პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართულ ოცნებას“ - ან გააკეთებთ გასაკეთებელს ან თქვენსა და ფარცხალაძეს შორის ტოლობის ნიშანი ისმევა - რუსეთის გზით სიარულს "ლელო“ მხარს არ დაუჭერს" - ანა ნაცვლიშვილი
"ქართულ ოცნებას“ - ან გააკეთებთ გასაკეთებელს ან თქვენსა და ფარცხალაძეს შორის ტოლობის ნიშანი ისმევა - რუსეთის გზით სიარულს "ლელო“ მხარს არ დაუჭერს" - ანა ნაცვლიშვილი

თქვენს ზურ­გზეა მათი ცოდ­ვა! ყვე­ლა იმ ბავ­შვის ცოდ­ვა, ვინც "სკა­ი­პით“ ხე­დავს მშო­ბელს მხო­ლოდ - თქვენ ჯი­ბე­შია მხო­ლოდ ეს ორ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კურ ზრდა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის არ არის ეს ზრდა. არც სიმ­შვი­დეა და არც სტა­ბი­ლუ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, -ასე მი­მარ­თა "ლე­ლოს" დე­პუ­ტატ­მა ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მმარ­თველ გუნდს, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

რო­გორც ნაც­ვლიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხე­ბი ვერ ხე­და­ვენ მმარ­თვე­ლი გუნ­დის მი­მართ ქვეყ­ნი­სად­მი სიყ­ვა­რულს.

"ახლა უკვე ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხე­ბი მი­დი­ან ქვეყ­ნი­დან, მი­დი­ან შვი­ლებ­თან ერ­თად. თქვენ­ში ვერ ხე­და­ვენ ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულს და იმას, რომ რა­ი­მე გაქვთ სათ­ქმე­ლი. თქვენ გა­აქ­ცი­ეთ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ქვეყ­ნი­დან, თქვენს ზურ­გზეა მათი ცოდ­ვა! ყვე­ლა იმ ბავ­შვის ცოდ­ვა, ვინც მხო­ლოდ "სკა­ი­პით“ ხე­დავს მშო­ბელს, თქვენ­ზეა ყვე­ლა იმ მშობ­ლის ცოდ­ვა, რო­მელ­საც მხო­ლოდ "სკა­იპ­ში“ ეს­მის მისი შვი­ლის ხმა. ესა­უბ­რეთ ახლა ბუნ­დოვ­ნად ორ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ზე, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში არ არ­სე­ბობს. თქვენ ჯი­ბე­შია მხო­ლოდ ეს ორ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კურ ზრდა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის არ არის ეს ზრდა. არც სიმ­შვი­დეა და არც სტა­ბი­ლუ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, მხო­ლოდ თქვენ­თვის არის, ამი­ტომ ზი­ხართ აქ თბი­ლად მო­კა­ლა­თე­ბუ­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ნაც­ვლიშ­ვილ­მა, რომ­ლის ამ გან­ცხა­დე­ბა­საც მმარ­თვე­ლი გუნ­დის რეპ­ლი­კე­ბი მოჰ­ყვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­პა­სუ­ხოდ კი ნაც­ვლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და: "გამ­წარ­დით? მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რო­გორ არი­ან გამ­წა­რე­ბუ­ლე­ბი თქვე­ნი პო­ლი­ტი­კით, ის მო­ი­კი­თხეთ“.

გარ­და ამი­სა, მან "მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის გუ­შინ­დელ გა­მოს­ვლა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მი­ნის­ტრის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჯარ­მა კარ­გად იცის, ვინ არის ამ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი მტე­რი.

"გუ­შინ, აქ იყო თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი. რა ჰქონ­და მას სათ­ქმე­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­თვის? თურ­მე ის, რომ მტე­რი შე­იძ­ლე­ბა ხვალ მოყ­ვა­რე გახ­დეს - ოკუ­პანტს ოკუ­პან­ტი უნდა და­არ­ქვა! ეს მისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. მი­ნის­ტრის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჯარ­მა კარ­გად იცის, ვინ არის ამ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი მტე­რი. რო­გორც ჩანს, არც ამ კაც­მა და არც თქვენ არ იცით ის­ტო­რია, რომ 200 წე­ლია ვერ გახ­და ეს მტე­რი ამ ქვეყ­ნის მოყ­ვა­რე, ეს არ არის მისი მი­ზა­ნი. იმის მა­გივ­რად, რომ ეს ქვე­ყა­ნა მე­გობ­რე­ბით და პარტნი­ო­რე­ბით გა­გეძ­ლი­ე­რე­ბი­ნათ, რუ­სე­თის მხა­რეს ხართ გა­და­სუ­ლი. სხვა ახ­სნა არ აქვს, თუ რა­ტომ ხართ გა­და­ფა­რე­ბუ­ლი მთე­ლი თვეა რუ­სე­თის ჯა­შუშს, ხმას არ იღებთ ფარ­ცხა­ლა­ძის საქ­მე­ზე. დაგ­ვი­ა­ნე­ბით, მაგ­რამ კარ­გია, რომ პრე­ზი­დენ­ტმა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­უ­წყვი­ტა. დროა, მი­ბა­ძოთ ქალ­ბა­ტო­ნო თურ­ნა­ვა და გა­ა­უქ­მოთ თქვე­ნი არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი, რუ­სუ­ლი ბრძა­ნე­ბა, რი­თაც ძა­ლი­ან მძი­მე დარ­ტყმას აყე­ნებთ სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სურ სის­ტე­მას. ამ დარ­ტყმას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვიხ­დით სა­კუ­თა­რი ჯი­ბე­ე­ბი­დან. 150 მი­ლი­ო­ნი ლარი გახ­და სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ სტა­ბი­ლუ­რო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ, კი­დევ რამ­დე­ნი მი­ლი­ო­ნი უნდა გა­და­ი­ხა­დონ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ფარ­ცხა­ლა­ძის გა­და­სარ­ჩე­ნად, რამ­დე­ნი მი­ლი­ო­ნია კი­დევ სა­ჭი­რო? ან გა­ა­კე­თებთ გა­სა­კე­თე­ბელს, ან ერ­თა­დერ­თი ამ­ბა­ვია, თქვენ­სა და ფარ­ცხა­ლა­ძეს შო­რის ტო­ლო­ბის ნი­შა­ნი ის­მე­ვა. ვიცი, რომ არ გსი­ა­მოვ­ნებთ ამ სი­მარ­თლის მოს­მე­ნა, მაგ­რამ სა­ნამ ამ ტრი­ბუ­ნას­თან ვარ, ზუს­ტად ამას გე­ტყვით, სხვას არ იმ­სა­ხუ­რებთ! თქვენ რუ­სეთს ემ­სა­ხუ­რე­ბით, ჩვენ - ამ ქვე­ყა­ნას. ამ იმ­პიჩ­მენტს, რუ­სე­თის გზით სი­ა­რულს "ლელო“ მხარს არ და­უ­ჭერს. მო­გი­წევთ, უკან წა­ი­ღოთ ყვე­ლა ეს ნა­ბი­ჯი, ამა­ვე დროს ძა­ლი­ან მძი­მე ფასს გა­და­იხ­დით. ეს არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ფასი, უფრო მძი­მე ფა­სის გა­დახ­და მო­გი­წევთ“, - აღ­ნიშ­ნა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბელა
0

აბა ახლა ამას რა უნდა უთხრა? თან ამის იმპერატიული ტონი და გამოხედვა!ყველაფრის მცოდნე!

შეკითხვა მაქვს ანა ნაცვლიშილთან
1

ქალბატონო ანა, სახლში იციან პარლამენტში რო ხარ?..

დარეკე მაინც არ ინერვიულონ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ქართულ ოცნებას“ - ან გააკეთებთ გასაკეთებელს ან თქვენსა და ფარცხალაძეს შორის ტოლობის ნიშანი ისმევა - რუსეთის გზით სიარულს "ლელო“ მხარს არ დაუჭერს" - ანა ნაცვლიშვილი

"ქართულ ოცნებას“ - ან გააკეთებთ გასაკეთებელს ან თქვენსა და ფარცხალაძეს შორის ტოლობის ნიშანი ისმევა - რუსეთის გზით სიარულს "ლელო“ მხარს არ დაუჭერს" - ანა ნაცვლიშვილი

თქვენს ზურგზეა მათი ცოდვა! ყველა იმ ბავშვის ცოდვა, ვინც "სკაიპით“ ხედავს მშობელს მხოლოდ - თქვენ ჯიბეშია მხოლოდ ეს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის არ არის ეს ზრდა. არც სიმშვიდეა და არც სტაბილურობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, -ასე მიმართა "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ახალგაზრდა ოჯახები ვერ ხედავენ მმართველი გუნდის მიმართ ქვეყნისადმი სიყვარულს.

"ახლა უკვე ახალგაზრდა ოჯახები მიდიან ქვეყნიდან, მიდიან შვილებთან ერთად. თქვენში ვერ ხედავენ ქვეყნის სიყვარულს და იმას, რომ რაიმე გაქვთ სათქმელი. თქვენ გააქციეთ ეს ადამიანები ამ ქვეყნიდან, თქვენს ზურგზეა მათი ცოდვა! ყველა იმ ბავშვის ცოდვა, ვინც მხოლოდ "სკაიპით“ ხედავს მშობელს, თქვენზეა ყველა იმ მშობლის ცოდვა, რომელსაც მხოლოდ "სკაიპში“ ესმის მისი შვილის ხმა. ესაუბრეთ ახლა ბუნდოვნად ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. თქვენ ჯიბეშია მხოლოდ ეს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის არ არის ეს ზრდა. არც სიმშვიდეა და არც სტაბილურობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მხოლოდ თქვენთვის არის, ამიტომ ზიხართ აქ თბილად მოკალათებულები“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა, რომლის ამ განცხადებასაც მმართველი გუნდის რეპლიკები მოჰყვა.

აღნიშნულის საპასუხოდ კი ნაცვლიშვილმა განაცხადა: "გამწარდით? მოქალაქეები როგორ არიან გამწარებულები თქვენი პოლიტიკით, ის მოიკითხეთ“.

გარდა ამისა, მან "მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრის გუშინდელ გამოსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინისტრისგან განსხვავებით, ჯარმა კარგად იცის, ვინ არის ამ ქვეყნის პირველი მტერი.

"გუშინ, აქ იყო თავდაცვის მინისტრი, ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. რა ჰქონდა მას სათქმელი ქართველი ჯარისთვის? თურმე ის, რომ მტერი შეიძლება ხვალ მოყვარე გახდეს - ოკუპანტს ოკუპანტი უნდა დაარქვა! ეს მისი ვალდებულებაა. მინისტრისგან განსხვავებით, ჯარმა კარგად იცის, ვინ არის ამ ქვეყნის პირველი მტერი. როგორც ჩანს, არც ამ კაცმა და არც თქვენ არ იცით ისტორია, რომ 200 წელია ვერ გახდა ეს მტერი ამ ქვეყნის მოყვარე, ეს არ არის მისი მიზანი. იმის მაგივრად, რომ ეს ქვეყანა მეგობრებით და პარტნიორებით გაგეძლიერებინათ, რუსეთის მხარეს ხართ გადასული. სხვა ახსნა არ აქვს, თუ რატომ ხართ გადაფარებული მთელი თვეა რუსეთის ჯაშუშს, ხმას არ იღებთ ფარცხალაძის საქმეზე. დაგვიანებით, მაგრამ კარგია, რომ პრეზიდენტმა მოქალაქეობა შეუწყვიტა. დროა, მიბაძოთ ქალბატონო თურნავა და გააუქმოთ თქვენი არაკონსტიტუციური, რუსული ბრძანება, რითაც ძალიან მძიმე დარტყმას აყენებთ საქართველოს ფინანსურ სისტემას. ამ დარტყმას მოქალაქეები ვიხდით საკუთარი ჯიბეებიდან. 150 მილიონი ლარი გახდა საჭირო იმისთვის, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოთ, კიდევ რამდენი მილიონი უნდა გადაიხადონ საქართველოს მოქალაქეებმა ფარცხალაძის გადასარჩენად, რამდენი მილიონია კიდევ საჭირო? ან გააკეთებთ გასაკეთებელს, ან ერთადერთი ამბავია, თქვენსა და ფარცხალაძეს შორის ტოლობის ნიშანი ისმევა. ვიცი, რომ არ გსიამოვნებთ ამ სიმართლის მოსმენა, მაგრამ სანამ ამ ტრიბუნასთან ვარ, ზუსტად ამას გეტყვით, სხვას არ იმსახურებთ! თქვენ რუსეთს ემსახურებით, ჩვენ - ამ ქვეყანას. ამ იმპიჩმენტს, რუსეთის გზით სიარულს "ლელო“ მხარს არ დაუჭერს. მოგიწევთ, უკან წაიღოთ ყველა ეს ნაბიჯი, ამავე დროს ძალიან მძიმე ფასს გადაიხდით. ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური ფასი, უფრო მძიმე ფასის გადახდა მოგიწევთ“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.