ტელეკომპანია "იმედის“ დაკვეთით, GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, რესპონდენტთა 55% ხმას "ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 20%-ით "ნაცმოძრაობა - სტრატეგია აღმაშენებელია“.
რაც შეეხება სხვა პარტიების მაჩვენებელს, კვლევის შედეგებია ასე გამოიყურება:
"გირჩი მეტი თავისუფლება“ და "დროა“ - 4%
"ლელო“ - 4%
"ევროპული საქართველო“ - 3%
"საქართველოსთვის“ - 3%
"პატრიოტთა ალიანსი“ - 2%
"ლეიბორისტული პარტია“ - 2%
"მოქალაქეები“ - 1%
"გირჩი“ - 1%
სხვა 5%
"იმედის“ ცნობით, საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, 2024 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოკითხა. მათი ინფორმაციით, საველე სამუშაოები შემთხვევითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/- 2.2 %-ია.
სისულელეა ეს პროცენტები სულ ერთიდაიგივე როგორ შეიძლება მიიღოს პარტიამ.ოთხ წელიწადში რამდენი ადამიანი დაიღუპა ,ახალი თაობაც წამოვიდა ესენი კიდევ ათი წელია ერთიდაიგივე პროცენტს იწერენ. 2012 წლიდან მოყოლებული რამდენი ახალგაზრდა გახდა საარჩევნო ასაკის და უმეტესობა ამათ უჭერს მხარს? სისულელეა ახალგაზრდების 90% ამათ აგინებს
არჩევნებზე ჩემ ხმას ვერც ნაცი მიიღებს და მითუმეტეს ვერც ქოცი, რუსეთის პადოში