მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში ფესტივალ "განდაგანა" - ზე "მგზავრები", "თამადა" და სხვა მუსიკალური ჯგუფები იმღერებენ
ბათუმში ფესტივალ "განდაგანა" - ზე "მგზავრები", "თამადა" და სხვა მუსიკალური ჯგუფები იმღერებენ

„მგზავ­რე­ბი“, „თა­მა­და“ „გორ­დე­ლა“, „ბანი, „რა­ნი­ნა“ იმ მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მე­ლე­ბიც ამ უქ­მე­ებ­ზე ბა­თუმ­ში ფეს­ტი­ვალ „გან­და­გა­ნა“-ზე იმ­ღე­რე­ბენ. ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ულა­მა­ზე­სი სა­შე­მოდ­გო­მო დე­კო­რა­ცი­ე­ბით გა­ფორ­მე­ბულ ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე მთი­ა­ნი აჭა­რა თა­ვი­სი კულ­ტუ­რით, კუ­ლი­ნა­რი­ით, ტრა­დი­ცი­ე­ბი­თა და რეწ­ვის დარ­გე­ბით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. წელს, ფეს­ტი­ვალ გან­და­გა­ნას ფარ­გლებ­ში მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი აჭა­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და ხალ­ხუ­რი რეწ­ვის დარ­გე­ბის წარ­მო­ჩე­ნა­ზე გა­კეთ­დე­ბა. მო­ე­წყო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კვე­ბის კუ­თხე, სა­დაც აჭა­რის ხუ­თი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ კერ­ძებს მო­ამ­ზა­დე­ბენ, ჩა­ტარ­დე­ბა მას­ტერკლა­სე­ბი და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი. ულა­მა­ზე­სი დე­კო­რა­ცი­ე­ბით გა­ფორმ­დე­ბა აჭა­რუ­ლი რეწ­ვის სივ­რცეც, რო­მელ­საც წელს „გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძე“ -ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზუ­რაბ შე­ვარ­დნა­ძე მო­ა­წყობს. აღ­ნიშ­ნულ სივ­რცე­ში აჭა­რუ­ლი ყო­ფის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მე­თუ­ნე­ო­ბის, ფე­იქ­რო­ბის, მე­ტა­ლურ­გი­ი­სა და ხის ნა­კე­თო­ბე­ბის ავ­თენ­ტუ­რი გა­რე­მო იქ­ნე­ბა შექ­მნი­ლი, რო­მე­ლიც მთი­ა­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცი­ე­ბის, სოფ­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­თენ­ტუ­რი გა­რე­მოს გა­ცო­ცხლე­ბა­სა და მთებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ და კუ­ლი­ნა­რი­ულ მას­ტერკლა­სებ­ში, ჩურ­ჩხე­ლის ამოვ­ლე­ბის, ჭა­ჭის გა­მოხ­დის, თუ­თუ­ნის დაჭ­რი­სა და საწ­ნა­ხელ­ში ყუ­რძნის და­წურ­ვის პრო­ცეს­ში. ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბა­ზე ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი „ნარ­თი“, „მუ­სი­კე­ლი“, „ათძა­ლი“, „ელე­სა“, ასე­ვე ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლე­ბი „ბერ­მუ­ხა“, „ქო­ბუ­ლე­თი“, „ფეს­ვე­ბი“, „რასა“, სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლე­ბი „არ­სი­ა­ნი“ და „აფხა­ზე­თი იზ­რუ­ნე­ბენ. სა­ღა­მოს მუ­სი­კა­ლურ პროგ­რა­მას კი ან­სამ­ბლი „შვიდ­კა­ცა“, კვარ­ტე­ტი „რა­ნი­ნა“, „თა­მა­და“, ჯგუ­ფი „გორ­დე­ლა“, „ბანი“, „მგზავ­რე­ბი“, ტრიო „გოგ­ლა­უ­რა“ და ბენ­დი „ქარ­თუ­ლი“ წარ­მო­ად­გე­ნენ. ფეს­ტი­ვა­ლი 16:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნე­ბა და მას­ზე დას­წრე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ვლებს უფა­სოდ შე­ეძ­ლე­ბა. სოფ­ლის ტუ­რიზ­მის ფეს­ტი­ვა­ლი „გან­დგა­ნა“ 2015 წლი­დან, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ორ­გა­ნი­ზე­ბით იმარ­თე­ბა. მისი მი­ზა­ნი აჭა­რუ­ლი სოფ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, წარ­მო­ჩე­ნა და სოფ­ლად ტუ­რის­ტე­ბის მოგ­ზა­უ­რო­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბაა.

NS

ავტორი:

ბათუმში ფესტივალ "განდაგანა" - ზე "მგზავრები", "თამადა" და სხვა მუსიკალური ჯგუფები იმღერებენ

ბათუმში ფესტივალ "განდაგანა" - ზე "მგზავრები", "თამადა" და სხვა მუსიკალური ჯგუფები იმღერებენ

„მგზავრები“, „თამადა“ „გორდელა“, „ბანი, „რანინა“ იმ მუსიკალური ჯგუფების მცირე ჩამონათვალია, რომელებიც ამ უქმეებზე ბათუმში ფესტივალ „განდაგანა“-ზე იმღერებენ. ორი დღის განმავლობაში, ულამაზესი საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით იქნება წარმოდგენილი. წელს, ფესტივალ განდაგანას ფარგლებში მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება. მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები. ულამაზესი დეკორაციებით გაფორმდება აჭარული რეწვის სივრცეც, რომელსაც წელს „გარდენია შევარდნაძე“ -ს დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე მოაწყობს. აღნიშნულ სივრცეში აჭარული ყოფისთვის დამახასიათებელი მეთუნეობის, ფეიქრობის, მეტალურგიისა და ხის ნაკეთობების ავთენტური გარემო იქნება შექმნილი, რომელიც მთიანი მუნიციპალიტეტების კულტურის, ტრადიციების, სოფლებში არსებული ავთენტური გარემოს გაცოცხლებასა და მთებში მოგზაურობის წახალისებას შეუწყობს ხელს.

ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ფოლკლორული ანსამბლები „ნართი“, „მუსიკელი“, „ათძალი“, „ელესა“, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები „ბერმუხა“, „ქობულეთი“, „ფესვები“, „რასა“, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლები „არსიანი“ და „აფხაზეთი იზრუნებენ. საღამოს მუსიკალურ პროგრამას კი ანსამბლი „შვიდკაცა“, კვარტეტი „რანინა“, „თამადა“, ჯგუფი „გორდელა“, „ბანი“, „მგზავრები“, ტრიო „გოგლაურა“ და ბენდი „ქართული“ წარმოადგენენ. ფესტივალი 16:00 საათზე გაიხსნება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურვლებს უფასოდ შეეძლება. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.

NS