კომპანიის გუნდს დავით ხაჩიძე შემოუერთდა, რომელსაც მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო სტრატეგიული ფინანსური მენეჯმენტის კუთხით. ის კობა ხარხელს ჩაანაცვლებს, რომელიც KTW ჯგუფთან სხვა ფორმით განაგრძობს თანამშრომლობას.
"KTW ჯგუფს ახალი ფინანსური დირექტორი ჰყავს. დავით ხაჩიძეს ვულოცავ ახალ პოზიციას და წარმატებას ვუსურვებ საქმიანობაში. მისი ცოდნა და გამოცდილება ძალიან ღირებულია ჩვენი კომპანიისთვის. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო კობა ხარხელს 11 წლიანი თანამშრომლობისთვის და ჩვენი კომპანიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ – ზურაბ ჩხაიძე, KTW ჯგუფის პრეზიდენტი.
დავით ხაჩიძე KTW ჯგუფში ფინანსური დირექტორის პოზიციის დაკავებამდე, კომპანია „ციტადელის“ საერთაშორისო ბიზნეს განვითარების დირექტორი იყო. წლების განმავლობაში მუშაობდა შვეიცარიულ-ავსტრიულ კომპანია „იუნაითიდ ენერჯიში“ ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.
ასევე, „ლაბორატორია მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპულ აღმასრულებელ ჯგუფში" აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. კომპანია „ზარაფხანაში“ კი, გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. დავით ხაჩიძე აქტიურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას მიწვეული ლექტორის რანგში.
R
ღვინო თუ გაქვთ კარგი ? თორე ფინანსური დირექტორები იმდენი ყრია როგორც იტყვიან ტონა ათი შაური. თუ გინდ დებილი აიყვანო ისიც შეასრულებს იმდენი აუდიტორული კომპანიებია რომ ფინანსური განათლება აღარ გჭირდება
ძველი რა იქნა, ძველი?