სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ქართველი ფრენბურთელები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ასპარეზობენ
გაიცანით ქართველი ფრენბურთელები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ასპარეზობენ

ქარ­თვე­ლი ფრენ­ბურ­თე­ლე­ბის სა­ხე­ლი ნელ-ნელა მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზეც გა­ის­მის და ამა­ში დიდი წვლი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ფრენ­ბურ­თის ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ას მი­უ­ძღვის. ბოლო დროს მას­შტა­ბურ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია ფრენ­ბურ­თის ქალ­თა ასა­კობ­რივ­მა ნაკ­რებ­მა, რომ­ლებ­მაც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლად იას­პა­რე­ზეს. სერ­ბეთ­სა და უნ­გრეთ­ში გა­მარ­თულ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 17-წლამ­დელ­მა ფრენ­ბურ­თე­ლებ­მა ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბაც მო­ი­პო­ვეს და ტურ­ნი­რი სენ­სა­ცი­უ­რად და­ი­წყეს. პირ­ვე­ლი­ვე მატჩზე მათ მას­პინ­ძე­ლი სერ­ბე­თის ნაკ­რე­ბის და­მარ­ცხე­ბა ან­გა­რი­შით 3:2 შეძ­ლეს. მარ­თა­ლია ჩემ­პი­ო­ნო­ბის ტი­ტუ­ლი იტა­ლი­ის ნაკ­რებ­მა მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი ფრენ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო.

სა­ქარ­თვე­ლოს ფრენ­ბურ­თის ნაკ­რე­ბის ზო­გი­ერ­თი წევ­რი ახლა უცხო­ეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც სხვა­დას­ხვა კლუ­ბებ­ში თა­მა­შო­ბენ. ამით მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ გა­ნა­ვი­თა­რონ თა­ვი­ან­თი სპორ­ტუ­ლი უნა­რე­ბი და მი­აღ­წი­ონ უფრო დიდ წარ­მა­ტე­ბას. დღეს სწო­რედ ასეთ სპორ­ტსმე­ნებს გა­გაც­ნობთ:

მაგ­და კო­ბა­ი­ძე 15 წლი­საა, რო­მე­ლიც კა­რი­ე­რულ თავ­გა­და­სა­ვალს უნ­გრეთ­ში, ბა­ლა­თონ­ფურ­დის szent benedek röplabda akadémia- ში აგ­რძე­ლებს.

ფრენ­ბურ­თე­ლი ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს:

"რო­გორც იცით სა­ქარ­თვე­ლოს ფრენ­ბურ­თელ გო­გო­ნა­თა 17- წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბი მოხ­ვდა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე, სა­დაც 7 თა­მა­შის ჩა­ტა­რე­ბა მოგ­ვი­წია. ამ თა­მა­შე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მა­ლე­ვე დაგ­ვი­კავ­შირ­და აგენ­ტი, რო­მელ­მაც შე­მოგ­ვთა­ვა­ზა უნ­გრე­თის ერთ-ერთ გუნდში კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბა. კერ­ძოდ, ბა­ლა­თონ­ფურ­დის szent benedek röplabda akadémia- ში.

კლუ­ბი თა­მა­შობს ექ­სტრა ლი­გას. ჩემ­თან ერ­თად ბევ­რი უცხო­ე­ლი მო­თა­მა­შე შე­მო­უ­ერ­თდა გუნდს და ამი­ტომ იმე­დე­ბი დი­დია იმი­სა, რომ უნ­გრე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში საპ­რი­ზო ად­გილს მო­ვი­პო­ვებთ.

უნ­გრეთ­ში დამ­ხვდა საკ­მა­ოდ კარ­გი სა­ვარ­ჯი­შო პი­რო­ბე­ბი, რაც ხელს შე­უ­წყობს ჩემს ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას. ასე­ვე კლუ­ბი ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევს ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი ამ­ხა­ნა­გუ­რი თა­მა­შე­ბის ჩა­ტა­რე­ბას სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში, რაც თა­მა­შის პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას მაძ­ლევს. ვფიქ­რობ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ჩემი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლოს ფრენ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში აკე­თებ­და ყვე­ლა­ფერს იმი­სათ­ვის, რომ შე­ექ­მნა ჩემ­თვის და ჩემი გუნ­დის­თვის კარ­გი სა­ვარ­ჯი­შო პი­რო­ბე­ბი. უნ­გრეთ­თან კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბა­ში ასე­ვე იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი და ხელი შე­მი­წყეს, რომ კარგ პი­რო­ბებ­ში აღ­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი. “

მა­რი­ამ მუშ­კუ­დი­ა­ნი 16 წლი­საა, რო­მე­ლიც ახლა საფ­რან­გე­თის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო გუნდში თა­მა­შობს. სწო­რედ მა­რი­ა­მია ნაკ­რე­ბის ის გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­თა­მა­შე, რო­მელ­მაც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საგ­ზუ­რის მო­სა­პო­ვებ­ლად, გა­დამ­წყვეტ მატჩზე გუნდს ყვე­ლა­ზე მეტი ქულა მო­უ­ტა­ნა.

მა­რი­ა­მი ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს:

"მი­ხა­რია, რომ საფ­რან­გე­თის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო გუნდში ვთა­მა­შობ. კლუბს Mulhouse Alsace, რო­მე­ლიც ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მო­თა­მა­შეა, არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტი­ტუ­ლი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ისე­თი, რო­გო­რიც საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნო­ბაა. მათ ძა­ლი­ან დიდი ფრენ­ბურ­თის ტრა­დი­ცი­ე­ბი გა­აჩ­ნი­ათ. ახ­ლაც სე­ზო­ნის ლი­დე­რე­ბი სწო­რედ ჩვენ ვართ.

აქ სა­ოც­რად კარ­გი მო­თა­მა­შე­ე­ბი დამ­ხვდნენ, გუნდშიც ად­ვი­ლად და მე­გობ­რუ­ლად მი­მი­ღეს. ვი­ნა­ი­დან 16 წლის ვარ, ამ ეტა­პის­თვის 3 წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­ვა­ფორ­მე, რი­თიც კმა­ყო­ფი­ლი ვარ. აქ­ტი­უ­რი თა­მა­ში ახლა ელიტ დი­ვი­ზი­ონ­ში მი­წევს და ვფიქ­რობ, რომ მალე მთა­ვარ გუნდშიც გა­და­ვალ.

სხვა­თა­შო­რის, ზოგ­ჯერ მთა­ვარ გუნდშიც მი­წევს თა­მა­ში და ასე­ვე 18 წლამ­დელ­თა ნაკ­რებ­საც ვეხ­მა­რე­ბი ხოლ­მე. რაც შე­ე­ხე­ბა სპორ­ტულ ცხოვ­რე­ბას, დღე­ში ორ­ჯერ ან სამ­ჯერ ვვარ­ჯი­შობთ, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ასე­ვე ტექ­ნი­კა­ზე.

ბუ­ნებ­რი­ვია სა­ქარ­თვე­ლოს ფრენ­ბურ­თის ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ას­თან ახ­ლაც მაქვს კონ­ტაქ­ტი. როცა ჩემი ჩა­მოს­ვლის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა, იმი­სათ­ვის, რომ ასა­კობ­რივ ან ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში თა­მა­შე­ბი ჩა­ვა­ტა­რო, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვალ.

მო­ლო­დი­ნე­ბი და გეგ­მე­ბი წინ ბევ­რი მაქვს. ახლა ფრან­გულ ენას ვე­უფ­ლე­ბი და მთლი­ა­ნი დატ­ვირ­თვით ვვარ­ჯი­შობ. ვიბ­რძვით ფლე­ი­ოფ­ში გა­სას­ვლე­ლად და შემ­დეგ, რა თქმა უნდა, უმაღ­ლე­სი მიზ­ნე­ბის­თვის. “

ნანა ლობ­ჟა­ნი­ძე

"ახ­ლა­ხანს, 10 ოქ­ტომ­ბერს შე­მის­რულ­და 16 წელი. წელს რამ­დე­ნი­მე კლუ­ბი­დან მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. დიდი ხანი ვი­დე­ქი დი­ლე­მის წი­ნა­შე, თუ რო­მელ ქვეყ­ნა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი სა­თა­მა­შოდ. სა­ბო­ლო­ოდ, გერ­მა­ნი­ის ორ კლუბს შო­რის, გა­დავ­წყვი­ტე ამერ­ჩია ნა­ვა­რო, ერთ-ერთი გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რი იყო ის, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მექ­ნე­ბო­და ჩემს უფ­როს დას­თან ერ­თად მე­ცხოვ­რა, მე­ვარ­ჯი­შა, მე­თა­მა­შა და იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი ვარ, ვფიქ­რობ, რომ ამ ეტა­პის­თვის სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ფრენ­ბურთს ვთა­მა­შობ 3 წე­ლია, პირ­ვე­ლი ტემ­პის/Middle blocker-ის პო­ზი­ცი­ა­ზე და სხვა პო­ზი­ცი­ებ­თან დიდი და ხანგძლი­ვი შე­ხე­ბა არ მქო­ნია.

აქ რო­დე­საც ჩა­მო­ვე­დი რამ­დე­ნი­მე ვარ­ჯი­შის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტეს ჩემი პო­ზი­ცი­ის შეც­ვლა (მათ გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ე­წო­ნათ ჩემი დაც­ვა­ში თა­მა­შის უნა­რი) და ახლა და­მა­ტე­ბით ვვარ­ჯი­შობ მე­ო­რე ტემ­პის/Outside Hitter-ის (4 ნომ­რის) პო­ზი­ცი­ა­ზე. ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­და­მი­წყვი­ტავს, რო­მე­ლი პო­ზი­ცია მირ­ჩევ­ნია, რად­გან, რო­გორც Outside Hitter-ი სულ ცოტა ხა­ნია, რაც ვვარ­ჯი­შობ, თუმ­ცა ძა­ლი­ან მომ­წონს და ვხე­დავ ამ პო­ზი­ცი­ა­ზე მო­მა­ვალ­ში სა­კუ­თარ თავს. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ფრენ­ბურ­თის ეროვ­ნულ­მა ფე­დე­რა­ცი­ამ ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი, გა­მოც­დი­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მწვრთნე­ლი ჩა­მოგ­ვიყ­ვა­ნა და მჯე­რა, რომ ის კი­დევ უფრო დაგ­ვეხ­მა­რე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა­ში, გუნ­დის კი­დევ უფრო შეკ­ვრა, გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში და სულ მალე ვეც­დე­ბით, რომ კი­დევ უფრო გა­ვა­ხა­როთ ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო. მჯე­რა, რომ ფე­დე­რა­ცია ენერ­გი­ას არ და­ი­შუ­რებს და ყვე­ლა ფრენ­ბურთზე შეყ­ვა­რე­ბულ მო­თა­მა­შეს მუდ­მივ მზრუნ­ვე­ლო­ბას გა­უ­წევს და გვერ­დით და­უდ­გე­ბა ერ­თი­ა­ნი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. ჩემი, რო­გორც სხვა ყვე­ლა სპორ­ტსმე­ნის ოც­ნე­ბაა ოლიმ­პი­ა­დის საგ­ზუ­რის მო­პო­ვე­ბა და ამის­თვის ყვე­ლამ ერ­თი­ა­ნად უნდა ვი­მუ­შა­ოთ. მი­უღ­წე­ვე­ლი არა­ფე­რია, როცა ყვე­ლას ერთი მი­ზა­ნი აქვს".

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი.
1

გაიხარეთ და გაგვახარეთ,წარმატებები დაგამარჯვებები,უფალი შეგეწიოთ.

სოხუმელი ვეტერანი
1

დისლაიქი რატომ უნდა დაუსვათ ქართველ გოგოებს მაშინ, როდესაც ადამიანები წარმატებას უსურვებენ, თქვენი უტიფარი, მანქურთი დდშც თქვენი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

გაიცანით ქართველი ფრენბურთელები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ასპარეზობენ

გაიცანით ქართველი ფრენბურთელები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ასპარეზობენ

ქართველი ფრენბურთელების სახელი ნელ-ნელა მსოფლიო ასპარეზზეც გაისმის და ამაში დიდი წვლილი საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციას მიუძღვის. ბოლო დროს მასშტაბურ წარმატებას მიაღწია ფრენბურთის ქალთა ასაკობრივმა ნაკრებმა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზეს. სერბეთსა და უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 17-წლამდელმა ფრენბურთელებმა ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს და ტურნირი სენსაციურად დაიწყეს. პირველივე მატჩზე მათ მასპინძელი სერბეთის ნაკრების დამარცხება ანგარიშით 3:2 შეძლეს. მართალია ჩემპიონობის ტიტული იტალიის ნაკრებმა მოიპოვა, თუმცა ქართველი ფრენბურთელებისთვის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა უდიდესი გამოცდილება იყო.

საქართველოს ფრენბურთის ნაკრების ზოგიერთი წევრი ახლა უცხოეთში იმყოფება, სადაც სხვადასხვა კლუბებში თამაშობენ. ამით მათ საშუალება ეძლევათ განავითარონ თავიანთი სპორტული უნარები და მიაღწიონ უფრო დიდ წარმატებას. დღეს სწორედ ასეთ სპორტსმენებს გაგაცნობთ:

მაგდა კობაიძე 15 წლისაა, რომელიც კარიერულ თავგადასავალს უნგრეთში, ბალათონფურდის szent benedek röplabda akadémia- ში აგრძელებს.

ფრენბურთელი ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს:

"როგორც იცით საქართველოს ფრენბურთელ გოგონათა 17- წლამდელთა ნაკრები მოხვდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც 7 თამაშის ჩატარება მოგვიწია. ამ თამაშების დასრულების შემდეგ მალევე დაგვიკავშირდა აგენტი, რომელმაც შემოგვთავაზა უნგრეთის ერთ-ერთ გუნდში კონტრაქტის გაფორმება. კერძოდ, ბალათონფურდის szent benedek röplabda akadémia- ში.

კლუბი თამაშობს ექსტრა ლიგას. ჩემთან ერთად ბევრი უცხოელი მოთამაშე შემოუერთდა გუნდს და ამიტომ იმედები დიდია იმისა, რომ უნგრეთის ჩემპიონატში საპრიზო ადგილს მოვიპოვებთ.

უნგრეთში დამხვდა საკმაოდ კარგი სავარჯიშო პირობები, რაც ხელს შეუწყობს ჩემს ფიზიკურ განვითარებას. ასევე კლუბი ორგანიზებას უწევს ყოველკვირეული ამხანაგური თამაშების ჩატარებას სხვადასხვა ქვეყნებში, რაც თამაშის პრაქტიკულ გამოცდილებას მაძლევს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩემი კარიერული წინსვლისთვის.

საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია შესაძლებლობის ფარგლებში აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ შეექმნა ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის კარგი სავარჯიშო პირობები. უნგრეთთან კონტრაქტის გაფორმებაში ასევე იყვნენ ჩართულები და ხელი შემიწყეს, რომ კარგ პირობებში აღმოვჩენილიყავი. “

მარიამ მუშკუდიანი 16 წლისაა, რომელიც ახლა საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს. სწორედ მარიამია ნაკრების ის გამორჩეული მოთამაშე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად, გადამწყვეტ მატჩზე გუნდს ყველაზე მეტი ქულა მოუტანა.

მარიამი ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს:

"მიხარია, რომ საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ. კლუბს Mulhouse Alsace, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოთამაშეა, არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული აქვს მიღებული. ისეთი, როგორიც საფრანგეთის ჩემპიონობაა. მათ ძალიან დიდი ფრენბურთის ტრადიციები გააჩნიათ. ახლაც სეზონის ლიდერები სწორედ ჩვენ ვართ.

აქ საოცრად კარგი მოთამაშეები დამხვდნენ, გუნდშიც ადვილად და მეგობრულად მიმიღეს. ვინაიდან 16 წლის ვარ, ამ ეტაპისთვის 3 წლიანი კონტრაქტი გავაფორმე, რითიც კმაყოფილი ვარ. აქტიური თამაში ახლა ელიტ დივიზიონში მიწევს და ვფიქრობ, რომ მალე მთავარ გუნდშიც გადავალ.

სხვათაშორის, ზოგჯერ მთავარ გუნდშიც მიწევს თამაში და ასევე 18 წლამდელთა ნაკრებსაც ვეხმარები ხოლმე. რაც შეეხება სპორტულ ცხოვრებას, დღეში ორჯერ ან სამჯერ ვვარჯიშობთ, როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკაზე.

ბუნებრივია საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ახლაც მაქვს კონტაქტი. როცა ჩემი ჩამოსვლის საჭიროება იქნება, იმისათვის, რომ ასაკობრივ ან ეროვნულ ნაკრებში თამაშები ჩავატარო, აუცილებლად ჩამოვალ.

მოლოდინები და გეგმები წინ ბევრი მაქვს. ახლა ფრანგულ ენას ვეუფლები და მთლიანი დატვირთვით ვვარჯიშობ. ვიბრძვით ფლეიოფში გასასვლელად და შემდეგ, რა თქმა უნდა, უმაღლესი მიზნებისთვის. “

ნანა ლობჟანიძე

"ახლახანს, 10 ოქტომბერს შემისრულდა 16 წელი. წელს რამდენიმე კლუბიდან მქონდა შემოთავაზება. დიდი ხანი ვიდექი დილემის წინაშე, თუ რომელ ქვეყნაში წავსულიყავი სათამაშოდ. საბოლოოდ, გერმანიის ორ კლუბს შორის, გადავწყვიტე ამერჩია ნავარო, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო ის, რომ შესაძლებლობა მექნებოდა ჩემს უფროს დასთან ერთად მეცხოვრა, მევარჯიშა, მეთამაშა და იქიდან გამომდინარე, რომ არასრულწლოვანი ვარ, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე. ფრენბურთს ვთამაშობ 3 წელია, პირველი ტემპის/Middle blocker-ის პოზიციაზე და სხვა პოზიციებთან დიდი და ხანგძლივი შეხება არ მქონია.

აქ როდესაც ჩამოვედი რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ გადაწყვიტეს ჩემი პოზიციის შეცვლა (მათ განსაკუთრებით მოეწონათ ჩემი დაცვაში თამაშის უნარი) და ახლა დამატებით ვვარჯიშობ მეორე ტემპის/Outside Hitter-ის (4 ნომრის) პოზიციაზე. ჯერჯერობით არ გადამიწყვიტავს, რომელი პოზიცია მირჩევნია, რადგან, როგორც Outside Hitter-ი სულ ცოტა ხანია, რაც ვვარჯიშობ, თუმცა ძალიან მომწონს და ვხედავ ამ პოზიციაზე მომავალში საკუთარ თავს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ფრენბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ძალიან პოზიტიური, გამოცდილი და პროფესიონალი უკრაინელი მწვრთნელი ჩამოგვიყვანა და მჯერა, რომ ის კიდევ უფრო დაგვეხმარება განვითარებაში, გუნდის კიდევ უფრო შეკვრა, გაძლიერებაში და სულ მალე ვეცდებით, რომ კიდევ უფრო გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი და სრულიად საქართველო. მჯერა, რომ ფედერაცია ენერგიას არ დაიშურებს და ყველა ფრენბურთზე შეყვარებულ მოთამაშეს მუდმივ მზრუნველობას გაუწევს და გვერდით დაუდგება ერთიანი მიზნის მისაღწევად. ჩემი, როგორც სხვა ყველა სპორტსმენის ოცნებაა ოლიმპიადის საგზურის მოპოვება და ამისთვის ყველამ ერთიანად უნდა ვიმუშაოთ. მიუღწეველი არაფერია, როცა ყველას ერთი მიზანი აქვს".