სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვროკავშირმა უნდა შეიმუშაოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პრევენციისა და მონიტორინგის მექანიზმი" - ევროპარლამენტის რეზოლუცია
"ვროკავშირმა უნდა შეიმუშაოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პრევენციისა და მონიტორინგის მექანიზმი" - ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია „რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ“, რო­მელ­შიც იგი მხარს უჭერ­და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის უფრო მკაც­რად აღ­სრუ­ლე­ბას.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ ევ­რო­კავ­შირს და მის წევრ ქვეყ­ნებს, გა­აძ­ლი­ე­რონ სან­ქცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა და ამ მიზ­ნით, შექ­მნან ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი ორ­გა­ნო, ევ­რო­კავ­ში­რის დო­ნე­ზე და შე­ი­მუ­შა­ონ სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მი.

ისი­ნი ასე­ვე მო­უ­წო­დე­ბენ ევ­რო­კავ­შირს, გა­აძ­ლი­ე­როს კო­ორ­დი­ნა­ცია რუ­სე­თის ნავ­თო­ბის ექ­სპორტზე და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე, სა­თა­ნა­დოდ და­ხუ­როს ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზა­რი რუ­სუ­ლი წარ­მო­შო­ბის წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვის­თვის და და­უ­წე­სოს სან­ქცი­ე­ბი რუ­სე­თის ყვე­ლა მსხვილ ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ას, "გა­ზპ­რომ­ბანკს", მათ შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ებს, საბ­ჭო­ებ­სა და მე­ნე­ჯმენტს.

რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა უნდა იმუ­შა­ოს „დიდ შვი­დე­ულ­თან“ ერ­თად, იმის­თვის, რომ არ­სე­ბი­თად შე­ამ­ცი­რონ ფა­სე­ბის ზედა ზღვა­რი რუ­სულ ნავ­თობ­სა და ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებ­ზე, და­ა­წე­სონ სრუ­ლი აკ­რძალ­ვა რუ­სუ­ლი თხე­ვა­დი გა­ზის იმ­პორტზე და ასე­ვე სხვა ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორტზე ევ­რო­კავ­ში­რის არა­წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან, თუ ეს პრო­დუქ­ცია რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბით იწარ­მო­ე­ბო­და.

გარ­და ამი­სა, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ ევ­რო­კო­მი­სი­ას და ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებს, გა­ა­ფარ­თო­ონ სან­ქცი­ე­ბი, რათა მო­ი­ცავ­დეს სრულ აკ­რძალ­ვას რუ­სუ­ლი წარ­მო­შო­ბის ან რუ­სე­თის მიერ ევ­რო­კავ­შირ­ში რე­ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი ბრი­ლი­ან­ტე­ბით ვაჭ­რო­ბა­ზე. რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ასე­ვე ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა უნდა გა­მო­ძებ­ნოს სა­მარ­თლებ­რი­ვი გზე­ბი, რო­მე­ლიც გა­ყი­ნუ­ლი რუ­სუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის კონ­ფის­კა­ცი­ი­სა და უკ­რა­ი­ნის აღ­დგე­ნის­თვის მათი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას შექ­მნის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
0

ევროკვშირი ვერაფერს ვერ გამოძებნის ისედაც სამასი ათასი ქარხანა დაიხურა და ამერიკაში გადავიდა, ა,მაზე მეტ დაცემას ვროპა ვერ გაუძლებს

გოგა
0

საქართველოს თავი დანებეთ ჩვენ საკმარისი გადავიტანეთ აგვისტოს ომის დროს თქვენ კი ამ დროს ვაჭრობა და თბილი ურთიერთობა გქონდათ რუსეთან ,ეხლა ჩვენც გვაცადეთ მაგდენივე წლები რაც თქვენ იგულავეთ ჩვენ უბედურ პერიოდში ,ნამუსი იქონიეთ 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ვროკავშირმა უნდა შეიმუშაოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პრევენციისა და მონიტორინგის მექანიზმი" - ევროპარლამენტის რეზოლუცია

"ვროკავშირმა უნდა შეიმუშაოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პრევენციისა და მონიტორინგის მექანიზმი" - ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტიანობის შესახებ“, რომელშიც იგი მხარს უჭერდა უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების უფრო მკაცრად აღსრულებას.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ სანქციების აღსრულებაზე ზედამხედველობა და ამ მიზნით, შექმნან ცენტრალიზებული ორგანო, ევროკავშირის დონეზე და შეიმუშაონ სანქციების გვერდის ავლის პრევენციისა და მონიტორინგის მექანიზმი.

ისინი ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს, გააძლიეროს კოორდინაცია რუსეთის ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციების აღსრულებაზე, სათანადოდ დახუროს ევროკავშირის ბაზარი რუსული წარმოშობის წიაღისეული საწვავისთვის და დაუწესოს სანქციები რუსეთის ყველა მსხვილ ნავთობკომპანიას, "გაზპრომბანკს", მათ შვილობილ კომპანიებს, საბჭოებსა და მენეჯმენტს.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უნდა იმუშაოს „დიდ შვიდეულთან“ ერთად, იმისთვის, რომ არსებითად შეამცირონ ფასების ზედა ზღვარი რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, დააწესონ სრული აკრძალვა რუსული თხევადი გაზის იმპორტზე და ასევე სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, თუ ეს პროდუქცია რუსული ნავთობით იწარმოებოდა.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გააფართოონ სანქციები, რათა მოიცავდეს სრულ აკრძალვას რუსული წარმოშობის ან რუსეთის მიერ ევროკავშირში რეექსპორტირებული ბრილიანტებით ვაჭრობაზე. რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირმა უნდა გამოძებნოს სამართლებრივი გზები, რომელიც გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციისა და უკრაინის აღდგენისთვის მათი გამოყენების საშუალებას შექმნის.