სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსადის დაუჯერებელი სპეცოპერაცია უგანდაში, რომელსაც ბენიამინ ნათანიაჰუს ძმა ემსხვერპლა - როგორ დაიხსნა ისრაელმა თვითმფრინავით გატაცებული 100-ზე მეტი მოქალაქე 1976 წელს
მოსადის დაუჯერებელი სპეცოპერაცია უგანდაში, რომელსაც ბენიამინ ნათანიაჰუს ძმა ემსხვერპლა  - როგორ დაიხსნა ისრაელმა  თვითმფრინავით გატაცებული 100-ზე მეტი მოქალაქე 1976 წელს

მა­შინ, რო­დე­საც ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს 28 წელი შე­უს­რულ­და, ქვეყ­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხურ­მა, მო­სად­მა მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მას­შტა­ბუ­რი და ბევ­რის­თვის დღემ­დე და­უ­ჯე­რე­ბე­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა.

1976 წლის 27 ინ­ვისს თელ-ავი­ვის "ბენ გუ­რი­ო­ნის“ აე­რო­პორ­ტი­დან Air France-ის რე­ი­სი N139 აფ­რინ­და, რო­მე­ლიც თელ-ავი­ვი-ათე­ნი-პა­რი­ზის მარ­შრუ­ტით მიფ­რი­ნავ­და. ათენ­ში ბორტზე ორი ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი ავი­და: გერ­მა­ნე­ლე­ბი და არა­ბე­ბი. აფ­რე­ნი­დან მა­ლე­ვე რე­ი­სი 139 “გა­ჩუმ­და“. თვითმფრი­ნა­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გაქ­რო­ბა ის­რა­ე­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში უკვე აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო. "რე­ის­მა 139-მა“, რომ­ლის ბორტზეც უმე­ტე­სო­ბა ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე იყო, ან კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და, ან ტე­რო­რის­ტებ­მა გა­ი­ტა­ცეს“, - ეს იყო დაზ­ვერ­ვის პირ­ვე­ლი შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს აც­ნო­ბეს.

გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, თვითმფრი­ნა­ვი გა­მოჩ­ნდა. ის ლი­ბი­ის ქა­ლაქ ბენ­ღაზ­ში ჩაფ­რინ­და, რომ საწ­ვა­ვი შე­ევ­სო. 28 ივ­ნისს, ღა­მის სამ სა­ათ­ზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რე­ი­სი 139, 245 მგზავ­რით (აქე­დან 83 ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე იყო) და ეკი­პა­ჟის 12 წევ­რით ენ­ტე­ბეს აე­რო­პორ­ტში დაჯ­და. ენ­ტე­ბე უგან­დის დე­და­ქა­ლაქ კამ­პა­ლა­დან 20 კმ-ში მდე­ბა­რე­ობს.

ენ­ტე­ბეს აე­რო­პორ­ტი

უგან­დის მა­შინ­დე­ლი დიქ­ტა­ტო­რი იდი ამი­ნი ადოლფ ჰიტ­ლე­რის დიდი მოტრფი­ა­ლე იყო, რო­მე­ლიც იმ ფაქ­ტით იყო აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი, რომ ჰიტ­ლერ­მა 6 მი­ლი­ო­ნი ებ­რა­ე­ლი და­ხო­ცა.

იდი ამი­ნი ბრი­ტა­ნე­თის არ­მი­ის ყო­ფი­ლი სერ­ჟან­ტი იყო, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა­ში 1 წიგ­ნიც არ ჰქონ­და წა­კი­თხუ­ლი და აცხა­დებ­და, რომ სურ­და ჰიტ­ლე­რის დი­დე­ბას სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ეარ­სე­ბა და ძეგლის დად­გმას აპი­რებ­და. ამი­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მორ­წმუ­ნე არ იყო, თუმ­ცა დედა ქრის­ტი­ა­ნი ჰყავ­და, რო­მე­ლიც ბიბ­ლი­ას პა­ტივს სცემ­და და შვილს მო­უ­წო­დებ­და, რომ ებ­რა­ე­ლე­ბის­თვის პა­ტი­ვი ეცა, თუმ­ცა ასაკ­ში როცა შე­ვი­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ის­ლა­მი მი­ი­ღო.

იდი ამი­ნი

  • იმა­ვე ღა­მეს ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვას მო­რი­გი სა­ში­ნე­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­უ­ვი­და. ჯერ კი­დევ ბენ­ღაზ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ორ­სუ­ლი ბრი­ტა­ნე­ლი ქალი ამ­ბობ­და, რომ ტე­რო­რის­ტებ­მა მგზავ­რე­ბი ორ ნა­წი­ლად გა­ა­ნა­წი­ლეს: ებ­რა­ე­ლე­ბი და და­ნარ­ჩე­ნე­ბი.

ტე­რო­რის­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გერ­მა­ნე­ლი წყვი­ლი იყო. ისი­ნი "პა­ლეს­ტი­ნის ეროვ­ნუ­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფრონ­ტის" და­ვა­ლე­ბე­ბით მოქ­მე­დებ­დნენ. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას დოქ­ტო­რი ვადი ჰა­და­დი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მას ეკუთ­ვნო­და იდეა, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი ომი ის­რა­ე­ლის და ზო­გა­დად რე­გი­ო­ნის ფარ­გლებს გა­რეთ ეწარ­მო­ე­ბი­ნათ. მძევ­ლებს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ისი­ნი მო­ტა­ცე­ბუ­ლი არი­ან "არა­ბუ­ლი და მსოფ­ლიო რე­ვო­ლუ­ცი­ის“ სა­ხე­ლით.

ტე­რო­რის­ტებ­მა მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი უგან­დის რა­დი­ოს მეშ­ვე­ო­ბით გა­ავ­რცე­ლეს. ისი­ნი ითხოვ­დნენ, რომ 53 გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტი, სა­ი­და­ნაც 40 ის­რა­ე­ლის ცი­ხე­ში, 6 - და­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ის, 5 - კე­ნი­ი­სა და თითო-თითო შვე­ი­ცა­რი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ და უგან­და­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ.

  • ტე­რო­რის­ტებ­მა ჯერ 57, შემ­დეგ კი 101 მძე­ვა­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თით­ქმის ყვე­ლა, ვინც ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე არ იყო. მძევ­ლე­ბად და­ი­ტო­ვეს მხო­ლოდ ის­რა­ე­ლე­ლი მგზავ­რე­ბი და მათ­თან დარ­ჩნენ თვითმფრი­ნა­ვის ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ფრან­გე­ბი იყ­ვნენ და წას­ვლის უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ, თუმ­ცა უარი თქვეს.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ის­რა­ელ­მა სცა­და იდი ამი­ნის შუ­ა­მავ­ლო­ბით მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამა­ში მათ უგან­და­ში ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო მი­სი­ის ყო­ფი­ლი პოლ­კოვ­ნი­კი ბა­რუხ ბარ-ლევა ეხ­მა­რე­ბო­დათ, რო­მე­ლიც დიქ­ტა­ტორს პი­რა­დად იც­ნობ­და. ამი­ნი რამ­დენ­ჯერ­მე თვი­თო­ნაც მი­ვი­და მძევ­ლებ­თან, ეუბ­ნე­ბო­და "შა­ლომს“, "კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა უგან­და­ში“ და ასე შემ­დეგ. თუმ­ცა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა მძევ­ლებ­მა დაზ­ვერ­ვას სხვა ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ ამი­ნი კიარ შუ­ა­მავ­ლობ­და, რე­ა­ლუ­რად ტე­რო­რის­ტე­ბის მხა­რეს იყო.

ის­რა­ელ­ში ბევ­რი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, მთავ­რო­ბა და­თან­ხმდე­ბო­და ტე­რო­რის­ტე­ბის მო­თხოვ­ნას და მძევ­ლებს პა­ტიმ­რებ­ში გაც­ვლი­და, თუმ­ცა თავ­დაც­ვის უწყე­ბის მა­შინ­დელ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა ში­მონ პე­რეს­მა ჩათ­ვა­ლა, რომ თუკი ერთხელ მა­ინც ის­რა­ე­ლი და­თან­ხმდე­ბო­და ტე­რო­რის­ტე­ბის შან­ტაჟს, ეს უსას­რუ­ლო სა­ხეს მი­ი­ღებ­და, ამი­ტომ გენშტაბ­მა გა­ტა­ცე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წა­მე­ბი­დან სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­გეგ­მვა და­ი­წყო.

ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო შემ­ტე­ვი და სპე­ცი­ა­ლუ­რი ძა­ლე­ბი მუდ­მი­ვად მზად იყ­ვნენ, რომ ელ­ვი­სე­ბუ­რი შე­ტე­ვე­ბი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ. მე­ზო­ბე­ლი მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან გა­მუდ­მე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბი აი­ძუ­ლებ­დათ მათ, რომ სპეც­და­ნა­ყო­ფებს უს­წრა­ფე­სად რე­ა­გი­რე­ბის ყვე­ლა სა­ჭი­რო უნა­რე­ბი ჰქო­ნო­დათ.

ოპე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი ერთ-ერთი თვითმფრი­ნა­ვის ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ

  • თუმ­ცა ეს ოპე­რა­ცია ფაქ­ტობ­რი­ვად "თავს ზე­ვით ძალა არ არის“ ტი­პის იყო, რად­გან ის­რა­ე­ლი და უგან­და 4 000 კი­ლო­მეტ­რით არი­ან და­შო­რე­ბუ­ლე­ბი. ის­რა­ე­ლის ავი­ა­ცი­ას ეს 4000 კი­ლო­მეტ­რი მტრუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ცაზე უნდა ეფ­რი­ნა, თუმ­ცა პი­ლო­ტებ­მა და­არ­წმუ­ნეს ოპე­რა­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი, რომ ისი­ნი შეძ­ლებ­დნენ მსგავ­სი მარ­შრუ­ტის უსაფრ­თხოდ გავ­ლას.

ასე­ვე მტრის აე­როდ­რომ­ზე თვითმფრი­ნა­ვის დას­მაც არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენ­და. ერ­თა­დერ­თი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი ის იყო, რომ უზა­რა­მა­ზა­რი თვითმფრი­ნა­ვი "ჰერ­კუ­ლეს C-130” ვერ შეძ­ლებ­და უგან­დამ­დე ჩაფ­რე­ნას თუ სად­მე საწ­ვავს არ აავ­სებ­და. სა­ნამ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი კე­ნი­ას­თან აწარ­მო­ებ­დნენ მო­ლა­პა­რა­კე­ბას, რომ ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ავი­ა­ცია მათ აე­რო­პორ­ტში ჩაფ­რე­ნი­ლი­ყო და საწ­ვა­ვის მა­რა­გი შე­ევ­სოთ, ნე­გე­ვის უდაბ­ნოს მი­წის­ქვე­შა ან­გარ­ში ებ­რა­ე­ლი პი­ლო­ტე­ბი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, ხოლო მი­წის ზე­მოთ, მშე­ნებ­ლებ­მა ენ­ტე­ბეს აე­რო­პორ­ტის ტერ­მი­ნა­ლის ზუს­ტი მა­კე­ტი შექ­მნეს, სა­დაც "კო­მან­დო“ და ელი­ტა­რუ­ლი სპეც­რაზ­მი შტურ­მის სი­მუ­ლა­ცი­ას ატა­რებ­და. წვრთნამ აჩ­ვე­ნა, რომ მძევ­ლე­ბის დახ­სნას, მას შემ­დეგ, რაც ტე­რო­რის­ტებს გა­ა­ნე­იტ­რა­ლებ­დნენ, 75 წამი დას­ჭირ­დე­ბო­და.

  • ასე ელ­ვი­სე­ბუ­რად იმი­ტომ უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ სპე­ცო­პე­რა­ცია, რომ უგან­დის არ­მია აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­დო­და ტე­რო­რის­ტე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად და ებ­რა­ე­ლებს ერთი წა­მიც კი არ ჰქონ­დათ და­სა­კარ­გი.

2 ივ­ლისს ამი­ნი მო­რიგ ჯერ­ზე მი­ვი­და მძევ­ლებ­თან და უთხრა, რომ ის­რა­ელ­მა უარი თქვა მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე და მათი სი­ტუ­ა­ცია სე­რი­ო­ზუ­ლად დამ­ძიმ­და, რად­გან მთე­ლი შე­ნო­ბა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით იყო შე­მო­სა­ზღვრუ­ლი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აა­ფეთ­ქებ­დნენ.

ამი­ნი­სა და ტე­რო­რის­ტე­ბის ქცე­ვის ანა­ლი­ზით, ფსი­ქო­ლო­გე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი იყ­ვნენ, რომ უგან­დის შეშ­ლი­ლი დიქ­ტა­ტო­რი საჩ­ვე­ნე­ბელ დას­ჯას მო­ა­წყობ­და, რი­თაც ის­რა­ელ­ზე წნეხს გაზ­რდი­და. 3 ივ­ლისს უგან­დელ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით, მო­სადს ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მძევ­ლე­ბის პირ­ვე­ლი საჩ­ვე­ნე­ბე­ლი დას­ჯა მომ­დევ­ნო დღეს იყო და­გეგ­მი­ლი.

სა­დე­სან­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბი და­უ­ყო­ნებ­ლივ აფ­რინ­დნენ და უგან­დის­კენ და­იძ­რნენ. მთლი­ა­ნო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 300 ადა­მი­ა­ნი 3 "ჰერ­კუ­ლე­სით“ მიფ­რი­ნავ­და. მე­ო­თხე­ში კი საწ­ვა­ვის ავ­ზე­ბი იყო, რო­მელ­საც ენ­ტე­ბეს არო­პორ­ტში დაფ­რე­ნის დროს გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ.

70 ტო­ნი­ა­ნი "ჰერ­კუ­ლე­სე­ბი“, რო­მე­ლიც სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის ზო­მი­საა და ფრთე­ბის სიგ­რძე 120 მეტ­რი აქვს, ასე­ვე მო­ი­ე­რი­შე გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ აცი­ლებ­დნენ რა­დი­ო­კონ­ტაქ­ტე­ბის გა­რე­შე, სრულ სი­ჩუ­მე­ში მიფ­რი­ნავ­დნენ.

ისი­ნი ენ­ტე­ბე­ში ჩაფ­რინ­დნენ და ტერ­მი­ნა­ლის­კენ და­ი­წყეს მოძ­რა­ო­ბა.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მძევ­ლე­ბი

  • ოპე­რა­ცი­ას გე­ნე­რა­ლი დან შომ­რო­ნი, მო­ი­ე­რი­შე და­ნა­ყოფს კი ვიცე პოლ­კოვ­ნი­კი იო­ნა­თან ნე­თა­ნი­აჰუ, ის­რა­ე­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ე­რის ბე­ნი­ა­მი­ნის ძმა, ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

მო­სა­დის გეგ­მის მი­ხედ­ვით, აე­რო­პორ­ტის დაც­ვას მო­ი­ე­რი­შე სპეც­და­ნა­ყო­ფის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი მან­ქა­ნის კორ­ტე­ჟით უნდა მი­ახ­ლო­ე­ბო­და. მათ ორი "ლენდ რო­ვე­რით“ და ერთი შავი "მერ­სე­დე­სით“ და­ი­წყეს მოძ­რა­ო­ბა. ამით დაც­ვას უნდა ეფიქ­რა, რომ იდი ამი­ნის კორ­ტე­ჟი მო­დი­ო­და. თუმ­ცა ბე­დის ირო­ნია ის იყო, რომ წინა დღე­ებ­ში იდი ამი­ნი შა­ვი­დან თეთრ "მერ­სე­დეს­ზე“ გა­დაჯ­და, ამი­ტომ კორ­ტე­ჟი დაც­ვამ გა­ა­ჩე­რა და პას­პორ­ტე­ბი მოს­თხო­ვა. მა­ყუ­ჩი­ა­ნი ია­რა­ღე­ბით ის­რა­ე­ლის სპეც­რაზმმა დაც­ვა და­ხო­ცა და ტერ­მი­ნა­ლის­კენ გა­და­ი­წია. მან­ქა­ნე­ბი­დან რო­დე­საც გად­მო­ვიდ­ნენ და გზა ფე­ხით გა­აგ­რძე­ლეს, ძა­ლი­ან უჩუმ­რად გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, მათი ფეს­ხაც­მლის ძირი სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­უ­ჩუ­კით იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ჩუ­მად მოძ­რა­ო­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

ის­რა­ე­ლე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი რე­ი­დის დროს გა­მო­ყე­ნე­ბულ შავ მერ­სე­დეს­ში

პირ­ველ­მა სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ტე­რო­რის­ტე­ბის ოპე­რა­ცი­ის ხელ­მძღვნელ­მა შე­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად და­იბ­ნა, რომ გან­გა­შიც ვერ ატე­ხა. ნამ­დვი­ლად, ვინ იფიქ­რებ­და, რომ ის­რა­ე­ლი 4000 კმ-ის მო­შო­რე­ბით სპე­ცო­პე­რა­ცი­ას ჩა­ა­ტა­რებ­და.

  • რო­გორც კი შე­ნო­ბას მი­უ­ახ­ლოვ­დნენ სპეც­რაზმმა ივ­რი­თუ­ლად და­იყ­ვი­რა: "და­წე­ქით! ძირს, ია­რა­კტ­ზე“ და შტურ­მი და­ი­წყო. სრო­ლა წუთ­სა და 45 წამს გაგ­რძელ­და, პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი ელ­ვის სის­წრა­ფით აი­ღეს და მძევ­ლე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ, დე­სან­ტის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი მათი ევა­კუ­ა­ცი­ით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

ნა­წი­ლი კი მთა­ვა­რი შე­სას­ვლე­ლის­კენ გა­იქ­ცა, ფიქ­რობ­დნენ, რომ უგან­დე­ლე­ბის სა­ტან­კო კო­ლო­ნა მო­ე­მარ­თე­ბო­და, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ ტან­კე­ბი კი არა, რამ­დე­ნი­მე სატ­ვირ­თო უგან­დე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბით იყო სავ­სე, ისი­ნი სწრა­ფად გა­ა­ნად­გუ­რეს.

გა­თა­ვისფლე­ბუ­ლე­ბის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა

დე­სან­ტის კი­დევ ერთი ნა­წი­ლი აე­როდ­რომ­ზე მყოფ უგან­დის მიგ-21-ებს ანად­გუ­რებ­და, რად­გან გაფ­რე­ნის შემ­დეგ მათ არა­ვინ ადევ­ნე­ბო­და.

ბე­ნი­ა­მინ ნა­თა­ნი­აჰუს ძმა

4 ივ­ლისს, დი­ლას მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და სი­ახ­ლე, რომ ის­რა­ელ­მა თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ტყვე­ო­ბი­დან და­იხ­სნა და სამ­შობ­ლო­ში და­აბ­რუ­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, რამ­დე­ნი­მე ტყვე ორ­მხრივ სრო­ლას შე­ე­წი­რა, ასე­ვე ოპე­რა­ცი­ას ემსხვერ­პლა იო­ნა­თან ნე­თა­ნი­აჰუც.

ში­მონ პე­რეს­მა იო­ნა­თა­ნის საფ­ლავ­ზე თქვა:

"ოპე­რა­ცია "ენ­ტე­ბე“ ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი იყო სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ა­ში. მან და­ამ­ტკი­ცა, რომ ის­რა­ელს არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სა­ზღვრე­ბის, არა­მედ მისი შვი­ლე­ბის დაც­ვაც შე­უძ­ლია.“

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დამტყმელი დამგდები და აღარ ამყენებელი
0

კეზერაც იყო სპეცოპერციაზე ?

:D :D
6

უცებ წარმოვიდგინე ღარიბაშვილმა რო გაუშვას თავისი ძმა ჯარში. ომშიც არა. ჯარში. :))))))))))))) გამეცინა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

მოსადის დაუჯერებელი სპეცოპერაცია უგანდაში, რომელსაც ბენიამინ ნათანიაჰუს ძმა ემსხვერპლა - როგორ დაიხსნა ისრაელმა თვითმფრინავით გატაცებული 100-ზე მეტი მოქალაქე 1976 წელს

მოსადის დაუჯერებელი სპეცოპერაცია უგანდაში, რომელსაც ბენიამინ ნათანიაჰუს ძმა ემსხვერპლა  - როგორ დაიხსნა ისრაელმა  თვითმფრინავით გატაცებული 100-ზე მეტი მოქალაქე 1976 წელს

მაშინ, როდესაც ისრაელის სახელმწიფოს 28 წელი შეუსრულდა, ქვეყნის სადაზვერვო სამსახურმა, მოსადმა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მასშტაბური და ბევრისთვის დღემდე დაუჯერებელი სპეცოპერაცია ჩაატარა.

1976 წლის 27 ინვისს თელ-ავივის "ბენ გურიონის“ აეროპორტიდან Air France-ის რეისი N139 აფრინდა, რომელიც თელ-ავივი-ათენი-პარიზის მარშრუტით მიფრინავდა. ათენში ბორტზე ორი ახალგაზრდა წყვილი ავიდა: გერმანელები და არაბები. აფრენიდან მალევე რეისი 139 “გაჩუმდა“. თვითმფრინავის მოულოდნელი გაქრობა ისრაელის სპეციალური დაზვერვის სამსახურში უკვე აღნიშნული იყო. "რეისმა 139-მა“, რომლის ბორტზეც უმეტესობა ისრაელის მოქალაქე იყო, ან კატასტროფა განიცადა, ან ტერორისტებმა გაიტაცეს“, - ეს იყო დაზვერვის პირველი შეფასება, რომელიც ისრაელის მინისტრთა კაბინეტს აცნობეს.

გარკვეული დროის შემდეგ, თვითმფრინავი გამოჩნდა. ის ლიბიის ქალაქ ბენღაზში ჩაფრინდა, რომ საწვავი შეევსო. 28 ივნისს, ღამის სამ საათზე ცნობილი გახდა, რომ რეისი 139, 245 მგზავრით (აქედან 83 ისრაელის მოქალაქე იყო) და ეკიპაჟის 12 წევრით ენტებეს აეროპორტში დაჯდა. ენტებე უგანდის დედაქალაქ კამპალადან 20 კმ-ში მდებარეობს.

ენტებეს აეროპორტი

უგანდის მაშინდელი დიქტატორი იდი ამინი ადოლფ ჰიტლერის დიდი მოტრფიალე იყო, რომელიც იმ ფაქტით იყო აღფრთოვანებული, რომ ჰიტლერმა 6 მილიონი ებრაელი დახოცა.

იდი ამინი ბრიტანეთის არმიის ყოფილი სერჟანტი იყო, რომელსაც ცხოვრებაში 1 წიგნიც არ ჰქონდა წაკითხული და აცხადებდა, რომ სურდა ჰიტლერის დიდებას საუკუნეების მანძილზე ეარსება და ძეგლის დადგმას აპირებდა. ამინი ახალგაზრდობაში მორწმუნე არ იყო, თუმცა დედა ქრისტიანი ჰყავდა, რომელიც ბიბლიას პატივს სცემდა და შვილს მოუწოდებდა, რომ ებრაელებისთვის პატივი ეცა, თუმცა ასაკში როცა შევიდა, მოულოდნელად ისლამი მიიღო.

იდი ამინი

  • იმავე ღამეს ისრაელის დაზვერვას მორიგი საშინელი ინფორმაცია მიუვიდა. ჯერ კიდევ ბენღაზში გათავისუფლებული ორსული ბრიტანელი ქალი ამბობდა, რომ ტერორისტებმა მგზავრები ორ ნაწილად გაანაწილეს: ებრაელები და დანარჩენები.

ტერორისტების ხელმძღვანელი გერმანელი წყვილი იყო. ისინი "პალესტინის ეროვნული გათავისუფლების ფრონტის" დავალებებით მოქმედებდნენ. ამ ორგანიზაციას დოქტორი ვადი ჰადადი ხელმძღვანელობდა. მას ეკუთვნოდა იდეა, რომ ტერორისტული ომი ისრაელის და ზოგადად რეგიონის ფარგლებს გარეთ ეწარმოებინათ. მძევლებს განუცხადეს, რომ ისინი მოტაცებული არიან "არაბული და მსოფლიო რევოლუციის“ სახელით.

ტერორისტებმა მძევლების გათავისუფლების პირობები უგანდის რადიოს მეშვეობით გაავრცელეს. ისინი ითხოვდნენ, რომ 53 გასამართლებული ტერორისტი, საიდანაც 40 ისრაელის ციხეში, 6 - დასავლეთ გერმანიის, 5 - კენიისა და თითო-თითო შვეიცარიასა და საფრანგეთში იმყოფებოდნენ, გაეთავისუფლებინათ და უგანდაში გადაეყვანათ.

  • ტერორისტებმა ჯერ 57, შემდეგ კი 101 მძევალი გაათავისუფლეს, თითქმის ყველა, ვინც ისრაელის მოქალაქე არ იყო. მძევლებად დაიტოვეს მხოლოდ ისრაელელი მგზავრები და მათთან დარჩნენ თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები, რომლებიც ფრანგები იყვნენ და წასვლის უფლება ჰქონდათ, თუმცა უარი თქვეს.

თავდაპირველად, ისრაელმა სცადა იდი ამინის შუამავლობით მძევლების გათავისუფლება. ამაში მათ უგანდაში ისრაელის სამხედრო მისიის ყოფილი პოლკოვნიკი ბარუხ ბარ-ლევა ეხმარებოდათ, რომელიც დიქტატორს პირადად იცნობდა. ამინი რამდენჯერმე თვითონაც მივიდა მძევლებთან, ეუბნებოდა "შალომს“, "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უგანდაში“ და ასე შემდეგ. თუმცა გათავისუფლებულმა მძევლებმა დაზვერვას სხვა ინფორმაცია მიაწოდეს, აღმოჩნდა, რომ ამინი კიარ შუამავლობდა, რეალურად ტერორისტების მხარეს იყო.

ისრაელში ბევრი დარწმუნებული იყო, მთავრობა დათანხმდებოდა ტერორისტების მოთხოვნას და მძევლებს პატიმრებში გაცვლიდა, თუმცა თავდაცვის უწყების მაშინდელმა ხელმძღვანელმა შიმონ პერესმა ჩათვალა, რომ თუკი ერთხელ მაინც ისრაელი დათანხმდებოდა ტერორისტების შანტაჟს, ეს უსასრულო სახეს მიიღებდა, ამიტომ გენშტაბმა გატაცების პირველივე წამებიდან სპეცოპერაციის დაგეგმვა დაიწყო.

ისრაელის საჰაერო შემტევი და სპეციალური ძალები მუდმივად მზად იყვნენ, რომ ელვისებური შეტევები განეხორციელებინათ. მეზობელი მტრულად განწყობილი არაბული ქვეყნებისგან გამუდმებული საფრთხეები აიძულებდათ მათ, რომ სპეცდანაყოფებს უსწრაფესად რეაგირების ყველა საჭირო უნარები ჰქონოდათ.

ოპერაციაში ჩართული ერთ-ერთი თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები მძევლების გათავისუფლების შემდეგ

  • თუმცა ეს ოპერაცია ფაქტობრივად "თავს ზევით ძალა არ არის“ ტიპის იყო, რადგან ისრაელი და უგანდა 4 000 კილომეტრით არიან დაშორებულები. ისრაელის ავიაციას ეს 4000 კილომეტრი მტრული ქვეყნების ცაზე უნდა ეფრინა, თუმცა პილოტებმა დაარწმუნეს ოპერაციის ავტორები, რომ ისინი შეძლებდნენ მსგავსი მარშრუტის უსაფრთხოდ გავლას.

ასევე მტრის აეროდრომზე თვითმფრინავის დასმაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი ის იყო, რომ უზარამაზარი თვითმფრინავი "ჰერკულეს C-130” ვერ შეძლებდა უგანდამდე ჩაფრენას თუ სადმე საწვავს არ აავსებდა. სანამ ქვეყნის პოლიტიკოსები კენიასთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, რომ ისრაელის სამხედრო ავიაცია მათ აეროპორტში ჩაფრენილიყო და საწვავის მარაგი შეევსოთ, ნეგევის უდაბნოს მიწისქვეშა ანგარში ებრაელი პილოტები მისიის შესრულებისთვის ემზადებოდნენ, ხოლო მიწის ზემოთ, მშენებლებმა ენტებეს აეროპორტის ტერმინალის ზუსტი მაკეტი შექმნეს, სადაც "კომანდო“ და ელიტარული სპეცრაზმი შტურმის სიმულაციას ატარებდა. წვრთნამ აჩვენა, რომ მძევლების დახსნას, მას შემდეგ, რაც ტერორისტებს გაანეიტრალებდნენ, 75 წამი დასჭირდებოდა.

  • ასე ელვისებურად იმიტომ უნდა ჩაეტარებინათ სპეცოპერაცია, რომ უგანდის არმია აუცილებლად მოვიდოდა ტერორისტების მხარდასაჭერად და ებრაელებს ერთი წამიც კი არ ჰქონდათ დასაკარგი.

2 ივლისს ამინი მორიგ ჯერზე მივიდა მძევლებთან და უთხრა, რომ ისრაელმა უარი თქვა მოთხოვნების შესრულებაზე და მათი სიტუაცია სერიოზულად დამძიმდა, რადგან მთელი შენობა ასაფეთქებელი მოწყობილობებით იყო შემოსაზღვრული და საჭიროების შემთხვევაში ააფეთქებდნენ.

ამინისა და ტერორისტების ქცევის ანალიზით, ფსიქოლოგები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ უგანდის შეშლილი დიქტატორი საჩვენებელ დასჯას მოაწყობდა, რითაც ისრაელზე წნეხს გაზრდიდა. 3 ივლისს უგანდელ წყაროზე დაყრდნობით, მოსადს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მძევლების პირველი საჩვენებელი დასჯა მომდევნო დღეს იყო დაგეგმილი.

სადესანტო თვითმფრინავები დაუყონებლივ აფრინდნენ და უგანდისკენ დაიძრნენ. მთლიანობაში, დაახლოებით 300 ადამიანი 3 "ჰერკულესით“ მიფრინავდა. მეოთხეში კი საწვავის ავზები იყო, რომელსაც ენტებეს აროპორტში დაფრენის დროს გამოიყენებდნენ.

70 ტონიანი "ჰერკულესები“, რომელიც სამსართულიანი სახლის ზომისაა და ფრთების სიგრძე 120 მეტრი აქვს, ასევე მოიერიშე გამანადგურებლები, რომლებიც მათ აცილებდნენ რადიოკონტაქტების გარეშე, სრულ სიჩუმეში მიფრინავდნენ.

ისინი ენტებეში ჩაფრინდნენ და ტერმინალისკენ დაიწყეს მოძრაობა.

გათავისუფლებული მძევლები

  • ოპერაციას გენერალი დან შომრონი, მოიერიშე დანაყოფს კი ვიცე პოლკოვნიკი იონათან ნეთანიაჰუ, ისრაელის ამჟამინდელი პრემიერის ბენიამინის ძმა, ხელმძღვანელობდა.

მოსადის გეგმის მიხედვით, აეროპორტის დაცვას მოიერიშე სპეცდანაყოფის პირველი ნაწილი მანქანის კორტეჟით უნდა მიახლოებოდა. მათ ორი "ლენდ როვერით“ და ერთი შავი "მერსედესით“ დაიწყეს მოძრაობა. ამით დაცვას უნდა ეფიქრა, რომ იდი ამინის კორტეჟი მოდიოდა. თუმცა ბედის ირონია ის იყო, რომ წინა დღეებში იდი ამინი შავიდან თეთრ "მერსედესზე“ გადაჯდა, ამიტომ კორტეჟი დაცვამ გააჩერა და პასპორტები მოსთხოვა. მაყუჩიანი იარაღებით ისრაელის სპეცრაზმმა დაცვა დახოცა და ტერმინალისკენ გადაიწია. მანქანებიდან როდესაც გადმოვიდნენ და გზა ფეხით გააგრძელეს, ძალიან უჩუმრად გადაადგილდებოდნენ, მათი ფესხაცმლის ძირი სპეციალური კაუჩუკით იყო დამზადებული, რომელიც ჩუმად მოძრაობას უზრუნველყოფა.

ისრაელელი ჯარისკაცები რეიდის დროს გამოყენებულ შავ მერსედესში

პირველმა სპეცრაზმელები ტერორისტების ოპერაციის ხელმძღვნელმა შენიშნა, რომელიც იმდენად დაიბნა, რომ განგაშიც ვერ ატეხა. ნამდვილად, ვინ იფიქრებდა, რომ ისრაელი 4000 კმ-ის მოშორებით სპეცოპერაციას ჩაატარებდა.

  • როგორც კი შენობას მიუახლოვდნენ სპეცრაზმმა ივრითულად დაიყვირა: "დაწექით! ძირს, იარაკტზე“ და შტურმი დაიწყო. სროლა წუთსა და 45 წამს გაგრძელდა, პირველი სართული ელვის სისწრაფით აიღეს და მძევლები გათავისუფლებული იყვნენ, დესანტის დანარჩენი ნაწილი მათი ევაკუაციით იყო დაკავებული.

ნაწილი კი მთავარი შესასვლელისკენ გაიქცა, ფიქრობდნენ, რომ უგანდელების სატანკო კოლონა მოემართებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ტანკები კი არა, რამდენიმე სატვირთო უგანდელი ჯარისკაცებით იყო სავსე, ისინი სწრაფად გაანადგურეს.

გათავისფლებულების სამშობლოში დაბრუნება

დესანტის კიდევ ერთი ნაწილი აეროდრომზე მყოფ უგანდის მიგ-21-ებს ანადგურებდა, რადგან გაფრენის შემდეგ მათ არავინ ადევნებოდა.

ბენიამინ ნათანიაჰუს ძმა

4 ივლისს, დილას მთელ მსოფლიოში გავრცელდა სიახლე, რომ ისრაელმა თავისი მოქალაქეები ტყვეობიდან დაიხსნა და სამშობლოში დააბრუნა. სამწუხაროდ, რამდენიმე ტყვე ორმხრივ სროლას შეეწირა, ასევე ოპერაციას ემსხვერპლა იონათან ნეთანიაჰუც.

შიმონ პერესმა იონათანის საფლავზე თქვა:

"ოპერაცია "ენტებე“ ერთადერთი და განუმეორებელი იყო სამხედრო ისტორიაში. მან დაამტკიცა, რომ ისრაელს არა მხოლოდ საკუთარი საზღვრების, არამედ მისი შვილების დაცვაც შეუძლია.“

  • ავტორი: ანრი კურტანიძე