მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტყვიაგაუმტარი" კაცი, ცხრა სიცოცხლით - ვინ არის "ჰამასის" იდუმალი და მოუხელთებელი ლიდერი, რომელზეც წლებია უშედეგოდ ნადირობენ - "დროის დიდ ნაწილს მიწისქვეშა გვირაბებში ატარებს"
"ტყვიაგაუმტარი" კაცი, ცხრა სიცოცხლით - ვინ არის "ჰამასის" იდუმალი და მოუხელთებელი ლიდერი, რომელზეც წლებია უშედეგოდ ნადირობენ - "დროის დიდ ნაწილს მიწისქვეშა გვირაბებში ატარებს"

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა "ჰა­მა­სის" სამ­ხედ­რო ფრთის ლი­დე­რის, მუ­ჰა­მედ ალ-დე­ი­ფის სახლზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს. "ჰა­მა­სის" ტე­რო­რის­ტე­ბის 7 ოქ­ტომ­ბრის სას­ტი­კი შე­ტე­ვის ავ­ტო­რი, სწო­რად დე­ი­ფია, რო­მელ­მაც ამ ამ­ბებს "ალ-აქ­სის ქარ­ბუ­ქი“ უწო­და.

სამ­ხედ­რო ლი­დე­რის სახლზე შე­ტე­ვის შე­დე­გად, და­ი­ღუპ­ნენ მისი მამა, ძმა, შვი­ლე­ბი და სხვა ნა­თე­სა­ვე­ბი, წერს გა­ზე­თი Haaretz. თვი­თონ დე­ი­ფი, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ და­შა­ვე­ბუ­ლა, თუმ­ცა სად იმ­ყო­ფე­ბა - უც­ნო­ბია.

ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვის "პირ­ვე­ლი სა­მიზ­ნე“ ბოლო 30 წე­ლი­წა­დია ია­ტაკ­ქვე­შე­თის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. მუ­ჰა­მედ ად-დე­ი­ფი სა­ჯა­როდ არ გა­მო­დის ხოლ­მე. მე­დი­ის­თვის მხო­ლოდ სამი ფო­ტოა ცნო­ბი­ლი, სა­დაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად დე­ი­ფია, თუმ­ცა სუ­რა­თე­ბი 20 წლის ვა­დის არის. ვი­დე­ო­ებ­ში, რომ­ლებ­საც "ჰა­მა­სი" აქ­ვეყ­ნებს, დე­ი­ფი შავი სი­ლუ­ე­ტის სა­ხით ჩანს.

Financial Times-სთან სა­უ­ბარ­ში სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბი დე­იფს მი­ზან­სწრა­ფულ ადა­მი­ა­ნად ახა­სი­ა­თე­ბენ, რო­მე­ლიც "ცდი­ლობს ებ­რა­ულ-არა­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ბუ­ნე­ბა ძა­ლა­დო­ბის გზით შეც­ვა­ლოს“. სა­ეჭ­ვოა, რომ FT-ს წყა­რო­ე­ბი პი­რა­დად იც­ნობ­დნენ დე­იფს. ამ­ბო­ბენ, რომ მისი სახე მხო­ლოდ ნა­თე­სა­ვებ­მა და "ჰა­მა­სის" წევ­რე­ბის ვიწ­რო წრემ იცის. თუმ­ცა ამ ხალ­ხის­თვი­საც უც­ნო­ბია, სად იმ­ყო­ფე­ბა მუ­ჰა­მედ ად-დე­ი­ფი ამ­ჟა­მად.

  • დე­ი­ფი - ზედ­მეტ­სა­ხე­ლია და "სტუ­მარს" ნიშ­ნავს. ამით ხაზს უს­ვამს, რომ ერთ ლო­კა­ცი­ა­ზე დიდ­ხანს არას­დროს ჩერ­დე­ბა და მუდ­მი­ვად გა­და­ად­გილ­დე­ბა სახ­ლი­დან - სახ­ლში, თავ­შე­საფ­რი­დან - თავ­შე­სა­ფარ­ში.

დე­ი­ფის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი - მუ­ჰა­მედ დიაბ იბ­რა­ჰიმ ალ-მას­რია. ის 1965 წელს ღა­ზას სექ­ტო­რის სამ­ხრეთ ქა­ლაქ ჰან-იუ­ნის­ში, პა­ლეს­ტი­ნე­ლი დევ­ნი­ლე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და.

ოჯა­ხი ძა­ლი­ან გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი იყო. მუ­ჰა­მე­დი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სკო­ლის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა, რომ მშობ­ლებს დახ­მა­რე­ბო­და. მა­მას­თან ერ­თად ავე­ჯის სა­წარ­მო­ში მუ­შა­ობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ქათ­მე­ბის პა­ტა­რა ფერ­მა გახ­სნა და მძღო­ლად მუ­შა­ობ­და. პა­ლეს­ტი­ნე­ლი წყა­რო­ე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მას ბავ­შვო­ბა­ში იც­ნობ­დნენ, ამ­ბო­ბენ, რომ "კარ­გი იუ­მო­რი და კე­თი­ლი გული ჰქონ­და“.

დევ­ნი­ლე­ბის ბა­ნაკ­ში ცხოვ­რე­ბი­სას, პა­ტა­რა დე­ი­ფი მუ­ჰა­მედ და­ლა­ნის მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­და და მას­თან ახლო მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, და­ლა­ნი პა­ლეს­ტი­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის მე­თა­უ­რი გახ­და და ბე­დის ირო­ნია ის იყო, რომ "ჰა­მა­სის" ჩახ­შო­ბა მას და­ე­ვა­ლა. ამ­ბო­ბენ, რომ მი­უ­ხე­და­ვად სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ლუ­სებ­ზე ყოფ­ნი­სა, დე­იფ­სა და და­ლანს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. შე­საძ­ლოა, ზუს­ტად ამი­ტომ, და­ლა­ნი ახლა სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს და ფა­თხის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­ვით, რომ­ლე­ბიც "ჰა­მასს" ებ­რძოდ­ნენ, სა­ხუ­რა­ვი­დან არ გა­და­აგ­დეს.

  • დე­ი­ფი სკო­ლა­ში დაბ­რუნ­და და შემ­დეგ, ღა­ზას ის­ლა­მურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. იქ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა და­ი­წყო. სტუ­დენ­ტუ­რი საბ­ჭოს ერთ-ერთი კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და და თე­ატ­რა­ლუ­რი ჯგუ­ფი "ალ-აი­ე­დუ­ნი“ შექ­მნა. ეს და­სა­ხე­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ითარ­გმნოს, რო­გორც "დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი“: იგუ­ლის­ხმე­ბო­და პა­ლეს­ტი­ნე­ლი დევ­ნი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა მათ მიერ და­ტო­ვე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. თე­ატ­რში დე­იფ­მა რამ­დე­ნი­მე როლი ითა­მა­შა, მათ შო­რის, ის­ტო­რი­უ­ლი პი­რე­ბის. 1988 წელს მან უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი მი­ი­ღო. იმ მო­მენ­ტის­თვის უკვე "ჰა­მა­სის" წევ­რი იყო.

არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ მუ­ჰა­მედ დე­ი­ფი "ჰა­მა­სის" წევ­რი მისი და­არ­სე­ბის მო­მენ­ტი­დან, ანუ 1987 წლი­დან გახ­და. მა­შინ ბიჭი 20 წლის იყო.

1989 წელს ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ის და­ა­კა­ვა. ცი­ხე­ში 16 თვე გა­ა­ტა­რა, ბრა­ლი ედე­ბო­და "ჰა­მა­სის" სამ­ხედ­რო აპა­რატ­ში მუ­შა­ო­ბა­ში.

რო­გორც კი ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და, ჰა­მა­სის დაჯ­გუ­ფე­ბის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად, "ალ-ქა­სა­მის“ ბრი­გა­დის და­არ­სე­ბა და­ი­წყო. 90-ია­ნებ­ში კი სა­ხე­ლი მო­იხ­ვე­ჭა. ის ის­რა­ელ­ში მო­წყო­ბი­ლი არა­ერ­თი ტე­რაქ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო.

დე­ი­ფი იაჰი აია­შას მოს­წავ­ლე გახ­და, რო­მელ­საც ზედ­მეტ­სა­ხე­ლად ინ­ჟი­ნერს ეძახ­დნენ და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბის ოს­ტა­ტი იყო. 1996 წელს აია­ში მოკ­ლეს. მას­წავ­ლებ­ლის გამო დე­იფ­მა შუ­რი­ძი­ე­ბა გა­და­წყვი­ტა და ის­რა­ელ­ში ავ­ტო­ბუ­სე­ბის აფეთ­ქე­ბის სე­რი­ე­ბი მო­ა­წყო, რა­საც დიდი მსხვერ­პლი მოჰ­ყვა.

90-ია­ნე­ბის შუა პე­რი­ო­დი­დან დე­ი­ფი ის­რა­ელ­ში "ყვე­ლა­ზე ძებ­ნილ პა­ლეს­ტი­ნე­ლად" გა­და­იქ­ცა. ის­რა­ე­ლის ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ია­სირ არა­ფატ­მა პა­ლეს­ტი­ნის პრე­ზი­დენტს თხოვ­ნით მი­მარ­თა, რომ მუ­ჰა­მედ დე­ი­ფი და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნათ. თუმ­ცა არა­ფატ­მა გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა უპა­სუ­ხა, რომ პირ­ვე­ლად ეს­მო­და ეს სა­ხე­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პე­რე­სი იხ­სე­ნებ­და, რომ არა­ფატ­მა ის უბ­რა­ლოდ მო­ა­ტყუა.

  • 2002 წლის მა­ის­ში პა­ლეს­ტი­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ, ის­რა­ე­ლის მო­თხოვ­ნით, დე­ი­ფი და­ა­კა­ვა. თუმ­ცა პა­ტიმ­რო­ბა თა­მა­შის ნა­წი­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან დე­იფს პა­ლეს­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და (გა­იხ­სე­ნეთ ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი). 2002 წელს ებ­რა­ე­ლებ­მა სა­რა­კე­ტო დარ­ტყმით გა­ა­ნად­გუ­რეს "ჰა­მა­სის" სამ­ხედ­რო ფრთის და­ა­მარ­სებ­ლის, სა­ლაჰ შე­ჰა­დის სახ­ლი. იე­რიშს თა­ვად სა­ლა­ჰიც შე­ე­წი­რა. მას­თან ერ­თად კი­დევ 14 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. მუ­ჰა­მედ ალ დე­იფ­მა კი მისი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და "ალ-კა­სამს“ ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში.

ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვამ დე­ი­ფის ლიკ­ვი­და­ცია მი­ნი­მუმ 7-ჯერ სცა­და, მერ­ვედ კი უკვე 7 ოქ­ტომ­ბრის იე­რი­შის შემ­დეგ.

პირ­ვე­ლად 2001 წელს სცა­დეს. 1 წლის შემ­დეგ Apache-ს ვერ­ტმფრე­ნით მის ავ­ტო­მო­ბილს ორი რა­კე­ტა ეს­რო­ლეს. დე­ი­ფი და­იჭ­რა და რიგი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, თვა­ლი და­კარ­გა. მისი მკურ­ნა­ლო­ბით "ჰა­მა­სის" ერთ-ერთი ლი­დე­რი და ექი­მი აბ­დელ აზიზ ალ-რან­ტი­სი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

2003 წელს ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა სცა­დეს დე­ი­ფის გა­ნად­გუ­რე­ბა "ჰა­მა­სის" ლი­დე­რე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მე­ლიც კერ­ძო სახ­ლში იმარ­თე­ბო­და. თუმ­ცა რა­კე­ტა სხვა სარ­თულს მოხ­ვდა, დე­ი­ფი კი ისევ გა­დარ­ჩა.

3 წლის შემ­დეგ, 2006 წელს, დე­ი­ფი "ალ-ქა­სა­მის“ ლი­დე­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე 3-სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ის­რა­ე­ლის ავი­ა­ცი­ამ სახლზე სა­რა­კე­ტო იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა. დე­ი­ფის ოჯა­ხის 9 წევ­რი გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა ის და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი გა­დარ­ჩნენ და გა­იქ­ცნენ. ამ იე­რი­შის შემ­დეგ, ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლა ცნო­ბა, რომ დე­იფ­მა არა მხო­ლოდ თვა­ლი, არა­მედ ხელი და ორი­ვე ფეხი და­კარ­გა. მაგ­რამ "ჰა­მასს" ეს ინ­ფორ­მა­ცია არას­დროს და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

2014 წელს ცა­ხა­ლის სა­ჰა­ე­რო შე­ტე­ვის შე­დე­გად, მისი შვი­დი თვის ვაჟი, 3 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი და ერთ-ერთი ცოლი, 28 წლის ვი­და­დი და­ი­ღუპ­ნენ. შე­ტე­ვას ასე­ვე შე­ე­წი­რა ვა­ფაა ალ-და­ლოს 48 მკვიდ­რი.

ჰა­მა­სის სამ­ხედ­რო ფრთის ლი­დე­რის ლიკ­ვი­და­ცი­ის კი­დევ ორი მცდე­ლო­ბა 2021 წელს 11-დღი­ა­ნი ომის ფარ­გლებ­შიც იყო.

დე­ი­ფი ათწლე­უ­ლე­ბია უკვე ია­ტაკ­ქვე­შე­თის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს და სა­ჯა­როდ მის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­ზე­ზე­ბის გა­მოც კი არ გა­მო­დის. 2011 წელს მისი დედა გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძალ­ვა­ზე "ჰა­მა­სის" აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ლი­დე­რი იყო, დე­ი­ფი კი არა. თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ დე­ი­ფი დაკ­რძალ­ვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და ის უბ­რა­ლოდ ბრბო­ში, მო­ხუ­ცი ადა­მი­ა­ნის ნიღ­ბით იყო გა­რე­უ­ლი.

პა­ლეს­ტი­ნის სა­კი­თხე­ბი­სა და ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლის, ეჰუ­და ია­ა­რის თქმით, დე­იფს 6 საბ­რძო­ლო ბრი­გა­და აქვს შექ­მნი­ლი და სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ჰყავს გან­ლა­გე­ბუ­ლი. მათ მე­თა­უ­რებ­თან პი­რა­დი კონ­ტაქ­ტი აქვს. ყვე­ლა ინ­სტრუქ­ცი­ას ლა­ქი­ებს გა­დას­ცემს, რომ­ლე­ბიც მო­ტო­ე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

დე­ი­ფის და­ჭე­რას ის არ­თუ­ლებს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, დრო­ის დიდ ნა­წილს მი­წის­ქვე­შა გვი­რა­ბებ­ში ატა­რებს, რო­მე­ლიც რთუ­ლი სის­ტე­მაა და სხვა­თა­შო­რის, მისი დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლია.

მას ასე­ვე კუს­ტა­რუ­ლი რა­კე­ტე­ბის "კა­სა­მის“ შემ­ქმნე­ლა­დაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ეს ის რა­კე­ტე­ბია, რომ­ლი­თაც ღა­ზას სექ­ტო­რი­დან ის­რა­ელს ეს­ვრი­ან.

ებ­რა­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი რო­ნენ ბერ­გმა­ნი ამ­ბობს: "დე­ი­ფი - ჰა­მა­სის ერ­თა­დერ­თი სამ­ხედ­რო ლი­დე­რია, რო­მელ­მაც ცო­ცხლად ამ­დე­ნი ხანი გა­ქა­ჩა. ამ­დე­ნი გა­დარ­ჩე­ნის შემ­დეგ, მისი ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რო­ბის იმი­ჯი შე­იქ­მნა.“

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

ნა­ხეთ ასე­ვე:

ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჰა­მა­სი": და­არ­სე­ბა, სტრუქ­ტუ­რა, ძა­ლა­დო­ბა... - მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა იდე­ო­ლო­გი­აა, ერთი ან მეტი ლი­დე­რის სიკ­ვდი­ლი მის დაშ­ლას არ იწ­ვევს

რო­გორ მო­ა­ტყუა "ჰა­მა­სმა" ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რი?

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
5

ჰამასი ისევე როგორც ფათხი შექმნა კგბ სულ ესაა რაც უნდა იცოდეთ!!!

ნანი
30

მამუკა მდინარაძეს გავს. ეგ კარგა ხანია არ გამოჩენილა თუ ვილებს არ იშენებს საგურამოში, სხვა რამე მავნეობას გააკეთებს

ავტორი:

"ტყვიაგაუმტარი" კაცი, ცხრა სიცოცხლით - ვინ არის "ჰამასის" იდუმალი და მოუხელთებელი ლიდერი, რომელზეც წლებია უშედეგოდ ნადირობენ - "დროის დიდ ნაწილს მიწისქვეშა გვირაბებში ატარებს"

"ტყვიაგაუმტარი" კაცი, ცხრა სიცოცხლით - ვინ არის "ჰამასის" იდუმალი და მოუხელთებელი ლიდერი, რომელზეც წლებია უშედეგოდ ნადირობენ - "დროის დიდ ნაწილს მიწისქვეშა გვირაბებში ატარებს"

ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰამასის" სამხედრო ფრთის ლიდერის, მუჰამედ ალ-დეიფის სახლზე იერიში მიიტანეს. "ჰამასის" ტერორისტების 7 ოქტომბრის სასტიკი შეტევის ავტორი, სწორად დეიფია, რომელმაც ამ ამბებს "ალ-აქსის ქარბუქი“ უწოდა.

სამხედრო ლიდერის სახლზე შეტევის შედეგად, დაიღუპნენ მისი მამა, ძმა, შვილები და სხვა ნათესავები, წერს გაზეთი Haaretz. თვითონ დეიფი, სავარაუდოდ, არ დაშავებულა, თუმცა სად იმყოფება - უცნობია.

ისრაელის დაზვერვის "პირველი სამიზნე“ ბოლო 30 წელიწადია იატაკქვეშეთის ცხოვრებით ცხოვრობს. მუჰამედ ად-დეიფი საჯაროდ არ გამოდის ხოლმე. მედიისთვის მხოლოდ სამი ფოტოა ცნობილი, სადაც დადასტურებულად დეიფია, თუმცა სურათები 20 წლის ვადის არის. ვიდეოებში, რომლებსაც "ჰამასი" აქვეყნებს, დეიფი შავი სილუეტის სახით ჩანს.

Financial Times-სთან საუბარში სხვადასხვა წყაროები დეიფს მიზანსწრაფულ ადამიანად ახასიათებენ, რომელიც "ცდილობს ებრაულ-არაბული კონფლიქტის ბუნება ძალადობის გზით შეცვალოს“. საეჭვოა, რომ FT-ს წყაროები პირადად იცნობდნენ დეიფს. ამბობენ, რომ მისი სახე მხოლოდ ნათესავებმა და "ჰამასის" წევრების ვიწრო წრემ იცის. თუმცა ამ ხალხისთვისაც უცნობია, სად იმყოფება მუჰამედ ად-დეიფი ამჟამად.

  • დეიფი - ზედმეტსახელია და "სტუმარს" ნიშნავს. ამით ხაზს უსვამს, რომ ერთ ლოკაციაზე დიდხანს არასდროს ჩერდება და მუდმივად გადაადგილდება სახლიდან - სახლში, თავშესაფრიდან - თავშესაფარში.

დეიფის ნამდვილი სახელი - მუჰამედ დიაბ იბრაჰიმ ალ-მასრია. ის 1965 წელს ღაზას სექტორის სამხრეთ ქალაქ ჰან-იუნისში, პალესტინელი დევნილების ოჯახში დაიბადა.

ოჯახი ძალიან გაჭირვებული იყო. მუჰამედი იძულებული გახდა სკოლისთვის თავი დაენებებინა, რომ მშობლებს დახმარებოდა. მამასთან ერთად ავეჯის საწარმოში მუშაობდა, მოგვიანებით, ქათმების პატარა ფერმა გახსნა და მძღოლად მუშაობდა. პალესტინელი წყაროები, ადამიანები, რომლებიც მას ბავშვობაში იცნობდნენ, ამბობენ, რომ "კარგი იუმორი და კეთილი გული ჰქონდა“.

დევნილების ბანაკში ცხოვრებისას, პატარა დეიფი მუჰამედ დალანის მეზობლად ცხოვრობდა და მასთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა. რამდენიმე წლის შემდეგ, დალანი პალესტინის ადმინისტრაციის უსაფრთხოების მეთაური გახდა და ბედის ირონია ის იყო, რომ "ჰამასის" ჩახშობა მას დაევალა. ამბობენ, რომ მიუხედავად საწინააღმდეგო პოლუსებზე ყოფნისა, დეიფსა და დალანს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. შესაძლოა, ზუსტად ამიტომ, დალანი ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს და ფათხის სხვა წარმომადგენლებივით, რომლებიც "ჰამასს" ებრძოდნენ, სახურავიდან არ გადააგდეს.

  • დეიფი სკოლაში დაბრუნდა და შემდეგ, ღაზას ისლამურ უნივერსიტეტში ჩააბარა. იქ საზოგადოებრივი საქმიანობა დაიწყო. სტუდენტური საბჭოს ერთ-ერთი კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა და თეატრალური ჯგუფი "ალ-აიედუნი“ შექმნა. ეს დასახელება, შეიძლება ითარგმნოს, როგორც "დაბრუნებული“: იგულისხმებოდა პალესტინელი დევნილების დაბრუნება მათ მიერ დატოვებულ ტერიტორიაზე. თეატრში დეიფმა რამდენიმე როლი ითამაშა, მათ შორის, ისტორიული პირების. 1988 წელს მან უნივერსიტეტი დაამთავრა და ბაკალავრის ხარისხი მიიღო. იმ მომენტისთვის უკვე "ჰამასის" წევრი იყო.

არსებობს მოსაზრება, რომ მუჰამედ დეიფი "ჰამასის" წევრი მისი დაარსების მომენტიდან, ანუ 1987 წლიდან გახდა. მაშინ ბიჭი 20 წლის იყო.

1989 წელს ისრაელის ხელისუფლებამ ის დააკავა. ციხეში 16 თვე გაატარა, ბრალი ედებოდა "ჰამასის" სამხედრო აპარატში მუშაობაში.

როგორც კი ციხიდან გამოვიდა, ჰამასის დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად, "ალ-ქასამის“ ბრიგადის დაარსება დაიწყო. 90-იანებში კი სახელი მოიხვეჭა. ის ისრაელში მოწყობილი არაერთი ტერაქტის ორგანიზატორი იყო.

დეიფი იაჰი აიაშას მოსწავლე გახდა, რომელსაც ზედმეტსახელად ინჟინერს ეძახდნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების ოსტატი იყო. 1996 წელს აიაში მოკლეს. მასწავლებლის გამო დეიფმა შურიძიება გადაწყვიტა და ისრაელში ავტობუსების აფეთქების სერიები მოაწყო, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

90-იანების შუა პერიოდიდან დეიფი ისრაელში "ყველაზე ძებნილ პალესტინელად" გადაიქცა. ისრაელის ყოფილმა პრემიერმა იასირ არაფატმა პალესტინის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, რომ მუჰამედ დეიფი დაეპატიმრებინათ. თუმცა არაფატმა გაკვირვებულმა უპასუხა, რომ პირველად ესმოდა ეს სახელი. მოგვიანებით, პერესი იხსენებდა, რომ არაფატმა ის უბრალოდ მოატყუა.

  • 2002 წლის მაისში პალესტინის ადმინისტრაციამ, ისრაელის მოთხოვნით, დეიფი დააკავა. თუმცა პატიმრობა თამაშის ნაწილი აღმოჩნდა, რადგან დეიფს პალესტინის ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა (გაიხსენეთ ბავშვობის მეგობარი). 2002 წელს ებრაელებმა სარაკეტო დარტყმით გაანადგურეს "ჰამასის" სამხედრო ფრთის დაამარსებლის, სალაჰ შეჰადის სახლი. იერიშს თავად სალაჰიც შეეწირა. მასთან ერთად კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. მუჰამედ ალ დეიფმა კი მისი ადგილი დაიკავა და "ალ-კასამს“ ჩაუდგა სათავეში.

ისრაელის დაზვერვამ დეიფის ლიკვიდაცია მინიმუმ 7-ჯერ სცადა, მერვედ კი უკვე 7 ოქტომბრის იერიშის შემდეგ.

პირველად 2001 წელს სცადეს. 1 წლის შემდეგ Apache-ს ვერტმფრენით მის ავტომობილს ორი რაკეტა ესროლეს. დეიფი დაიჭრა და რიგი წყაროების მიხედვით, თვალი დაკარგა. მისი მკურნალობით "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი და ექიმი აბდელ აზიზ ალ-რანტისი იყო დაკავებული.

2003 წელს ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა სცადეს დეიფის განადგურება "ჰამასის" ლიდერების შეხვედრაზე, რომელიც კერძო სახლში იმართებოდა. თუმცა რაკეტა სხვა სართულს მოხვდა, დეიფი კი ისევ გადარჩა.

3 წლის შემდეგ, 2006 წელს, დეიფი "ალ-ქასამის“ ლიდერებთან შეხვედრაზე 3-სართულიანი შენობის პირველ სართულზე იმყოფებოდა. ისრაელის ავიაციამ სახლზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დეიფის ოჯახის 9 წევრი გარდაიცვალა, თუმცა ის და მისი თანამოაზრეები გადარჩნენ და გაიქცნენ. ამ იერიშის შემდეგ, ისრაელის ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ დეიფმა არა მხოლოდ თვალი, არამედ ხელი და ორივე ფეხი დაკარგა. მაგრამ "ჰამასს" ეს ინფორმაცია არასდროს დაუდასტურებია.

2014 წელს ცახალის საჰაერო შეტევის შედეგად, მისი შვიდი თვის ვაჟი, 3 წლის ქალიშვილი და ერთ-ერთი ცოლი, 28 წლის ვიდადი დაიღუპნენ. შეტევას ასევე შეეწირა ვაფაა ალ-დალოს 48 მკვიდრი.

ჰამასის სამხედრო ფრთის ლიდერის ლიკვიდაციის კიდევ ორი მცდელობა 2021 წელს 11-დღიანი ომის ფარგლებშიც იყო.

დეიფი ათწლეულებია უკვე იატაკქვეშეთის ცხოვრებით ცხოვრობს და საჯაროდ მისთვის უმნიშვნელოვანესი მიზეზების გამოც კი არ გამოდის. 2011 წელს მისი დედა გარდაიცვალა. დაკრძალვაზე "ჰამასის" აბსოლუტურად ყველა ლიდერი იყო, დეიფი კი არა. თუმცა ამბობენ, რომ დეიფი დაკრძალვაზე იმყოფებოდა და ის უბრალოდ ბრბოში, მოხუცი ადამიანის ნიღბით იყო გარეული.

პალესტინის საკითხებისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის თანამშრომლის, ეჰუდა იაარის თქმით, დეიფს 6 საბრძოლო ბრიგადა აქვს შექმნილი და სხვადასხვა ტერიტორიებზე ჰყავს განლაგებული. მათ მეთაურებთან პირადი კონტაქტი აქვს. ყველა ინსტრუქციას ლაქიებს გადასცემს, რომლებიც მოტოებით გადაადგილდებიან.

დეიფის დაჭერას ის ართულებს, რომ სავარაუდოდ, დროის დიდ ნაწილს მიწისქვეშა გვირაბებში ატარებს, რომელიც რთული სისტემაა და სხვათაშორის, მისი დაპროექტებულია.

მას ასევე კუსტარული რაკეტების "კასამის“ შემქმნელადაც მოიხსენიებენ. ეს ის რაკეტებია, რომლითაც ღაზას სექტორიდან ისრაელს ესვრიან.

ებრაელი ჟურნალისტი რონენ ბერგმანი ამბობს: "დეიფი - ჰამასის ერთადერთი სამხედრო ლიდერია, რომელმაც ცოცხლად ამდენი ხანი გაქაჩა. ამდენი გადარჩენის შემდეგ, მისი ტყვიაგაუმტარობის იმიჯი შეიქმნა.“

  • ავტორი: ანრი კურტანიძე

ნახეთ ასევე:

ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი": დაარსება, სტრუქტურა, ძალადობა... - მამოძრავებელი ძალა იდეოლოგიაა, ერთი ან მეტი ლიდერის სიკვდილი მის დაშლას არ იწვევს

როგორ მოატყუა "ჰამასმა" ისრაელის დაზვერვის სამსახური?