სერიალში "სიყვარულს მიღმა" ყველა თაობის მაყურებლისთვის საყვარელი ლილუს როლს განო გერლიანი ასრულებს. ის პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ ახლო მომავალში აპირებს ამ პროფესიას ამერიკაში დაეუფლოს. როგორია მისი რეალური ცხოვრება, როგორი ურთიერთობა აქვს მშობლებთან და როგორ დაიწყო მისი "ფილმური" სიყვარულის ამბავი? - ამ ყველაფერზე განო გულახდილად გვესაუბრა.
- ეკრანზე გამოჩენისთანავე მაყურებლის სიმპათია დაიმსახურე, ამას თავად რამდენად გრძნობ?
- როდესაც ჩემი პერსონაჟი სერიალში პირველად გამოჩნდა, ხალხს თავიდან თითქოს არ მოსწონდა. ვფიქრობდი, ქუჩაში რომ გავალ და მიცნობენ, სავარაუდოდ, ჩემ მიმართ ცუდი დამოკიდებულება ექნებათ-მეთქი. ახლა კი მაყურებლისგან არანორმალურად დიდ სიყვარულს ვგრძნობ, განსაკუთრებით - პატარა ბავშვებისგან. გუშინ მაღაზიიდან ხელი დამიქნიეს, ამ ერთმა ჟესტმა უზომოდ გამახარა. ყველაზე ხშირად ბავშვები მოდიან, ფოტოების გადაღებას მთხოვენ. ისეთი საყვარლები და გულწრფელები არიან, მათთან ურთიერთობა ყველაზე მეტად მაბედნიერებს.
- ჩვენს მკითხველს გაეცანი, ვინ არის განო გერლიანი?
- როცა ჩემს თავზე ლაპარაკი მიწევს, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ძალიან ემოციური ვარ. ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება ადამიანს ეწყინოს, მე ორმაგად ან ოთხმაგად მწყინს, შეიძლება ტირილამდე მივიდე. ასევე უმნიშვნელო რამ მახარებს. ჯერ პროფესია არ ამირჩევია, არსად ჩამიბარებია, 20 წლის ახლახან გავხდი. ახლო მომავალში ვაპირებ, სასწავლებლად ამერიკაში წავიდე. სკოლა რომ დავამთავრე, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებას ვფიქრობდი, მაგრამ გადავიფიქრე. ბავშვობიდან რომანტიზებას ვუწევდი იმ ამბავს, რომ სასწავლებლად უცხოეთში უნდა წავსულიყავი; სულ ვიცოდი, რომ ეს ქვეყანა იქნებოდა ამერიკა და სწავლის დასრულების შემდეგ აუცილებლად საქართველოში დავბრუნდებოდი.
- საკუთარ მომავალს სამშობლოში მეტად ხედავ, ვიდრე საზღვრებს მიღმა?
- სამშობლოშიც და უცხოეთშიც თანაბრად ვხედავ. ბუნებრივია, ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს, არ მინდა მოვშორდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პერიოდულად სხვა ქვეყანაშიც არ ვიყო.
- სერიალში "სიყვარულს მიღმა" როგორ აღმოჩნდი?
- ერთ დღეს დამირეკეს და მითხრეს, ზეგ კასტინგი ტარდება და მოდიო. სერიალის "სიყვარულს მიღმა" პოსტერებს მეტროში სულ ვხედავდი. მაყურებელი არ ვიყავი, თუმცა ზედაპირულად ვიცოდი, რაც ხდებოდა. ამ ზარმა ძალიან გამანერვიულა, აქამდე ქართულ პროექტში არ მითამაშია, ქართულად ლაპარაკი არ დამჭირვებია, სულ ინგლისურად ვსაუბრობდი. ვფიქრობდი, რომ არ დამამტკიცებდნენ. ისიც კი ვთქვი, ტყუილად უნდა მოვიდე, თქვენს დროსაც დავკარგავ და ჩემსასაც-მეთქი. მოკლედ მაინც წავედი, კასტინგი გავიარე და იმ დღესვე დამირეკეს, როლზე დამტკიცებული ხარო. უბედნიერესი ვიყავი, თან ვერ ვიჯერებდი. ვფიქრობდი, რამე ხომ არ შეეშალათ-მეთქი?
- ლილუ საინტერესო გოგოა, თავისებური ხასიათით. ამ როლზე მუშაობა როგორ დაიწყე?
- ცოტათი კაპასი, ჯიუტი ჯენზია. მეგონა, რომ ხანში შესულ ხალხს არ შეუყვარდებოდა, ძალიან მოდერნისტული და თანამედროვე პერსონაჟია. ზუსტად არც ვიცი, როგორ დავახასიათო, ლილუს ასე კარგად მეც არ ვიცნობ, თანდათან ვეცნობი. ყველას შვილიშვილივით უყვარს. არ მომწონს ის, როგორც ექცევა მეგობრებს, მშობლებს. ამის გააზრება, რომ ეს მე უნდა მეთამაშა, ასე მელაპარაკა, ცოტათი გამიჭირდა.
- რეალურ ცხოვრებაში მშობლებს შენ ნაცვლად თუ მიუღიათ გადაწყვეტილება, მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილხარ?
- არა, ძალიან, ძალიან გამიმართლა. ჩვენ სხვაგვარი დამოკიდებულება გვაქვს. ჩემი მშობლები ყოველთვის მეთანხმებიან იმაში, რისი გაკეთებაც მინდა, არჩევანს ყოველთვის მიწონებენ. მსახიობობა რომ მინდოდა, ეს ბავშვობიდანვე იცოდნენ და ხელს მაქსიმალურად მიწყობდნენ, მით უმეტეს - დედა, მას დავყავდი ყველა სტუდიაში, სადაც შეიძლებოდა რამე გამომსვლოდა, სადაც ყოფნა ჩემთვის საჭირო იყო. მაშინ ვერ ვხვდებოდი, ცეკვაზე რატომ დავყავდი. დღეს ვხვდები, რომ პლასტიკა მსახიობისთვის ძალიან საჭიროა.
- დედაც მსახიობი ხომ არ არის?
- დედაჩემი ძალიან ცოტა ხანი, 1 ან 2 წელი აფხაზეთის თეატრში იყო. ბავშვობაში სცენაზე გადაღებულ დედას ფოტოებს რომ ვნახულობდი, სულ ვამბობდი, მეც ეს საქმე მინდა ვაკეთო, მგონი, ამისთვის დავიბადე-მეთქი.
- დედა აფხაზეთიდან არის?
- დიახ, დედაც და მამაც აფხაზეთიდან არიან. დედა 13 წლის იყო, მამა - 18-ის, როცა ლტოლვილები გახდნენ.
- განო, ახსენე, რომ აქამდე თამაში ინგლისურ ენაზე გიწევდა. როგორც ვხვდები, უცხოურ პროექტებში იყავი ჩართული. ამ გამოცდილებაზე რას გვეტყვი?
- დიახ, ბოლო პროექტი, რომელზეც ვიმუშავე, გერმანულ-შვეიცარიული ფილმი იყო. სუროგატი დედის როლი შევასრულე, ეს გარდასხვა და მთლიანი პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ამ როლისთვის დამჭირდა მუშაობა, თუ დამჭირდა. ჩემი ინფორმაციით, ფილმის პრემიერა მალე გაიმართება და როგორც ვიცი, ეს საქართველოშიც მოხდება. ჩემ გარდა ამ ფილმზე კიდევ რამდენიმე ქართველი მსახიობი მუშაობდა. დიდი ინტერესით ველოდები. გადამღები ჯგუფი საქართველოში იყო ჩამოსული. ჩემი პერსონაჟი ქართველია, "მოტეხილი" ინგლისურით ლაპარაკობს. ამის გარდა, შესრულებული მაქვს ეპიზოდური როლი ერთ ქართულ ფილმშიც, სხვათა შორის, იქაც დედის როლში ვარ. რეჟისორები ჩემში სულ დედას ხედავენ (იღიმის). ალბათ კარგი დედა ვიქნები. მიხარია, ასე თუ მხედავენ. გადაღებული ვარ რეკლამებშიც.
- სერიალში სცენების დიდი ნაწილის გადაღება გუგა ქაცარავასთან გიწევს. როგორი პარტნიორია?
- გუგა ქაცარავა კომფორტული ადამიანია. თავიდან, როცა რამდენიმე დუბლს ვაგდებდით, ვფიქრობდი, ყველა გაბრაზდებოდა, მაგრამ ვცდებოდი; ვისთანაც ამ სერიალზე მუშაობის ფარგლებში შეხება მაქვს, არის საუკეთესო. გადასაღებად რომ მივდივარ, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩემს ოჯახში მივდივარ.
- ახლა შენი ცხოვრების რეალურ სიყვარულზე ვილაპარაკოთ. ლუკა თარხან-მოურავთან შენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?
- ჩვენ დანიშნულები ვართ. ლუკა პირველად რომ ვნახე, მაგ დროს უკვე ვიცოდი, მე მისი ცოლი და ის ჩემი ქმარი იქნებოდა...
- ამას პირველივე ნახვისას მიხვდი?
- დიახ. სწორ ადამიანს რომ ნახავ, ამას მაშინვე გრძნობ.
- ლუკას რეაქცია როგორი იყო?
- ზუსტად იგივე. ასე თამამად იმიტომ ვამბობ, რომ ეს განცდა ორმხრივი იყო, ასეთი "ფილმური" სიყვარული გამოგვივიდა, მაგრამ მე ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი არ მომწონს...წაიკითხეთ სრულად
კალმით ნახატი ხარ განო ვერ მონახეე წესიერი ქართველი ბიჭიი ? უბედურებაა ჩვენს თავს როომ სომსხი ქართველისაგან ვერ გაგირჩევია ! ვინ დაგვიწყევლა ეს ულამაზესი ქსრზთველები და რატოომ უგალო იესო ქრისტე !! რატოომ ასეთი სასჯელი ??? შე საცოდაო განოო სპეცოალურად დაგირეკეს და ასე დაგითრია სომეხმა თარხანოვმა გახრწნილი ირანელი ლტოლვილი კინტოს შთამომავალმაა შე უბედურო შენა !!!
ვის რაში აინტერესებს?