საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო

პარ­ლა­მენ­ტმა, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით, სტა­ტუს­შე­ჩე­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­ნუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი მი­ი­ღო.

ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში, ცვლი­ლე­ბა “უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­სა და “სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში“ შე­დის.

მთავ­რო­ბის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით:

სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დით და­ბეგ­ვრის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბა უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის ფი­ნან­სუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის მქო­ნე/ფი­ნან­სუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის სა­ფუძ­ვლით სტა­ტუს­შე­ჩე­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მიერ 2023 წლის 1 აგ­ვის­ტოს მდგო­მა­რე­ო­ბით გა­და­სახ­დე­ლი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­მოს­ყიდ­ვის მიზ­ნით, სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­დახ­დი­ლი თან­ხით სტუ­დენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი, ასე­ვე ფი­ნან­სუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის მქო­ნე/ფი­ნან­სუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის სა­ფუძ­ვლით სტა­ტუს­შე­ჩე­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტის მიერ, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ 2023 წლის 1 აგ­ვის­ტოს მდგო­მა­რე­ო­ბით გა­და­სახ­დე­ლი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის ჩა­მო­წე­რით, მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი.

მთავ­რო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ერ­თო ჯამ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 5.9 მლნ ლარს შე­ად­გენს, რაც სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში არ მი­ი­მარ­თე­ბა.

მთავ­რო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2023 წლის 1-ელ აგ­ვის­ტოს მდგო­მა­რე­ო­ბით, გა­და­სახ­დე­ლი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­ნუ­ლე­ბის სურ­ვი­ლი 26-მა კერ­ძო უმაღ­ლეს­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ გა­მოთ­ქვა, ხოლო და­ვა­ლი­ა­ნე­ბის ჯა­მურ­მა ოდე­ნო­ბამ 14 ათა­სამ­დე სტუ­დენტზე და­ახ­ლო­ე­ბით 17.0 მლნ ლარი შე­ად­გი­ნა. 18 სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვა­ლი­ა­ნე­ბის ჯა­მურ­მა ოდე­ნო­ბამ 13 ათა­სამ­დე სტუ­დენტზე და­ახ­ლო­ე­ბით 12.5 მლნ ლარი შე­ად­გი­ნა, რაც ჯამ­ში, 29.5 მლნ ლა­რია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბესო
0

არჩევნები ახლოვდება, და თუ კარგად მოთხოვთ, ოცნების ტრაკსაც კი გამოკრავთ ხელს, 😁

ინტრიგანი
0

ესე იგი ამ არჩევნებისთვის გაანულეს ანუ თავად სასწავლებლებმა გადაფარეს სემესტრული დავალიანება. შემდეგ სემესტრულ დავალიანებას ვინ შეიწერს?

ავტორი:

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო.

ინიციატივის ფარგლებში, ცვლილება “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონსა და “საგადასახადო კოდექსში“ შედის.

მთავრობის პროექტის მიხედვით:

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ფინანსური დავალიანების მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასურის გამოსყიდვის მიზნით, სამინისტროს მიერ გადახდილი თანხით სტუდენტის მიერ მიღებული სარგებელი, ასევე ფინანსური დავალიანების მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტის მიერ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასურის ჩამოწერით, მიღებული სარგებელი.

მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული საერთო ჯამში დაახლოებით 5.9 მლნ ლარს შეადგენს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში არ მიიმართება.

მთავრობის მონაცემებით, 2023 წლის 1-ელ აგვისტოს მდგომარეობით, გადასახდელი სწავლის საფასურის განულების სურვილი 26-მა კერძო უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გამოთქვა, ხოლო დავალიანების ჯამურმა ოდენობამ 14 ათასამდე სტუდენტზე დაახლოებით 17.0 მლნ ლარი შეადგინა. 18 სახელმწიფო უნივერსიტეტში დავალიანების ჯამურმა ოდენობამ 13 ათასამდე სტუდენტზე დაახლოებით 12.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც ჯამში, 29.5 მლნ ლარია.