პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქუდზე კაცი უნდა შევიკრათ... ხალხო, რა გვაქვს გასაყოფი?" - გიორგი ვაშაძე
"ქუდზე კაცი უნდა შევიკრათ... ხალხო, რა გვაქვს გასაყოფი?" - გიორგი ვაშაძე

ჩვენ ყვე­ლა­ნი, ქუდ­ზე კაცი უნდა შე­ვიკ­რათ და ეროვ­ნუ­ლი ენერ­გია გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ - ხალ­ხო, რა გვაქვს გა­სა­ყო­ფი? ავა­ღორ­ძი­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო, დავ­დგეთ ერ­თად და ყვე­ლამ გა­ვი­მარ­ჯვოთ, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ 20 წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "გა­მარ­ჯვე­ბის პლატ­ფორ­მის" ლი­დე­რი არის სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

რო­გორც „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა აღ­ნიშ­ნა, „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ეპო­ქა და­ი­წყო და აცხა­დებს, რომ ახ­ლაც იგი­ვე მას­შტა­ბის ტრანსფორ­მა­ცი­აა სა­ჭი­რო.

"ზუს­ტად იგი­ვე მას­შტა­ბის ტრანსფორ­მა­ცია და გარ­დამ­ტე­ხი და სწრა­ფი რე­ფორ­მე­ბია სა­ჭი­რო, მაგ­რამ ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­ვი­მარ­ჯვოთ არ­ჩევ­ნებ­ში. ეს არ არის უბ­რა­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბი. ეს არის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი - ირ­ჩევ ევ­რო­კავ­ში­რის, ძლი­ერ, ერ­თი­ან სა­ქარ­თვე­ლოს თუ „რუ­სულ ჭა­ობ­ში“ ცხოვ­რე­ბას. აი, ეს არ­ჩე­ვა­ნი გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ეს არის სწო­რედ ის არ­ჩე­ვა­ნი, რაც ჩვენ უნდა გა­ვა­კე­თოთ და სწო­რედ ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დღეს ერ­თად ყოფ­ნა. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ ყვე­ლა­ნი ქუდ­ზე კაცი უნდა შე­ვიკ­რათ და ეროვ­ნუ­ლი ენერ­გია უნდა გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ. ამი­ტომ და­ვა­ფუძ­ნეთ გა­მარ­ჯვე­ბის პლატ­ფორ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ერ­თად და დღეს თქვენ­თან ერ­თად ვამ­ბობთ, რომ "გა­მარ­ჯვე­ბის პლატ­ფორ­მის" ლი­დე­რი არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. "გა­მარ­ჯვე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის" კარი ღიაა ყვე­ლა პატ­რი­ო­ტი გუ­ლან­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის. ხალ­ხო, რა გვაქვს გა­სა­ყო­ფი? ავა­შე­ნოთ, ავა­ღორ­ძი­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო, ვი­ყოთ ამა­ყი ქვეყ­ნის ამა­ყი შვი­ლე­ბი, დავ­დგეთ ერ­თად და ყვე­ლამ გა­ვი­მარ­ჯვოთ," - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დე­რის მი­მარ­თვის დროს, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბი სკან­დი­რებ­დნენ - „მიშა, მიშა!“

მან სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას სა­ა­კაშ­ვილს ასე მი­მარ­თა: "მიშა, გვი­ყუ­რებ ახლა და შენ­თან ერ­თად, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ!".

მკითხველის კომენტარები / 66 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაშაძეს!
0

გასაყოფი რა გაქვთ? ადგილები პარლამენტში, მთავრობაში, საკრებულოებში, მაქამდე, რომც მივიდეს საქმე წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდება!

დიახთ!
0

ამისთანა ყლე მეორე არ გენახოთ! ზუსტად მიაგნო შესაფერის ,,ნიშას,,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ქუდზე კაცი უნდა შევიკრათ... ხალხო, რა გვაქვს გასაყოფი?" - გიორგი ვაშაძე

"ქუდზე კაცი უნდა შევიკრათ... ხალხო, რა გვაქვს გასაყოფი?" - გიორგი ვაშაძე

ჩვენ ყველანი, ქუდზე კაცი უნდა შევიკრათ და ეროვნული ენერგია გავაერთიანოთ - ხალხო, რა გვაქვს გასაყოფი? ავაღორძინოთ საქართველო, დავდგეთ ერთად და ყველამ გავიმარჯვოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, "გამარჯვების პლატფორმის" ლიდერი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა აღნიშნა, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოში ახალი ეპოქა დაიწყო და აცხადებს, რომ ახლაც იგივე მასშტაბის ტრანსფორმაციაა საჭირო.

"ზუსტად იგივე მასშტაბის ტრანსფორმაცია და გარდამტეხი და სწრაფი რეფორმებია საჭირო, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, გავიმარჯვოთ არჩევნებში. ეს არ არის უბრალოდ არჩევნები. ეს არის გეოპოლიტიკური არჩევნები - ირჩევ ევროკავშირის, ძლიერ, ერთიან საქართველოს თუ „რუსულ ჭაობში“ ცხოვრებას. აი, ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. ეს არის სწორედ ის არჩევანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ და სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს ერთად ყოფნა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველანი ქუდზე კაცი უნდა შევიკრათ და ეროვნული ენერგია უნდა გავაერთიანოთ. ამიტომ დავაფუძნეთ გამარჯვების პლატფორმა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და დღეს თქვენთან ერთად ვამბობთ, რომ "გამარჯვების პლატფორმის" ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი. "გამარჯვების კოალიციის" კარი ღიაა ყველა პატრიოტი გულანთებული ადამიანისთვის. ხალხო, რა გვაქვს გასაყოფი? ავაშენოთ, ავაღორძინოთ საქართველო, ვიყოთ ამაყი ქვეყნის ამაყი შვილები, დავდგეთ ერთად და ყველამ გავიმარჯვოთ," - განაცხადა ვაშაძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის მიმართვის დროს, ღონისძიებაზე შეკრებილები სკანდირებდნენ - „მიშა, მიშა!“

მან სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილს ასე მიმართა: "მიშა, გვიყურებ ახლა და შენთან ერთად, მთელი საქართველო აუცილებლად გავიმარჯვებთ!".