სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 20 პირი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 20 პირი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით 20 პირი და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია უკა­ნო­ნო ია­რა­ღე­ბი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა.

„და­ნა­შა­უ­ლი 3-იდან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს და დე­ტექ­ტი­ვე­ბის (ოპე­რა­ტი­უ­ლი) მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სხვა­დას­ხვა დროს ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით 3 პირი - 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.მ., 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ა. და 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.მ. და­ა­კა­ვეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად სხვა­დას­ხვა სა­ხის ია­რა­ღი და ვაზ­ნე­ბი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ა. და 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, გ.ა. და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს 2 ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, 3 მჭი­დი და 35 ვაზ­ნა.

ამა­ვე სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სხვა­დას­ხვა დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2 პირი - წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ხ. და 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.ჩ. და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, პის­ტო­ლე­ტი, 2 მჭი­დი, 18 ვაზ­ნა და ცივი ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ც.გ. და 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ჩ სხვა­დას­ხვა დროს და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, 2 პის­ტო­ლე­ტი, 2 მჭი­დი და 6 ვაზ­ნა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

იმე­რე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხა­რა­გა­უ­ლი­სა და თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სხვა­დას­ხვა დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2 პირი - 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ს. და 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი კ.კ. და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის და დამ­ხმა­რე სა­თავ­სოს ჩხრე­კის შე­დე­გად ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და მჭი­დი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

ამა­ვე პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ც. და­ა­კა­ვეს. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად, ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი, 4 მჭი­დი და 78 ვაზ­ნა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მეს­ტი­ის, სე­ნა­კის, წა­ლენ­ჯი­ხის და მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სხვა­დას­ხვა დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 4 პირი - წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.დ., 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.თ., 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ვ. და 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ძ. და­ა­კა­ვეს.

პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის და ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო 4 ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, 3 პის­ტო­ლე­ტი, 2 სა­ნა­დი­რო თოფი, 4 მჭი­დი, 51 ვაზ­ნა და მცი­რე­კა­ლიბ­რი­ა­ნი შაშ­ხა­ნა.

კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლოს და ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სხვა­დას­ხვა დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2 პირი - 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ.კ. და 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ა. და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად 2 ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი 25 ვაზ­ნა და მჭი­დი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ონის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.გ. და­ა­კა­ვეს. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია: გა­დაჭ­რი­ლი სა­ნა­დი­რო თოფი ე.წ "აბ­რე­ზი" და 24 ვაზ­ნა.

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დუ­შე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.წ. და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, ტყვი­ამფრქვე­ვი, 8 მჭი­დი და 400 ვაზ­ნა ამო­ი­ღეს.

ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

სრულიად აპოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებ!!!!!! მკიდია ყველა პარტია!!!!!! როგორც უბრალო ქართველი პატიოსანი ადამიანი ვწერ!!!!!!!! სრული ქაოსია ქვეყანაში!!!!!! იარაღი გასაგებია და წესით რეიდებიც უნდა ტარდებოდეს პერიოდულად, მაგრამ არასრულწლოვნების თავაშვებულობის კუთხით გეუბნებით, რომ არის სრული ქაოსი. სხვის ნათქვამს კიარ ვიმეორებ, ჩემი თვალით რასაც ვხედავ იმას გეუბნებით!!!!!!! მოსაპარად დიდები აღარ დადიან, არასრულწლოვნებს უშვებენ ,,საქმეზე" იმიტორო იციან რო არასრულწლოვანს დიდად არ სჯის დღევანდელი აბსურდული და უსუსტესი კანონები. ეს დაუსჯელობა გეუბნებით პირიქით უბიძგებს არასრულწლოვნებს დანაშაულებისკენ. სრულად გაუზრდელებულები არიან ლაწირაკები, არც დიდი იციან და არც პატარა!!!!!! მომრავლდა ბათუმში ეგრედწოდებული ,,შპანა" და გაიხედავ ერთს ქურდობა უნდა, მეორე დანას ატარებს, მესამე უზრდელია იმიტორო სასჯელი არაა იცის და კიდია ვის დაჭრის ან ვის დაუშავებს. ესაა ქვეყანა? შსს გამეცი პასუხი!!!!!! დოყლაპია კანონმდებლებო გაგვეცით ხალხს პასუხი!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 20 პირი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 20 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 20 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა.

„დანაშაული 3-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 3 პირი - 1972 წელს დაბადებული ჯ.მ., 1981 წელს დაბადებული ლ.ა. და 1984 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა სახის იარაღი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული ა.ა. და 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და 35 ვაზნა.

ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - წარსულში ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული დ.ხ. და 1968 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. დააკავეს. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი, 18 ვაზნა და ცივი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული ც.გ. და 1989 წელს დაბადებული ვ.ჩ სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, 2 პისტოლეტი, 2 მჭიდი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულისა და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - 1981 წელს დაბადებული ვ.ს. და 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამავე პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული დ.ც. დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 4 მჭიდი და 78 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის, სენაკის, წალენჯიხის და მარტვილის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - წარსულში ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული ჯ.დ., 1992 წელს დაბადებული ა.თ., 1981 წელს დაბადებული ნ.ვ. და 1977 წელს დაბადებული კ.ძ. დააკავეს.

პოლიციამ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო 4 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 პისტოლეტი, 2 სანადირო თოფი, 4 მჭიდი, 51 ვაზნა და მცირეკალიბრიანი შაშხანა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - 1990 წელს დაბადებული პ.კ. და 1988 წელს დაბადებული ლ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი 25 ვაზნა და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ ,,აბრეზი" და 24 ვაზნა.

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1972 წელს დაბადებული ო.წ. დააკავეს. სამართალდამცავებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიამფრქვევი, 8 მჭიდი და 400 ვაზნა ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.