მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბელგიაში მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა
ბელგიაში მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა

ბელ­გი­ა­ში მომ­ღე­რა­ლი ინგა ფე­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-სთან მის­მა მე­გო­ბარ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტმა მაკა რაზ­მა­ძემ და­ა­დას­ტუ­რა.

მომ­ღერ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო დროს მძი­მე იყო, მაგ­რამ ერთი კვი­რის წინ მისი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია გახ­და სა­ჭი­რო. ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია ინ­ფორ­მა­ცია, სად დაკ­რძა­ლა­ვენ ხე­ლო­ვანს, ბელ­გი­ა­ში თუ სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

ინგა ფე­რა­ძე წლე­ბია ემიგ­რა­ცი­ა­ში ბრი­უ­სე­ლის გა­რე­უ­ბან­ში, სო­ცი­ა­ლურ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი 70-80-იან წლებ­ში იყო. ქა­ლა­ქუ­რი ჟან­რის სიმ­ღე­რებს მღე­რო­და.

ცოტა ხნის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კო­ლე­გე­ბი და მე­გობ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის, ინგა ფე­რა­ძის ბრი­უ­სე­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნას გეგ­მავ­დნენ. ამის­თვის კი ფონ­დიც შე­იქ­მნა, სა­დაც დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­ეძ­ლოთ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1

მშვიდობით განისვენოს, ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი სული :(

ქალი
6

დაუმკვიდროს უფალმა ცათა სასუფეველი.ძალიან სამწუხაროა.

ავტორი:

ბელგიაში მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა

ბელგიაში მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა

ბელგიაში მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია AMBEBI.GE-სთან მისმა მეგობარმა, ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ დაადასტურა.

მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დროს მძიმე იყო, მაგრამ ერთი კვირის წინ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ამ დროისთვის უცნობია ინფორმაცია, სად დაკრძალავენ ხელოვანს, ბელგიაში თუ სამშობლოში ჩამოასვენებენ.

ინგა ფერაძე წლებია ემიგრაციაში ბრიუსელის გარეუბანში, სოციალურ ბინაში ცხოვრობდა და საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობდა. ის საქართველოში პოპულარული 70-80-იან წლებში იყო. ქალაქური ჟანრის სიმღერებს მღეროდა.

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოლეგები და მეგობრები ქართველი მომღერლის, ინგა ფერაძის ბრიუსელიდან საქართველოში ჩამოყვანას გეგმავდნენ. ამისთვის კი ფონდიც შეიქმნა, სადაც დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეეძლოთ.