პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გეუბნები, ჩამოგატყავებ! 5 განაბი მელოდება... შენი ქუჩის ეზოს ძველი ბიჭები ხომ არ გგონივართ" - "ქურდული გარჩევა" ბათუმში და თანხის გამოძალვის მცდელობა: შსს- მ ხუთი პირი დააკავა
"გეუბნები, ჩამოგატყავებ! 5 განაბი მელოდება... შენი ქუჩის ეზოს ძველი ბიჭები ხომ არ გგონივართ" - "ქურდული გარჩევა" ბათუმში და თანხის გამოძალვის მცდელობა: შსს- მ ხუთი პირი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში, 5 პირი და­ა­კა­ვეს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის“, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რის­თვის მი­მარ­თვის“, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რი­სა და ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა., 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ა., 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ა., 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ჯ. და უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ჰ.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, ერთ-ერთ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში ფი­ნან­სუ­რი დავა წარ­მო­იშ­ვა, რის შემ­დე­გაც კომ­პა­ნი­ა­ში მო­მუ­შა­ვე, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქემ, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი პი­რის მეშ­ვე­ო­ბით, კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს, 1985 წელს და­ბა­დე­ბულ გ.ა.-ს მი­მარ­თა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ვის გა­და­სა­წყვე­ტად, ქა­ლაქ ბა­თუმ­ში ე.წ. ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა მო­ა­წყვეს, სა­დაც კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელს გა­ნუ­ცხა­და, რომ და­ვა­ში ჩარ­თუ­ლი იყო "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ და სა­კი­თხი "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად უნდა გა­და­წყვე­ტი­ლი­ყო. კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთ მე­წი­ლეს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რით 75 000 აშშ დო­ლა­რის გა­დახ­და და­ა­კის­რეს. "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რი და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ მხარ­დამ­ჭე­რი პი­რე­ბი და­ზა­რა­ლე­ბულს სის­ტე­მა­ტუ­რად უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ, სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ და მის­თვის და­კის­რე­ბუ­ლი თან­ხის გა­დახ­დას მო­ი­თხოვ­დნენ.

პო­ლი­ცი­ამ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 223-ე ტერ­ცია მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, 223-ე კვარ­ტა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lasha
3

ბანკი ხა რო აკისრებ თუ აღსრულების ბიურო.

ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
0

ახალგაზრდების საყურადღებოდ!

თავი არასოდეს დაუხაროთ ქურდებსა თუ მათ "შესტიორკებს"!

იცოდეთ, რაც მეტს დაუხრით, უფრო შეგაჯდებიან.

ვერაფერს დაგაკლებენ. ნუ შეშინდებით. ტურები არიან, მერწმუნეთ.

ნახევარზე მეტი კი პოლიციის აგენტია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გეუბნები, ჩამოგატყავებ! 5 განაბი მელოდება... შენი ქუჩის ეზოს ძველი ბიჭები ხომ არ გგონივართ" - "ქურდული გარჩევა" ბათუმში და თანხის გამოძალვის მცდელობა: შსს- მ ხუთი პირი დააკავა

"გეუბნები, ჩამოგატყავებ! 5 განაბი მელოდება... შენი ქუჩის ეზოს ძველი ბიჭები ხომ არ გგონივართ" - "ქურდული გარჩევა" ბათუმში და თანხის გამოძალვის მცდელობა: შსს- მ ხუთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში, 5 პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, "ქურდული სამყაროს წევრობის“, "ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1985 წელს დაბადებული გ.ა., 1974 წელს დაბადებული მ.ა., 1988 წელს დაბადებული ნ.ა., 1976 წელს დაბადებული ჯ.ჯ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული რ.ჰ.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმში, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში ფინანსური დავა წარმოიშვა, რის შემდეგაც კომპანიაში მომუშავე, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი პირის მეშვეობით, კრიმინალურ ავტორიტეტს, 1985 წელს დაბადებულ გ.ა.-ს მიმართა.

აღნიშნული დავის გადასაწყვეტად, ქალაქ ბათუმში ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს, სადაც კრიმინალურმა ავტორიტეტმა კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს განუცხადა, რომ დავაში ჩართული იყო "კანონიერი ქურდი“ და საკითხი "ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად უნდა გადაწყვეტილიყო. კომპანიის ერთ-ერთ მეწილეს ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 75 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს. "ქურდული სამყაროს“ წევრი და "ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი პირები დაზარალებულს სისტემატურად უკავშირდებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მისთვის დაკისრებული თანხის გადახდას მოითხოვდნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.