მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვიჩას დრიბლინგი და უზუსტესი საგოლე პასი -"ნაპოლიმ" ბერლინელებს ჩვენებურის წყალობით სძლია: "კვარა" მეორე ტაიმში გუნდის შეტევების ორგანიზატორად მოგვევლინა
ხვიჩას დრიბლინგი და უზუსტესი საგოლე პასი -"ნაპოლიმ" ბერლინელებს ჩვენებურის წყალობით სძლია: "კვარა" მეორე ტაიმში გუნდის შეტევების ორგანიზატორად მოგვევლინა

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე - 3 ტურ­ში ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას "ნა­პო­ლი" სტუმ­რად ბერ­ლი­ნის "უნი­ონს" და­უ­პი­რის­პირ­და ან­გა­რი­შით 0:1 გა­ი­მარ­ჯვა.

ნე­ა­პო­ლუ­რი გუნ­დის მწვრთნელ­მა რუდი გარ­სი­ამ შემ­დე­გი სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბით გა­იყ­ვა­ნა "ნა­პო­ლი" მო­ე­დან­ზე:

  • მე­რე­ტი, დი ლო­რენ­ცო, რაჰ­მა­ნი, ნა­ტა­ნი, მა­რიო რუი, ზი­ლენ­სკი, კა­ი­უს­ტე, ლო­ბოტ­კა, პო­ლი­ტა­ნო, კვა­რა­ცხე­ლია, რას­პა­დო­რი.

"ნა­პო­ლის" და­ნაკ­ლი­სი კვლა­ვაც დიდი იყო, ტრავ­მე­ბის გამო ისევ ვერ ითა­მა­შეს: ჟე­სუს­მა, ან­გი­სამ და ოსი­მენ­მა...

პირ­ველ ტამ­ში ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჯგუ­ფის აუტ­სა­ი­დერ­მა "უნი­ონ­მა" საკ­მა­ოდ მა­ღალ ტემპში და შე­ტე­ვე­ბით და­ი­წყო მატ­ჩი, ნე­ა­პო­ლე­ლებს არა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­დათ. მათ თა­მაშს სიმწვა­ვე აკ­ლდა, უშ­ვებ­დნენ შეც­დო­მებს და საკ­მა­ოდ სწრა­ფად კარ­გავ­დნენ ბურთს. არა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­და არც ჩვე­ნე­ბურს. ამან შე­დე­გი გა­მო­ი­ღო იმით, რომ სა­კა­მოდ კარ­გი შე­ტე­ვის შემ­დეგ 23-ე წუთ­ზე ბერ­ლი­ნე­ლებ­მა ბურ­თის გა­ტა­ნა მო­ა­ხერ­ხეს მე­რე­ტის კარ­ში, თუმ­ცა გვერ­დით­მა მსაჯ­მა თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­ფიქ­სი­რა და გოლი არ ჩა­ით­ვა­ლა.

ამის მერე "ნა­პო­ლი" შე­და­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და, ბურ­თის ფლო­ბით ბევ­რად აღ­მა­ტე­ბო­და მე­ტო­ქეს, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რი სა­გო­ლე მო­მენ­ტის შექ­მნა ვერ შეძ­ლეს.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი უგო­ლოდ 0:0 დას­რულ­და.

მე­ო­რე ტა­ი­მიც ბერ­ლი­ნელ­თა შე­ტე­ვე­ბით და­ი­წყო, თუმ­ცა ნე­ა­პო­ლე­ლებ­მა ნელ-ნელა იპო­ვეს თა­ვი­სი თა­მა­ში, რა­შიც უდი­დე­სი როლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ შე­ი­ტა­ნა, რო­მელ­მაც და­ი­წყო "ნა­პო­ლის" შე­ტე­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, ის მო­ედ­ნის ლა­მის ყვე­ლა წერ­ტილ­ში იყო, ეხ­მა­რე­ბო­და დაც­ვას, უტევ­და ცენ­ტრი­დან და მარ­ცხნი­დან, რამ­დენ­ჯერ­მე გა­სა­ო­ცა­რი ფინ­ტე­ბით მო­ა­ხერ­ხა თავი და­ეღ­წია მე­ტო­ქის მცვე­ლე­ბის­თვის. სა­ბო­ლო­ოდ მისი მცდე­ლო­ბა გო­ლით დას­რულ­და, მისი წა­მო­წყე­ბუ­ლი შე­ტე­ვა რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მით გაგ­რძელ­და და ბურ­თი ისევ "კვა­რას" და­უბ­რუნ­და მარ­ცხე­ნა ფლანგზე, სა­ი­და­ნაც ჩვე­უ­ლი დრიბ­ლინ­გით შე­აღ­წია "იუ­ნი­ო­ნის" სა­ჯა­რი­მო­ში და რას­პა­დო­რის ისე­თი პასი მიცა, რომ მას გა­ტა­ნა მეტი არა­ფე­რი დარ­ჩე­ნო­და. ასე გა­იხ­სნა ან­გა­რი­ში 65-ე წუთ­ზე.

რუდი გარ­სი­ამ 87-ე წუთ­ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია შეც­ვა­ლა, მის ნაც­ვლად მო­ე­დან­ზე მცვე­ლი ეს­ტი­გო­რი შე­იყ­ვა­ნა.

ბოლო წუ­თებ­ში მას­პინ­ძლე­ბი უტევ­დნენ, თუმ­ცა უე­დე­გოდ. "ნა­პო­ლი" გა­ი­მარ­ჯვა და სამი მატ­ჩის ჯამ­ში 6 ქუ­ლას მო­უ­ყა­რა თავი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
0

გარსია იტალიაში,ჩვენთან სანიოლი,როგორ გვანან ერთმანეთს,გარსიაც კვარამ მოატრიალა და სანიოლიც,არც ართი ვარგა მწვრთნელად და არც მეორე,ერთიც და მეორეც ახლა გადის პრაქტიკას.როგორც კი ძლიერ გუნდებს შეხვდებით წაგება გარანტირებულია დიდი ანგარიშით,ისევ კვარამ თუ გათრიათ ზურგით და ისევ ჩვენებურის ხარჟზე თუ შეკუნტრუშდებით, სად ჯანდაბაში გარბიხარ ჯერ იმასთან მიდი ვინც გოლი გაგატანინა .....

ლალუკა
1

ჩვენი ბიჭი, გენაცვალე, ნეტა შენი თამაშები ჩემს ძმას ენახა, რომელიც თითონაც ფეხბურთელი იყო ერთ დროს და გულდაწყვეტილი არ წასულიყო ამ ქვეყნიდან ქართული ფეხბურთის დაცემით. რა ბედნიერი იქნებოდა. წარმატებები სუპერ ბიჭო.

ავტორი:

ხვიჩას დრიბლინგი და უზუსტესი საგოლე პასი -"ნაპოლიმ" ბერლინელებს ჩვენებურის წყალობით სძლია: "კვარა" მეორე ტაიმში გუნდის შეტევების ორგანიზატორად მოგვევლინა

ხვიჩას დრიბლინგი და უზუსტესი საგოლე პასი -"ნაპოლიმ" ბერლინელებს ჩვენებურის წყალობით სძლია: "კვარა" მეორე ტაიმში გუნდის შეტევების ორგანიზატორად მოგვევლინა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე - 3 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სტუმრად ბერლინის "უნიონს" დაუპირისპირდა ანგარიშით 0:1 გაიმარჯვა.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა რუდი გარსიამ შემდეგი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა "ნაპოლი" მოედანზე:

  • მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ნატანი, მარიო რუი, ზილენსკი, კაიუსტე, ლობოტკა, პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორი.

"ნაპოლის" დანაკლისი კვლავაც დიდი იყო, ტრავმების გამო ისევ ვერ ითამაშეს: ჟესუსმა, ანგისამ და ოსიმენმა...

პირველ ტამში ყველასთვის მოულოდნელად ჯგუფის აუტსაიდერმა "უნიონმა" საკმაოდ მაღალ ტემპში და შეტევებით დაიწყო მატჩი, ნეაპოლელებს არაფერი გამოსდიოდათ. მათ თამაშს სიმწვავე აკლდა, უშვებდნენ შეცდომებს და საკმაოდ სწრაფად კარგავდნენ ბურთს. არაფერი გამოსდიოდა არც ჩვენებურს. ამან შედეგი გამოიღო იმით, რომ საკამოდ კარგი შეტევის შემდეგ 23-ე წუთზე ბერლინელებმა ბურთის გატანა მოახერხეს მერეტის კარში, თუმცა გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.

ამის მერე "ნაპოლი" შედარებით გააქტიურდა, ბურთის ფლობით ბევრად აღმატებოდა მეტოქეს, თუმცა რეალური საგოლე მომენტის შექმნა ვერ შეძლეს.

პირველი ტაიმი უგოლოდ 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმიც ბერლინელთა შეტევებით დაიწყო, თუმცა ნეაპოლელებმა ნელ-ნელა იპოვეს თავისი თამაში, რაშიც უდიდესი როლი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელმაც დაიწყო "ნაპოლის" შეტევების ორგანიზება, ის მოედნის ლამის ყველა წერტილში იყო, ეხმარებოდა დაცვას, უტევდა ცენტრიდან და მარცხნიდან, რამდენჯერმე გასაოცარი ფინტებით მოახერხა თავი დაეღწია მეტოქის მცველებისთვის. საბოლოოდ მისი მცდელობა გოლით დასრულდა, მისი წამოწყებული შეტევა რამდენიმე გადაცემით გაგრძელდა და ბურთი ისევ "კვარას" დაუბრუნდა მარცხენა ფლანგზე, საიდანაც ჩვეული დრიბლინგით შეაღწია "იუნიონის" საჯარიმოში და რასპადორის ისეთი პასი მიცა, რომ მას გატანა მეტი არაფერი დარჩენოდა. ასე გაიხსნა ანგარიში 65-ე წუთზე.

რუდი გარსიამ 87-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა, მის ნაცვლად მოედანზე მცველი ესტიგორი შეიყვანა.

ბოლო წუთებში მასპინძლები უტევდნენ, თუმცა უედეგოდ. "ნაპოლი" გაიმარჯვა და სამი მატჩის ჯამში 6 ქულას მოუყარა თავი.