სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლევან წულაძემ ახალი ცხოვრება დაიწყო, ის ორ ადგილას მუშაობას ვერ მოახერხებდა" - რატომ წავიდა "ჭოლა" მარჯანიშვილის თეატრიდან: რას ჰყვება რეჟისორის გეგმებზე მისი გუნდის წევრი?
"ლევან წულაძემ ახალი ცხოვრება დაიწყო, ის ორ ადგილას მუშაობას ვერ მოახერხებდა" - რატომ წავიდა "ჭოლა" მარჯანიშვილის თეატრიდან: რას ჰყვება რეჟისორის გეგმებზე მისი გუნდის წევრი?

ორი დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ლე­ვან წუ­ლა­ძემ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა. აღ­ნიშ­ნულს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი და შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა.

ზოგს მი­აჩ­ნია, რომ აი­ძუ­ლეს წა­სუ­ლი­ყო თე­ატ­რი­დან და ეს ნა­ბი­ჯი გა­და­ედ­გა, ზოგი თვლის, რომ ადა­მი­ანს ახა­ლი თე­ატ­რის შექ­მნა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კუ­თხით ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა უნ­დო­და და სურ­ვი­ლი აის­რუ­ლა. ვი­ნა­ი­დან ლე­ვან წუ­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბა ჯერ ვერ მო­ხერ­ხდა, AMBEBI.GE ეკა­ტე­რი­ნე მაზ­მიშ­ვილს, "თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ხე­ლოს­ნო 42-ის" გუნ­დის წევ­რს ესა­უბ­რა:

"ეს ის სა­კი­თხია, რა­ზეც ბა­ტონ­მა ლე­ვან­მა უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი, ისე, რო­გორც თვი­თონ ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ. მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ 25 სექ­ტემ­ბერს გა­იხ­სნა ახა­ლი თე­ატ­რი და ამ­ჟა­მად ამით ვართ მო­ცუ­ლი და მთლი­ა­ნად და­კა­ვე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ნი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, ვი­ცო­დით, რო­გორც კი ახალ თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბა და­ი­წყე­ბო­და, ის წა­მო­ვი­დო­და თე­ატ­რი­დან. ამ ეტაპ­ზე მისი 2 თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბა სრუ­ლი­ად გა­მო­რი­ცხუ­ლია და ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი, ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და.

მის­თვის, რა თქმა უნდა, ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია და ეს თა­ვად­ვე გა­და­წყვი­ტა. ამის გარ­შე­მო ლა­პა­რა­კი, სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია, აზრი და ვა­რა­უ­დი, რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა იყოს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი თვი­თონ ფაქ­ტია, ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე, რომ ლე­ვან წუ­ლა­ძე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი­დან წა­მო­ვი­და და ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო...

- ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილს სჯე­რა, რომ რე­ჟი­სო­რის ახა­ლი ცხოვ­რე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გა­ნაც, ჯერ კი­დევ 2000-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში, მან მი­ძი­ნე­ბუ­ლი და ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი "თე­ატ­რა­ლუ­რი სარ­და­ფის" შექ­მნით გა­მო­ა­ცო­ცხლა...

- კი, გე­თან­ხმე­ბით და ახლა ყვე­ლა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ იმით, რომ თე­ატ­რი მა­ღალ დო­ნე­ზე ამუ­შავ­დეს. მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იტ­ვირ­თოს. ამი­ტომ სხვა რა­მის­თვის დრო არ გვაქვს, მათ შო­რის, ამა თუ იმ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის თუნ­დაც მო­სას­მე­ნად თუ გან­სა­ხილ­ვე­ლად.

- ერთ-ერთი ვა­რა­უ­დი, რაც კო­მენ­ტა­რებ­ში ამო­ვი­კი­თხე, ის იყო, რომ ლე­ვან წუ­ლა­ძე აი­ძუ­ლეს, თე­ატ­რი­დან წა­სუ­ლი­ყო... არა­და, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ სა­კუ­თარ გვერ­დზე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის..

- ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნის მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში საქ­მი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დია თე­ატ­რის­თვის. ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, თუ რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო ეპო­ქა შექ­მნა "მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ში" მსა­ხი­ო­ბე­ბის, სპექ­ტაკ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო იმი­ჯის და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გაზ­რდის კუ­თხით. არა­ერ­თი ახა­ლი მსა­ხი­ო­ბი გა­მოჩ­ნდა სცე­ნა­ზე, ბევ­რიც სულ სხვა კუ­თხით დაგ­ვა­ნა­ხა. ამას­თან, ახა­ლი თა­ო­ბის სა­ინ­ტე­რე­სო რე­ჟი­სო­რე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, რომ­ლებ­მაც მუ­შა­ო­ბა თა­ვი­დან მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში და­ი­წყეს. თე­ატ­რი ყვე­ლას აძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, ემუ­შა­ვა. მან შექ­მნა თე­ატ­რა­ლე­ბის დიდი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ერ­თი­ა­ნო­ბა, რო­მელ­საც ასე­ვე კარ­გი სა­ერ­თა­შო­რი­სო იმი­ჯი გა­უჩ­ნდა. არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში მისი სპექ­ტაკ­ლე­ბის გას­ტრო­ლე­ბი დიდი წარ­მა­ტე­ბით მი­დი­ო­და, იყო კოპ­რო­დუქ­ცი­ე­ბიც, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუმ­რე­ბი.

18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თე­ატ­რა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა "მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ში" დუღ­და. მუ­შა­ობ­და რამ­დე­ნი­მე სცე­ნა, არ­სე­ბობ­და გას­ვლი­თი სპექ­ტაკ­ლე­ბი, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­ში და იმ ად­გი­ლებ­შიც, სა­დაც რთუ­ლია სპექ­ტაკ­ლის ჩა­ტა­რე­ბა. ბევრ სხვა­დას­ხვა თე­ატრს ვმას­პინ­ძლობ­დით. მა­ყუ­რებ­ლის რა­ო­დე­ნო­ბაც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 50.000-ს აღ­წევ­და. ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის გა­კე­თე­ბის არ გვე­ში­ნო­და. ლე­ვან წუ­ლა­ძე სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მუდ­მი­ვად ფიქ­რობ­და. დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი მად­ლო­ბას უხ­დი­ან, რომ მისი დახ­მა­რე­ბით და ჩარ­თუ­ლო­ბით ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვანს მი­აღ­წი­ეს.

- გა­მო­დის, ახლა "თე­ატ­რი სა­ხე­ლოს­ნო 42"-ის დრო დად­გა...

- სა­ხელ­წო­დე­ბა­ში "თე­ატ­რა­ლუ­რი სარ­და­ფის" მი­სა­მარ­თი­დან ნა­წი­ლი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ, ის რუს­თა­ვე­ლის 42-ში მდე­ბა­რე­ობ­და. ახა­ლი თე­ატ­რის შე­საქ­მნე­ლად მზა­დე­ბა შარ­შან სექ­ტემ­ბერ­ში და­ვი­წყეთ, დე­კემ­ბრი­დან კი უკვე მშე­ნებ­ლო­ბა და წელს სექ­ტემ­ბერ­ში გავ­ხსე­ნით. გვქონ­და ერთი გას­ვლა იტა­ლი­ა­ში, რად­გან სპექ­ტაკ­ლი იტა­ლი­ის დაკ­ვე­თით და­იდ­გა. ახალ სპექ­ტაკ­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ვგეგ­მავთ პრე­მი­ე­რებს.

- სად მდე­ბა­რე­ობს თქვე­ნი თე­ატ­რი?

- "კოკა-კო­ლას" ყო­ფი­ლი ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამ ად­გილს "ფექ­ტო­რი თბი­ლი­სი“ ჰქვია, რო­მე­ლიც უნდა კულ­ტუ­რის ჰა­ბად გა­და­იქ­ცეს. ძა­ლი­ან დიდი ტე­რი­ტო­რი­აა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია, რომ­ლის ნა­წი­ლიც ჩვენ გავ­ხდით. იქ­ნე­ბა დიდი კულ­ტუ­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, კომ­პა­ნი­ე­ბი, ჯგუ­ფე­ბი და აქ და­მო­უ­კი­დებ­ლად იმუ­შა­ვე­ბენ. შე­იქ­მნე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის პრო­დუქ­ცია. არის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზე­ბი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აკა­დე­მია. ასე რომ, აქა­უ­რო­ბა მალე თბი­ლი­სის მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გი­ლად გა­და­იქ­ცე­ვა.

- რო­გო­რია თე­ატ­რის კონ­ცეფ­ცია?

- კარი არ არის და­კე­ტი­ლი, შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი დი­ლა­საც მო­ვი­დეს, რად­გა­ნაც არის კაფე, დაჯ­დეს, და­ის­ვე­ნოს. დღეს მსოფ­ლი­ო­ში მხო­ლოდ სპექ­ტაკ­ლის­თვის აღარ იხ­სნე­ბა თე­ატ­რის კარი. იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბი­ან, რომ იქ თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბიც იყოს და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, დღის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში მიხ­ვი­დე - ის­წავ­ლო, იმე­ცა­დი­ნო, წა­ი­კი­თხო, და­ხა­ტო, და­ის­ვე­ნო და ქა­ლა­ქის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის­გან და რე­ა­ლო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, მშვიდ გა­რე­მო­ში აღ­მოჩ­ნდე.

- ე.ი. წელს 25 სექ­ტემ­ბრი­დან თე­ატრმა მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო?

- დიახ და „ოტე­ლო“ უკვე რე­პერ­ტუ­არ­შია. 29 ოქ­ტომ­ბრამ­დე ყვე­ლა ბი­ლე­თი გა­ყი­დუ­ლია. უკვე ნო­ემ­ბრის ბი­ლე­თე­ბი იყი­დე­ბა და მალე პრე­მი­ე­რის ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვაც და­ი­წყე­ბა, რო­მელ­ზეც ვმუ­შა­ობთ. ჩვე­ნი პარტნი­ო­რი „ფაქ­ტო­რი თბი­ლი­სია“ და ბევ­რი სპონ­სო­რი გვყავს - არა­ერ­თი კერ­ძო კომ­პა­ნია და ადა­მი­ა­ნია. ყვე­ლა გვგულ­შე­მატ­კივ­რობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვააავა
3

მოგაკლდება ბიუჯეტის ფული, ჰააა.... შექმენით ისეთი რამე რომ ხალხს დააიტერესოთ და არა ვიწრო ჯგუფს, და შემოსავალიც რომ ქონდეთ. 

როცა კულტურა მულტურად იქცა
18

წულუკიანი და კულტურა, ხელოვნება. ანუ - ბაბი, გელა, ბუზალაძე, ნიკა წულუკიძის "ავტოგრაფი", ჯაჯანიძის ჯადოები. ეგაა მოკლე შეჯამებით. ჰო, ის კიდე, თემურ თათარაშვილი და გახარიას კვერცხები. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ლევან წულაძემ ახალი ცხოვრება დაიწყო, ის ორ ადგილას მუშაობას ვერ მოახერხებდა" - რატომ წავიდა "ჭოლა" მარჯანიშვილის თეატრიდან: რას ჰყვება რეჟისორის გეგმებზე მისი გუნდის წევრი?

"ლევან წულაძემ ახალი ცხოვრება დაიწყო, ის ორ ადგილას მუშაობას ვერ მოახერხებდა" - რატომ წავიდა "ჭოლა" მარჯანიშვილის თეატრიდან: რას ჰყვება რეჟისორის გეგმებზე მისი გუნდის წევრი?

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. შესაბამისი ინფორმაცია კულტურის სამინისტრომ გაავრცელა. აღნიშნულს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი მოსაზრებები და შეფასება მოჰყვა.

ზოგს მიაჩნია, რომ აიძულეს წასულიყო თეატრიდან და ეს ნაბიჯი გადაედგა, ზოგი თვლის, რომ ადამიანს ახალი თეატრის შექმნა და შემოქმედებითი კუთხით ახალი ცხოვრების დაწყება უნდოდა და სურვილი აისრულა. ვინაიდან ლევან წულაძესთან დაკავშირება ჯერ ვერ მოხერხდა, AMBEBI.GE ეკატერინე მაზმიშვილს, "თეატრალური სახელოსნო 42-ის" გუნდის წევრს ესაუბრა:

"ეს ის საკითხია, რაზეც ბატონმა ლევანმა უნდა გასცეს პასუხი, ისე, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. მე შემიძლია გითხრათ, რომ 25 სექტემბერს გაიხსნა ახალი თეატრი და ამჟამად ამით ვართ მოცული და მთლიანად დაკავებული. ყველანი გაფრთხილებული ვიყავით, ვიცოდით, როგორც კი ახალ თეატრში მუშაობა დაიწყებოდა, ის წამოვიდოდა თეატრიდან. ამ ეტაპზე მისი 2 თეატრში მუშაობა სრულიად გამორიცხულია და ფიზიკურად შეუძლებელი, ვერ მოახერხებდა.

მისთვის, რა თქმა უნდა, ახალი ცხოვრების დაწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია და ეს თავადვე გადაწყვიტა. ამის გარშემო ლაპარაკი, სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია, აზრი და ვარაუდი, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს. მნიშვნელოვანი კი თვითონ ფაქტია, ინტერპრეტაციების გარეშე, რომ ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრიდან წამოვიდა და ახალი ცხოვრება დაიწყო...

- ადამიანების ნაწილს სჯერა, რომ რეჟისორის ახალი ცხოვრება წარმატებული იქნება, რადგანაც, ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში, მან მიძინებული და ჩაბნელებული ქალაქი "თეატრალური სარდაფის" შექმნით გამოაცოცხლა...

- კი, გეთანხმებით და ახლა ყველანი დაკავებულები ვართ იმით, რომ თეატრი მაღალ დონეზე ამუშავდეს. მაქსიმალურად დაიტვირთოს. ამიტომ სხვა რამისთვის დრო არ გვაქვს, მათ შორის, ამა თუ იმ ინტერპრეტაციის თუნდაც მოსასმენად თუ განსახილველად.

- ერთ-ერთი ვარაუდი, რაც კომენტარებში ამოვიკითხე, ის იყო, რომ ლევან წულაძე აიძულეს, თეატრიდან წასულიყო... არადა, კულტურის სამინისტრომ საკუთარ გვერდზე მადლობა გადაუხადა მარჯანიშვილის თეატრში წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისთვის..

- ბატონი ლევანის მარჯანიშვილის თეატრში საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია თეატრისთვის. ყოფილი სტუდენტები და არაერთი ადამიანი აღნიშნავს, თუ რა მნიშვნელოვანი და საინტერესო ეპოქა შექმნა "მარჯანიშვილში" მსახიობების, სპექტაკლების მიმართულებით, ასევე საერთაშორისო იმიჯის და ახალგაზრდა თაობის პროფესიული გაზრდის კუთხით. არაერთი ახალი მსახიობი გამოჩნდა სცენაზე, ბევრიც სულ სხვა კუთხით დაგვანახა. ამასთან, ახალი თაობის საინტერესო რეჟისორები გამოჩნდნენ, რომლებმაც მუშაობა თავიდან მარჯანიშვილის თეატრში დაიწყეს. თეატრი ყველას აძლევდა საშუალებას, ემუშავა. მან შექმნა თეატრალების დიდი გაერთიანება, ერთიანობა, რომელსაც ასევე კარგი საერთაშორისო იმიჯი გაუჩნდა. არაერთ ქვეყანაში მისი სპექტაკლების გასტროლები დიდი წარმატებით მიდიოდა, იყო კოპროდუქციებიც, საერთაშორისო სტუმრები.

18 წლის განმავლობაში თეატრალური ცხოვრება "მარჯანიშვილში" დუღდა. მუშაობდა რამდენიმე სცენა, არსებობდა გასვლითი სპექტაკლები, მათ შორის, საქართველოს ფარგლებში და იმ ადგილებშიც, სადაც რთულია სპექტაკლის ჩატარება. ბევრ სხვადასხვა თეატრს ვმასპინძლობდით. მაყურებლის რაოდენობაც წლის განმავლობაში დაახლოებით 50.000-ს აღწევდა. ექსპერიმენტების გაკეთების არ გვეშინოდა. ლევან წულაძე სხვადასხვა მიმართულებით მუდმივად ფიქრობდა. დღეს ადამიანები მადლობას უხდიან, რომ მისი დახმარებით და ჩართულობით ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანს მიაღწიეს.

- გამოდის, ახლა "თეატრი სახელოსნო 42"-ის დრო დადგა...

- სახელწოდებაში "თეატრალური სარდაფის" მისამართიდან ნაწილი შევინარჩუნეთ, ის რუსთაველის 42-ში მდებარეობდა. ახალი თეატრის შესაქმნელად მზადება შარშან სექტემბერში დავიწყეთ, დეკემბრიდან კი უკვე მშენებლობა და წელს სექტემბერში გავხსენით. გვქონდა ერთი გასვლა იტალიაში, რადგან სპექტაკლი იტალიის დაკვეთით დაიდგა. ახალ სპექტაკლებზე მუშაობა მიმდინარეობს და ვგეგმავთ პრემიერებს.

- სად მდებარეობს თქვენი თეატრი?

- "კოკა-კოლას" ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე. ამ ადგილს "ფექტორი თბილისი“ ჰქვია, რომელიც უნდა კულტურის ჰაბად გადაიქცეს. ძალიან დიდი ტერიტორიაა და მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ნაწილიც ჩვენ გავხდით. იქნება დიდი კულტურული ორგანიზაციები, კომპანიები, ჯგუფები და აქ დამოუკიდებლად იმუშავებენ. შეიქმნება სხვადასხვა სახის პროდუქცია. არის საგამოფენო დარბაზები, საგანმანათლებლო აკადემია. ასე რომ, აქაურობა მალე თბილისის მნიშვნელოვან ადგილად გადაიქცევა.

- როგორია თეატრის კონცეფცია?

- კარი არ არის დაკეტილი, შეიძლება ადამიანი დილასაც მოვიდეს, რადგანაც არის კაფე, დაჯდეს, დაისვენოს. დღეს მსოფლიოში მხოლოდ სპექტაკლისთვის აღარ იხსნება თეატრის კარი. იმ მიმართულებით ვითარდებიან, რომ იქ თავშეყრის ადგილებიც იყოს და შესაძლებლობა, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მიხვიდე - ისწავლო, იმეცადინო, წაიკითხო, დახატო, დაისვენო და ქალაქის ყოველდღიურობისგან და რეალობისგან განსხვავებული, მშვიდ გარემოში აღმოჩნდე.

- ე.ი. წელს 25 სექტემბრიდან თეატრმა მუშაობა დაიწყო?

- დიახ და „ოტელო“ უკვე რეპერტუარშია. 29 ოქტომბრამდე ყველა ბილეთი გაყიდულია. უკვე ნოემბრის ბილეთები იყიდება და მალე პრემიერის ბილეთების გაყიდვაც დაიწყება, რომელზეც ვმუშაობთ. ჩვენი პარტნიორი „ფაქტორი თბილისია“ და ბევრი სპონსორი გვყავს - არაერთი კერძო კომპანია და ადამიანია. ყველა გვგულშემატკივრობს.

წაიკითხეთ ასევე: