საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კობახიძემ სარკეში ჩაიხედოს..." - ბადრი ჯაფარიძე
"კობახიძემ სარკეში ჩაიხედოს..." - ბადრი ჯაფარიძე

ვფიქ­რობ, რომ კარ­გი ნი­შა­ნია, რო­დე­საც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და მისი მსგავ­სი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი, ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რებს თავს ეს­ხმი­ან, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ეს ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რე­ბი სწორ გზა­ზე არი­ან , - ამის შე­სა­ხებ "ლე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბით "ლე­ლოს“ ლი­დერ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ "ლე­ლოს“ წევ­რებ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა შე­ა­ფა­სა და მას "სარ­კე­ში ჩა­ხედ­ვა“ ურ­ჩია.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც კო­ბა­ხი­ძე გა­ქებს, მა­შინ უნდა და­ფიქ­რდე, რომ რა­ღაც ცუდს სჩა­დი­ხარ.

"კო­ბა­ხი­ძემ სარ­კე­ში ჩა­ი­ხე­დოს და ჩა­ა­ხე­დოს თა­ვის თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებს, ძა­ლი­ან ცუდ სუ­რათს და­ი­ნა­ხა­ვენ. და­ი­ნა­ხა­ვენ, რომ ძა­ლი­ან ცუ­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ კო­ბა­ხი­ძე თავს ეს­ხმის ჩვენს ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რებს. ამა­ზე უკე­თე­სი შე­ქე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­დე­საც კო­ბა­ხი­ძე გა­ქებს, მა­შინ უნდა და­ფიქ­რდე, რომ რა­ღაც ცუდს სჩა­დი­ხარ და, რო­დე­საც გლან­ძღავს, ეს ნიშ­ნავს, რომ სწორ გზა­ზე ხარ. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ სწორ გზა­ზე სი­ა­რულს, გა­ვაგ­რძე­ლებთ ჩვე­ნი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის ყოფ­ნას და გა­ვაგ­რძე­ლებთ იმ გზა­ზე სი­ა­რულ, რო­მელ­საც ჰქვია ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ოკუ­პა­ცი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან. ამი­ტომ, ვფიქ­რობ რომ ეს არის კარ­გის ნი­შა­ნი.

ვფიქ­რობ, კარ­გი ნი­შა­ნია, რო­დე­საც კო­ბა­ხი­ძე და მისი მსგავ­სი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რებს თავს ეს­ხმი­ან. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ეს ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რე­ბი არი­ან სწორ გზა­ზე. მი­ხა­რია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მათი ცნო­ბა­დო­ბა იზ­რდე­ბა, მათ მი­მართ მხარ­და­ჭე­რა იზ­რდე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, "ლე­ლოს“ მი­მართ მხარ­და­ჭე­რა არ­ჩევ­ნე­ბის­თვის კულ­მი­ნა­ცი­ას მი­აღ­წევს“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ არა­ნა­ი­რი ფული არ გიშ­ვე­ლის, როცა შენი სა­ხეა: გრი­გოლ გე­გე­ლია, საბა ბუ­ა­ძე, თაზო და­თუ­ნაშ­ვი­ლი და სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი.

"არა­ნა­ი­რი ფული არ გიშ­ვე­ლის, რო­დე­საც შენი სა­ხე­ე­ბი არი­ან გრი­გოლ გე­გე­ლია, საბა ბუ­ა­ძე, თაზო და­თუ­ნაშ­ვი­ლი, სა­მა­დაშ­ვი­ლი. ასე­თი სა­ხე­ე­ბით რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, გინ­დო­დეს 5%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა. რა თქმა უნდა, რაც ნაკ­ლე­ბი სა­მა­დაშ­ვი­ლი და ასე­თი სა­ხე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტში, მით უკე­თე­სი. ეს არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, მათ შო­რის, რა­ტო­მაც არ უნდა იყოს და­წე­უ­ლი დაბ­ლა სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
099.
2

რაც არ უნდა ტქვატ კობახიძეზე. სილამაზიტ ყველას გჯობიატ

ბათუმელი
2

საცოდავი ჯაფარიძე,ხაზარაძე და მთლიანად ლელოს შემადგენლობა როგო გაფარჩაკდა 1პროც,ვერ გადალახავენ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"კობახიძემ სარკეში ჩაიხედოს..." - ბადრი ჯაფარიძე

"კობახიძემ სარკეში ჩაიხედოს..." - ბადრი ჯაფარიძე

ვფიქრობ, რომ კარგი ნიშანია, როდესაც ირაკლი კობახიძე და მისი მსგავსი "ქართული ოცნების“ ლიდერები, ახალგაზრდა ლიდერებს თავს ესხმიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ახალგაზრდა ლიდერები სწორ გზაზე არიან , - ამის შესახებ "ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

შესაბამისი განცხადებით "ლელოს“ ლიდერმა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ "ლელოს“ წევრებზე გაკეთებული განცხადება შეაფასა და მას "სარკეში ჩახედვა“ ურჩია.

მისივე თქმით, როდესაც კობახიძე გაქებს, მაშინ უნდა დაფიქრდე, რომ რაღაც ცუდს სჩადიხარ.

"კობახიძემ სარკეში ჩაიხედოს და ჩაახედოს თავის თანაპარტიელებს, ძალიან ცუდ სურათს დაინახავენ. დაინახავენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყურებიან. ძალიან მიხარია, რომ კობახიძე თავს ესხმის ჩვენს ახალგაზრდა ლიდერებს. ამაზე უკეთესი შექება შეუძლებელია. როდესაც კობახიძე გაქებს, მაშინ უნდა დაფიქრდე, რომ რაღაც ცუდს სჩადიხარ და, როდესაც გლანძღავს, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ხარ. ჩვენ გავაგრძელებთ სწორ გზაზე სიარულს, გავაგრძელებთ ჩვენი ხალხის ინტერესების ყოფნას და გავაგრძელებთ იმ გზაზე სიარულ, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება ოკუპაციის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლებისაგან. ამიტომ, ვფიქრობ რომ ეს არის კარგის ნიშანი.

ვფიქრობ, კარგი ნიშანია, როდესაც კობახიძე და მისი მსგავსი "ქართული ოცნების“ ლიდერები ახალგაზრდა ლიდერებს თავს ესხმიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ახალგაზრდა ლიდერები არიან სწორ გზაზე. მიხარია, რომ საზოგადოების მხრიდან მათი ცნობადობა იზრდება, მათ მიმართ მხარდაჭერა იზრდება და, შესაბამისად, "ლელოს“ მიმართ მხარდაჭერა არჩევნებისთვის კულმინაციას მიაღწევს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არანაირი ფული არ გიშველის, როცა შენი სახეა: გრიგოლ გეგელია, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი და სალომე სამადაშვილი.

"არანაირი ფული არ გიშველის, როდესაც შენი სახეები არიან გრიგოლ გეგელია, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი, სამადაშვილი. ასეთი სახეებით როგორ შეიძლება, გინდოდეს 5%-იანი ბარიერის გადალახვა. რა თქმა უნდა, რაც ნაკლები სამადაშვილი და ასეთი სახეები იქნებიან შემდეგ პარლამენტში, მით უკეთესი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, მათ შორის, რატომაც არ უნდა იყოს დაწეული დაბლა საარჩევნო ბარიერი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.