პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავს სამარცხვინოდ იხდით, დაგცინიან და იტანთ - ვერ გააუქმებთ „ბიბლიურ თავისუფლებას“ იმიტომ, რომ ღმერთი არ არის თქვენკენ" - იაგო ხვიჩია უმრავლესობას
"თავს სამარცხვინოდ იხდით, დაგცინიან და იტანთ - ვერ გააუქმებთ „ბიბლიურ თავისუფლებას“ იმიტომ, რომ ღმერთი არ არის თქვენკენ" - იაგო ხვიჩია უმრავლესობას

სა­კუ­თა­რი უსუ­სუ­რო­ბა რომ და­გა­ნა­ხოთ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, წე­ლი­წად­ზე მე­ტია ამ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით აქ დგა­ხართ, თავს სა­მარ­ცხვი­ნოდ იხ­დით, დაგ­ცი­ნი­ან და იტანთ, ყვე­ლა­ფერს აკე­თებთ, მაგ­რამ ვერ გა­ა­უქ­მებთ "ბიბ­ლი­ურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ იმი­ტომ, რომ თქვენ არ ხართ მარ­თლე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, თქვენ ხართ არას­წორ მხა­რეს და ღმერ­თი არ არის თქვენ­კენ - ასე მი­მარ­თა "გირ­ჩის“ წევ­რმა იაგო ხვი­ჩი­ამ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, სა­დაც "თავ­დაც­ვის კო­დექსს“ გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

დე­პუ­ტატ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად კი­თხვე­ბი დას­ვა ჯარ­ში გა­წე­ვა­სა და სა­სა­მარ­თლო­ში გაწ­ვე­ვის გა­სა­ჩივ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"არის სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­ზეც კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრე­ბა, რომ მისი შე­ჩე­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სა­კი­თხე­ბი და ა.შ. თქვენ, მე­ო­რე ასეთ სა­კი­თხად და­ა­სა­ხე­ლეთ, აი, ეს ამ­ბა­ვი - ვი­ღა­ცას რომ ჯარ­ში წაყ­ვა­ნის გა­ნა­ჩენს გა­მო­უ­ტა­ნენ, სა­სა­მარ­თლო­ში რომ გა­ა­სა­ჩივ­რებს ეს მას არ აჩე­რებს აპ­რი­ო­რი, კა­ნო­ნის ძა­ლით. ამავდრო­უ­ლად, გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­შიც გი­წე­რი­ათ და ისე­დაც სა­უბ­რობთ იმას, რომ სა­სა­მარ­თლოს გარ­კვე­ულ დროს შე­ეძ­ლე­ბა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ა­ჩე­როს. ახლა, მე მა­ინ­ტე­რე­სებს, გარ­კვე­ულ დროს შე­ეძ­ლე­ბა, რომ შე­ა­ჩე­როს და რა შემ­თხვე­ვე­ბია ეს? თუ არ შე­უძ­ლია შე­ა­ჩე­როს, რო­გორც ამ კა­ნონ­ში გი­წე­რი­ათ? თუ თქვენ გუ­ლის­ხმობთ იმას, რომ რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შემ­თხვე­ვა­ში, აქაც არ უნდა შე­ჩერ­დეს, მა­შინ ნუ ამ­ბობთ და ნუ წერთ გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში იმას, რომ რა­ღაც გარ­კვე­ულ მო­მენ­ტებ­ში შე­ჩერ­დე­ბაო. ამა­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ, მაგ­რამ თუ იმას ამ­ბობთ, რომ ეს არას­დროს უნდა შე­ჩერ­დე­სო, მა­შინ, მგო­ნი, უნდა ახ­სნათ, კონ­კრე­ტუ­ლად რა არის ეს ასე­თი, რო­მე­ლიც თურ­მე არას­დროს უნდა შე­ჩერ­დეს და რო­დის ხდე­ბა ის შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო შე­ა­ჩე­რებს [გაწ­ვე­ვას]? მა­გა­ლი­თად, იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც თქვე­ნი ახ­ლო­ბე­ლი იქ­ნე­ბა ვინ­მე?“ - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

დე­პუ­ტატ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა "თავ­დაც­ვის კო­დექსში“ არ­სე­ბულ რე­ლი­გი­ურ ნა­წილ­ზე ჯარ­ში გაწ­ვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"მე­ო­რე, რე­ლი­გი­უ­რი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ თე­მა­ში. ზა­ფხულ­ში იყო ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი წარ­დგე­ნი­ლი, კა­ნონპ­რო­ექ­ტში ხომ გე­წე­რათ ის, რომ "გირ­ჩის“ წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი. რაც ამ პა­კეტ­ში შეც­ვა­ლეთ არის ის, რომ გან­მარ­ტე­ბი­თი ბა­რა­თი­დან ამო­ი­ღეთ, "გირ­ჩის“ წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი იქ და­ტო­ვეთ, რაც ეხე­ბა იმას, რომ სა­ხელ­მწი­ფო გან­სა­ზღვრავს სი­ნამ­დვი­ლე­ში, ვინ არის მორ­წმუ­ნე. სი­ნამ­დვი­ლე­ში ხომ იმას ვსა­უბ­რობთ, რომ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რი კო­მის­რებს მი­აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ, "ეს ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლი მორ­წმუ­ნეა და ეს ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლი მორ­წმუ­ნე არ არის“. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, რა შუ­ა­შია პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რი? რა­ტომ შე­მოგ­ვყავს თავ­დაც­ვის სა­კი­თხე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ახა­ლი უწყე­ბა, რო­მელ­საც ამ საქ­მე­ში აქამ­დე არა­ფე­რი ესაქ­მე­ბო­და?! ახლა, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სამ­სა­ხურ­ზე გა­და­წყვი­ტეთ, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­მა ეკ­ლე­სი­ამ, წმინ­და სი­ნოდ­მა კი არ გა­და­წყვი­ტოს, რა არის რე­ლი­გია და ვინ არის მორ­წმუ­ნე, არა­მედ ბა­ტონ­მა გრი­გოლ გი­ორ­გა­ძემ გა­და­წყვი­ტოს, ვინ არის მორ­წმუ­ნე, თქვენ­მა კო­მის­რებ­მა გა­და­წყვი­ტონ, ვინ არის მორ­წმუ­ნე, ვინ, რო­მელ რე­ლი­გი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტორ­მა და­ად­გი­ნოს, ვინ მოხ­ვდე­ბა სა­მო­თხე­ში, ვინ ჯო­ჯო­ხეთ­ში, ვის სალ­ხი­ნე­ბელ­ში გა­უშ­ვე­ბენ და ა.შ. რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო ად­გენს, ვინ არის და ვინ არ არის მორ­წმუ­ნე, შე­დის მღვდლე­ბის­თვის და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ სივ­რცე­ში, ამა­ზე არ­სე­ბობს ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს უამ­რა­ვი პრე­ცე­დენ­ტი, რომ ეს სა­ხელ­მწი­ფოს საქ­მე არ არის, მაგ­რამ თქვენ ყვე­ლა­ფერს არ­ღვევთ, ყვე­ლა­ფერს არ­ღვევთ, სა­სა­მარ­თლოს გა­და­უ­ა­რეთ, თავ­დაც­ვის კო­დექ­სით გან­სა­ზღვრავთ მო­სა­მარ­თლის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ჩერ­დე­ბა, თუ არ შე­ჩერ­დე­ბა. თქვენ უნდა გა­და­წყვი­ტოთ ადა­მი­ანს, რა დო­ნე­ზე სწამს და ამ ყვე­ლა­ფერს იმი­ტომ აკე­თებთ, რაც ამ ზა­ფხულ­ში გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში გე­წე­რათ. ახლა ეს უბ­რა­ლოდ ამო­ი­ღეთ და და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი შე­მო­ი­ტა­ნეთ და რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი არის ის, რომ "გირ­ჩის ბიბ­ლი­ურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ ებ­რძო­ლოთ. სა­კუ­თა­რი უსუ­სუ­რო­ბა რომ და­გა­ნა­ხოთ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, წე­ლი­წად­ზე მე­ტია ამ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით აქ დგა­ხართ, თავს სა­მარ­ცხვი­ნოდ იხ­დით, დაგ­ცი­ნი­ან და იტანთ, ყვე­ლა­ფერს აკე­თებთ, მაგ­რამ ვერ გა­ა­უქ­მებთ "ბიბ­ლი­ურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ იმი­ტომ,რომ თქვენ არ ხართ მარ­თლე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, თქვენ ხართ არას­წორ მხა­რეს და ღმერ­თი არ არის თქვენ­კენ, თო­რემ სხვა­ნა­ი­რად რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, თით­ქმის სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მქო­ნე უმ­რავ­ლე­სო­ბა თქვენ გვერ­დზე იყოს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი თქვენ გვერ­დზე იყოს, ეკ­ლე­სია თქვენ გვერ­დზე იყოს და წე­ლი­წად­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უბ­რა­ლოდ სუ­ლე­ლი­ვით გი­წევ­დეთ ერთ ად­გილ­ზე დგო­მა და ვე­რა­ფერს ასა­ბუ­თებ­დეთ, ვერც "გირ­ჩის“ გა­უქ­მე­ბის კა­ნონს იღებ­დეთ და კი­დევ დიდ ხანს მო­გი­წევთ იქ დგო­მა“, - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

დე­პუ­ტატს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ უპა­სუ­ხა.

"ბა­ტო­ნო იაგო, ჩავ­თვა­ლოთ, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ ამას უკა­ნას­კნე­ლი გაფრ­თხი­ლე­ბა და­ვარ­ქვათ, სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც თა­ვის არ­სით უცენ­ზუ­როა, მას თუ ხელ­მე­ო­რედ გა­მო­ი­ყე­ნებთ, აუ­ცი­ლებ­ლად მო­მი­წევს დარ­ბა­ზი და­გა­ტო­ვე­ბი­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ და მი­უ­თი­თა, რომ "შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბას ად­გი­ლი არ ჰქონ­დეს“.

ცნო­ბის­თვის, ახ­ლად­დამ­ტკი­ცე­ბულ, "თავ­დაც­ვის კო­დექსში“ და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს პარ­ლა­მენ­ტი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლავს და მი­ი­ღებს. და­გეგ­მი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურს და მის გა­და­ვა­დე­ბას ეხე­ბა.

ახა­ლი "თავ­დაც­ვის კო­დექ­სით“ წვე­ვამ­დელ­თა ეროვ­ნულ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა სტუ­დენ­ტი გა­და­ვა­დე­ბით სარ­გებ­ლობს. შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ეს არ შე­ე­ხე­ბა სტუ­დენტს, რო­მე­ლიც დის­ტან­ცი­უ­რად სწავ­ლობს; ასე­ვე უცხო ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტუ­დენტს, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­დან დის­ტან­ცი­უ­რად იღებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­და­ვა­დე­ბის უფ­ლე­ბით ისარ­გებ­ლებს მხო­ლოდ ის პირი, რო­მე­ლიც არის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის აქ­ტი­უ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე სტუ­დენ­ტი, სწავ­ლე­ბის თი­თო­ე­ულ სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე, თუ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა სრუ­ლად არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მით.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რიგითი ჯარისკაცი
3

ეს ტიპი, რომ პარლამენტარი იქნება მიმიფურთხებია იმ პარლამენტისათვის!

ყველა აწერილია
3

შენთან ზუსტად არ არის არც ღმერთი და არც მოციქული. სამშობლოს იცავდნენ და იცავენ ყველა, მორწმუნეც და ათეისტიც. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"თავს სამარცხვინოდ იხდით, დაგცინიან და იტანთ - ვერ გააუქმებთ „ბიბლიურ თავისუფლებას“ იმიტომ, რომ ღმერთი არ არის თქვენკენ" - იაგო ხვიჩია უმრავლესობას

"თავს სამარცხვინოდ იხდით, დაგცინიან და იტანთ - ვერ გააუქმებთ „ბიბლიურ თავისუფლებას“ იმიტომ, რომ ღმერთი არ არის თქვენკენ" - იაგო ხვიჩია უმრავლესობას

საკუთარი უსუსურობა რომ დაგანახოთ, წარმოიდგინეთ, წელიწადზე მეტია ამ კანონთან დაკავშირებით აქ დგახართ, თავს სამარცხვინოდ იხდით, დაგცინიან და იტანთ, ყველაფერს აკეთებთ, მაგრამ ვერ გააუქმებთ "ბიბლიურ თავისუფლებას“ იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ მართლები, ამ შემთხვევაში, თქვენ ხართ არასწორ მხარეს და ღმერთი არ არის თქვენკენ - ასე მიმართა "გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ "ქართული ოცნების“ დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც "თავდაცვის კოდექსს“ განიხილავენ.

დეპუტატმა თავდაპირველად კითხვები დასვა ჯარში გაწევასა და სასამართლოში გაწვევის გასაჩივრებასთან დაკავშირებით.

"არის საკითხები, რომელზეც კანონით განსაზღვრება, რომ მისი შეჩერება არ შეიძლება, მაგალითად, ეროვნული ბანკის საკითხები და ა.შ. თქვენ, მეორე ასეთ საკითხად დაასახელეთ, აი, ეს ამბავი - ვიღაცას რომ ჯარში წაყვანის განაჩენს გამოუტანენ, სასამართლოში რომ გაასაჩივრებს ეს მას არ აჩერებს აპრიორი, კანონის ძალით. ამავდროულად, განმარტებით ბარათშიც გიწერიათ და ისედაც საუბრობთ იმას, რომ სასამართლოს გარკვეულ დროს შეეძლება ეს გადაწყვეტილება შეაჩეროს. ახლა, მე მაინტერესებს, გარკვეულ დროს შეეძლება, რომ შეაჩეროს და რა შემთხვევებია ეს? თუ არ შეუძლია შეაჩეროს, როგორც ამ კანონში გიწერიათ? თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ როგორც ეროვნული ბანკის შემთხვევაში, აქაც არ უნდა შეჩერდეს, მაშინ ნუ ამბობთ და ნუ წერთ განმარტებით ბარათში იმას, რომ რაღაც გარკვეულ მომენტებში შეჩერდებაო. ამაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ თუ იმას ამბობთ, რომ ეს არასდროს უნდა შეჩერდესო, მაშინ, მგონი, უნდა ახსნათ, კონკრეტულად რა არის ეს ასეთი, რომელიც თურმე არასდროს უნდა შეჩერდეს და როდის ხდება ის შემთხვევა, როდესაც სასამართლო შეაჩერებს [გაწვევას]? მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენი ახლობელი იქნება ვინმე?“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა "თავდაცვის კოდექსში“ არსებულ რელიგიურ ნაწილზე ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით.

"მეორე, რელიგიური ნაწილი, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ თემაში. ზაფხულში იყო ეს კანონპროექტი წარდგენილი, კანონპროექტში ხომ გეწერათ ის, რომ "გირჩის“ წინააღმდეგ იყო მიმართული. რაც ამ პაკეტში შეცვალეთ არის ის, რომ განმარტებითი ბარათიდან ამოიღეთ, "გირჩის“ წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი იქ დატოვეთ, რაც ეხება იმას, რომ სახელმწიფო განსაზღვრავს სინამდვილეში, ვინ არის მორწმუნე. სინამდვილეში ხომ იმას ვსაუბრობთ, რომ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კომისრებს მიაწვდის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ, "ეს ადამიანი ნამდვილი მორწმუნეა და ეს ადამიანი ნამდვილი მორწმუნე არ არის“. სხვა შემთხვევაში, რა შუაშია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი? რატომ შემოგვყავს თავდაცვის საკითხების ორგანიზებაში ახალი უწყება, რომელსაც ამ საქმეში აქამდე არაფერი ესაქმებოდა?! ახლა, ალტერნატიულ სამსახურზე გადაწყვიტეთ, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, წმინდა სინოდმა კი არ გადაწყვიტოს, რა არის რელიგია და ვინ არის მორწმუნე, არამედ ბატონმა გრიგოლ გიორგაძემ გადაწყვიტოს, ვინ არის მორწმუნე, თქვენმა კომისრებმა გადაწყვიტონ, ვინ არის მორწმუნე, ვინ, რომელ რელიგიას განეკუთვნება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაადგინოს, ვინ მოხვდება სამოთხეში, ვინ ჯოჯოხეთში, ვის სალხინებელში გაუშვებენ და ა.შ. როდესაც სახელმწიფო ადგენს, ვინ არის და ვინ არ არის მორწმუნე, შედის მღვდლებისთვის და სასულიერო პირებისთვის განკუთვნილ სივრცეში, ამაზე არსებობს ევროსასამართლოს უამრავი პრეცედენტი, რომ ეს სახელმწიფოს საქმე არ არის, მაგრამ თქვენ ყველაფერს არღვევთ, ყველაფერს არღვევთ, სასამართლოს გადაუარეთ, თავდაცვის კოდექსით განსაზღვრავთ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეჩერდება, თუ არ შეჩერდება. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ადამიანს, რა დონეზე სწამს და ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებთ, რაც ამ ზაფხულში განმარტებით ბარათში გეწერათ. ახლა ეს უბრალოდ ამოიღეთ და დანარჩენი ყველაფერი შემოიტანეთ და რეალური მიზეზი არის ის, რომ "გირჩის ბიბლიურ თავისუფლებას“ ებრძოლოთ. საკუთარი უსუსურობა რომ დაგანახოთ, წარმოიდგინეთ, წელიწადზე მეტია ამ კანონთან დაკავშირებით აქ დგახართ, თავს სამარცხვინოდ იხდით, დაგცინიან და იტანთ, ყველაფერს აკეთებთ, მაგრამ ვერ გააუქმებთ "ბიბლიურ თავისუფლებას“ იმიტომ,რომ თქვენ არ ხართ მართლები, ამ შემთხვევაში, თქვენ ხართ არასწორ მხარეს და ღმერთი არ არის თქვენკენ, თორემ სხვანაირად როგორ შეიძლება, ფაქტობრივად, თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე უმრავლესობა თქვენ გვერდზე იყოს, პრემიერ-მინისტრი თქვენ გვერდზე იყოს, ეკლესია თქვენ გვერდზე იყოს და წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში უბრალოდ სულელივით გიწევდეთ ერთ ადგილზე დგომა და ვერაფერს ასაბუთებდეთ, ვერც "გირჩის“ გაუქმების კანონს იღებდეთ და კიდევ დიდ ხანს მოგიწევთ იქ დგომა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დეპუტატს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა.

"ბატონო იაგო, ჩავთვალოთ, რომ იძულებული ვარ ამას უკანასკნელი გაფრთხილება დავარქვათ, სიტყვები, რომელიც თავის არსით უცენზუროა, მას თუ ხელმეორედ გამოიყენებთ, აუცილებლად მომიწევს დარბაზი დაგატოვებინოთ“, - განაცხადა სარჯველაძემ და მიუთითა, რომ "შეურაცხყოფის მიყენებას ადგილი არ ჰქონდეს“.

ცნობისთვის, ახლადდამტკიცებულ, "თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ძირითადად სამხედრო სავალდებულო სამსახურს და მის გადავადებას ეხება.

ახალი "თავდაცვის კოდექსით“ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ყველა სტუდენტი გადავადებით სარგებლობს. შეთავაზებული ცვლილებების პროექტის თანახმად, ეს არ შეეხება სტუდენტს, რომელიც დისტანციურად სწავლობს; ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც განათლებას საქართველოდან დისტანციურად იღებს. აქედან გამომდინარე, გადავადების უფლებით ისარგებლებს მხოლოდ ის პირი, რომელიც არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ ხორციელდება დისტანციური ფორმით.