დი­მერ პა­პი­ტაშ­ვი­ლიც ჯერ რუ­სეთ­ში მუ­შა­ობ­და და შემ­დეგ ამე­რი­კა­ში და შე­სა­ბა­მი­სად, ჯერ საბ­ჭო­თა ექ­სპე­დი­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, შემ­დეგ კი ამე­რი­კულ­ში. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მას­თან პი­რა­დად მქონ­და კონ­ტაქ­ტი და რო­გორც მი­თხრა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს უცხოვ­რია.

- რას ნიშ­ნავს ეს ექ­სპე­დი­ცია თქვენ­თვის, რო­გორც მეც­ნი­ე­რის­თვის?

- რა თქმა უნდა, ეს ბევრ და­დე­ბით ემო­ცი­ას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ან­ტარ­ქტი­და­ზე წას­ვლა უბ­რა­ლო ექ­სპე­დი­ცია არაა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი მეც­ნი­ე­რი თუ მოგ­ზა­უ­რი ოც­ნე­ბობს იქ მოხ­ვედ­რა­ზე. მას შემ­დეგ რაც ახალ ზე­ლან­დი­ა­ში სა­დოქ­ტო­რო კვლე­ვა­ზე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, არა­ერ­თი მცდე­ლო­ბა მქონ­და, თუმ­ცა კო­ვიდ პან­დე­მი­ის და სხვა­დას­ხვა დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გამო, ეს ვერ მო­ხერ­ხდა. ავ­სტრა­ლი­ა­ში გად­მოს­ვლის შემ­დეგ, ამ პროგ­რა­მა­ში მო­სახ­ვედ­რად ყვე­ლა კონ­კურ­სი და სა­ვალ­დე­ბუ­ლო ეტა­პი გა­ვი­ა­რე სრუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის ჩათ­ვლით. ამი­ტომ რო­დე­საც ვფიქ­რობ, რომ ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან და ის­ტო­რი­ულ მი­სი­ა­ში მი­წევს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბიც ბუ­ნებ­რი­ვად მო­დის.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თინათინი
0

წარმატებას გისურვებთ. ბევრი თქვენნაირი სჭირდება დედამიწას. 

li
0

გზა დაგვილოცნია ღმერთი გფარავეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ეს უბრალო ექსპედიცია არაა" - ქართველი მეცნიერის ისტორიული მისია ანტარქტიდაზე - რას ჰყვება პირველი ქართველი მეცნიერი, რომელიც ანტარქტიდის კონტინენტზე მიემგზავრება?

"ეს უბრალო ექსპედიცია არაა" - ქართველი მეცნიერის ისტორიული მისია ანტარქტიდაზე - რას ჰყვება პირველი ქართველი მეცნიერი, რომელიც ანტარქტიდის კონტინენტზე მიემგზავრება?

თითქმის ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ, გლაციოლოგი (მყინვარების სპეციალისტი), ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მეცნიერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან ტიელიძე მონაწილეობას მიიღებს 2023-2024 წლების ავსტრალიის ანტარქტიკულ პროგრამაში. ექსპედიცია, რომლის მიზანია აღმოსავლეთ ანტარქტიდის ერთ-ერთი უდიდესი - დენმენის მყინვარის კომპლექსური შესწავლა, დაახლოებით ორთვენახევარი გაგრძელდება.

"დენმენის მყინვარი ანტარქტიდის ერთ-ერთი უდიდესი მყინვარია და ვინაიდან კლიმატის ცვლილების მიმართ ძალიან მოწყვლადია, გადნობის შემთხვევაში მხოლოდ ამ მყინვარს აქვს მსოფლიო ოკეანის დონის 1,5 მეტრით აწევის პოტენციალი. კვლევის პროცესში ასევე შეისწავლება ბიომრავალფეროვნების რეაქცია კლიმატსა და გარემოს ცვლილებებზე. უფრო ფართო მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, ეს კვლევები ხელს შეუწყობს რეგიონალური და მსოფლიო კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას“, - გვეუბნება ქართველი მეცნიერი, რომელსაც ყველაზე ცივ და ყინულოვან კონტინენტზე გამგზავრებამდე ავსტრალიაში დავუკავშირდით.

ლევან ტიელიძე:

- ანტარქტიდა დედამიწის ყველაზე სამხრეთით მდებარე და ყველაზე ნაკლებად დასახლებული კონტინენტია. ის სიდიდით ავსტრალიას და ევროპასაც კი აღემატება. ანტარქტიდა ასევე არის ყველაზე ცივი, ყველაზე მშრალი, ყველაზე თეთრი, ყველაზე მაღალი (მყინვარული საფარის ჩათვლით) და ყველაზე ქარიანი კონტინენტი დედამიწაზე. ანტარქტიდის ძირითადი ნაწილი ყინულის საფარითაა დაფარული, რომლის საშუალო სისქე დაახლოებით 2,2კმ-ს შეადგენს, მაქსიმალური სისქე კი 4,5 კილომეტრამდეა. შესაბამისად, მთელი მსოფლიოს ყინულის 90 პროცენტი და მტკნარი წყლის მარაგის 70 პროცენტი სწორედ აქაა თავმოყრილი.

- ანტარქტიდის ავსტრალიურ კვლევებზე რას გვეტყვით?

- ავსტრალიის ანტარქტიკული პროგრამა არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ორგანიზაცია, რომელიც ფარავს არა მხოლოდ ანტარქტიდის კონტინენტს, არამედ სამხრეთის ოკეანესაც და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოს თანამედროვე და წარსული გარემოს, ბიომრავალფეროვნების და კლიმატის ცვლილების შედეგების გაგებაში. ავსტრალიელმა მეცნიერებმა ანტარქტიდის კვლევა 1940-იანი წლებიდან დაიწყეს, ხოლო უკვე 1954 წელს ავსტრალიის ეროვნულმა ანტარქტიდის კვლევითმა ექსპედიციამ უშუალოდ ანტარქტიდის კონტინენტზე დააარსა მოუსონის ბაზა. მას შემდეგ ავსტრალია ინარჩუნებს უწყვეტ სამეცნიერო კვლევებს ანტარქტიდაში. აღსანიშნავია ისიც, რომ დღესდღეობით ანტარქტიდის კონტინენტის 42% ავსტრალიის მფლობელობაშია.

- როდის დაიგეგმა თქვენი ექსპედიცია და რა არის კვლევის ძირითადი მიზანი?

- ეს ექსპედიცია წლების განმავლობაში იგეგმებოდა, მაგრამ სრულფასოვნად მომზადებას დიდი დრო დასჭირდა. უშუალოდ ანტარქტიდის კონტინენტზე ამჟამად ავსტრალიის მფლობელობაშია სამი მუდმივმოქმედი სადგური - ქეისი, დევისი და მოუსონი, ასევე, რამდენიმე სეზონური სადგურიც - მათ შორის ბანგერჰილსი. ეს სადგური სპეციალურად შარშან გაიხსნა და წელს უკვე პირველ ექსპედიციას მიიღებს. ჩვენი ჯგუფი უახლოეს დღეებში ტასმანიის დედაქალაქ ჰობარტიდან მიემგზავრება ქეისის სადგურში, საიდანაც რამდენიმე დღეში გადავფრინდებით ბანგერჰილსის სეზონურ სადგურში.

კვლევის ძირითადი მიზანია ის, რომ შევისწავლოთ დენმენის მყინვარის მასის დაკარგვის რისკები მომდევნო ათწლეულების პერიოდში. ასევე, მყინვარის შემცირების ისტორია გეოლოგიურ წარსულში. დენმენის მყინვარი ანტარქტიდის ერთ-ერთი უდიდესი მყინვარია და ვინაიდან კლიმატის ცვლილების მიმართ ძალიან მოწყვლადია, გადნობის შემთხვევაში მხოლოდ ამ მყინვარს აქვს მსოფლიო ოკეანის დონის 1,5 მეტრით აწევის პოტენციალი. კვლევის პროცესში ასევე შეისწავლება ბიომრავალფეროვნების რეაქცია კლიმატსა და გარემოს ცვლილებებზე. უფრო ფართო მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, ეს კვლევები ხელს შეუწყობს რეგიონალური და მსოფლიო კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას. ასევე, განსაზღვრავს ავსტრალიის ანტარქტიკული სამეცნიერო სტრატეგიული გეგმის სამომავლო პრიორიტეტებს. ექსპედიციაში სულ 42 ადამიანი ვართ, აქედან 27 მეცნიერი და 15 ტექნიკური პერსონალი. მეციერები კომპლექსური მიმართულებით ვიმუშავებთ გლაციოლოგიის, გეოფიზიკის, კლიმატის, ოკეანის, დისტანციური ზონდირების და ბიომრავალფეროვნების კუთხით. ტექნიკურ პერსონალში მოიაზრება საველე გამყოლები, ვეტმფრენის და დრონის პილოტები, ასევე ის, ვინც ბანაკს მომარაგებით უზრუნველყოფს. ექსპედიციის ძირითადი შემოადგენლობა ავსტრალიელებითაა დაკომპლექტებული.

ავსტრალიის ანტარქტიკული ტერიტორია

- რამდენ ხანს გასტანს ექსპედიცია, სად დაბანაკდებით, რომელი სეზონია ახლა ანტარქტიდაზე და რა ტემპერატურაზე მოგიწევთ ორთვენახევარი მუშაობა?

- დაახლოებით ნავარაუდევია ორთვენახევარი, რადგან თებერვლის შუა რიცხვებამდე მოგვიწევს ველზე ყოფნა. თუმცა ამინდებზე ბევრია დამოკიდებული და შეიძლება ეს თარიღები მეტნაკლებად შეიცვალოს. ძირითადი ბანაკი გვექნება ბანგერ ჰილსის სეზონურ სადგურში, საიდანაც ჩვენი ჯგუფი დამატებით ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე იმუშავებს. რადგან ეს ადგილები ბანგერ ჰილსიდან საკმაო მანძილითაა დაშორებული, ამიტომ ფრენები ორი სხვადასხვა ვეტმფრენით გვექნება. აღნიშნული ლოკაციებიდან ყველაზე ექსტრემალური სტრატკონას მთაა, რომელიც ძირითადი ბანაკიდან 150 კილომეტრით კიდევ უფრო შიდა კონტინენტზე მდებარეობს.

ვინაიდან ამჟამად სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულის პერიოდია, დიდი ყინვები არც ანტარქტიდის კონტინენტზეა მოსალოდნელი. მაგალითად, ნოემბრის თვის საშუალო ტემპერატურები ქეისის სადგურზე დაახლოებით მინუს 10-15 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. თუმცა სტრატკონას მთაზე, სადაც ათდღიანი გასვლა გვექნება, მინუს 40 გრადუსია ნავარაუდევი და, რა თქმა უნდა, ჩვენც შესაბამისად მომზადებულები ვიქნებით.

ლევან ტიელიძის მარშრუტი

- მერამდენე ქართველი ხართ, ვინც ანტარქტიდაზე გაემგზავრა?

- სულ რამდენი ქართველია ნამყოფი, ზუსტად არ ვიცი, თუმცა სამეცნიერო სივრცეში რაც მოვიძიე და დოკუმენტურად რაც დადასტურებულია, მეცნიერებიდან სულ ხუთი ქართველი მკვლევარია ნამყოფი. აქედან ორნი - გარსევან კურდღელაიძე და ლაშარ ფულარიანი საქართველოში მუშაობდნენ და საბჭოთა კავშირის ექსპედიციაში მონაწილეობდნენ. პავლე მაისურაძე და თემურ გრიგორაშვილი რუსეთში მუშაობდნენ და მათაც საბჭოთა პერიოდში იმოგზაურეს. ვლადიმერ პაპიტაშვილიც ჯერ რუსეთში მუშაობდა და შემდეგ ამერიკაში და შესაბამისად, ჯერ საბჭოთა ექსპედიციაში მონაწილეობდა, შემდეგ კი ამერიკულში. რამდენიმე წლის წინ მასთან პირადად მქონდა კონტაქტი და როგორც მითხრა, საქართველოში არასდროს უცხოვრია.

- რას ნიშნავს ეს ექსპედიცია თქვენთვის, როგორც მეცნიერისთვის?

- რა თქმა უნდა, ეს ბევრ დადებით ემოციასთანაა დაკავშირებული. ანტარქტიდაზე წასვლა უბრალო ექსპედიცია არაა და დარწმუნებული ვარ, ბევრი მეცნიერი თუ მოგზაური ოცნებობს იქ მოხვედრაზე. მას შემდეგ რაც ახალ ზელანდიაში სადოქტორო კვლევაზე დავიწყე მუშაობა, არაერთი მცდელობა მქონდა, თუმცა კოვიდ პანდემიის და სხვადასხვა დაბრკოლებების გამო, ეს ვერ მოხერხდა. ავსტრალიაში გადმოსვლის შემდეგ, ამ პროგრამაში მოსახვედრად ყველა კონკურსი და სავალდებულო ეტაპი გავიარე სრული სამედიცინო შემოწმების ჩათვლით. ამიტომ როდესაც ვფიქრობ, რომ ასეთ მნიშვნელოვან და ისტორიულ მისიაში მიწევს მონაწილეობის მიღება, დადებითი ემოციებიც ბუნებრივად მოდის.