საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა - მისი გარდაცვალების საქმეზე ინსპექტორ-კონტროლიორი ამხილეს
პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა - მისი გარდაცვალების საქმეზე ინსპექტორ-კონტროლიორი ამხილეს

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, პა­ტიმ­რის მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის­თვის, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ინ­სპექ­ტორ-კონ­ტრო­ლი­ო­რი იქნა მხი­ლე­ბუ­ლი. ინ­ფორ­მა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2023 წლის 1 აგ­ვის­ტოს, №10-ე პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ინ­სპექ­ტორ-კონ­ტრო­ლი­ორ­მა, რო­მელ­საც პა­ტი­მარ გ.გ.-ს სა­თა­ნა­დო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა ევა­ლე­ბო­და, არა­ჯე­როვ­ნად შე­ას­რუ­ლა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბა და არ გა­და­ა­მოწ­მა საკ­ნის სა­ა­ბა­ზა­ნო ოთახ­ში მყო­ფი მსჯავ­რდე­ბუ­ლი.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გან­მარ­ტე­ბით, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის შე­დე­გად, უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ დარ­ჩე­ნილ­მა პა­ტი­მარ­მა სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­ტა­ნი­ლი ზონ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

"სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­შე­წყო­ბით, ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო. კერ­ძოდ, გა­მო­ი­კი­თხა 35 პირი, დათ­ვა­ლი­ერ­და №10 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, სა­ი­და­ნაც ამო­ღე­ბუ­ლი იქნა ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ჩა­ტარ­და კომ­პლექ­სუ­რი ქი­მი­უ­რი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო, მიკ­რო­ნა­წი­ლა­კუ­რი და ტრა­სო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, ასე­ვე მო­პო­ვე­ბუ­ლი იქნა ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცავს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით წა­რუდ­გი­ნა.

და­ნა­შა­უ­ლი 2-დან 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი საქ­მე­ზე აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმედას
0

გამოვჩდი ჩამოგითვალო ოჯახები, ახალგაზრდები მიშას დროს ჩახოცილები?თუ ნამუსი გაგაჩერებს ,ერთერთი მევარ ვინც ოჯახის ოთხი ადამიანი დაკარგა მიშა სისტემის დროს

ნონა
0

გადაყვნენ მავნე საკიანს და პატიმრები კი ყურადღების მიღმაა ,დაბრუნეთ ეგ ქვეყნი დამაქცევარი ციხეში

ავტორი:

პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა - მისი გარდაცვალების საქმეზე ინსპექტორ-კონტროლიორი ამხილეს

პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა - მისი გარდაცვალების საქმეზე ინსპექტორ-კონტროლიორი ამხილეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის, დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორი იქნა მხილებული. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 1 აგვისტოს, №10-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, ინსპექტორ-კონტროლიორმა, რომელსაც პატიმარ გ.გ.-ს სათანადო მეთვალყურეობა ევალებოდა, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ გადაამოწმა საკნის სააბაზანო ოთახში მყოფი მსჯავრდებული.

საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა პატიმარმა სააბაზანოში შეტანილი ზონრის გამოყენებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება უზრუნველყო. კერძოდ, გამოიკითხა 35 პირი, დათვალიერდა №10 პენიტენციური დაწესებულება და შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, ჩატარდა კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო, მიკრონაწილაკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები, ასევე მოპოვებული იქნა ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობისთვის, სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.