სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედობა გაცილებით რთულია, ვიდრე მსახიობობა..." - გამორჩეული მსახიობი და 4 შვილის დედა მერილ სტრიპი ოჯახისა და კარიერის შეთავსებაზე
"დედობა გაცილებით რთულია, ვიდრე მსახიობობა..." - გამორჩეული მსახიობი და 4 შვილის დედა მერილ სტრიპი ოჯახისა და კარიერის შეთავსებაზე

გა­მორ­ჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბი მე­რილ სტრი­პი 74 წლი­საა. სა­კულ­ტო ფილ­მე­ბი­დან ვიც­ნობთ, გვიყ­ვარს და პა­ტივს ვცემთ მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს. მე­რილ სტრიპს სა­კუ­თა­რი სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის არა­სო­დეს ეში­ნო­და, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს საქ­ველ­მოქ­მე­დო, თუ სო­ცი­ა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. თუმ­ცა, ბევ­რმა არ იცის, რომ დატ­ვირ­თუ­ლი კა­რი­ე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ის მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­და­ცაა. მსა­ხი­ობს 4 შვი­ლი - 3 გო­გო­ნა და 1 ვაჟი ჰყავს. მისი ყვე­ლა შვი­ლი შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა. ვაჟი ჰენ­რი ვულფ ჰარ­მე­რი მუ­სი­კო­სია, გო­გო­ნე­ბი - მემი და გრე­ი­სი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან, უფ­რო­სი შვი­ლი ლუ­ი­ზა კი, მო­დე­ლია.

მე­რილ სტრი­პი შვი­ლე­ბი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ ხში­რად არ სა­უბ­რობს. თუმ­ცა, მან რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვი­უ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს დე­დო­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია გა­უ­ზი­ა­რა:

  • დე­დო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ

"დე­დო­ბა ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნუ­რი პრო­ფე­სი­აა. შენ შე­გიძ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლო."

  • შვი­ლე­ბის სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის შე­სა­ხებ

"რა თქმა უნდა, მინ­დო­და, ისი­ნი სა­კუ­თარ ოც­ნე­ბებს მიჰ­ყო­ლოდ­ნენ და ის აერ­ჩი­ათ, რაც სურ­დათ, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ სა­თა­და­რი­გო გეგ­მაც ჰქო­ნო­დათ. მა­გა­ლი­თად, გრე­ი­სი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­სა და იტა­ლი­ურს სწავ­ლობ­და. სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სი ჰქონ­დათ და­ნარ­ჩე­ნებ­საც. მაგ­რამ, ყვე­ლა­ზე მე­ტად იმა­ზე ვღე­ლავ­დი, რო­გორ იმოქ­მე­დებ­და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია და პრე­სა მათ ცხოვ­რე­ბა­ზე. ახლა სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია იმ­დე­ნად მძლავ­რია, რომ არა­ვის ინ­დობს. როცა მათ ასაკ­ში ვი­ყა­ვი, ასე­თი პრობ­ლე­მა არ მქო­ნია". გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tu
1

ქალო ,ქალო, სოფლი თვალო 😁

Qeto
1

არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი მსახიობი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"დედობა გაცილებით რთულია, ვიდრე მსახიობობა..." - გამორჩეული მსახიობი და 4 შვილის დედა მერილ სტრიპი ოჯახისა და კარიერის შეთავსებაზე

"დედობა გაცილებით რთულია, ვიდრე მსახიობობა..." - გამორჩეული მსახიობი და 4 შვილის დედა მერილ სტრიპი ოჯახისა და კარიერის შეთავსებაზე

გამორჩეული მსახიობი მერილ სტრიპი 74 წლისაა. საკულტო ფილმებიდან ვიცნობთ, გვიყვარს და პატივს ვცემთ მის პროფესიონალიზმს. მერილ სტრიპს საკუთარი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების არასოდეს ეშინოდა, აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო, თუ სოციალურ საქმიანობაში. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ დატვირთული კარიერის პარალელურად, ის მრავალშვილიანი დედაცაა. მსახიობს 4 შვილი - 3 გოგონა და 1 ვაჟი ჰყავს. მისი ყველა შვილი შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. ვაჟი ჰენრი ვულფ ჰარმერი მუსიკოსია, გოგონები - მემი და გრეისი მსახიობები არიან, უფროსი შვილი ლუიზა კი, მოდელია.

მერილ სტრიპი შვილებისა და პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ ხშირად არ საუბრობს. თუმცა, მან რამდენიმე ინტერვიუში ჟურნალისტებს დედობის შესახებ საკუთარი პოზიცია გაუზიარა:

  • დედობის მნიშვნელობის შესახებ

"დედობა ყველაზე ჰუმანური პროფესიაა. შენ შეგიძლია, ყველაფერი ძირეულად შეცვალო."

  • შვილების სამსახიობო კარიერის შესახებ

"რა თქმა უნდა, მინდოდა, ისინი საკუთარ ოცნებებს მიჰყოლოდნენ და ის აერჩიათ, რაც სურდათ, მაგრამ ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ სათადარიგო გეგმაც ჰქონოდათ. მაგალითად, გრეისი ხელოვნების ისტორიასა და იტალიურს სწავლობდა. სხვადასხვა ინტერესი ჰქონდათ დანარჩენებსაც. მაგრამ, ყველაზე მეტად იმაზე ვღელავდი, როგორ იმოქმედებდა სოციალური მედია და პრესა მათ ცხოვრებაზე. ახლა სოციალური მედია იმდენად მძლავრია, რომ არავის ინდობს. როცა მათ ასაკში ვიყავი, ასეთი პრობლემა არ მქონია". გააგრძელეთ კითხვა