სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს უდიდესი აისბერგი 30 წლის შემდეგ ამოძრავდა - რამ გამოიწვია ყინულის კუნძულის ფსკერიდან მოწყვეტა და რა საფრთხეს ელოდებიან მეცნიერები?
მსოფლიოს უდიდესი აისბერგი 30 წლის შემდეგ ამოძრავდა - რამ გამოიწვია ყინულის კუნძულის ფსკერიდან მოწყვეტა და რა საფრთხეს ელოდებიან მეცნიერები?

მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი აის­ბერ­გი, რო­მე­ლიც 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი, ამოძ­რავ­და.

A23a - ასე უწო­დე­ბენ აის­ბერგს, რო­მე­ლიც ან­ტარ­ქტი­დის სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე 1986 წელს წარ­მო­იქ­მნა. ის ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია ამოძ­რავ­და, სა­ბო­ლო­ოდ, ვე­დე­ლის ზღვა­ში გა­ჩერ­და და არ­სე­ბი­თად, ყი­ნუ­ლის კუნ­ძუ­ლად იქცა. მისი ფარ­თო­ბი 4 000 კვ. კმ-ია, რაც ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა დიდი ლონ­დო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულს.

A23a-ს ყი­ნუ­ლის სის­ქე და­ახ­ლო­ე­ბით 400 მეტ­რია, რაც ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ცა­თამბჯე­ნის სი­მაღ­ლეს 90 მეტ­რით აღე­მა­ტე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ გა­მო­იწ­ვია 40 წლის შემ­დეგ ამ აის­ბერ­გის ამოძ­რა­ვე­ბა?

"რამ­დე­ნი­მე კო­ლე­გას ვკი­თხე ამის შე­სა­ხებ, მა­ინ­ტე­რე­სებ­და, იყო თუ არა რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ში, რა­მაც მისი პრო­ვო­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია?" - ამ­ბობს დოქ­ტო­რი ენ­დრიუ ფლე­მინ­გი, დის­ტან­ცი­უ­რი ზონ­დი­რე­ბის ექ­სპერ­ტი ან­ტარ­ქტი­დის კვლე­ვის ჯგუ­ფი­დან.

"A23a 1986 წელს წა­მო­იქ­მნა, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ის ზო­მა­ში უნდა შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო, რათა სა­ბო­ლო­ოდ, ძალა და­ე­კარ­გა და გა­და­ად­გი­ლე­ბა და­ე­წყო. მისი მოძ­რა­ო­ბა პირ­ვე­ლად 2020 წელს შევ­ნიშ­ნე",- დას­ძენს ფლე­მინ­გი.

A23a ბოლო თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად ამოძ­რავ­და. ამას ხელი წყლის დი­ნე­ბებ­მა და ქა­რებ­მა შე­უ­წყო და სულ მალე, აის­ბერ­გი ან­ტარ­ქტი­დის ჩრდი­ლო­ეთ წვერს გა­ივ­ლის. სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა აის­ბერ­გი დნო­ბის­თვი­საა გან­წი­რუ­ლი, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი, A23a-ის პროგ­რესს ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დე­ბი­ან. მეც­ნი­ე­რე­ბის მზარ­დი ინ­ტე­რე­სი ამ უშ­ვე­ლე­ბე­ლი აის­ბერ­გის მი­მართ, კვე­ბის ჯაჭვში მისი რო­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, თუ A23a სამ­ხრეთ ჯორ­ჯი­ას კუნ­ძულ­თან გა­ჩერ­დე­ბა, ეს მი­ლი­ო­ნო­ბით სე­ლაპს, პინგვინს და ზღვის ფრინ­ვე­ლე­ბის სხვა სა­ხე­ო­ბებს პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის. თუმ­ცა ისი­ნი დას­ძე­ნენ, რომ აის­ბერ­გე­ბის მხო­ლოდ საფრ­თხის ობი­ექ­ტე­ბად აღ­ქმა, არას­წო­რი იქ­ნე­ბა. როცა ასე­თი დიდი ზო­მის აის­ბერ­გე­ბი დნე­ბა, ისი­ნი მი­ნე­რა­ლურ მტვერს ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ, რო­მე­ლიც მათ­ში ჯერ კი­დევ მა­შინ შე­ერ­თდა, როცა ისი­ნი ან­ტარ­ქტი­დის კლდო­ვა­ნი მყინ­ვა­რე­ბის ნა­წი­ლი იყო. ეს მტვე­რი იმ ორ­გა­ნიზ­მე­ბის საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის წყა­როა, რომ­ლე­ბიც ოკე­ა­ნე­ში კვე­ბის ჯაჭვს ქმნი­ან. "ეს აის­ბერ­გე­ბი, მრა­ვა­ლი თვალ­საზ­რი­სით, მა­ცო­ცხლე­ბე­ლია. ისი­ნი მრა­ვა­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბის სა­წყის წერ­ტილს წარ­მო­ად­გე­ნენ",- აცხა­დებს დოქ­ტო­რი კეტ­რინ უო­კე­რი ვუდს ჰო­ლის ოკე­ა­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი­დან.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგიუს სინიუსი
3

როგორც დღეა ისე ღამე.ყველაფერი ესეა ცვალებადი.ხან გაიყინება და მოიმატებს ხან დადნება.როცა იყინებოდა ყალიბდებოდა და იზრდებოდა სად იყო პანიკა მაშინ.

კ ო მ ბ ლ ე
61

საფრთხე იქნება, უდიდესი საფრთხე იქნება!! ე ყინული თუ დადნა და მოძრაობა დაიწყო, მაშინ უკვე არავითარი საშველი აღარ გვექნება, არც ევროპა გვიშველის, თავისი გაჭირვებიათ და არც თურქეთი, ერდოღანს მამა ყოლია კვტარი და ვერ მოიცლისო, ისევ პუტინს უნდა ვთხოვოთ გინდა რამე? არაა? თუ არა, მაშინ მოგვეცი საშუალება, დაგვეხმარე ფიცხეელ! ეტყვის ხიხო დე ჩომბე.. იქნებ შავ ზღვაზე პინგვინები მოვაშენოთ, პინგვინები და სამეფო სელაპების ჯოგი... ნამეტანი საკაიფო ხორცი ქონიათ, მაგისთვის კი უკრააინელების განდევნა ყოფილა საჭირო მადაგასკარის და ავსტრალიის ნაპორებიდან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

მსოფლიოს უდიდესი აისბერგი 30 წლის შემდეგ ამოძრავდა - რამ გამოიწვია ყინულის კუნძულის ფსკერიდან მოწყვეტა და რა საფრთხეს ელოდებიან მეცნიერები?

მსოფლიოს უდიდესი აისბერგი 30 წლის შემდეგ ამოძრავდა - რამ გამოიწვია ყინულის კუნძულის ფსკერიდან მოწყვეტა და რა საფრთხეს ელოდებიან მეცნიერები?

მსოფლიოს უდიდესი აისბერგი, რომელიც 30 წლის განმავლობაში ოკეანის ფსკერზე იყო მიჯაჭვული, ამოძრავდა.

A23a - ასე უწოდებენ აისბერგს, რომელიც ანტარქტიდის სანაპირო ზოლზე 1986 წელს წარმოიქმნა. ის ბოლო რამდენიმე წელია ამოძრავდა, საბოლოოდ, ვედელის ზღვაში გაჩერდა და არსებითად, ყინულის კუნძულად იქცა. მისი ფართობი 4 000 კვ. კმ-ია, რაც ორჯერ აღემატება დიდი ლონდონის ადმინისტრაციულ ერთეულს.

A23a-ს ყინულის სისქე დაახლოებით 400 მეტრია, რაც ევროპის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის სიმაღლეს 90 მეტრით აღემატება.

საინტერესოა, რამ გამოიწვია 40 წლის შემდეგ ამ აისბერგის ამოძრავება?

"რამდენიმე კოლეგას ვკითხე ამის შესახებ, მაინტერესებდა, იყო თუ არა რაიმე ცვლილება წყლის ტემპერატურაში, რამაც მისი პროვოცირება გამოიწვია?" - ამბობს დოქტორი ენდრიუ ფლემინგი, დისტანციური ზონდირების ექსპერტი ანტარქტიდის კვლევის ჯგუფიდან.

"A23a 1986 წელს წამოიქმნა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ზომაში უნდა შემცირებულიყო, რათა საბოლოოდ, ძალა დაეკარგა და გადაადგილება დაეწყო. მისი მოძრაობა პირველად 2020 წელს შევნიშნე",- დასძენს ფლემინგი.

A23a ბოლო თვეების მანძილზე კიდევ უფრო აქტიურად ამოძრავდა. ამას ხელი წყლის დინებებმა და ქარებმა შეუწყო და სულ მალე, აისბერგი ანტარქტიდის ჩრდილოეთ წვერს გაივლის. საბოლოოდ, ყველა აისბერგი დნობისთვისაა განწირული, თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ ისინი, A23a-ის პროგრესს ყურადღებით დააკვირდებიან. მეცნიერების მზარდი ინტერესი ამ უშველებელი აისბერგის მიმართ, კვების ჯაჭვში მისი როლის დამსახურებაა.

მეცნიერების თქმით, თუ A23a სამხრეთ ჯორჯიას კუნძულთან გაჩერდება, ეს მილიონობით სელაპს, პინგვინს და ზღვის ფრინველების სხვა სახეობებს პრობლემებს შეუქმნის. თუმცა ისინი დასძენენ, რომ აისბერგების მხოლოდ საფრთხის ობიექტებად აღქმა, არასწორი იქნება. როცა ასეთი დიდი ზომის აისბერგები დნება, ისინი მინერალურ მტვერს ათავისუფლებენ, რომელიც მათში ჯერ კიდევ მაშინ შეერთდა, როცა ისინი ანტარქტიდის კლდოვანი მყინვარების ნაწილი იყო. ეს მტვერი იმ ორგანიზმების საკვები ნივთიერებების წყაროა, რომლებიც ოკეანეში კვების ჯაჭვს ქმნიან. "ეს აისბერგები, მრავალი თვალსაზრისით, მაცოცხლებელია. ისინი მრავალი ბიოლოგიური აქტივობის საწყის წერტილს წარმოადგენენ",- აცხადებს დოქტორი კეტრინ უოკერი ვუდს ჰოლის ოკეანოგრაფიული ინსტიტუტიდან.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა