საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას მამობა არ სურდა" - ბრიტნი სპირსის თქმით, ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო, მაგრამ ჯასტინის წინააღმდეგობის გამო, აბორტი გაიკეთა
"მას მამობა არ სურდა" - ბრიტნი სპირსის თქმით, ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო,  მაგრამ ჯასტინის წინააღმდეგობის გამო, აბორტი გაიკეთა

ბრიტ­ნი სპირ­სი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ნა­ხულ სა­ი­დუმ­ლოს და წარ­სუ­ლი­დან მის­თვის მტკივ­ნე­ულ ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს. მე­მუ­არ­ში "The Woman in Me", რო­მელ­საც პოპ ვარ­სკვლა­ვი მალე გა­მოს­ცემს, წერს, რომ როცა ჯანსტინ ტიმ­ბერ­ლე­იკს ხვდე­ბო­და, მის­გან და­ორ­სულ­და, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, აბორ­ტი გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

"და­ორ­სუ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, მაგ­რამ ორ­სუ­ლო­ბას ისე არ ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორც ტრა­გე­დი­ას. ჯას­ტი­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, რომ ერთ დღეს ოჯახს შევ­ქმნი­დით.

ამ დროს ვი­ფიქ­რე, რომ ეს ბევ­რად უფრო ადრე მოხ­დე­ბო­და, ვიდ­რე მე­გო­ნა, მაგ­რამ ჯას­ტი­ნი ორ­სუ­ლო­ბით ნამ­დვი­ლად არ იყო გა­ხა­რე­ბუ­ლი. მან თქვა, რომ ჯერ მზად არ ვი­ყა­ვით ბავ­შვის აღ­საზ­რდე­ლად, რად­გან ამის­თვის ორი­ვე­ნი ზედ­მე­ტად ახალ­გაზ­რდე­ბი ვი­ყა­ვით", - იხ­სე­ნებს ბრიტ­ნი.

ბრიტ­ნი წერს, რომ მხო­ლოდ მისი გა­და­სა­წყვე­ტი რომ ყო­ფი­ლი­ყო, აბორ­ტს არ გა­ი­კე­თებ­და:

"მხო­ლოდ ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ამას (აბორ­ტს) არას­დროს გა­ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ ჯას­ტი­ნი ძა­ლი­ან მტკი­ცე იყო თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში. მას მა­მო­ბა არ სურ­და", - იხ­სე­ნებს მომ­ღე­რა­ლი.

ბრიტ­ნის თქმით, ნა­ყო­ფის მო­შო­რე­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო.

ბრიტ­ნი და ტიმ­ბერ­ლე­ი­კი ერ­თმა­ნეთს 1999-2002 წლებ­ში ხვდე­ბოდ­ნენ. მათი და­შო­რე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და სკან­და­ლუ­რი ამ­ბა­ვი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბრიტ­ნი კე­ვინ ფე­დერ­ლა­ინს გაჰ­ყვა ცო­ლად და ორი შვი­ლის დედა გახ­და, შო­ნის (18 წ.) და ჯე­ი­დე­ნის (17წ.). შვი­ლე­ბი ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­იკ­საც ჰყავს. ჯას­ტინს და ჯე­სი­კა ბილს ორი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრიტ­ნი სპირ­სის მე­მუ­ა­რებს, წიგ­ნის შე­ძე­ნა 24 ოქ­ტომ­ბრი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

წყა­რო: people

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიკა
0

მახსოვს მაშინ ეს იძახდა ქალიშვილი ვარო

ხომ არ უბერავთ
4

ვის რა ჭირად უნდაა ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მას მამობა არ სურდა" - ბრიტნი სპირსის თქმით, ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო, მაგრამ ჯასტინის წინააღმდეგობის გამო, აბორტი გაიკეთა

"მას მამობა არ სურდა" - ბრიტნი სპირსის თქმით, ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო,  მაგრამ ჯასტინის წინააღმდეგობის გამო, აბორტი გაიკეთა

ბრიტნი სპირსი 20 წლის განმავლობაში შენახულ საიდუმლოს და წარსულიდან მისთვის მტკივნეულ ისტორიას იხსენებს. მემუარში "The Woman in Me", რომელსაც პოპ ვარსკვლავი მალე გამოსცემს, წერს, რომ როცა ჯანსტინ ტიმბერლეიკს ხვდებოდა, მისგან დაორსულდა, მაგრამ იძულებული გახდა, აბორტი გაეკეთებინა.

"დაორსულება მოულოდნელი იყო, მაგრამ ორსულობას ისე არ ვუყურებდი, როგორც ტრაგედიას. ჯასტინი ძალიან მიყვარდა და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ერთ დღეს ოჯახს შევქმნიდით.

ამ დროს ვიფიქრე, რომ ეს ბევრად უფრო ადრე მოხდებოდა, ვიდრე მეგონა, მაგრამ ჯასტინი ორსულობით ნამდვილად არ იყო გახარებული. მან თქვა, რომ ჯერ მზად არ ვიყავით ბავშვის აღსაზრდელად, რადგან ამისთვის ორივენი ზედმეტად ახალგაზრდები ვიყავით", - იხსენებს ბრიტნი.

ბრიტნი წერს, რომ მხოლოდ მისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, აბორტს არ გაიკეთებდა:

"მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ამას (აბორტს) არასდროს გავაკეთებდი, მაგრამ ჯასტინი ძალიან მტკიცე იყო თავის გადაწყვეტილებაში. მას მამობა არ სურდა", - იხსენებს მომღერალი.

ბრიტნის თქმით, ნაყოფის მოშორება მის ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული გამოცდილება იყო.

ბრიტნი და ტიმბერლეიკი ერთმანეთს 1999-2002 წლებში ხვდებოდნენ. მათი დაშორება ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და სკანდალური ამბავი იყო. მოგვიანებით, ბრიტნი კევინ ფედერლაინს გაჰყვა ცოლად და ორი შვილის დედა გახდა, შონის (18 წ.) და ჯეიდენის (17წ.). შვილები ჯასტინ ტიმბერლეიკსაც ჰყავს. ჯასტინს და ჯესიკა ბილს ორი საერთო შვილი ჰყავთ.

რაც შეეხება ბრიტნი სპირსის მემუარებს, წიგნის შეძენა 24 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა