სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველად, მარსის ღამის ცაზე მწვანე ნათება დაფიქსირდა - გახდება თუ არა ეს მოვლენა ახალი რეალობის დასაწყისი
პირველად, მარსის ღამის ცაზე მწვანე ნათება დაფიქსირდა - გახდება თუ არა ეს მოვლენა ახალი რეალობის დასაწყისი

პირ­ვე­ლად, მარ­სის ღა­მის ცაზე მწვა­ნე ნა­თე­ბა და­ფიქ­სირ­და, რომ­ლის და­ნახ­ვაც შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. შუქი იმ­დე­ნად კაშ­კა­შაა პო­ლა­რულ რე­გი­ო­ნებ­ში, რომ მკვლე­ვა­რებ­მა შე­საძ­ლოა, მისი გა­მო­ყე­ნე­ბაც კი შეძ­ლონ იმის და­სა­ნა­ხად, არის თუ არა ღამე ღრუბ­ლე­ბი.

"ეს დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე მო­მა­ვა­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის“, - ამ­ბობს პლა­ნე­ტო­ლო­გი ჟან-კლოდ ჟერ­ა­რი ბელ­გი­ის ლი­ე­ჟის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან.

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მზის შუქი ყოფს მო­ლე­კუ­ლებს პრო­ცე­სით, რო­მელ­საც ფო­ტო­დი­სო­ცი­ა­ცია ეწო­დე­ბა. თუმ­ცა, ატ­მოს­ფე­როს ღა­მის მხა­რეს, მზის მკაც­რი რა­დი­ა­ცი­ის­გან მო­შო­რე­ბით, ფხვი­ე­რი ატო­მე­ბი შე­საძ­ლოა, გა­ერ­თი­ან­დნენ მო­ლე­კუ­ლე­ბად და ჭარ­ბი ენერ­გია ფო­ტო­ნე­ბის სა­ხით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ.

  • დე­და­მი­წა­ზე, ღა­მის ნა­თე­ბა კოს­მო­სი­დან, მწვა­ნე, ოქ­როს­ფე­რი და მო­წი­თა­ლო სი­ნათ­ლის ფე­ნე­ბის სა­ხით ჩანს. მაგ­რამ სხვა პლა­ნე­ტებ­ზე ყვე­ლა­ფე­რი ნაკ­ლე­ბად სა­ნა­ხა­ობ­რი­ვია, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნის თვა­ლის­თვის. ვე­ნე­რა­ზე ღა­მის ნა­თე­ბა ინფრა­წი­თე­ლია, იუ­პი­ტერ­ზე სი­კაშ­კა­შე უფრო ულტრა­ი­ის­ფე­რი და ცვა­ლე­ბა­დია.

მკვლე­ვა­რე­ბის თქმით, ეს არის შე­დე­გი იმ ჟანგბა­დის ატო­მე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ტრან­სპორ­ტი­რე­ბუ­ლია მარ­სის მზი­ა­ნი დღი­დან, ისი­ნი შე­ე­რე­ვა ჟანგბადს, რო­მე­ლიც ამ პრო­ცეს­ში ას­ხი­ვებს ბზინ­ვა­რე­ბას და ხდე­ბა საკ­მა­რი­სად კაშ­კა­შა, რათა მი­წი­და­ნაც ჩან­დეს.

მარსს ძა­ლი­ან თხე­ლი ატ­მოს­ფე­რო აქვს და იმის გარ­კვე­ვა, თუ რა არის მას­ში, დაგ­ვეხ­მა­რე­ბა იმის გა­გე­ბა­ში, თუ რა­ტომ და სად წა­ვი­და ატ­მოს­ფე­როს და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი, ასე­ვე იმის გარ­კვე­ვა­შიც, თუ რა­ტომ არის დე­და­მი­წის მსგავ­სი სამ­ყა­რო მშვე­ნი­ე­რი და სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი. და რო­გორ დარ­ჩა ზოგი პლა­ნე­ტა ამ მშვე­ნე­ბის მიღ­მა - ყვე­ლა­ფე­რი ეს პა­სუ­ხია მეც­ნი­ე­რე­ბის კი­თხვებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­სი­ცო­ცხლო სამ­ყა­რო­ებს გა­ლაქ­ტი­კა­ში მუდ­მი­ვად ეძე­ბენ.

და რა თქმა უნდა, იმის ცოდ­ნა თუ რო­გორ მუ­შა­ობს მარსზე ატ­მოს­ფე­რო, არის ის, რაც სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს მო­მა­ვალ მკვლე­ვა­რებს. ისი­ნი თვლი­ან, რომ ეს დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი გზას უხ­სნის მარ­სის ატ­მოს­ფე­რუ­ლი ცირ­კუ­ლა­ცი­ის სა­მო­მავ­ლო გლო­ბა­ლურ დაკ­ვირ­ვე­ბებს უფრო მარ­ტი­ვი და ბი­უ­ჯე­ტუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბით...წყა­რო

ავ­ტო­რი ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Xoxmaa ra
0

მარსი ნარდში ვიცი მე!

ნუნუკა
1

შეიძლება ჩვენ ვერ მოვესწროთ მარსზე წასვლა-წამოსვლის იმ პერიოდს, როცა იქ ჩაფრენა უკვე ჩვეულებრივი ამბავი იქნება. ისე კი ძალიან საინტერესოა მომავალი, რამდენ რამეს ნახავს ჩვენი შთამომავლობა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

პირველად, მარსის ღამის ცაზე მწვანე ნათება დაფიქსირდა - გახდება თუ არა ეს მოვლენა ახალი რეალობის დასაწყისი

პირველად, მარსის ღამის ცაზე მწვანე ნათება დაფიქსირდა - გახდება თუ არა ეს მოვლენა ახალი რეალობის დასაწყისი

პირველად, მარსის ღამის ცაზე მწვანე ნათება დაფიქსირდა, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელი იყო. შუქი იმდენად კაშკაშაა პოლარულ რეგიონებში, რომ მკვლევარებმა შესაძლოა, მისი გამოყენებაც კი შეძლონ იმის დასანახად, არის თუ არა ღამე ღრუბლები.

"ეს დაკვირვებები მოულოდნელი და საინტერესოა წითელ პლანეტაზე მომავალი მოგზაურობისთვის“, - ამბობს პლანეტოლოგი ჟან-კლოდ ჟერარი ბელგიის ლიეჟის უნივერსიტეტიდან.

დღის განმავლობაში, მზის შუქი ყოფს მოლეკულებს პროცესით, რომელსაც ფოტოდისოციაცია ეწოდება. თუმცა, ატმოსფეროს ღამის მხარეს, მზის მკაცრი რადიაციისგან მოშორებით, ფხვიერი ატომები შესაძლოა, გაერთიანდნენ მოლეკულებად და ჭარბი ენერგია ფოტონების სახით გაათავისუფლონ.

  • დედამიწაზე, ღამის ნათება კოსმოსიდან, მწვანე, ოქროსფერი და მოწითალო სინათლის ფენების სახით ჩანს. მაგრამ სხვა პლანეტებზე ყველაფერი ნაკლებად სანახაობრივია, ყოველ შემთხვევაში, ადამიანის თვალისთვის. ვენერაზე ღამის ნათება ინფრაწითელია, იუპიტერზე სიკაშკაშე უფრო ულტრაიისფერი და ცვალებადია.

მკვლევარების თქმით, ეს არის შედეგი იმ ჟანგბადის ატომებისა, რომლებიც ტრანსპორტირებულია მარსის მზიანი დღიდან, ისინი შეერევა ჟანგბადს, რომელიც ამ პროცესში ასხივებს ბზინვარებას და ხდება საკმარისად კაშკაშა, რათა მიწიდანაც ჩანდეს.

მარსს ძალიან თხელი ატმოსფერო აქვს და იმის გარკვევა, თუ რა არის მასში, დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ და სად წავიდა ატმოსფეროს დანარჩენი ნაწილი, ასევე იმის გარკვევაშიც, თუ რატომ არის დედამიწის მსგავსი სამყარო მშვენიერი და სიცოცხლისუნარიანი. და როგორ დარჩა ზოგი პლანეტა ამ მშვენების მიღმა - ყველაფერი ეს პასუხია მეცნიერების კითხვებზე, რომლებიც სასიცოცხლო სამყაროებს გალაქტიკაში მუდმივად ეძებენ.

და რა თქმა უნდა, იმის ცოდნა თუ როგორ მუშაობს მარსზე ატმოსფერო, არის ის, რაც სარგებელს მოუტანს მომავალ მკვლევარებს. ისინი თვლიან, რომ ეს დაკვირვებები გზას უხსნის მარსის ატმოსფერული ცირკულაციის სამომავლო გლობალურ დაკვირვებებს უფრო მარტივი და ბიუჯეტური ხელსაწყოებით...წყარო

ავტორი ეკა დარჩიაშვილი