სერია A-ს მე - 11 ტურში "ნაპოლი" სტუმრად აუტსაიდერ "სალერნიტანას" ეთამაშება, რომლის მთავარი მწვრთნელიც წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ფილიპო ინძაგია. პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები ანგარიშით 0:1 იგებენ.
ნეაპოლელთა მწვრთნელმა რუდი გარსიამ შემდეგი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა გუნდი მოედანზე:
ოსიმენი კვლავ ტრავმირებულია. გარსიამ კვარაცხელიას ისევ რასპადორი შეუწყვილა. მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოჩნდა ანგისა, რომელიც კარგა ხანს იშუშებდა ტრავმას.
მატჩი ნეაპოლელთა შეტევებით დაიწყო, აქტიურობდა ხვიჩა კვარაცხელიაც. ანგარიში მე-13 წუთზე ჯაკომო რასპადორიმ ლობოტკას კარგი პასის შემდეგ გახსნა. ამის შემდეგ თამაში ისევ "ნაპოლის" უპირატესობით წარიმართა, თუმცა რეალური საგოლე მომენტი ოჩუას კართან კარგა ხანს აღარ შექმნილა. თამაშის ბოლოსკენ გააქტიურდნენ მასპინძლები და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა "ნაპოლის" საჯარიმოში. ამის მერე კიდევ ერთი გოლის გატანის შანსი ჰქონდა რასპადორის, მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. 41-ე ბურთის გატანის შანსი მიეცა ჩვენებურსაც, სამწუხაროდ, კვარაცხელიას დარტყმული კარს ასცდა.