მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში, "ქართული ღვინის ფესტივალი" დასრულდა
თბილისში, "ქართული ღვინის ფესტივალი" დასრულდა

თბი­ლის­ში, „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი“ დას­რულ­და. ფეს­ტი­ვალ­მა, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ასო­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­ე­ლი სტუ­მა­რი ერთ სივ­რცე­ში გა­ა­ერ­თი­ა­ნა.

ასე­უ­ლო­ბით სტუმ­რის წი­ნა­შე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო 50-მდე ად­გი­ლობ­რი­ვი მწარ­მო­ებ­ლის პრო­დუქ­ცია, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­ხის ქარ­თუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი პრო­დუქ­ტი: პური, ჩურ­ჩხე­ლა, ჩირი, ყვე­ლი, თაფ­ლი და სხვა.

ფეს­ტი­ვა­ლი მო­ი­ცავ­და გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­სა და დე­გუს­ტა­ცი­ას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წელს ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე დახ­ვდათ - მას­ტერკლა­სი სო­მე­ლი­ეს­გან და უფა­სო ვი­ზი­ტი ღვი­ნის მუ­ზე­უმ­ში.

პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა სო­მე­ლი­ემ, WSET 3-ის კურსდამ­თავ­რე­ბულ­მა თე­ო­ნა თო­ხა­ძემ სტუმ­რე­ბის­თვის მას­ტერკლა­სი ჩა­ა­ტა­რა თე­მა­ზე „დე­გუს­ტა­ცი­ის ხე­ლოვ­ნე­ბა და ყნოს­ვის ტრე­ნინ­გი“.

ფეს­ტი­ვა­ლი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დატ­ვირ­თუ­ლი იყო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მით, რო­მე­ლიც გათ­ვლი­ლი იყო რო­გორც ბავ­შვე­ბის­თვის, ისე უფ­რო­სე­ბის­თვის. ად­გილ­ზე მი­სულ სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ მო­ეს­მი­ნათ ცო­ცხა­ლი მუ­სი­კა ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის, ასე­ვე ბენ­დე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

დრა­მე­ბის შოუ, ოჩო­ფე­ხე­ბი, ცე­ცხლე­ბის შოუ - ეს იმ აქ­ტი­ვო­ბე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე მი­სულ სტუმ­რებს დახ­ვდათ.

რო­გორც „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის” ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძე გან­მარ­ტავს, წელს, ფეს­ტი­ვალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო გე­მო­ე­ბი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ბევ­რი კომ­პა­ნია კი რო­გორც სტუმ­რე­ბის­თვის, ისე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თვის აღ­მო­ჩე­ნა იყო. „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი” უკვე მე­ხუ­თედ გა­ი­მარ­თა. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ტრა­დი­ცი­ას არ ვღა­ლა­ტობთ. წლე­ვან­დელ­მა ფეს­ტი­ვალ­მა დიდი დატ­ვირ­თვით ჩა­ი­ა­რა, ძა­ლი­ან ბევ­რი ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­ე­ლი სტუ­მა­რი გვყავ­და. წელს, სა­ინ­ტე­რე­სო გე­მო­ე­ბი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ბევ­რი ახა­ლი კომ­პა­ნია გა­ვი­ცა­ნით, რო­მე­ლიც ჩვენ­თვი­საც და სტუმ­რე­ბის­თვი­საც აღ­მო­ჩე­ნა იყო. კვლავ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­ინ­ტე­რე­სო კომ­პა­ნი­ე­ბის მო­ძი­ე­ბას, ვეც­დე­ბით, მო­მა­ვალ წელს უფრო მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ვა­ტა­როთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 50-მდე კომ­პა­ნია იღებ­და. იმე­დი გვაქვს, 2024 წელს ტრა­დი­ცი­უ­ლად სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე მო­რიგ ჯერ­ზე ჩა­ვა­ტა­რებთ “ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალს”, - აღ­ნიშ­ნა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­სულ სტუმ­რებს, ისი­ნი აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაჰ­ყვე­ბათ და მო­უთ­მენ­ლად ელი­ან „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალს” 2024 წელს.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, თბი­ლის­ში, სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­მა” სტუმ­რებს მე­ხუ­თედ უმას­პინ­ძლა.

ავტორი:

თბილისში, "ქართული ღვინის ფესტივალი" დასრულდა

თბილისში, "ქართული ღვინის ფესტივალი" დასრულდა

თბილისში, „ქართული ღვინის ფესტივალი“ დასრულდა. ფესტივალმა, ტრადიციულად, ასობით ადგილობრივი და უცხოელი სტუმარი ერთ სივრცეში გააერთიანა.

ასეულობით სტუმრის წინაშე წარმოდგენილი იყო 50-მდე ადგილობრივი მწარმოებლის პროდუქცია, ასევე სხვადასხვა სახის ქართული, ტრადიციული პროდუქტი: პური, ჩურჩხელა, ჩირი, ყველი, თაფლი და სხვა.

ფესტივალი მოიცავდა გამოფენა-გაყიდვასა და დეგუსტაციას. აღსანიშნავია, რომ წელს ღვინის მოყვარულებს განსაკუთრებული სიახლე დახვდათ - მასტერკლასი სომელიესგან და უფასო ვიზიტი ღვინის მუზეუმში.

პროფესიონალმა სომელიემ, WSET 3-ის კურსდამთავრებულმა თეონა თოხაძემ სტუმრებისთვის მასტერკლასი ჩაატარა თემაზე „დეგუსტაციის ხელოვნება და ყნოსვის ტრენინგი“.

ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იყო მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით, რომელიც გათვლილი იყო როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ცოცხალი მუსიკა ფოლკლორული ანსამბლების, ასევე ბენდების მონაწილეობით.

დრამების შოუ, ოჩოფეხები, ცეცხლების შოუ - ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ადგილზე მისულ სტუმრებს დახვდათ.

როგორც „ქართული ღვინის ფესტივალის” ორგანიზატორი, მარიამ გიორგაძე განმარტავს, წელს, ფესტივალზე საინტერესო გემოები იყო წარმოდგენილი, ბევრი კომპანია კი როგორც სტუმრებისთვის, ისე ორგანიზატორებისთვის აღმოჩენა იყო. „ქართული ღვინის ფესტივალი” უკვე მეხუთედ გაიმართა. მოხარული ვარ, რომ ტრადიციას არ ვღალატობთ. წლევანდელმა ფესტივალმა დიდი დატვირთვით ჩაიარა, ძალიან ბევრი ადგილობრივი და უცხოელი სტუმარი გვყავდა. წელს, საინტერესო გემოები იყო წარმოდგენილი, ბევრი ახალი კომპანია გავიცანით, რომელიც ჩვენთვისაც და სტუმრებისთვისაც აღმოჩენა იყო. კვლავ გავაგრძელებთ საინტერესო კომპანიების მოძიებას, ვეცდებით, მომავალ წელს უფრო მასშტაბური ღონისძიება ჩავატაროთ. აღსანიშნავია, რომ წელს მონაწილეობას 50-მდე კომპანია იღებდა. იმედი გვაქვს, 2024 წელს ტრადიციულად სიონის ქუჩაზე მორიგ ჯერზე ჩავატარებთ “ქართული ღვინის ფესტივალს”, - აღნიშნა ორგანიზატორმა.

რაც შეეხება მოსულ სტუმრებს, ისინი აღნიშნავდნენ, რომ დღის განმავლობაში მიღებული ემოციები მთელი წლის განმავლობაში გაჰყვებათ და მოუთმენლად ელიან „ქართული ღვინის ფესტივალს” 2024 წელს.

ინფორმაციისთვის, თბილისში, სიონის ქუჩაზე „ქართული ღვინის ფესტივალმა” სტუმრებს მეხუთედ უმასპინძლა.