ახმეტაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ახმეტა-ალვანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. სწრაფად მოძრავი "ლენდ როვერის" მარკის ავტომობილი, სადაც ერთი ოჯახის 6 წევრი იჯდა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
შედეგად ადგილზე დაიღუპნენ მძღოლის მეუღლე და და. დაშავდნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ. ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.
არის რაღაცა რასაც ვერ შეცვლი რა. ერის 90 პროცენტს დარწმუნებული ვარ, რომ უნდა გამკაცრება მოძრაობის წესების, მაგრამ ნუ თავს ზევით ძალა არაა რა. რამდენჯერ ვთხოვთ ხალხი მთავრობას რო გაამკაცრონ მარა ფეხებზე კიდიათ რა. ან რა იმხელა ქვეყანაა ეს საქართველო რო ყველგან ვერ დაიდგას კამერები და ვერ გამკაცრდეს წესები ისე რო გაზზე ზედმეტად ფეხის დადგმა აკანკალებდეს მძღოლს რა.
ყოჩაღ მძღოლი! 😡 ახლა დაწყნარდა? 😡